santaesperanza
სხვა ამსტერდამი
ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12.9
სხვა გურული დღიურები
ავტორი: კეკელიძე გიორგი გამომცემლობა: პალიტრა L  
6.95
სხვა სკოლა
ავტორი: ნათია როსტიაშვილი სერია: გაკვეთილების მერე საკითხავი   როგორია ბავშვებისთვის საოცნებო სკოლა? იქნებ ისეთი, სადაც სახელმძღვანელოები არ არის საჭირო და ბევრი დავალების შესრულების გარეშე ასწავლიან ცხოვრებას, წარმატების მიღწევის გზებს, საფრთხის მოგერიებასა და სწორი არჩევანის გაკეთებას?   „უკვე შეგვიძლია, ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში გადაგიყვანოთ, წარმოგიდგენია?! ის სუულ სხვანაირი სკოლაა, იქ სუულ სხვანაირ საგნებს ასწავლიან. უწიგნებოდ“, – ეუბნება გახარებული დედა წიგნის მთავარ გმირს, ლეოს, რომელსაც თავისი სოფლის სკოლა, სოფი მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარი – ნიკო არ ეთმობა, მაგრამ ისიც იცის, რომ მშობლებს მისთვის საუკეთესო უნდათ და ახალ სკოლა-პანსიონში ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრებას იწყებს.   ადეკვატური რეაქციების გამოწრთობის გაკვეთილი, თანასწორობის გაკვეთილი, თავდაცვის გაკვეთილი, სწორი არჩევანის გაკეთების გაკვეთილი – ასეთ საგნებს ასწავლიან „სხვა სკოლაში“ – სასარგებლოდ და საინტერესოდ ჟღერს, არა? თუმცა, ნათია როსტიაშვილის ეს იუმორითა და სევდით შეზავებული წიგნი, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც დაიწერა, პირველ რიგში იმას შეგვახსენებს, რისი დავიწყებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ცხოვრების სწავლების“ გზაზე – სიყვარულის, მეგობრობის, თანაგრძნობისა და თანადგომის აუცილებლობას.   რომანი სერიის მე-9 წიგნია
14.9
სხვაგვარად ვფიქრობთ
დევიდ გაშის თეოლოგიური ნაშრომი პირადი ისტორიაა ავტორისა, რომელშიც მოგვითხრობს როგორ და რატომ შეიცვალა მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ ადამიანების მიმართ. წიგნში კრიტიკულ განხილვასაა დაქვემდებარებული ბიბლიის ის უმნიშვნელოვანესი საკვანძო მომენტები, რომლითაც ქრისტიანი სასულიერო პირები ადამიანთა სიძულვილს ახალისებენ. პროფესორი გაში ყველასთვის ცნობილ ბიბლიურ ამბებს აბსოლუტურად სხვა თვალით დაგვანახებს და გაგვცემს პასუხს კითხვაზე: როგორია სინამდვილეში წმინდა წერილის დამოკიდებულება ლგბტქ ადამიანების მიმართ? არის თუ არა სოდომისა და გომორას ამბავში საუბარი ჰომოსექსუალობის გამო მოვლენილ სასჯელზე? რატომ გმობდა პავლე მოციქული ერთნაირსქესიან ადამიანთა სექსუალურ ურთიერთობებს?
10
სხვისი კინო
ავტორი: ბესო სოლომანაშვილი სულაკაურის გამომცემლობა „სხვისი კინო“ ბესო სოლომანაშვილის მოთხრობების კრებულია და მასში სამი ახალი და ერთი რედაქტირებული მოთხრობაა შესული. ავტორი არ ღალატობს თავს და სულ ძალადობაზე ჰყვება – ძალადობის საფუძვლებსა და მის მძიმე შედეგებზე – ხან ტრაგიზმით, ხან გროტესკით და ხანაც სევდით. თუ ერთ მოთხრობაში ტელევიზიის მუშაობაზე ლაპარაკობს ირონიულად, მეორეში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მამისა და მისი ვაჟების ტრაგიკული ისტორიაა აღწერილი, მესამეში სულაც სატელეფონო სექსის თანამშრომლის ვნებებია… მოკლედ, ეს ისტორიები არის ადამიანებზე, რომლებიც მოხვედრილან „სხვის კინოში“, სადაც მათ არავინ ელოდება და არც თვითონ სურთ იქ ყოფნა…
13.9
სხვისი სახე
ავტორი: კობო აბე მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი   შეუძლია ადამიანს სახის გარეშე არსებობა? შეიცავს სახე რაღაც შეუცვლელს და იმდენად ფასეულს, რომ უმისოდ ადამიანი საკუთარ თავსაც კარგავს? ეს ერთადერთი კითხვა არ არის, რომელსაც კობო აბე მკითხველის და ალბათ საკუთარი თავის წინაშეც სვამს წიგნში „სხვისი სახე“. ამ რომანში მწერალს მკითხველი შეჰყავს ადამიანის სულის უძირო სამყაროში; სამყაროში, სადაც ბურუსი და უაზრო ქაოსი მეფობს. ძალიან ძნელია ამ დახლართულ და იდუმალ ლაბირინთში ხეტიალი და იქიდან გამოსავლის პოვნა. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ადამიანები ერთთავად ნიღბით დადიან. ხანდახან საკუთარ რეალურ სახესთან პირისპირ დარჩენისაც ეშინიათ. დროდადრო კი ისეც ხდება, რომ ეს გამოგონილი სახე-ნიღაბი დამოუკიდებელ არსებობას იწყებს. კობო აბე ჩვეული ოსტატობით აშიშვლებს ნიღბებისა და რეალური სახეების ამ მასკარადს და ყველაფერს, რის დამალვასაც ადამიანები ყველანაირად ვცდილობთ
13.9
ტანტრა: უმაღლესი შემეცნება
ბევრი არ არის ცნობილი ტიბეტელ ოსტატ ტილოპას შესახებ, თუმცა ტანტრის მისმა მისტიურმა შემეცნებამ, რომელიც სიმღერის სახით გადაეცა მის მოწაფე ნაროპას, საუკუნეებს გაუძლო. საუბრების მოცემულ სერიაში ოშო მოგვითხრობს ტილოპას ლექსებზე, რომლებიც შეიცავენ ყველაზე მნიშვნელოვან მედიტაციურ ტექნიკებს, რომლებიც დღემდე ისეთივე მძლავრი და სასარგებლოა, როგორც მაშინ როდესაც ტილოპამ თავისი სიმღერა პირველად იგალობა. მისთვის ჩვეული სიცხადით და მკაფიოობით ოშო დეტალურად და თანამედროვე ადამიანისთვის გასაგები ენით ხსნის ტანტრის ნამდვილ ბუნებას - ცხოვრების მედიტაციურ და ბუნებრივ გზას, რომლის დროსაც შინაგანი ტრანსფორმაცია და გარეგანი პრაქტიკა ერთმანეთს ერწყმის.
15.9
ტარო: სულის სარკე
ავტორი: გერდ ციგლერი წიგნი დეტალურად ხსნის თითოეული არკანის მნიშვნელობას და გაშლების დროს, საკუთარ თავსა და მოვლენებში ღრმად ჩაძიების საშუალებას იძლევა. ეს წიგნი თოთის დასტის სიმბოლოების ღრმად გააზრებაში დაგეხმარება და დაფარული ნიშნების კითხვას გასწავლის. ზოგჯერ შინაგანი ღრმა მოგზაურობისკენ გიბიძგებს, ზოგჯერ - რთული გადაწყვეტილების მიღებაში შეგეშველება. წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე მუშაობს თოთის ტაროსთან ან ახლა იწყებს მის გაცნობას.
33.9
ტაროს ჲეცირული შესაბამისობა
ავტორი:სემუელ მაკგრეგორი მაზერსი, ისრაელ რეგარდი, ჩიკ ციცერო არტურ ედუარდ უაითი ამ წიგნში ორი ნაწარმოებია თავმოყრილი: 1. "ჰერმეტული ოქროს განთიადის" საიდუმლო ტექსტები ტაროს კაბალისტური შესაბამისობების შესახებ, რომელსაც ორდენში ინიციაციის დროს გადასცემენ კანდიდატს; 2. უაითის ტაროს დასტის შემქმნელის, არტურ ედუარდ უაითის, საავტორო ნამუშევარი - "ტაროს ფერწერული გასაღები". წიგნში აღწერილია ტაროს გაშლის მეთოდები და მნიშვნელობები, როგორც გაშლების დროს მოსულ ცალკეულ მდგომარეობაში, ისე - კომბინაციებსა და წყვილებში. წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე მუშაობს უაითისა და მარსელის დასტებთან, ან ახლა იწყებს მათ გაცნობას.  
26
ტაფაზე მომზადებული კერძები
ამ წიგნში 50-ზე მეტი გემრიელი და გამორჩეული კერძი გელოდებათ,მათი თავისებურება ის გახლავთ,რომ თითოეული ტაფაზე მზადდება.ეს კერძები ოჯახურ სადილებსა თუ სხვადასხვა წვეულებაზე ტანაბრად დაიმსახურებს მოწონებას.აქ თავმოყრილია რეცეპტები,რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია ტრადიციული და პოპულარული.ახლა თქვენც შეგიძლიათ მათი მომზადება.
23
ტაფიტი სამოგზაუროდ მიდის
მთარგმნელი: მაია ლიპარტელიანი ტაფიტი თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარული სურიკატია, ფუნჯა კი – მისი განუყრელი მეგობარი გოჭი. ისინი აფრიკის სავანაში ცხოვრობენ და ხან ქვეყნიერების კიდის დასალაშქრად მიემგზავრებიან, ხან ტაფიტის ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის დამარხული განძის აღმოჩენას ცდილობენ… მერე რა, რომ მათ უამრავი საფრთხე ემუქრებათ: ციდან – არწივი, მიწაზე – ლომი, წყალში – ნიანგი. უშიშარ ტაფიტისა და მხიარულ ფუნჯას ერთმანეთი ჰყავთ და ყველა ხიფათს ერთად უმკლავდებიან.
19.9
ტაძარი
ავტორი: მედლინ რუ მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: ლიბერთინს ეს იყო ნათების, ხმებისა და სურნელების თამაში, გაბნეული კანფეტების მსგავს ტენტებში. მათთან ერთად კი ცეცხლის ალისებურად ანთებული სიცილი, რომელიც ტენტებს შორის მიმავალ გზას მოეფინებოდა. ყოველ კუთხეში იდუმალება იმალებოდა. შემაღლებულზე მდგარი კაცი პირიდან ცეცხლს უშვებდა, ჰაერში კი ზეთში შემწვარი ფუნთუშებისა და ბატიბუტის ტკბილი და მძიმე სურნელი ტრიალებდა, რომელიც თანდათან გულისამრევი ხდებოდა. სულ ბოლო ტენტის ქვეშ იჯდა გრძელწვერიანი კაცი და ის არ გვპირდებოდა სიმდიდრეს, უჩვეულო შესაძლებლობებს ან მომავლის განჭვრეტას. არა. ბოლო ტენტის ქვეშ მჯდომი კაცის დაპირება ეხებოდა იმ ერთადერთს, რაც პატარა ბიჭს ყველაზე მეტად სურდა.
12.95
ტბის სანაპიროს სიმღერები
ავტორი: დათო ბარბაქაძე   „ტბის სანაპიროს სიმღერებს“ დათო ბარბაქაძის პოეტურ შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია. წიგნი სამ ნაწილად იყოფა და თითოეული მათგანი ერთი ფუნდამენტური ფილოსოფიური თემის ირგვლივ მთლიანდება. ეს არის ლირიკული ცნობიერების ოდისეა საკუთარი დანიშნულების არა შესაცნობად, არამედ - გასახსენებლად. შესაბამისად, ამ რთული გზის გავლა ავტორს წარმოუდგენია არა როგორც ლაბირინთიდან გამოსასვლელის, არამედ - როგორც ლაბირინთში შესასვლელის ძიების პროცესი. წიგნი ისეა სტრუქტურირებული, რომ მისი თითოეული კომპონენტი (ანუ თითოეული ლექსი) ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული, ერთმანეთს განაგრძობს, ერთმანეთს ავსებს ან ერთმანეთს გამიზნულად გამორიცხავს. ასე მიიღება ერთიანი პოეტური კორპუსი, რომელშიც სამი ცენტრალური თემის - მეტაფიზიკურის, სოციალურის და მითოლოგიურის - ურთიერთგადაკვეთის ადგილები პოეტური ანალიზის მეთოდებით არის გამოკვლეული. წიგნის ენობრივი და რიტმული პოეტიკა ამოზრდილია, ერთი მხრივ, ძველი ქართული სასულიერო პოეზიიდან, ქართული ხალხური სიმღერებიდან და საეკლესიო საგალობლებიდან, მეორე მხრივ კი - ოლივერ მესიანის ვოკალურ-სიმფონიური და საორკესტრო მუსიკიდან.
10
ტელევიზიის შესახებ
ავტორი:პიერ ბურდიე     პიერ ბურდიეს ტექსტი, რომელიც გვივლენს მას-მედიის მუშაობის ალგორითმებს. ავტორი კრიტიკულად განიხილავს ტელევიზიის როლს, რომელიც აწარმოებს მისთვის სასურველ ინფორმაციებს, დაბლა სწევს ინფორმაციის აღქმის დონეს და ე.წ. „ექსპერტთა“ ფართო ტირაჟირებით საზოგადოებრივი აზრის მონოპოლიას ეწევა.
16.9
ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები (7-9)
ავტორი: ჯანი როდარი მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   „ნაყინის სახლი“, „შოკოლადის გზა“, „მსუნაგეთის სამეფო“, „გაქცეული ცხვირი“, „უჩინმაჩინი ტონინო“ – ეს და კიდევ ბევრი სხვა მოკლე და სხარტი  ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვისთვის საყვარელი იტალიელი მწერალი, ჯანი როდარი მოგვითხრობს, თურმე ვინმე სინიორ ბიანკის ტელეფონით უამბია თავისი პატარა გოგოსთვის, რომელიც უზღაპროდ ვერაფრით იძინებდა, დედას კი უკვე მოყოლილი ჰქონდა, რა ზღაპრებიც იცოდა, თანაც ზოგიერთი – სამ-სამჯერ. ეს სინიორ ბიანკი წამლებით ვაჭრობდა და კვირაში ექვსი დღე გზას ადგა: ხან აღმოსავლეთში იყო, ხან – დასავლეთში, მაგრამ სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველ საღამოს შინ ტელეფონით რეკავდა და თავის გოგონას ზღაპარს უყვებოდა. ამ წიგნში სწორედ სინიორ ბიანკის ზღაპრებია თავმოყრილი.
11.9
ტემპერა 10 ფერი
12
ტემპერა 12 ფერი
21.1
ტერი ფლინი
ავტორი: პატრიკ კავანა მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი რა უნდა ქნას ტერი ფლინმა – ახალგაზრდა პოეტმა და ფერმერმა, როცა მისი მოვალეობები ოჯახისა და საქმის მიმართ, მისი პოეტური შთაგონებები, ლტოლვა ნორჩი ქალწულებისადმი და დაუოკებელი სურვილები გაუსაძლის ტვირთად იქცევა? შეიძლება გამოსავალი ამ ყველაფერზე ამაღლებაა, ან თუნდაც გაქცევა. – ირლანდიელი პოეტისა და რომანისტის, პატრიკ კავანას ეს რომანი საუკუნის წინანდელი ირლანდიის იდილიური ყოფის ფონზე ვითარდება და ადამიანის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე მოგვითხრობს.
9.9
ტერცო მონდო
ავტორი: აკა მორჩილაძე სერია: რჩეული მოთხრობა სულაკაურის გამომცემლობა დიალექტებით თამაში, ენობრივი ექსპერიმენტების სიუხვე და სიუჟეტების მრავალფეროვნებაა ის მთავარი მახასიათებლები, რითაც აკა მორჩილაძე ყველასგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ ლიტერატურულ სამყაროს ქმნის. პროფესიით ისტორიკოსი მწერალი დამაჯერებელი თხრობის მანერით „აიძულებს“ მკითხველს, ყოველ ჯერზე დაეჭვების გარეშე, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს მთელი ქვეყნისა თუ ერთი კონკრეტული პიროვნების თავგადასავალი. მოთხრობებს, რომლებიც ამ კრებულშია თავმოყრილი, ერთმანეთისგან განასხვავებს დაწერის თარიღიც, ფორმაც და სტილიც, რითაც ახალბედა მკითხველები უკეთ გაიცნობენ, ხოლო აკა მორჩილაძის ერთგული მკითხველები კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან მის მრავალმხრივ გამორჩეულ პროზას.
13.9
ტექსტ მარკერი 3ც შეკვრა
5
ტექსტ მარკერი 6ც Think U35304 DELI
9
ტიბეტი არ არის შორს
ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
ტიმეოსი
ავტორი : პლატონი   „ტიმეოსი“ გენიალური ბერძენი მოაზროვნის პლატონის (427-347 ქრისტემდე) შემოქმედების გვიანდელი პერიოდის შედევრია, რომელშიაც ზღვრული ლაკონიურობითაა გადმოცემული ავტორის ნატურფილოსოფიური შეხედულებანი, ხოლო ამ შეხედულებებს პლატონისავე მეტაფიზიკა უდევს საფუძვლად. ანტიკური ეპოქის ამ „ყველაზე ბნელსა და ბუნდოვან წიგნში“, რომლის იდუმალებით მოცულ სიღრმეშიც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს უნატიფესი მისტიკა და მკაცრი რაციონალიზმი, მთელი სისრულით ვლინდება არა მარტო ავტორის უმდიდრესი სულიერი გამოცდილება, არამედ წარსულისა თუ მისი თანამედროვე ზუსტი თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ისევე როგორც პლასტიკური და მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა დარგის თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომლებზე დაყრდნობითაც პლატონი აყალიბებს თავისი სირთულით, სითამამითა და ორიგინალობით ჭეშმარიტად განსაცვიფრებელ მეცნიერულ კონცეფციას, ათასწლეულებით წინ რომ უსწრებს თავის ეპოქას და ახალი ევროპული მეცნიერების შორეულ წინამორბედად გვევლინება. ამ თვალსაზრისით, „ტიმეოსს“ სამართლიანად უწოდებენ არა მარტო „პლატონიზმის ენციკლოპედიას“, არამედ მთელი ეპოქისა და მთელი ცივილიზაციის მეცნიერულ შედეგთა ჯამსაც.
15
ტირიფებში მოშრიალე ქარი
ავტორი: კენეტ გრემი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა კენეტ გრემის „ტირიფებში მოშრიალე ქარი“ 1908 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დაიმკვიდრა სახელი, როგორც საბავშვო ლიტერატურის კლასიკურმა ნაწარმოებმა. ამ საინტერესო ამბის უცნაური პერსონაჟების – ვირთაგვას, თხუნელას, მაჩვისა და ამპარტავანი გომბეშო გომბის მეგობრობა და ერთგულება მკითხველისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. დახვეწილი, შავ-თეთრი ილუსტრაციებით დამშვენებული ეს გამოცემა უდავოდ დაიმსახურებს თანამედროვე ბავშვების მოწონებას.
6.9