santaesperanza
ტიმეოსი
ტიმეოსი

ტიმეოსი


15

ავტორი : პლატონი

 

„ტიმეოსი“ გენიალური ბერძენი მოაზროვნის პლატონის (427-347 ქრისტემდე) შემოქმედების გვიანდელი პერიოდის შედევრია, რომელშიაც ზღვრული ლაკონიურობითაა გადმოცემული ავტორის ნატურფილოსოფიური შეხედულებანი, ხოლო ამ შეხედულებებს პლატონისავე მეტაფიზიკა უდევს საფუძვლად. ანტიკური ეპოქის ამ „ყველაზე ბნელსა და ბუნდოვან წიგნში“, რომლის იდუმალებით მოცულ სიღრმეშიც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს უნატიფესი მისტიკა და მკაცრი რაციონალიზმი, მთელი სისრულით ვლინდება არა მარტო ავტორის უმდიდრესი სულიერი გამოცდილება, არამედ წარსულისა თუ მისი თანამედროვე ზუსტი თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ისევე როგორც პლასტიკური და მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა დარგის თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომლებზე დაყრდნობითაც პლატონი აყალიბებს თავისი სირთულით, სითამამითა და ორიგინალობით ჭეშმარიტად განსაცვიფრებელ მეცნიერულ კონცეფციას, ათასწლეულებით წინ რომ უსწრებს თავის ეპოქას და ახალი ევროპული მეცნიერების შორეულ წინამორბედად გვევლინება. ამ თვალსაზრისით, „ტიმეოსს“ სამართლიანად უწოდებენ არა მარტო „პლატონიზმის ენციკლოპედიას“, არამედ მთელი ეპოქისა და მთელი ცივილიზაციის მეცნიერულ შედეგთა ჯამსაც.


გამომცემლობა
carpe diem
ფასი
15
წონა
0.368
ნანახია
166
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები