santaesperanza
სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში
ავტორი: ზურა მხეიძე ზურა მხეიძის ლექციების თემატიკა თითქმის მთლიანად მოიცავს იმ ფსიქოლოგიურ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ: სიყვარული – თავისი უამრავი ფორმით, ტყუილი – ავ-კარგით, ემოციის ამოცნობა და მართვა, საკუთარი თავის განთავისუფლება საკუთარივე ზღვრისგან, ბავშვის და ზრდასრულის შეფასება და თვითშეფასება, ინდივიდუალური და ჯგუფური სტერეოტიპები, ურთიერთობები დასავლურ თუ აღმოსავლურ კულტურებში და ჩვენი ადგილი მათ შორის, ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის, ურთიერთობა ბავშვებთან და ხანდაზმულებთან, ურთიერთობები სამსახურში… ზურა მხეიძის საუბრებიდან ყოველთვის ახალს აღმოაჩენ, იქაც კი, სადაც ათასჯერ გაგივლია და აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან გგონია, რომ ყველაფერი იცი. აღმოჩენას ყოველთვის ახლავს სიახლის სიამოვნება, მაგრამ, ამასთანავე, აღმოჩენა ხელს უწყობს ახალ შესაძლებლობათა დანახვას, მათ შორის, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში. ბევრ ინტელექტუალურ სიამოვნებას მიიღებთ და პრაგმატულად გამოსაყენებელ ცოდნასაც შეიძენთ.
28
სიყვარული, შიში და ბევრი სხვა რამ (ფსიქოთერაპიული ნოველები)
ავტორი : ირვინ იალომი   ირვინ იალომი – სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი,  ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფსიქოთერაპიის „მესამე ტალღის“ წარმომადგენელი და მრავალი მხატვრული და სამეცნიერო წიგნის ავტორი, რომელიც ბესტსელერებად იქცა.  დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, თუ რა სასწაულების მოხდენა შესძლებია ფსიქოთერაპიას. მას უნარი შესწევს, სრულიად გარდაქმნას ადამიანის ცხოვრება, მისი ცნობიერება, ფსიქიკა.  სტენფორდის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორის – ირვინ იალომის ჯადოსნური საქმიანობა სწორედ ამის ნათელი დასტურია. ავტორის ათ ნოველაში მკითხველი გაეცნობა, ფსიქოთერაპიული სეანსების შედეგად როგორ აღივსო სიცოცხლის ხალისით სუიციდისკენ მიდრეკილი პიროვნება; როგორ დაუბრუნდა ოჯახს და საზოგადოებას ცხოვრებაზე ხელაღებული შვილმკვდარი დედა; როგორ იქცა ტანწეწეტა, ლამაზ ქალიშვილად ქონისა და ხორცის გროვად ქცეული უფრომო არსება; როგორ შეიძლება დაიძლიოს სიკვდილის შიში. ირვინ იალომის თერაპიული პრაკტიკა, სამეცნიერო ნაშრომები, ლიტერატურული შემოქმედება, თუ ლექციები კაცობრიული აზროვნების ისტორიისათვის ფასდაუდებელი სიმდიდრეა. 
30
სიყვარულით როზი
ავტორი: სესილია აჰერნი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: წლის ბესტსელერი როზი და ალექსი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ეს ყველამ იცის მათ გარდა... ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ დრო გავიდა, გაიზარდნენ და დამოუკიდებელ ცხოვრების გზას დაადგნენ. ალექსი დუბლინიდან ბოსტონში გადადის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. როზისაც დიდი გეგმები აქვს-ისიც ბოსტონში ისწავლის, ბავშვობის მეგობრები ისევ ერთად იქნებიან, მაგრამ... ერთი მცდარი ნაბიჯი და, ორივეს ცხოვრება იცვლება... როზი უკვე მარტოხელა დედაა, მარტოს უწევს უამრავი დაბრკოლების გადალახვა...
16.95
სიყვარულით, ელლი
ავტორი: კატო ჯავაიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილესაც ეგონა, რომ მასზე აღარავინ ზრუნავდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა – ელლი. მან მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ელლის დახმარებით ლილემ სხვა ადამიანები გაიცნო. მათ ასწავლეს, რომ ზოგჯერ უბრალოდ „თვალი უნდა აგეხილოს“. შემდეგ კი დაინახავ, რა საოცარია სამყარო. ნახავ, რამდენი უცნაური და მოულოდნელი ამბავი ხდება ირგვლივ. და კიდევ უამრავი რამ, რასაც ამ წიგნში თავად წაიკითხავ.         ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილესაც ეგონა, რომ მასზე აღარავინ ზრუნავდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა – ელლი. მან მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ელლის დახმარებით ლილემ სხვა ადამიანები გაიცნო. მათ ასწავლეს, რომ ზოგჯერ უბრალოდ „თვალი უნდა აგეხილოს“. შემდეგ კი დაინახავ, რა საოცარია სამყარო. ნახავ, რამდენი უცნაური და მოულოდნელი ამბავი ხდება ირგვლივ. და კიდევ უამრავი რამ, რასაც ამ წიგნში თავად წაიკითხავ.
9.9
სიყვარულის 8 წესი
ავტორი: ჯეი შეტი სერია: ლურჯი ოკეანე გვერდით არავინ არ მოგვიჯდება და სიყვარულს ასე არავინ გვასწავლის. ასე რომ, ხშირად ურთიერთობაში რომანტიკული ფილმებიდან და პოპკულტურიდან მიღებული ინფორმაციით ძლივძლივობით ვერკვევით. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ნაცვლად იმისა, რომ სიყვარული რაღაც არამიწიერ ცნებად ან მთელი რიგი კლიშეების სახით წარმოგვიდგინოს, ჯეი შეტი კონკრეტულ, პრაქტიკულ ნაბიჯებს გვთავაზობს, რომელთა გადადგმაც დაგვეხმარება იმაში, რომ სიყვარულის სწავლისა და მისი განმტკიცებისთვის საჭირო უნარების განვითარება იმაზე უკეთ მოვახდინოთ, ვიდრე ოდესმე. იმ სამყაროში, რომელიც სავსეა ზედაპირული ურთიერთობებით და მოწყურებულია ღრმა ადამიანურ კავშირებს, ჯეი შეტი გვთავაზობს წიგნს, რომელსაც ყველანი ველოდით, რომელშიც მოცემულია უძველესი სიბრძნე, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაზე – საკუთარ თავთან ჩვენსავე ურთიერთობაზე ვიმუშაოთ.
19.95
სიყვარულის ორმოცი წესი
ავტორი: ელიფ შაფაქი   თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. რომანი ,,სიყვარულის ორმოცი წესი” ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და ... აღმოსავლეთი!
13.95
სიყვარულის ძალა
ავტორი: ოშო მთარგმნელი : ვაჟა ნარიმანიძე ავტორი, თავის წიგნში – „სიყვარულის ძალა“ განიხილავს სიყვარულის მნიშვნელობას, მის სხვადასხვა გამოვლინებას. ის მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა არის შეყვარება, მაგრამ ადამიანებს ამის შესახებ ცოდნა არ აქვთ. სახელმწიფო, საზოგადოება, რელიგია ადამიანს იძულებულს ხდის ჩარჩოში მოაქციოს როგორც აზროვნება, ასევე გრძნობები, რის შედეგადაც, სიყვარული გახდა ინსტიტუციონალური. ადამიანს სიყვარულის უნარი დაბადებიდან გააჩნია, მაგრამ ის სახელმწიფოსა და რელიგიური ჯგუფების უარყოფითი გავლენის მეშვეობით, თავის ნამდვილ არსს ჩამოშორდა, რის გამოც, ის არა სასიამოვნო გრძნობა, არამედ მტკივნეული და მტანჯველი გახდა. ამ წიგნით, ოშო გვასწავლის თუ როგორ ვიპოვოთ სიყვარული და რა გზებს უნდა მივმართოთ ამისთვის; რა უნდა გააკეთონ ქორწინებაში მყოფმა ადამიანებმა იმისათვის, რომ გადალახონ ურთიერთობაში არსებული დაბრკოლებები; როგორ უნდა მივაღწიოთ ჰარმონიას და როგორ უნდა აყვავდეს ნამდვილი სიყვარული საკუთარ თავთან, ან სხვათა ურთიერთობებთან მიმართებაში.
26
სიყვარულის ხუთი ენა
ავტორი:  გერი ჩეპმენი სერია:  ლურჯი ოკეანე როგორ ვაკმაყოფილებთ ერთმანეთის სიყვარულის ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებას? შეგვიძლია ვისწავლოთ სიყვარული? გერი ჩეპმენის საერთაშორისო ბესტსელერმა ქორწინებაში მყოფ მილიონობით წყვილს დაუბრუნა ან გაუმძაფრა სიყვარულის განცდა სიყვარულის ხუთი განსხვავებული ენის გამოვლენით. წყვილები, რომლებსაც ესმით ერთმანეთის სიყვარულის ენა, ფლობენ ფასდაუდებელ უპირატესობას უსასრულო სიყვარულის ძიების პროცესში - მათ იციან, თუ როგორ აგრძნობინონ ერთმანეთს ღრმა და ჭეშმარიტი სიყვარული. გაყიდულია 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი!
14.95
სიცილიელი
ავტორი: მარიო პიუზო სერია: იკითხე კლასიკა 1950 წელია. მაიკლ კორლეონეს გადასახლების პერიოდი სიცილიაში დასასრულს უახლოვდება. ნათლიამ მაიკლს უბრძანა, ახალგაზრდა ბანდიტი სალვატორე ჯულიანო ამერიკაში დაებრუნებინა, მაგრამ ჯულიანო ძალადობის სისხლიან ქსელშია გახვეული. აქ, სიცილიაში, ჯულიანო თანამედროვე რობინ ჰუდია, რომელიც კორუფციას აუმხედრდა. ახლა მაიკლ კორლეონეს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან საშიში სიცილიელის ლეგენდის, სალვატორე ჯულიანოს, ჩრდილქვეშაა დარჩენილი
13.95
სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში
ავტორი: მაია ასათიანი ცნობილი ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში საკუთარი ცხოვრების გარდამტეხ მოვლენებზე მოგვითხრობს. იხსენებს 90-იან წლებს, როდესაც პირველად შედგა ფეხი დიდ ჟურნალისტიკაში; უმნიშვნელოვანეს წარმატებებს, გარეშე თვალისთვის დაფარულ პირად ცხოვრებასა და მისთვის ძვირფას ადამიანებს. ავტორი საკუთარ პროფილს გვიხატავს და გვაჩვენებს, როგორია მისი სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში.
11.9
სიცოცხლის აზრი
ავტორი : ევგენი ტრუბეცკოი მთარგმნელი : ვიქტორ რცხილაძე   ევგენი ტრუბეცკოი (1863-1920) რუსული სასულიერო ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენელია ს. ბულგაკოვსა და დ. მერეჟკოვსკისთან ერთად. დიდია მისი წვლილი მართლმადიდებლური აზროვნების ჩამოყალიბებაში. „სიცოცხლის აზრი“ ე. ტრუბეცკოის მთავარი ნაშრომია, რომელიც სრულად გამოხატავს ავტორის მსოფლმხედველობას, ფილოსოფოსი ყურადღებას ამახვილებს სულიერების ნაკლებობის დიდ საფრთხეზე, ხაზს უსვამს რუსული კულტურის მნიშვნელობას.
35
სიცოცხლის ამბავი
ავტორი: დავით ხარატიშვილი   ერთ-ერთი თამამი ნაშრომია ქართულ მწერლობაში. აღმოსავლეთში მას, ახალ ბუდას, ან უფრო მოკრძალებით გასხივოსნებულსაც კი უწოდებდნენ. ნაწარმოები იმდენად ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს შეიცავს, რომ მკითხველს დაამუნჯებს, უამრავ საფიქრალს გაუჩენს და თავიდან დააფიქრებს სიკვდილ-სიცოცხლის რაობაზე. წაიკითხავთ ამ წიგნს და იტყვით, რომ სიცოცხლე, ისევე როგორც სიკვდილი - მშვენიერია. უბრალოდ, უნდა მიხვდეთ, რომ ეს მუდმივი წრებრუნვაა, სამყაროს მარადისობის კანონი.
46.9
სიცოცხლის დაზღვევა
ავტორი: ნინო თარხნიშვილი   „სიცოცხლის დაზღვევა“ ნინო თარხნიშვილის მინიატიურებისა და ოდების კრებულია, მწვავე სოციალური თემებითა და რეალობის სისასტიკით, (თვით)ირონიითა და გულწრფელი, მძაფრი ემოციებით სავსე.   ადამიანები, ნივთები, რუტინა – ის ყველაფერი, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის მინიატიურებსა და ოდებში აღწერს, ერთი შეხედვით, ყოველდღიური, არაფრით გამორჩეული ამბებია. ასეთი ისტორიებს ყველა შეიძლება გადაეყაროს ცხოვრების გზაზე: პოეტიც და ბუღალტერიც, ჟურნალისტიც და დიასახლისიც. მაგრამ მთავარი ის არის, როგორ მოაქვს ავტორს ეს თითქოს არაფრით გამორჩეული ადამიანებისა და ნივთების ამბები მკითხველთან, როგორ ცოცხლდება მკითხველის გონებაში წითელურიკიანი მეყვავილისა თუ ვიტრინაში გამოკიდებული კაბის, პაკისტანელი ქვრივი ქალისა თუ წითელი ტახტის სურათები.    ის, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის პატარა მინიატიურებში ატევს, დიდი და მნიშვნელოვანი თემებია და ოსტატობაც ხომ სწორედ ესაა – სათქმელისთვის ზუსტი სიტყვების მოძებნა.
19.95
სიცოცხლის ნაპერწკალი
ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: დავით კირკიტაძე   გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი საუკეთესო მთხრობელია. მის ანტინაცისტურ წიგნებს ფაშისტები კოცონზე წვავდნენ, სამშობლოდან გაქცეული მწერალი კი შვეიცარიაში ატარებდა ემიგრანტულ წლებს. ომის გასაოცრად რეალისტური აღწერა `გერმანელ ოფიცერთა კავშირმა~ მათი არმიის შეურაცხყოფად ჩაუთვალა მწერალს და ნობელის კომიტეტს მოსთხოვა, არც კი განეხილა უმაღლეს ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენილი ავტორის ნომინანტობის საკითხი. `სიცოცხლის ნაპერწკალი~ რემარკის ერთ-ერთი წიგნია მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკის ცხოვრებაზე, მის ყოველდღიურობაზე, იქაურ წესებზე, დაუჯერებელ სისასტიკეზე, ფანატიზმზე, დიდ შიშზე, დიდ უიმედობასა და იმგვარ განსაცდელზე, ადამიანს ადამიანის სახეს რომ აკარგვინებს. მაგრამ როცა ზღვარზე ხარ, როცა კიდეც გადასცდები ზღვარს, მაშინაც კი არ მთავრდება თურმე ყველაფერი... ეს წიგნი ამაზეცაა. ერიხ მარია რემარკის "სიცოცხლის ნაპერწკალი" ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა.
14.95
სიცოცხლის ხანმოკლეობისათვის
ავტორი : სენეკა   მეტისმეტად ხანმოკლეა აწმყო; იმდენად ხანმოკლე, რომ ზოგიერთს არარადაც კი ესახება ის. გამუდმებით სრბოლაშია იგი, მიედინება და მიჰქრის; მანამ ილევა, სანამ დამდგარა და ცარგვალსა და ვარსკვლავებზე მეტად ვერ ითმენს შეყოვნებას, რომელთაც მარად შეუსვენებელი მოძრაობა ერთ ადგილას არ გააჩერებს. ასე რომ, საქმით გართულებს აღელვებთ მხოლოდ აწმყო, რომელიც იმდენად ხანმოკლეა, რომ ვერ მოიხელთებ და ესეც კი ხელიდან ეცლებათ, იმდენ რამეს მიედ-მოედებიან...
13.5
სკანდალის ანატომია
ავტორი: სარა ვონი სერია: TOP თრილერი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე წიგნის მიხედვით, 2022 წელს "ნეტფლიქსმა" ამავე სახელწოდების მინისერიალი გადაიღო, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.ჯეიმზ უაითჰაუსს, სანიმუშო ქმარსა და მამას, წარჩინებულ პოლიტიკოსს საშინელ დანაშაულში სდებენ ბრალს. ცოლი დარწმუნებულია, რომ ქმარი უდანაშაულოა. დაზარალებულის ადვოკატ ქალს კი სჯერა, რომ პოლიტიკოსი დამნაშავეა, მითუმეტეს, რომ კარგად იცის, რას ნიშნავს იყო მსხვერპლი.ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ჯეიმზ უაითჰაუსი - გარემოებათა მსხვერპლი თუ დამნაშავე?    
14.95
სკანდარა და სხვა მოთხრობები
ავტორი: ბექა ქურხული მიმზიდველი და ჩამთრევი თხრობის მანერა, ემოციურად დამუხტული ეპიზოდები და თითქოს ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში ექსკლუზიურად მკითხველისთვის აღმოჩენილი/გაცოცხლებული გარემო – სხვა საქართველო – ესაა ბექა ქურხულის მოთხრობების მთავარი ღირსება. ის, რაც მაშინვე, ზედაპირზევე ჩანს.კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თვისება ამ წიგნისა ის არის, რომ შიგნით ბევრი მოძრაობაა, მიწყდომ-მოწყდომა, კაცის გულისა და ბედის აფეთქებები, დინამიკა და „დრაივი“. ერთი სიტყვით, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია...
12.9
სიახლე
სკანდარი და ცალრქის ქურდი
ავტორი: ა.ფ სტედმენი მთარგმნელი: ნიკა სამუშია დაივიწყე, რაც აქამდე უწყინარ ცალრქებზე გაგეგო. ჯადოსნურ კუნძულზე სახიფათო, სტიქიური ძალებით დამუხტული ცალრქები ბინადრობენ, რომელთა სამართავად გამოცდილი მხედრებია საჭირო. მაგრამ ეს ყველას როდი შეუძლია – ცალრქისა და მისი მხედრის ბედი დაბადებისთანავე ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ასეთ იღბლიანებს ინკუბატორიუმში მხოლოდ მათთვის განკუთვნილი კვერცხი ელით. კონტინენტზე მცხოვრები სკანდარ სმიტიც საკუთარ ცალრქაზე ოცნებობს, მაგრამ სანამ სანატრელი ინკუბატორიუმის კარი მისთვის გაიღება, როგორმე კუნძულამდე უნდა მიაღწიოს, ამაში კი ვიღაც დაჟინებით უშლის ხელს. ამასობაში კუნძულს იდუმალი ბოროტმოქმედი, მეტსახელად „მქსოველი“ ემუქრება, რომელიც მხედრებს თავს ესხმის და მათ ცალრქებს იტაცებს.
19.9
სკანდინავიური მითები და ლეგენდები
თარგმნა გიორგი კაკაბაძემ   სკანდინავიური მითოლოგია გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომლის ჩამოყალიბებაც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში დაიწყო და ქრისტიანობის გავრცელებამდე გრძელდებოდა. თავად გერმანიკული ტომების მითოლოგიის შესახებ შემონახული ცნობები ძალიან მცირე და ფრაგმენტულია, იმ დროს, როდესაც სკანდინავიური მითოლოგია – ღმერთები, არსებები, კოსმოგონია, სამყაროს მოდელი და ესქატოლოგია – დაწვრილებითაა აღწერილი შუა საუკუნეების ლიტერატურულ წყაროებსა და ძველ ისლანდიურ ტექსტებში, რომლებიც XIII საუკუნეშია ჩაწერილი და ედები ეწოდება. სკანდინავიური მითოლოგიის ძლიერმა ტრადიციებმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია თანამედროვე ფენტეზის ჟანრის განვითარებაზე და კერძოდ, ისეთი ცნობილი მწერლების შემოქმედებაზე, როგორებიცაა: ჯონ რონალდ ტოლკინი, ჯორჯ მარტინი, ჯოან როულინგი და სხვები. სკანდინავიური მითები ქართულ ენაზე პირველად იბეჭდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი მკითხველიც დიდი ინტერესით გაეცნობა ამ მშვენიერ სამყაროს და წიგნში მისთვის უამრავ საინტერესო და ნაცნობ სიუჟეტს აღმოაჩენს არა მხოლოდ მსოფლიო ლიტერატურიდან, არამედ ქართული ფოლკლორიდანაც.  
22
სკარლეტი მთვარის ქრონიკა
ავტორი: მერისა მეიერი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე სერია: ლიბერთინს   სინდერი ბრუნდება და საპყრობილიდან გაქცევას ცდილობს, არადა, თუკი ამას შეძლებს, ის აღმოსავლეთ ფედერაციის ყველაზე საშიშ დამნაშავედ გამოცხადდება. დედამიწის სულ სხვა ნაწილში კი სკარლეტ ბენუას ბებია გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, სკარლეტს ძალზე ბევრი რამ არ სცოდნია თავისი ბებიისა და იმ შემზარავი საფრთხის შესახებ, რომლის ჩრდილშიც სიყმაწვილიდან უცხოვრია. სკარლეტი ხვდება მგელს, ქუჩის მოკრივეს. მათ კი სასკტიკი დედოფლის ლივინას, წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.  
13
სკეჩბუქი
12
ფასდაკლება
სკოლის სევდა
ავტორი: დანიელ პენიაკი სერია: NONEFICTION   ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის (1944) ეს წიგნი ავტობიოგრაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ – როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა. „სკოლის სევდა“ აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში.
11.05 16.95
სკოლის სევდა
ავტორი: დანიელ პენაკი მთაგმნელი: მერაბ ფიფია სერია: ET CETERA გამომცემლობა: დიოგენე ყდა: რბილი
16.95
სკრეპი ფერადი 29მმ 160ც
3