ტაძარი
12.95
- ავტორი: მედლინ რუ
- მთარგმნელი: ირაკლი სულაძე
- სერია: ლიბერთინს
ეს იყო ნათების, ხმებისა და სურნელების თამაში, გაბნეული კანფეტების მსგავს ტენტებში. მათთან ერთად კი ცეცხლის ალისებურად ანთებული სიცილი, რომელიც ტენტებს შორის მიმავალ გზას მოეფინებოდა. ყოველ კუთხეში იდუმალება იმალებოდა. შემაღლებულზე მდგარი კაცი პირიდან ცეცხლს უშვებდა, ჰაერში კი ზეთში შემწვარი ფუნთუშებისა და ბატიბუტის ტკბილი და მძიმე სურნელი ტრიალებდა, რომელიც თანდათან გულისამრევი ხდებოდა. სულ ბოლო ტენტის ქვეშ იჯდა გრძელწვერიანი კაცი და ის არ გვპირდებოდა სიმდიდრეს, უჩვეულო შესაძლებლობებს ან მომავლის განჭვრეტას. არა. ბოლო ტენტის ქვეშ მჯდომი კაცის დაპირება ეხებოდა იმ ერთადერთს, რაც პატარა ბიჭს ყველაზე მეტად სურდა.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 12.95
- წონა
- 0.295
- ნანახია
- 969
მსგავსი პროდუქტები
საგიჟეთის ამბები
ავტორი: მედლინ რუ
სერია: Liberteens
"New York Times-ის ბესტსელერი ”საგიჟეთის ამბები“ კვლავ საგიჟეთის საბედისწერო სამყაროში გიხმობთ და კიდევ ერთხელ გპირდებათ საშიშ ამბავთა ექსტრავაგანტურობით გამოწვეულ განცდებს. ეს სამი ამბავი დააინტერესებს იმ მკითხველსაც, ვინც ”საგიჟეთის“ სამყაროს ჯერ არ იცნობს, ხოლო სერიის თაყვანის- მცემლებს _ ამაღელვებელ სამყაროში ჩაწვდომის ახალ ხერხებს რომ ეძებენ _ დამატებით სიამოვნებას ჰპირდება. სამი ამბავი, სამი იდუმალი სამყარო, სამი გმირის საბედისწერო თავგადასავალი..."
12.95
ლეგენდა
ავტორი: მერი ლუ
სერია: ლიბერთინს
ოდესღაც შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდ ცნობილი რესპუბლიკა დღეს ერია, რომელიც გამუდმებით ომობს მის მეზობელ კოლონიებთან. სრულიად განსხვავებული ორი სამყაროს შვილების, ჯუნისა და დეის, ცხოვრებისეული გზების გადაკვეთა წამოუდგენელია იმ დღემდე, სანამ ჯუნის ძმას, მეტიასს არ მოკლავენ და დეი პირველი ეჭვმიტანილი არ გახდება. კატათაგვობანას თამაშში ჩათრეული დეი ოჯახის გადასარჩენად იბრძვის, ჯუნი კი სასოწარკვეთილი ცდილობს, ძმის მკვლელზე შური იძიოს.
12
საგიჟეთი
ავტორი: მედლინ რუ
მთარგმნელი: დავით აკრიანი
სერია: ლიბერთინსი
ეს სახლი ქვით ააშენეს, პირქუში მთებიდან ამოცლილი რუხი ქვით. ეს იყო სახლი მათთვის, ვინც ვერ ზრუნავდა საკუთარ თავზე, ვისაც ხმები ესმოდა, უცნაური აზრები ჰქონდა და უცნაურ რამეებს სჩადიოდა. სახლს ასეთები უნდა შეეფარებინა. ერთხელ აქ მოსულები, აღარასოდეს მიდიოდნენ.
12.95
უკუღმართი სამეფო
ავტორი: ლი ბარდუგო
სერია: ლიბერთინს
კაზ ბრეკერი და მისი გუნდი ისეთ სახიფათო საქმეში ჩაებნენ, თავადაც არ ეგონათ ცოცხლები თუ გამოძვრებოდნენ. თუმცა მსუყე ნადავლის მოხელთების ნაცვლად, გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. კუთხეში მიმწყვდეულები და დასუსტებულები ფულის, მოკავშირეებისა და იმედის ნაკლებობას განიცდიან. კეტერდამში მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ძალები იყრის თავს, რათა იურდა პარემად ცნობილი საშიში ნარკოტიკის საიდუმლოს ფარდა ახადონ. ძველი მეტოქეები და ახალი მტრები კაზის გამჭრიახობის საპირწონედ და გუნდის მყიფე ერთგულების გამოსაცდელად ჩნდებიან. ქალაქის ბნელ და დახლართულ ქუჩებში ომი იწყება ბრძოლა შურისძიებისა და საზღაურისთვის, რომელიც გრიშების სამყაროს ბედს გადაწყვეტს.
18.95