santaesperanza
ტბის სანაპიროს სიმღერები
ტბის სანაპიროს სიმღერები

ტბის სანაპიროს სიმღერები


10

ავტორი: დათო ბარბაქაძე

 

„ტბის სანაპიროს სიმღერებს“ დათო ბარბაქაძის პოეტურ შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია. წიგნი სამ ნაწილად იყოფა და თითოეული მათგანი ერთი ფუნდამენტური ფილოსოფიური თემის ირგვლივ მთლიანდება. ეს არის ლირიკული ცნობიერების ოდისეა საკუთარი დანიშნულების არა შესაცნობად, არამედ - გასახსენებლად. შესაბამისად, ამ რთული გზის გავლა ავტორს წარმოუდგენია არა როგორც ლაბირინთიდან გამოსასვლელის, არამედ - როგორც ლაბირინთში შესასვლელის ძიების პროცესი. წიგნი ისეა სტრუქტურირებული, რომ მისი თითოეული კომპონენტი (ანუ თითოეული ლექსი) ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული, ერთმანეთს განაგრძობს, ერთმანეთს ავსებს ან ერთმანეთს გამიზნულად გამორიცხავს. ასე მიიღება ერთიანი პოეტური კორპუსი, რომელშიც სამი ცენტრალური თემის - მეტაფიზიკურის, სოციალურის და მითოლოგიურის - ურთიერთგადაკვეთის ადგილები პოეტური ანალიზის მეთოდებით არის გამოკვლეული. წიგნის ენობრივი და რიტმული პოეტიკა ამოზრდილია, ერთი მხრივ, ძველი ქართული სასულიერო პოეზიიდან, ქართული ხალხური სიმღერებიდან და საეკლესიო საგალობლებიდან, მეორე მხრივ კი - ოლივერ მესიანის ვოკალურ-სიმფონიური და საორკესტრო მუსიკიდან.


  • სანქტ-პეტერბურგის 12 - მარაგშია

გამომცემლობა
Ziari Press
ფასი
10
წონა
0.199
ნანახია
370
გაზიარება: