santaesperanza
სიყვარულის ხუთი ენა
ავტორი:  გერი ჩეპმენი სერია:  ლურჯი ოკეანე როგორ ვაკმაყოფილებთ ერთმანეთის სიყვარულის ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებას? შეგვიძლია ვისწავლოთ სიყვარული? გერი ჩეპმენის საერთაშორისო ბესტსელერმა ქორწინებაში მყოფ მილიონობით წყვილს დაუბრუნა ან გაუმძაფრა სიყვარულის განცდა სიყვარულის ხუთი განსხვავებული ენის გამოვლენით. წყვილები, რომლებსაც ესმით ერთმანეთის სიყვარულის ენა, ფლობენ ფასდაუდებელ უპირატესობას უსასრულო სიყვარულის ძიების პროცესში - მათ იციან, თუ როგორ აგრძნობინონ ერთმანეთს ღრმა და ჭეშმარიტი სიყვარული. გაყიდულია 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი!
14.95
სიცილიელი
ავტორი: მარიო პიუზო სერია: იკითხე კლასიკა 1950 წელია. მაიკლ კორლეონეს გადასახლების პერიოდი სიცილიაში დასასრულს უახლოვდება. ნათლიამ მაიკლს უბრძანა, ახალგაზრდა ბანდიტი სალვატორე ჯულიანო ამერიკაში დაებრუნებინა, მაგრამ ჯულიანო ძალადობის სისხლიან ქსელშია გახვეული. აქ, სიცილიაში, ჯულიანო თანამედროვე რობინ ჰუდია, რომელიც კორუფციას აუმხედრდა. ახლა მაიკლ კორლეონეს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან საშიში სიცილიელის ლეგენდის, სალვატორე ჯულიანოს, ჩრდილქვეშაა დარჩენილი
13.95
სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში
ავტორი: მაია ასათიანი ცნობილი ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში საკუთარი ცხოვრების გარდამტეხ მოვლენებზე მოგვითხრობს. იხსენებს 90-იან წლებს, როდესაც პირველად შედგა ფეხი დიდ ჟურნალისტიკაში; უმნიშვნელოვანეს წარმატებებს, გარეშე თვალისთვის დაფარულ პირად ცხოვრებასა და მისთვის ძვირფას ადამიანებს. ავტორი საკუთარ პროფილს გვიხატავს და გვაჩვენებს, როგორია მისი სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში.
11.9
სიცოცხლის აზრი
ავტორი : ევგენი ტრუბეცკოი მთარგმნელი : ვიქტორ რცხილაძე   ევგენი ტრუბეცკოი (1863-1920) რუსული სასულიერო ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენელია ს. ბულგაკოვსა და დ. მერეჟკოვსკისთან ერთად. დიდია მისი წვლილი მართლმადიდებლური აზროვნების ჩამოყალიბებაში. „სიცოცხლის აზრი“ ე. ტრუბეცკოის მთავარი ნაშრომია, რომელიც სრულად გამოხატავს ავტორის მსოფლმხედველობას, ფილოსოფოსი ყურადღებას ამახვილებს სულიერების ნაკლებობის დიდ საფრთხეზე, ხაზს უსვამს რუსული კულტურის მნიშვნელობას.
35
სიცოცხლის ამბავი
ავტორი: დავით ხარატიშვილი   ერთ-ერთი თამამი ნაშრომია ქართულ მწერლობაში. აღმოსავლეთში მას, ახალ ბუდას, ან უფრო მოკრძალებით გასხივოსნებულსაც კი უწოდებდნენ. ნაწარმოები იმდენად ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს შეიცავს, რომ მკითხველს დაამუნჯებს, უამრავ საფიქრალს გაუჩენს და თავიდან დააფიქრებს სიკვდილ-სიცოცხლის რაობაზე. წაიკითხავთ ამ წიგნს და იტყვით, რომ სიცოცხლე, ისევე როგორც სიკვდილი - მშვენიერია. უბრალოდ, უნდა მიხვდეთ, რომ ეს მუდმივი წრებრუნვაა, სამყაროს მარადისობის კანონი.
46.9
სიცოცხლის დაზღვევა
ავტორი: ნინო თარხნიშვილი   „სიცოცხლის დაზღვევა“ ნინო თარხნიშვილის მინიატიურებისა და ოდების კრებულია, მწვავე სოციალური თემებითა და რეალობის სისასტიკით, (თვით)ირონიითა და გულწრფელი, მძაფრი ემოციებით სავსე.   ადამიანები, ნივთები, რუტინა – ის ყველაფერი, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის მინიატიურებსა და ოდებში აღწერს, ერთი შეხედვით, ყოველდღიური, არაფრით გამორჩეული ამბებია. ასეთი ისტორიებს ყველა შეიძლება გადაეყაროს ცხოვრების გზაზე: პოეტიც და ბუღალტერიც, ჟურნალისტიც და დიასახლისიც. მაგრამ მთავარი ის არის, როგორ მოაქვს ავტორს ეს თითქოს არაფრით გამორჩეული ადამიანებისა და ნივთების ამბები მკითხველთან, როგორ ცოცხლდება მკითხველის გონებაში წითელურიკიანი მეყვავილისა თუ ვიტრინაში გამოკიდებული კაბის, პაკისტანელი ქვრივი ქალისა თუ წითელი ტახტის სურათები.    ის, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის პატარა მინიატიურებში ატევს, დიდი და მნიშვნელოვანი თემებია და ოსტატობაც ხომ სწორედ ესაა – სათქმელისთვის ზუსტი სიტყვების მოძებნა.
19.95
სიცოცხლის ნაპერწკალი
ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: დავით კირკიტაძე   გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი საუკეთესო მთხრობელია. მის ანტინაცისტურ წიგნებს ფაშისტები კოცონზე წვავდნენ, სამშობლოდან გაქცეული მწერალი კი შვეიცარიაში ატარებდა ემიგრანტულ წლებს. ომის გასაოცრად რეალისტური აღწერა `გერმანელ ოფიცერთა კავშირმა~ მათი არმიის შეურაცხყოფად ჩაუთვალა მწერალს და ნობელის კომიტეტს მოსთხოვა, არც კი განეხილა უმაღლეს ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენილი ავტორის ნომინანტობის საკითხი. `სიცოცხლის ნაპერწკალი~ რემარკის ერთ-ერთი წიგნია მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკის ცხოვრებაზე, მის ყოველდღიურობაზე, იქაურ წესებზე, დაუჯერებელ სისასტიკეზე, ფანატიზმზე, დიდ შიშზე, დიდ უიმედობასა და იმგვარ განსაცდელზე, ადამიანს ადამიანის სახეს რომ აკარგვინებს. მაგრამ როცა ზღვარზე ხარ, როცა კიდეც გადასცდები ზღვარს, მაშინაც კი არ მთავრდება თურმე ყველაფერი... ეს წიგნი ამაზეცაა. ერიხ მარია რემარკის "სიცოცხლის ნაპერწკალი" ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა.
14.95
სიცოცხლის ხანმოკლეობისათვის
ავტორი : სენეკა   მეტისმეტად ხანმოკლეა აწმყო; იმდენად ხანმოკლე, რომ ზოგიერთს არარადაც კი ესახება ის. გამუდმებით სრბოლაშია იგი, მიედინება და მიჰქრის; მანამ ილევა, სანამ დამდგარა და ცარგვალსა და ვარსკვლავებზე მეტად ვერ ითმენს შეყოვნებას, რომელთაც მარად შეუსვენებელი მოძრაობა ერთ ადგილას არ გააჩერებს. ასე რომ, საქმით გართულებს აღელვებთ მხოლოდ აწმყო, რომელიც იმდენად ხანმოკლეა, რომ ვერ მოიხელთებ და ესეც კი ხელიდან ეცლებათ, იმდენ რამეს მიედ-მოედებიან...
13.5
სკანდალის ანატომია
ავტორი: სარა ვონი სერია: TOP თრილერი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე წიგნის მიხედვით, 2022 წელს "ნეტფლიქსმა" ამავე სახელწოდების მინისერიალი გადაიღო, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.ჯეიმზ უაითჰაუსს, სანიმუშო ქმარსა და მამას, წარჩინებულ პოლიტიკოსს საშინელ დანაშაულში სდებენ ბრალს. ცოლი დარწმუნებულია, რომ ქმარი უდანაშაულოა. დაზარალებულის ადვოკატ ქალს კი სჯერა, რომ პოლიტიკოსი დამნაშავეა, მითუმეტეს, რომ კარგად იცის, რას ნიშნავს იყო მსხვერპლი.ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ჯეიმზ უაითჰაუსი - გარემოებათა მსხვერპლი თუ დამნაშავე?    
14.95
სკანდარა და სხვა მოთხრობები
ავტორი: ბექა ქურხული მიმზიდველი და ჩამთრევი თხრობის მანერა, ემოციურად დამუხტული ეპიზოდები და თითქოს ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში ექსკლუზიურად მკითხველისთვის აღმოჩენილი/გაცოცხლებული გარემო – სხვა საქართველო – ესაა ბექა ქურხულის მოთხრობების მთავარი ღირსება. ის, რაც მაშინვე, ზედაპირზევე ჩანს.კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თვისება ამ წიგნისა ის არის, რომ შიგნით ბევრი მოძრაობაა, მიწყდომ-მოწყდომა, კაცის გულისა და ბედის აფეთქებები, დინამიკა და „დრაივი“. ერთი სიტყვით, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია...
12.9
სიახლე
სკანდარი და ცალრქის ქურდი
ავტორი: ა.ფ სტედმენი მთარგმნელი: ნიკა სამუშია დაივიწყე, რაც აქამდე უწყინარ ცალრქებზე გაგეგო. ჯადოსნურ კუნძულზე სახიფათო, სტიქიური ძალებით დამუხტული ცალრქები ბინადრობენ, რომელთა სამართავად გამოცდილი მხედრებია საჭირო. მაგრამ ეს ყველას როდი შეუძლია – ცალრქისა და მისი მხედრის ბედი დაბადებისთანავე ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ასეთ იღბლიანებს ინკუბატორიუმში მხოლოდ მათთვის განკუთვნილი კვერცხი ელით. კონტინენტზე მცხოვრები სკანდარ სმიტიც საკუთარ ცალრქაზე ოცნებობს, მაგრამ სანამ სანატრელი ინკუბატორიუმის კარი მისთვის გაიღება, როგორმე კუნძულამდე უნდა მიაღწიოს, ამაში კი ვიღაც დაჟინებით უშლის ხელს. ამასობაში კუნძულს იდუმალი ბოროტმოქმედი, მეტსახელად „მქსოველი“ ემუქრება, რომელიც მხედრებს თავს ესხმის და მათ ცალრქებს იტაცებს.
19.9
სკანდინავიური მითები და ლეგენდები
თარგმნა გიორგი კაკაბაძემ   სკანდინავიური მითოლოგია გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომლის ჩამოყალიბებაც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში დაიწყო და ქრისტიანობის გავრცელებამდე გრძელდებოდა. თავად გერმანიკული ტომების მითოლოგიის შესახებ შემონახული ცნობები ძალიან მცირე და ფრაგმენტულია, იმ დროს, როდესაც სკანდინავიური მითოლოგია – ღმერთები, არსებები, კოსმოგონია, სამყაროს მოდელი და ესქატოლოგია – დაწვრილებითაა აღწერილი შუა საუკუნეების ლიტერატურულ წყაროებსა და ძველ ისლანდიურ ტექსტებში, რომლებიც XIII საუკუნეშია ჩაწერილი და ედები ეწოდება. სკანდინავიური მითოლოგიის ძლიერმა ტრადიციებმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია თანამედროვე ფენტეზის ჟანრის განვითარებაზე და კერძოდ, ისეთი ცნობილი მწერლების შემოქმედებაზე, როგორებიცაა: ჯონ რონალდ ტოლკინი, ჯორჯ მარტინი, ჯოან როულინგი და სხვები. სკანდინავიური მითები ქართულ ენაზე პირველად იბეჭდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი მკითხველიც დიდი ინტერესით გაეცნობა ამ მშვენიერ სამყაროს და წიგნში მისთვის უამრავ საინტერესო და ნაცნობ სიუჟეტს აღმოაჩენს არა მხოლოდ მსოფლიო ლიტერატურიდან, არამედ ქართული ფოლკლორიდანაც.  
22
სკარლეტი მთვარის ქრონიკა
ავტორი: მერისა მეიერი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე სერია: ლიბერთინს   სინდერი ბრუნდება და საპყრობილიდან გაქცევას ცდილობს, არადა, თუკი ამას შეძლებს, ის აღმოსავლეთ ფედერაციის ყველაზე საშიშ დამნაშავედ გამოცხადდება. დედამიწის სულ სხვა ნაწილში კი სკარლეტ ბენუას ბებია გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, სკარლეტს ძალზე ბევრი რამ არ სცოდნია თავისი ბებიისა და იმ შემზარავი საფრთხის შესახებ, რომლის ჩრდილშიც სიყმაწვილიდან უცხოვრია. სკარლეტი ხვდება მგელს, ქუჩის მოკრივეს. მათ კი სასკტიკი დედოფლის ლივინას, წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.  
13
სკეჩბუქი
12
ფასდაკლება
სკოლის სევდა
ავტორი: დანიელ პენიაკი სერია: NONEFICTION   ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის (1944) ეს წიგნი ავტობიოგრაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ – როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა. „სკოლის სევდა“ აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში.
11.05 16.95
სკოლის სევდა
ავტორი: დანიელ პენაკი მთაგმნელი: მერაბ ფიფია სერია: ET CETERA გამომცემლობა: დიოგენე ყდა: რბილი
16.95
სკრეპი ფერადი 29მმ 160ც
3
სკრეპი ფერადი DELI
2.5
სნობების წიგნი
ავტორი: უილიამ თეკერეი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე; როსტომ ჩხეიძე სერია: MAGNUM OPUS არ იკმარებდა უილიამ თეკერეი სნობთა მრავალფეროვანი გალერეის წარმოსახვას თავის რომანებში, განსაკუთრებით მაინც განთქმული „ამაოების ბაზრის“ ფურცლებზე; და საგანგებოდ ჩაუჯდებოდა და ჩაუღრმავდებოდა სნობიზმის არსსა და მის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას ინგლისელი სნობების მაგალითზე – განაზოგადებდა, გაასიმბოლოებდა და განაცხადებდა და მთელი სიგრძე-სიგანითაც გამოხატავდა ამ მოვლენას „სნობების წიგნში“. თან თავსაც რომ არ დაზოგავდა? იმთავითვე აუწყებდა მკითხველს, რომ ამ ყოველივეს ერთი სნობთაგანი ჰყვებოდა...    
29.9
სოდომი და გომორი
ავტორი: მარსელ პრუსტი წიგნი ფრანგულიდან თარგმნეს გიორგი და ნატო კახაბერებმა და დალი იაშვილმა გამომცემლობა: არტანუჯი „სოდომი და გომორი“ დიდი ფრანგი მწერლის, მოდერნისტული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის – მარსელ პრუსტის სიცოცხლეში გამოქვეყნებული უკანასკნელი ნაწარმოებია. ეს მეოთხე რომანია ციკლიდან „გამქრალი დროის ძიებაში“, რომელიც 1922 წელს გამოიცა. რომანის მთავარი ამბავი ბუნებრივად ამოიზარდა წინა რომანიდან „გერმანტებთან“. ესაა მაღალი საზოგადოების ზნეობრივი დაცემის თემა, რომლის ცენტრშიც ბარონი დე შარლიუ დგას. მარსელ პრუსტი ის მოგზაურია, რომელმაც არა მხოლოდ უცნობ სამყაროში შეაღო კარი, არამედ საკუთარი მყუდრო ოთახიდან გამოუსვლელად დაწვრილებით შეისწავლა ადამიანი თავისი მრავალფეროვანი ბუნებით, ვნებებითა და მისწრაფებებით.
24.5
სოლომონ ისააკ მეჯღანუაშვილი
ავტორი: ლავრენტი არდაზიანი   ეს პატარა წიგნი პირველ რიგში მთხრობელის გამო არ მა- ვიწყდება არასდროს. მისი განსაკუთრებული ხმა, ინტონაცია და დაუჯერებელი სიზუსტე თუ თანმიმდევრულობა ყველასგან გამოირჩევა. ჩვენში იშვიათად წერენ და ჰყვებიან ამბავს ასე. კვაჭიც კარგი მთხრობელია, გივი შადურიც, ბევრი სხვაც, მაგ- რამ ასეთი გამოკვეთილი, არტისტული, გულახდილი და დრა- მატული ხმა იშვიათია, თან ის ერთ-ერთი პირველია, ყველა დანარჩენი კი ქართულ პროზაში მისგან მოედინება. ჩემი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ წლების მანძილზე თხრობის ხერხებს (სხვანაირად რომ ვთქვათ, ნარატოლოგიას) ვუტრიალებდი, არამედ ისიც, რომ ეს გარდამავალი პერიოდის ენა და მეტყველება, გადმოცე- მული ამბავი, საზოგადოება, სიტუაცია ყოველთვის მიტაცებდა და აქ ჩემი სხვა ინტერესიც იჩენს თავს – ქალაქური, გნებავთ, ზოგადად, ურბანული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი თბი- ლისური, რომელიც იოანე საბანისძიდან და აბო თბილელი- დან იწყება და დღემდე ივსება აქტუალური ტექსტებით. „სო- ლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ ერთ-ერთი ასეთი ცოცხალი, ეპოქის, დროის ნიშნებით სავსე ტექსტია, უფრო სწორად, გარდამტეხი ტექსტი, ტექსტი-სამანი.
22
ამოწურულია
სოლომონ მეფის საგანძური (11-12)
ავტორი: ჰენრი რაიდერ ჰაგარდი მთარგმნელი: ეთერ თვარაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
8.9
სიახლე
სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის
ავტორი: კოკა ქამუშაძე   კოკა ქამუშაძის მეორე რომანი „ვეფხისტყაოსნის“ უკუწერის პოსტმოდერნისტული მცდელობაა. აქ ყველაფერია, რაც პირველწყაროში მკითხველს იზიდავს – დიდი სიყვარული, ერთგული მეგობრობა, თავდადებული ბრძოლა და უჩვეულო თავგადასავალი. თუმცა, რამდენად შესაძლებელია თანამედროვე ადამიანი მიუწვდომელ მაგალითად დარჩეს? უყვარდეს, მაგრამ არ უღალატოს; ემეგობროს, მაგრამ არ აწყენინოს; გასცეს, მაგრამ არ  წაართვას. კოკა ქამუშაძე ამ კითხვებზე პასუხების საძებნელად მკითხველს პერსონაჟებთან ერთად ფანტასტიკურ სამყაროში ამოგზაურებს.
16.9
სოფელი – იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები
ასაკი: 12 თვიდან ამ წიგნში პატარებს უკვე ნაცნობი თუ უცნობი ნივთების აღმოჩენა შეუძლიათ. ილუსტრაციები და მათ გვერდით მიწერილი სახელწოდებები სიტყვების სწავლის პროცესს გაამარტივებს და ბავშვებს ლექსიკას განუვითარებს. მყარი მუყაოსგან დამზადებული წიგნი გამძლეა და პატარებს მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეეძლებათ. 16 გვერდი მუყაოს ფურცლები
10.9