santaesperanza
სახურავის ბინადარი კარლსონი
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთრაგმნელი: ნატო კვარაცხელია გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი სრული ტექსტი  
29.9
სახურავის ბინადარი კარლსონი ისევ მოფრინდა (7-8 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
8.9
სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს (7-8 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
8.9
სერია აკადემია
საპიენსი, კაცობრიობის მოკლე ისტორია   იუვალ ნოაჰ ჰარარი თანხმობის წარმოება, მასმედიის პოლიტიკური ეკონომიკა   ნოამ ჩომსკი კოსმოსი კარლ სეიგანი ჰომო დეუსი ხვალინდელობის მოკლე ისტორია იუვალ ნოახ ჰარარი 21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის იუვალ ნოხ ჰარარი
75
სეროტონინი
ავტორი: მიშელ უელბეკი მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი ყდა: რბილი „სეროტონინის“ მთავარ პერსონაჟს, სოფლის მეურნეობის მართვის სპეციალისტს, ფლორან-კლოდ ლაბრუსტს დეპრესია ტანჯავს – იგი შორდება მორიგ ქალს, აკვირდება გაღატაკების პირას მყოფ ფრანგ ფერმერებს, წუხს, რომ ვერაფრით ეხმარება მათ და ამას საკუთარ მარცხად მიიჩნევს. მარტოსული და იმედგაცრუებული გმირი ცდილობს, თავის დეპრესიას უმკურნალოს პრეპარატით, რომელიც სისხლში სეროტონინის მომატებას უზრუნველყოფს – სეროტონინს ბედნიერების ჰორმონსაც ეძახიან. მაგრამ ამისათვის ძვირის გადახდა უწევს. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ სძენს აზრს მის არსებობას, ესაა იმედი, რომ დაიბრუნებს ქალს, რომელიც მართლა უყვარდა და დაკარგა… ქართველი მკითხველი უკვე კარგა ხანია, იცნობს დღეისათვის ყველაზე გამოჩენილ ფრანგ მწერალს, არაერთი ლიტერატურული, მათ შორის გონკურის, პრემიის ლაურეატს, მიშელ უელბეკს – ავტორს ისეთი მსოფლიო ბესტსელერებისა, როგორებიცაა: „ელემენტარული ნაწილაკები“, „პლატფორმა“, „კუნძულის შესაძლებლობა“, „რუკა და ტერიტორია“, „მორჩილება“ და სხვ. რომანი „სეროტონინი“ 2019 წლის იანვარში გამოვიდა საფრანგეთში. საფრანგეთის მთავრობამ მიშელ უელბეკი 2019 წლის აპრილში საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.
15.9
სექენდ ჰენდის დრო
ავტორი:  სვეტლანა ალექსიევიჩი მთარგმნელი: ნინო ბექიშვილი სვეტლანა ალექსიევიჩის ამ წიგნში თავმოყრილია იმ ადამიანების ისტორიები, რომლების საბჭოთა კავშირში იზრდებოდნენ, გამოიარეს რევოლუცია, ომი, პერესტროიკა. წიგნი მათ ახლანდელ განცდებს აღწერს, აღწერს, როგორ ცხოვრობენ ისინი ახალ ქვეყნებში – სხვა მიზნებით, სხვა პრიორიტეტებით, სხვა იდეოლოგიით. ეს წინააღმდეგობრივი და ტრაგიკული ამბები სულსხვა თვალით გვიჩვენებს უახლეს ისტორიას და იმას, თუ როგორ გარდაქმნა, შეცვალა საბჭოეთმა ადამიანი. ამ წიგნში საბჭოთა კავშირის დაშლა რეალური ადამიანების ბედისა და ტრაგედიის პრიზმიდანაა ნაჩვენები. სწორედ ამითაა უნიკალური ალექსიევიჩის პროზა, მან ხომ არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი წიგნები, არამედ სრულიად ახალი ჟანრი შექმნა ლიტერატურაში. რომანი „სექენდ ჰენდის დრო“ იმ ციკლის ბოლო წიგნია, რომელსაც 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა.
22
სექსიდან სუპერცნობიერებამდე
ავტორი : ოშო წიგნში ავტორი აღწერს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შინაგანი ენერგიიდან სექსუალურ ენერგიამდე, სექსუალური ენერგიის საკვები და სუბლიმაცია, ფიტავს თუ არა სექსი ენერგიას? ძალადობა და სექსუალური სურვილი, ცოდნა და სექსუალური დაკმაყოფილება, სექსი, სიყვარულის გენეზისი, რა არის სიყვარული? რეპრესიიდან ემანსიპაციამდე, მედიტაციის მწვერვალი, სექსი – სუპერ-ატომი, ვნებიდან ღმერთამდე და ა.შ. როგორც ავტორი აღნიშნავს, დასავლელი ფსიქოლოგები, ფროიდიდან იუნგამდე, წერდნენ სექსის მეორე დონის – ფსიქოლოგიური დონის შესახებ, მაგრამ სექსის მესამე დონე, რომელზედაც ოშო ამ წიგნში საუბრობს, არც დასავლეთში იცოდნენ და არც აღმოსავლეთში, ის სექსის მესამე ანუ სულიერი დონეა. ამავდროულად ავტორი აღნიშნავს, რომ ფროიდს არ შეუსწავლია ნორმალური ჯანმრთელი სექსი, ის სწავლული იყო და ავადმყოფობებს, გაუკუღმართებებს იკვლევდა, ოშოს მიზანი კი სექსის სულიერი მხარეების კვლევა და წარმოჩენაა.
28
სვანის მხარეს
ავტორი: მარსელ პრუსტი მთარგმნელი: სოფიო ბენდიაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა  
24.9
სვიფტები
ავტორი: ბეთ ლინკოლნი სერია:Liberkids   დიდგვაროვანი სვიფტების ოჯახში ტრადიციული დიდი შეკრებაა - დიდი წინაპრის დამალული განძი უნდა იპოვონ და ოჯახს დაკარგული ღირსება აღუდგინონ. დროულიც არის, რადგან ერთ დროს მდიდარი ოჯახი გაკოტრებულია, დიდებული მამული და სახლი გაპარტახების პირასაა. მაგრამ ყველას როდი ადარდებს ოჯახის ღირსება - სვიფტების დიდი ოჯახის ერთ თაღლით წევრს განძის დასაკუთრება სურს და ამისთვის არაფერს ერიდება, თვით მკვლელობასაც კი. მას პატარა გოგონა, გონიერი და ონავარი შენანიგანი დებისა და ბიძაშვილის დახმარებით ამხელს. საინტერესოა, ვინ არის მკვლელი? ამას ბეთ ლინკოლნის მხიარულ, თავგადასავლებით სავსე New York Times-ის საბავშვო დეტექტიურ ბესტსელერში შეიტყობთ.
12.95
სიამაყე და მცდარი აზრი
ავტორი : ჯეინ ოსტინი   "სიამაყე და მცდარი აზრი" ჯეინ ოსტინმა 1797 წელს 21 წლის ასაკში დაასრულა. გამომცემელმა მის დასტამბვაზე უარი თქვა. წიგნი მხოლოდ 16 წლის დაგვიანებით, 1813 წელს გამოიცა, მას შემდეგ, რაც წარმატება ხვდა მის რომანს "გონება და გრძნობა". გამოცემის წინ ჯეინ ოსტინმა რომანი გადაამუშავა და მივიღეთ "სიამაყე და მცდარი აზრი" - წიგნი, რომელიც ახალგაზრდული სიხალისე და უშუალობა შერწყმულია ზრდასრულ გონებასთან და სამწერლო ხელოვნებასთან. ამას დამატებული დახვეწილი ბრიტანული იუმორი. დღემდე მსოფლიოში რომანის 20 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული და მისი პოპულარობა მხოლოდ იმატებს.
22
სიბრძნე სიცრუისა
ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მე-17 საუკუნის დიდი ქართველი მოღვაწისა და მწერლის, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ ავტორის პირველ ლიტერატურულ ქმნილებად მიიჩნევა, რომელიც მას „ჭაბუკობის ჟამს“ დაუწყია და ბერად შედგომამდე დაუსრულებია. კრებულში შესულია სულხან-საბა ორბელიანის 150-ზე მეტი იგავ-არაკი, რომლებიც დაწერილია მოქნილი, ადვილად გასაგები, დახვეწილი ენით, მოკლე ფრაზებითა და სხარტი გამოთქმებით ავტორს მოქმედ პირებად გამოჰყავს ცხოველები და ფრინველები, მოქმედება კი გადააქვს უცხო ქვეყნებსა და ქალაქებში, თუმცა, იგავებში აღწერილი მოვლენებიცა და პერსონაჟთა ხასიათებიც ქართულია.
7.9
სიგარეტის გადაგდების იოლი გზა
ავტორი: ალენ კარი ყველა, ვინც ამ წიგნს კთხულობს თავს ანებებს მოწევას სიგარეტის გადაგდება იოლია! სიძნელე მხოლოდ ის არის, რომ ამაში ყველა მწეველი დაარწმუნო. ალენ კარის მეთოდი დაეხამარა მილიონობით ადამიანს, შედეგის მისაღწევად საკმარისია წიგნი თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ, იმის გათვალისწინებით, რომ კითხვის დროს არ არის აუცილებელი მოწევის შემცირება.
17
სიზმარი
ავტორი : ლევან მუსხელიშვილი   ლევან მუსხელიშვილი ახლა 70 წლის არის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, 27 წელიწადია ცხოვრობს და მუშაობს აშშ-ში, არკანზასში, ამერიკაში გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მოთხრობების წერა 2015 წელს დაიწყო, 2018 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის „საბას“ ლაურეატი კატეგორიაში „პროზაული კრებული“. მისი მოთხრობის სიუჟეტები სხვადასხვა დროსა და ქვეყანაში ვითარდება, მისი გმირებიც, შესაბამისად, მიმოფანტული არიან დროსა და სივრცეში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ავტორი მიზნად ისახავდა, რომ მათი ნამდვილი მოქმედების ადგილი გმირების შინაგანი სამყარო ყოფილიყო; სამყარო, რომელსაც მათი სული და გონება ქმნიან. და ეს მას გამოუვიდა.
9.4
სიზმრები
ავტორი: ანჯელა მოგრიჯი სერია: ჰეკატე მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე   პროექტი „ჰეკატე“ ერთგვარი გზამკვლევია თვითგანვითარების, საკუთარი ხასიათისა და თვისებების ობიექტურად შეფასების გზაზე. პასუხები, რომლებსაც ცხოვრებისეულ კითხვებზე გარე სამყაროში ვეძებთ, ხშირად ჩვენშივეა. მთავარია, მათი მიგნება და ამოცნობა შევძლოთ. „ჰეკატე“ დაგეხმარებათ თქვენი ქცევისა და სამომავლო ნაბიჯების უკეთ გააზრებაში. ის გაგაცნობთ გონების, სულისა და სხეულის სრულყოფის მიზნით შემუშავებულ თანამედროვე მეთოდოლოგიას; გთავაზობთ ეფექტურ სავარჯიშოებს როგორც ქვეცნობიერთან დაკავშირების, ისე პიროვნული განვითარებისთვის. წიგნებში მდიდარი ვიზუალური მასალაა წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში გამოიცემა იმ თანამედროვე ავტორთა წიგნები, რომელთაც აერთიანებთ დაუცხრომელი ინტერესი მედიტაციებისა და გონების სავარჯიშოების მიმართ.
19.95
სიზმრიდან გადმოსულები
ავტორი: ბექა გელაშვილი „სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. როდესაც ჩვენი გეგმები სხვანაირად წარიმართება ხოლმე და იმედი გაგვიცრუვდება, ჩვენ ვიცვლებით. ვიცვლებით უარესობისკენ. ასეთ დროს, ჩვენი უარყოფითი თვისებები ჩვენს დადებით თვისებებს შთაქნთქავს. როცა ჩვენს თავსა და ცხოვრებაში ქაოსი იწყება, ცხოვრებისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებთ. ჩვენ ვეცემით, წამოდგომა ძალიან გვიჭირს, ვბოროტდებით და სხვას ვაყენებთ ზიანს. მაშინ, როდესაც ჩვენი იმედი ყინულივით ცივია და ჩვენი ღმერთი სხვა ენაზე საუბრობს, მაშინ, როცა ჩვენი რეალური სახე გამოგონილი სახის უკან იმალება, სწორედ მაშინ, ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც თავისი სითბოთი და სიყვარულით ჩვენს გაქვავებულ გულებს პირვანდელ სახეს უბრუნებს.“ - წიგნი მოგვითხრობს ბიჭის შესახებ, რომელიც ბედისწერის თუ უბრალო შემთხვევის შედეგად შეხვდება გოგონას, რომელიც მის რთულ და პრობლემებით სავსე ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს და სიზმარში ამოგზაურებს. გამორჩეული წყვილის სიყვარულს და ბედნიერებას წინ აღუდგებიან ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს ბედნიერების საშუალებას არ აძლევენ.
15
ფასდაკლება
სიზმრის ინტერპრეტაცია
ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი მტარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: NONFICTION   ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939) – ფსიქოანალიზის ფუძემდებლის – ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი „სიზმრის ინტერპრეტაცია“ 1900 წელს გამოიცა (ფაქტობრივად, 1899 წლის ნოემბერში დაიბეჭდა). ითვლება, რომ ფსიქოანალიზის საუკუნე სწორედ ამ წიგნით დაიწყო. ავტორის სიცოცხლეში „სიზმრის ინტერპრეტაცია“ რვაჯერ დაიბეჭდა განახლებული რედაქციით. თავისი თეორიის განვითარების კვალდაკვალ, ფროიდს შესაბამისი ცვლილებები შეჰქონდა ტექსტში. წიგნის ქართული გამოცემა პირველი, 1900 წლის, გამოცემის თარგმანია – ტექსტის, რომელშიც ყველაზე ნაკლებია კრიტიკული შენიშვნებისა და გავლენებისაგან გამოწვეული ცვლილებები.     რატომ ვხედავთ სიზმრებს? რას გვაუწყებენ ისინი? რა ფუნქციას ასრულებს სიზმრის ფენომენი ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში? ფროიდის „სიზმრის ინტერპრეტაცია“ ამომწურავი პასუხების გაცემის მცდელობაა კითხვებზე, რომლებიც კაცობრიობას დასაბამიდან აღელვებს.
19.47 29.95
სიზმრის მხილველის კანონი
ავტორი: დანიელ პენაკი ,,სიზმრის მხილველის კანონი“ ეძღვნება სიზმრისა და წარმოსახვის ძალას, ოჯახს, მშობლებს, მეგობრობას, შემოქმედებით თავისუფლებას და ... ფედერიკო ფელინის, რომლის ფილმებზეც დიდ გავლენას ახდენდა მისივე სიზმრები.
20
სიკვდილთან დიალოგი
ავტორი: ვაკო დარჩია გამომცმელობა: წიგნი+ ერი ყდა: რბილი
15
სიკვდილი კრედიტით
ავტორი: ლუი-ფერდინანდ სელინი მთარგმნელი: მერაბ ფიფია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა  
25.9
სიკვდილი მძიმე შრომაა
ავტორი: ხალიდ ხალიფა სერია: აკრძალული წიგნების თარო   არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ    დამასკოდან სირიის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ანაბიისკენ მიმავალი მიკროავტობუსი წვალებით მიიკვლევს გზას. მანქანაში გვამი, ორი კაცი და ერთი ქალია, მდუმარე, მოღუშული სახეებით. გარეთ სასტიკი ომია, რომელიც მსხვერპლით ვერ ძღება. ომში სიკვდილი ბრმაა, მსხვერპლს არ არჩევს... უამრავი საკონტროლო პუნქტისა და გამოუვალი მდგომარეობის დაძლევა უწევთ და-ძმებს მამის უკანასკნელი ანდერძის აღსასრულებლად - მისი ნეშტი მშობლიური სოფლის, ანაბიის, მიწას მიაბარონ.   ეს მხოლოდ მამის ცხედრის დასაკრძალად წამოწყებული მოგზაუძრობის ისტორია როდია, არამედ ამბავი სიკვდილის მოტივით ამქვეყნიურ ფასეულობათა გადაფასებისა და თუნდაც გაუფასურებული სიცოცხლის ძალის შესახებ და რაკი სიკვდილი მძიმე შრომაა რომანის გმირებისთვის, ეს ხუთდღიანი ურთულესი გზა დამასკოდან ანაბიამდე საკუთარი თავის აღმოჩენის გზაცაა.   2019 წელს ამერიკული National Book Award ლიტერატურული ჯილდოს თარგმნილი ლიტერატურის ნომინაციაში გამარჯვებული ამ რომანის ავტორი, ხალიდ ხალიფა, საკმაოდ წარმატებული თანამედროვე სირიელი რომანისტია, რომელსაც მანამდეც არაერთი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული. სამშობლოში ხშირად აკრძალული, ის არაბული მწერლობის საერთაშორისო პრიზის Man Booker International Prize for Arabic Fiction ნომინაციის მოკლე სიაში ორჯერ არის მოხვედრილი (2008 და 2014 წლებში), მიღებული აქვს ნაჯიბ მაჰფუზის მედალი ლიტერატურაში, თარგმნილია მსოფლიოს ბევრ ენაზე.  
16.95
სიკვდილი ნილოსზე
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: ლია კაკიაშვილი მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ლიტენ რეჯუეი ცოლად მიჰყვება თავისი უახლოესი მეგობრის, ჟაკლინის საქმროს. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად თბომავალ "კარნაკით" ნილოსზე, ეგვიპტეში მიემგზავრებიან. ჟაკლინი გადაწყვეტს, ჩააშხამოს მოგზაურობა მოღალატე საქმროსა და მეგობარს. ბორტზე სხვა მტრებიც არიან. სახელგანთქმული მეძებარი პუარო, ლინეტს ერთ დღეს კაიუტაში მოკლულს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ პუარო მიაგნებს დანაშაულის იარაღას და მიზეზსაც,მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება.
15.95
სიკვდილი პილიგრიმთა ტაძარში
ავტორი: ზიმონე ლუკასი მთარგმნელი: მაია ჭოლაძემ დეტექტივი
15
სიკვდილის ლურჯი ეკრანი
ყველაფერი „პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ“ იწყება… ყველას გინახავთ სიკვდილის ლურჯი ეკრანი. უფრო მეტად ცნობილია მისი ინგლისური სახელწოდება BSD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა აპარატული ან პროგრამული შეცდომების შედეგად ვეღარ ფუნქციონირებს, „იჭედება“ და არსებობს ერთადერთი გამოსავალი – კომპიუტერის გადატვირთვა. დაახლოებით ასეთი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რომელსაც საოცარი ამბავი გადახდება თავს. ეს სამუდამოდ შეცვლის მის მსოფლმხედველობას და, მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსოფლიოც შეცვალოს.
11.9
სიკვდილის წყვეტა
ავტორი: ჟოზე სარამაგუ მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს პერიოდი, როდესაც ადამიანებს უკვდავებაზე, სიკვდილზე გამარჯვებაზე, სიკვდილის წყვეტაზე არ ეოცნებათ. ხდება სასწაული და ეს დღეც დგება. სადღაც ქვესკნელში, ზეცაში თუ აქვე, ჩვენ მეზობლად მცხოვრები სიკვდილი საქმიანობას წყვეტს, აღარავის კლავს, ადამიანებს მარადიულობით ტკბობის საშუალებას აძლევს. და რაწამს ეს უმთავრესი ბალანსი ირღვევა, მათი ყველა მანკიერება ზედაპირზე ამოტივტივდება, შიში ფარავს სიხარულს, ნადგურდება ყველაფერი, რაზეც კი აქამდე სახელმწიფო იდგა, ხოლო ფრაზა „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“ ცარიელ სიტყვებად იქცევა. ჟოზე სარამაგუს ეს დისტოპიურ-ფილოსოფიური ნაწარმოები ავტორისეული ცნობიერების ნაკადია. უარყოფს პუნქტუაციას, გრამატიკის ნორმებს. უსასრულო წინადადებებითა და აბზაცებით იმ პარალელურ რეალობაში მიგვიძღვება, სადაც ყველაფერი კარგადაა და სადაც ყველაფერი ცუდადაა.
13.9