santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • თეთრი დათვი და მურა დათვი
    ავტორი: ვასო გულეური   ერთხელ თეთრი დათვი მურა დათვს ესტუმრა ევროპაში, მერე კი მურაც მიიწვია სტუმრად არქტიკის ყინულებში. გაინტერესებს, როგორ მოხდა ეს ამბავი? წაიკითხე წიგნი და ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობ.
    15.95
    თეთრი ეშვი
    ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა. თეთრი ეშვი ჯერ სამარხილე ძაღლი გახდა, შემდეგ კი ბოროტი და დაუნდობელი ლამაზო სმიტის ხელში მებრძოლ არსებად იქცა. თეთრი ეშვი ბოროტი იყო, როცა შეუბრალებელ პატრონებთან ცხოვრობდა, მზრუნველ უიდონ სკოტთან კი მას სიკეთის უნარი დაუბრუნდა.
    11.9
    თექის წიგნი – პირველი სიტყვები
    შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული ამ რბილი და მსუბუქი წიგნით ბავშვები შეისწავლიან პირველ სიტყვებს. წიგნის თითოეულ გვერძე პატარები აღმოაჩენენ თექის ჩანართებს, თითებით შეეხებიან და იგრძნობენ განსხვავებას თექისა და მუყაოს გვერდების ზედაპირებს შორის. ასაკი 3-5 წელი
    19.9
    თექის წიგნი – ფერები და რიცხვები
    შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული ამ რბილი და მსუბუქი წიგნით ბავშვები შეისწავლიან ფერებსა და რიცხვებს. წიგნის თითოეულ გვერძე პატარები აღმოაჩენენ თექის ჩანართებს, თითებით შეეხებიან და იგრძნობენ განსხვავებას თექისა და მუყაოს გვერდების ზედაპირებს შორის.
    19.9
    თვალებბრიალა წიგნი - გარეული ცხოველები
    წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები გარეულ ცხოველებს გაეცნობიან. 
    8.95
    თვალებბრიალა წიგნი - ფერმის ცხოველები
    წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები ფერმის ცხოველებს გაეცნობიან. 
    8.95
    თვალებბრიალა წიგნი - შინაური ცხოველები
    წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები შინაურ ცხოველებს გაეცნობიან. 
    8.95
    თვალებბრიალა წიგნი - ცხოველთა შვილები
    წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები ცხოველთა შვილებს გაეცნობიან. 
    8.95
    თოვლიანი დღის სიტყვების წიგნი
    ასაკი: 2+ როტრაუტ სუზან ბერნერის ილუსტრაციებით დეტალიზებულ, ფერად ილუსტრაციებზე პატარა ფიგურების პოვნა, არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან სახალისო თავსატეხია, რომლითაც პატარები სიამოვნებით გაერთობიან. წიგნში მოცემულ 100-ზე მეტ ფიგურას თავისი სახელი აქვს მიწერილი, რაც ბავშვებს სიტყვების შესწავლას გაუადვილებს, ნახატების პოვნა კი ყურადღების კონცენტრაციის, დაკვირვებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარებს განვითარებაში დაეხმარება.
    16.9
    თხა და ვენახი
    ილუსტრატორი: ნინო ჯიჯავაძე გამომცემლობა: არტანუჯი  
    21.95
    თხუთმეტი წლის კაპიტანი
    ავტორი: ჟიულ ვერნი მთარგმნელი: იათო კოტეტიშვილი სერია: მოსწავლოს ბიბლიოთეკა დიკ სენდი ყველაზე მამაცი კაპიტანია ამქვეყნად. თუმცა, სანამ კაპიტანი გახდებოდა, ის იუნგად მსახურობდა ვეშაპებზე მონადირე ხომალდზე, კაპიტნისა და მეზღვაურების ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ კი გემის უფროსობა ითავა. უკვე კაპიტან დიკს არაერთი ფათერაკი გადახდა თავს ჯერ ოკეანეში ცურვისას, შემდეგ – აფრიკის სავანაში ხეტიალისას, სადაც მოღალატეთა „წყალობით“ აღმოჩნდა თანამგზავრებთან ერთად და ბოლოს ტყვეთა ბანაკშიც კი გამოკეტეს, საიდან თავის დაღწევაც არც ისე იოლია. „თხუთმეტი წლის კაპიტანი“ მთელ მსოფლიოში უამრავი თაობის საყვარელი საკითხავია. ეს არის წიგნი, რომელიც გვარწმუნებს, რომ სიკეთე, თავდადება და სიმამაცე მარადიული ფასეულობებია.
    11.9
    იავნანა ლილისთვის
    ამბავი იწყება ასე: თავიდან მხოლოდ ოთხნი ვიყავით: მე, ლუკა, დედა და მამა.მერე ლილი დაიბადა და გავხუთდით. 4+1=5. მე ლუნა მქვია და მაშინ მეც ხუთი წლის ვიყავი. ლუკა ჩემზე დიდია, სამი წლით. 5+3=8. დედა და მამა ბევრის იყვნენ, მაგდენი მიმატება, აბა, რა ვიცოდი.
    13.95
    იავნანამ რა ჰქმნა და სხვა მოთხრობები (9-10)
    ავტორი: იაკობ გოგებაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    იაკობ გოგებაშვილი - მკვეხარა ქოთანი
    იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 27 ოქტომბერი [ძვ. სტ. 15 ოქტომბერი] 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი ― გ. 14 ივნისი [ძვ. სტ. 1 ივნისი] 1912, თბილისი) ― ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
    16.95
    იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები
    ეს ფერადი წიგნი დიდ ადამიაბურ სიბრძნეს შემოგაგებებს. მასში შენი მეგობრები ცხოვრობენ - ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში მიგნებული და „გაქართველებული“ ბუნების შვილები - ადამიანი და მცენარე, უამრავი შინაური და ტყიური არსება. ასე რომ, არ გაიკვირვო, თუ მათ ხასიათსა და საქციელში საკუთარს დაინახავ. ეს ამბები და შეგონებები იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებსა და კლასგარეშე საკითხავებშიც შეგხვდება მშიშარა ვანო; ირემი; მკვეხარე ქოთანი; ყვავი; მგელი და მეცხვარეები; არწივი და ყვავი; თხა და მელია; მგელი და წერო; ლომი და ბაყაყი; კუ და არწივი; ირემი და ვენახი;მუქარა;თავის დასჯა; ძუნწი; ღარიბი გველი და სხვა...
    27.95
    ამოწურულია
    იაპონური ზღაპრები (6 წლიდან)
    ავტორი: სხვადასხვა მთარგმნელები: ნ. თოფჩიაშვილი, თ. ჯავახიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა
    6.9
    იგავ-არაკები
    ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი   ჩვენო პატარა მკითხველო! ეს წიგნი სამასი წლის წინ შექმნილი ქარაგმული ამბების ჯადოსნური სკივრია. მასში თავმოყრილი იგავები, მწერლის თხრობის სტილის შეუცვლელად, ძალზე გულდასმით დამუშადა, რომ შენთვის გასაგები ყოფილიყო. აქ შეხვდები დასამახსოვრებელ პერსონაჟებს: მართალ მებაღეს, ვირისგან დაშინებულ ვეფხვს, ხარბ გლახაკს, გამოუსწორებელ ავსიტყვას, სიკვდილთან მებრძოლ მეფეს, ქურდ მკერავს, უსამართლო შირვან-შაჰს, ჭკვიან კუს, სოფლის მკვეხარა მაშენებლებს... ეს წიგნი დაგანახვებს, როგორ ამარცხებს ბოროტს კეთილი, მტრობას - ერთობა, უგუნურებას - გონიერება, სიძულვილს - სიყვარული და სიმხდალეს - სიმამაცე.
    11.95
    იგავ-არაკები
    სერია: ვიკითხოთ ერთად ასაკი: 4+ „ვიკითხოთ  ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 5 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: ერთი  და ერთი  დაძმობილდნენ… სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი. სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი  და იკითხეთ ერთად.
    17.9
    იგავ-არაკები (6 წლიდან)
    ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    იგავ-არაკები (6 წლიდან)
    ავტორი: ეზოპე მთარგმნელი: რუსუდან გორგაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    იგავ-არაკები (7-9) წლიდან
    ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი     ამ წიგნში შესულია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ცნობილი წიგნიდან „სიბრძნე სიცრუისა“. კრებულში შეტანილ 56 იგავ-არაკში შეცვლილია მხოლოდ არქაული სიტყვები და გამარტივებულია რთული კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა, ხოლო ავტორისეული თხრობის სტილი უცვლელადაა შენარჩუნებული. „იგავ-არაკები“ გაფორმებულია ორიგინალური ილუსტრაციებით, რაც მას ერთიორად მიმზიდველსა და სახალისო საკითხავს ხდის.
    10.9
    იგავ-არაკები ეზოპე
    მთარგმნელი:რუსუდან გორგაძე   ამ წიგნში მოთხრობილი ამბები ოდესღაც ზეპირად გადაეცემოდა თაობებს. ამბობენ, რომ ისინი ერთმა კეთილმა კაცმა დაწერა. მას ეზოპე ერქვა და ძველ საბერძნეთში  დაახლოებით 2000 წლის წინ ცხოვრობდა. ეზოპეს ცხოვრებიდან დღემდე წარმოუდგენლად დიდი დრო გავიდა. მისი მოთხრობილი ამბები კი, რომლებსაც იგავ-არაკები ჰქვია, დღესაც ცოცხალია. იგავ-არაკი მცირე ზომის ზღაპარია. მას მორალი ახლავს და გვასწავლის, რა არის ცუდი და რა – კარგი, რა მოელის შურიან ან გაუმაძღარ ადა­მიანს, რა შეუძლია მეგობრობას, ერთგულებასა თუ მონდომებას… ამიტომაც იგავ-არაკებს ბავშვები ნებისმიერ დროში დიდი მონდომებით კითხულობენ. მარტივი ენით გადმოცემული იგავები თქვენს პატარებს სიკეთის, მეგობრობისა და სიბეჯითის ფასს ასწავლის.
    9.9
    იგავ-არაკები სულხან-საბა ორბელიანი
    ამ წიგნში შესულია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ცნობილი წიგნიდან „სიბრძნე სიცრუისა“. კრებულში შეტანილ 59 იგავ-არაკში შეცვლილია მხოლოდ არქაული სიტყვები და გამარტივებულია რთული კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა, ხოლო ავტორისეული თხრობის სტილი უცვლელადაა შენარჩუნებული. წიგნი გაფორმებულია ფერადი, ორიგინალური ილუსტრაციებით, რაც მას ერთიორად მიმზიდველსა და სახალისო საკითხავს ხდის.
    8.9
    იდუმალი ბაღი
    ავტორი: ფრენსის ჰოდსონ ბერნეტი მთარგმნელი: ია კოროშინაძე სერია: მე მიყვარს კითხვა   საოცნებო ადგილს რომ იპოვი, შენი იყოს, პატარავ და... გააცოცხლე! – ეუბნება მისტერ კრეივენი მასთან საცხოვრებლად ჩასულ, დაობლებულ მერი ლენოქსს. პატარა გოგონას საოცნებო ადგილი მისელთვეით მენორის ყველაზე მივიწყებულ ადგილას, ძველისძველი გალავნით გარშემორტყმული, ათი წლის წინათ გამოკეტილი ბაღი აღმოჩნდა. იორკშირელი დიკონის დახმარებით მერის საიდუმლო ბუდე პატარა ედემად იქცა და გაზაფხულთან ერთად იქ სიცოცხლემ, სიყვარულმა და ხალისმა დაიბუდა. იდუმალ ბაღში მომხდარ მრავალ სასწაულს შორის ყველაზე დიდი ჯადოსნობა კოლინ კრეივენის გამოჯანმრთელება აღმოჩნდა. განსაცვიფრებელი თავგადასავლებისა და მეგობრების მზრუნველობის წყალობით, სნეულ და ჭირვეულ ბიჭუნას სიცოცხლის წყურვილი დაუბრუნდა. გაინტერესებს, რა საიდუმლოს ინახავს იდუმალებით მოცული ბაღი და მისელთვეით მენორის უცნაურზე უცნაური სახლის ბინადრების თავგადასავლები? მაშ, შენც მოარგე გასაღები ძველისძველ ჭიშკარს და ნაწარმოების გმირებთან ერთად იდუმალი ბაღის იდუმალ სამყაროში შეაბიჯე...
    6.9