santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ეზოპეს იგავები
    ეს იგავ-არაკები ყველა დროისა და ქვეყნის ბავშვებს მოუსმენიათ. შეუერთდი მათ და წაიკითხე საინტერესოდ მოთხრობილი ბრძნული ამბები. ისინი შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაცოცხლებული და მთავრდება ისეთი რჩევა-დარიგებებით, შენ რომ გამოგადგება. მაშ, გადაშალე წიგნი და კითხვას შეუდექი!
    29.95
    ელისი საოცრებათა ქვეყანაში. ელისი სარკისმიღმეთში.
    ავტორი: ლუის კეროლი მთარგმნელი: გიორგი გოკიელი სულაკაურის გამომცემლობა ლუის კეროლის განუმეორებელ სამყაროში მოხვედრა ნებისმიერ მკითხველს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება. ეს გამოცემა, რომელიც კეროლის ორ უკვდავ ნაწარმოებს აერთიანებს და ჯონ ტენიელის კლასიკური გრავიურებითაა დასურათებული, ყველა ასაკის ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარია. „ელისი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ურთულეს სათარგმნელ წიგნად ითვლება და მთარგმნელისგან დიდ პროფესიულ ოსტატობას, ფანტაზიასა და გამომგონებლობას მოითხოვს.  ეს წიგნი სწორედ მთარგმნელობითი ხელოვნების თვალსაზრისითაა გამორჩეული. ქართული „ელისი“, რომელიც, ლიტერატურის კრიტიკოსთა აზრით, ტოლს არ უდებს ორიგინალს, 2014 წელს დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „საბა“, როგორც წლის საუკეთესო თარგმანი
    19.9
    ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში
    ავტორი: ლუის კეროლი მთარგმნელი: დავით ახალაძე   „რა კარგი იყო სახლში, – გაიფიქრა საბრალო ელისმა, – სულ ერთი სიმაღლისა ვიყავი და თაგვებისა თუ ბოცვრების ჭკუაზე არ დავდიოდი. რა ჭირი მინდოდა სოროში! ისე, მაინც მომწონს აქაურობა! ამ სამყაროში ყველაფერი ისეთი უჩვეულოა! ნეტავ მაინც რა მოხდა? ყოველთვის მეგონა, რომ რაც ზღაპრებში წერია, სინამდვილეში არასოდეს ხდება. ახლა კი თავად მოვხვდი ნამდვილ ზღაპარში! ამაზე უსათუოდ წიგნი უნდა დაიწეროს. აი, რომ გავიზრდები, აუცილებლად დავწერ“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.
    8.95
    ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (9-10)
    ავტორი:  ლუის კეროლი მთარგმნელი: გიორგი გოკიელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    9.9
    ემილის თავგადასავალი (7-9)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ჯენეტ ბაჯელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ლენებერგელი ემილი – ასე ჰქვია ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟს. ეს მხიარული, ონავარი ბიჭუნა მუდამ ფათერაკებში ეხვევა: ხან საწვნეში გაეჭედება თავი, ხან ხურდა ფულს გადაყლაპავს, ხან დაიკო იდას შეღებავს ლურჯად; მის დაგებულ მახეში კი თაგვის ნაცვლად მამა გაებმება. თავისი სიცელქის გამო მშობლები ბიჭუნას თითქმის ყოველდღე დასასჯელად ფარდულში გამოკეტავენ ხოლმე. ჩვენი ემილი ძალიან მოუსვენარია, მაგრამ გული კეთილი აქვს და ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
    10.9
    ემოციები – მეტყველების ბარათები
    მეტყველების ბარათები პატარებს სამეტყველო უნარების განვითარებაში დაეხმარება. ბარათების გამოყენებით შესაძლებელია, ბავშვს: ასწავლოთ ემოციები და მათი გამოხატვა; ეთამაშოთ მარტივი თამაშები მეტყველების, კონცენტრირებისა და მეხსიერების უნარების გასავითარებლად. სახალისო თამაშების მოფიქრებასა და „მეტყველების ბარათების“ ნაყოფიერად გამოყენებას ინსტრუქციის ბარათი გაგიადვილებთ ასაკი: 12-18 თვე 20 ბარათი + ინსტრუქცია
    14.9
    ენი გრინგეიბლიდან
    ავტორი: ლუსი მოდ მონტგომერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამოცმლობა გრინგეიბლი მწვანე სახურავიანი სახლია კანადაში, პრინს ედუარდის კუნძულზე, პატარა ქალაქ ევონლიში. ამ სახლში და-ძმა კათბერტები ცხოვრებენ, რომლებიც გადაწყვეტენ, სამეურნეო საქმეებში დასახმარებლად ბავშვთა სახლიდან ბიჭი წამოიყვანონ. თუმცა, მათ შეცდომით გოგონას ჩამოუყვანენ. გოგონა წითურთმიანი, გაჩხინკული, ჭორფლიანი ენ შირლია. მეოცნებე, სიცოცხლით სავსე ენი, რომელსაც შეუძლია სამყაროს მშვენიერება ყველგან და ყველაფერში დაინახოს, სრულიად შეცვლის მეთიუსა და მარილას ცხოვრებას…  
    12.9
    ენკანტო
    სერია: Disney    
    22.95
    ერთგვარი ნაპერწკალი
      ავტორი: სიმან ჩაინანი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი   11 წლის ედიმ კარგად იცის, ვინ არის; იცის, რომ ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ისეთს გიღებს, როგორიც ხარ იცის ისეთი სიტყვები, რომლებიც ამშვიდებს და, როგორც ხშირად ეუბნებიან, თანატოლებისგან განსხვავებულობას ავიწყებს. დიახ, ედი განსხვავებული გოგონაა _ მძაფრად აღიქვამს სინამდვილეს. ამასთან, არ ეგუება უსამართლობას და დაცინვას. ის ცდილობს, თანასოფლელებს გააგებინოს, რომ აუტიზმი არ არის განაჩენი და მიიღონ ედი და მისი აუტისტი დაიკო ისეთები, როგორებიც არიან. ედი პოულობს გზას...
    12.95
    ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე
    ავტორი: თეა თოფურია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   გრინკო ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, უბრალოდ თანატოლებზე მეტად აინტერესებს კოსმოსი და პლანეტებს ტელესკოპით აკვირდება. თუმცა, ვერასდროს წარმოიდგენს, რომ თავად შეიძლება ამოყოს თავი რომელიმე პლანეტაზე. არადა ზუსტად ასე მოხდება. ჯერ ორასსართულიანი სახლის ლიფტში აღმოჩნდება, შემდეგ კი სხვა დატყვევებულ დედამიწელებთან ერთად გამოკეტავენ. ამ წიგნში, გრინკოს გარდა, გაიცნობთ პიას, მარიონს, ტულას, სურიენს, ფრიდას და სხვებს; გაიგებთ, ვინ ცხოვრობდა გაბრტყელებულ პლანეტაზე და საიდან მოვიდნენ ტუცები; რატომ იყო სულ ღამე ან სულ დღე. რაც მთავარია, შეიტყობთ, მოახერხა თუ არა გრინკომ ბოლოს და ბოლოს უკან დაბრუნება. მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
    9.9
    ერთი ციდა ბეკეკა
    ასაკი: 3 თვიდან ეს წიგნი ბავშვებისთვის წიგნებთან პირველი ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებად იქცევა. სამყაროს შეცნობის პირველი ნაბიჯები და მისი მრავალფეროვნების აღქმა ბეკეკასთან ერთად უფრო სახალისო და საინტერესოა. ყდა: მაგარი მუყაოს გვერდები 20 გვერდი
    10.9
    ექიმ დულიტლის თავგადასავალი (7-9 წლიდან)
    ავტორი: ჰიუ ლოფტინგი მთარგმნელი:მაია წითაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა       დიდი ხნის წინ პატარა ქალაქში, რომელსაც გუბისპირეთი ერქვა, ცხოვრობდა ერთი ძალიან ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი, სახელად – ჯონ დულიტლი. ექიმ დულიტლს უზომოდ უყვარდა ცხოველები და მრავლადაც ჰყავდა სახლსა თუ ეზოში. რა ცხოველსა და ფრინველს აღარ შეხვდებოდით მასთან, მაგრამ იხვი დებ-დები, ძაღლი ჯიპი, გოჭი გაბ-გაბი, თუთიყუში პოლინეზია და ბუ ტუ-ტუ მაინც განსაკუთრებულად უყვარდა. ჯონ დულიტლი მართალია, ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი იყო, მაგრამ ცხოველთა სიმრავლის გამო ხალხი თანდათან ერიდებოდა მასთან გასასინჯად მისვლას, პაციენტთა რიცხვი თანდათან კლებულობდა, ბოლოს კი თითქმის აღარავინ მიდიოდა… წაიკითხეთ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს შესანიშნავი წიგნი და გაიგებთ, რა უცნაური და საინტერესო ამბები გადახდა ექიმ ჯონ დულიტლს მას შემდეგ, რაც ცხოველთა ენა ისწავლა და მათი ექიმი გახდა! მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.  
    8.9
    ექიმი ვაივიში და სხვა ლექსები
    ავტორი: კორნეი ჩუკოვსკი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი  სულაკაურის გამომცემლობა კორნეი ჩუკოვსკი XX საუკუნის რუსი საბავშვო მწერალია, რომლის ლექსები დღესაც ძალიან პოპულარულია. ყველა ბავშვს გაახალისებს ცხოველების ექიმ ვაივიშის საინტერესო თავგადასავალი, ღიპუცელა ბუზი-ბუზანკალის სახიფათო ისტორია და საბრალო ტელეფონის ამბები, რომელსაც ცხოველები წარამარა ურეკავენ და მოსვენებას არ აძლევენ. ჩუკოვსკის ყველაზე ცნობილი სამი ლექსი ქართველი ბავშვებისთვის ხელახლა ითარგმნა.
    15.9
    ექიმი კოდალა
    ავორი: ირმა მალაციძე   თერაპიული ზღაპრები   ზღაპრების პერსონაჟების სახალისო თავგადასავლები მიახვედრებს პატარა მკითხველს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, თხილის კბილით გატეხვა საზიანოა, ჯანსაღად თუ იკვებები, უფრო მარდი ხარ, ნემსის ჩხვლეტა მხოლოდ წამიერია და სიბნელე სულაც არაა საშიში, რადგან ღამით ლამაზი ციცინათელები დაფრინავენ.   ირმა მალაციძის ზღაპრების ეს წიგნი შიშების დაძლევაზეა. იმ პრობლემების გადალახვაზე, რაც ბავშვებს ხშირად აწუხებთ. თერაპიული ზღაპრები თქვენს პატარებს დაეხმარება თანატოლებთან კონფლიქტების მოგვარებაში, თვითშეფასების ამაღლებაში, ყოველდღიური ჩვევების გამომუშავებაში; ასწავლის განსხვავებულის მიმღებლობას და სიზარმაცის დაძლევას.
    24.95
    ვარსკვლავების მდინარე
    ავტორი: ელისო ჩუბინაშვილი სერია: მოსწალის ბიბლიოთეკა   ჩიტისკუდა გოგონა დოდორა ფრინველ გუგულასთან ერთად მაღალ ხეზე მოწყობილ ბუდეში ცხოვრობს, ტყის მცენარეებს უვლის და თავის მეგობრებთან: ჩაჩალასთან, დარისთან, ლელისთან და ომბლთან ერთად დროს მხიარულად ატარებს. ერთ დღეს ჩაჩალა მთაში გამგზავრებას და იქ გადამალული ხელშეუხებელი განძის პოვნას გადაწყვეტს. ის მთის სახიფათო ბილიკებსა და კლდეში გამოკვეთილ გვირაბებს მიჰყვება, ტყეში დარჩენილი დოდორა კი მონატრებულ მეგობარს ელის…
    8.9
    ვაფლის გულები
    ავტორი: მარია ფარი მთარგმნელი: თამარ კალანდაძე-ტაბახმელაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა განუყრელი მეგობრები ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ…
    9.9
    ვაფლის გულები
    ავტორი: მარია ფარი მთარგმნელი: თამარ კალანდაძე-ტაბახმელაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   განუყრელი მეგობრები ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ… „ვაფლის გულების“ ავტორს, მარია ფარს ხშირად ადარებენ ასტრიდ ლინდგრენს და არცთუ უსაფუძვლოდ: მის წიგნში მოთხრობილი მხიარული, ხიფათიანი ამბები აუცილებლად გაგახსენებთ დიდ შვედ საბავშვო მწერალს, თუმცა, მეორე მხრივ, ახალგაზრდა ნორვეგიელი ავტორი სრულიად განსხვავებულ სამყაროს ქმნის, რომელშიც ბევრი სიკეთე, ერთგულება, სიყვარული და სევდაა. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებები აერთიანებს „ვაფლის გულების“ ყველა პერსონაჟს – როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს.  
    8.9
    ველოტური დანიაში #6
    ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი გადაწყვეტენ, ველოსიპედებით დანიაში გაემგზავრონ. მართალია, მორტენი და მინა ჯერ პატარები არიან და პედლებს ვერ სწვდებიან, დიდედამ კი ველოსიპედის მართვა არ იცის, მაგრამ მამა ისეთ რამეს მოიფიქრებს, ყველა ერთად შეძლებს წასვლას. ჩვენს მხიარულ ტურისტებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით: ქალაქ ოდენსეს ზოოპარკში ლომების ღრიალი და სპილოების ბუკ-ნაღარა შეაშინებთ, შემდეგ ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახლ-მუზეუმს ეწვევიან, კოპენჰაგენში კი გასართობ პარკს „ტივოლის“ ესტუმრებიან. წაიკითხე ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი და იმოგზაურე დანიაში ნაცნობ მხიარულ ოჯახთან ერთად.
    8.9
    ვეფხვი ფეფოს მატარებელი - ფორმიანი წიგნი
    ვეფხვი ფეფო თავისი მატარებლით მთელ ქვეყანაში მოგზაურობს, დღეს ის ზღვისკენ მიემგზავრება. ხომ არ იმოგზაურებდით მასთან ერთად? 
    12.95
    ვითამაშოთ ფერებით
    ავტორი: ერვე ტიულე   ასაკი: 2-5 წელი „ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მასთან აქტიური ურთიერთობა – ერთად თამაში, საუბარი, წიგნის კითხვა სულ პატარა ასაკიდან… სამყაროს უკეთ შეცნობასა და აუცილებელი ემოციური კავშირის დამყარებაში ბავშვებს სწორედ თქვენი ჩართულობა ეხმარება. წიგნის ერთად კითხვა ურთიერთობის სასიამოვნო საშუალებაა; ამასთან, ის მოსმენილის გაგებისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. წაუკითხეთ ეს წიგნი თქვენს პატარას, დაეხმარეთ, შეასრულოს წიგნში მოცემული ყველა მოქმედება და აღმოაჩენთ, რომ ბავშვს ბევრი მნიშვნელოვანი ფსიქიკური უნარი განუვითარდება, მათ შორის –მეხსიერების, მეტყველების, ყურადღების კონცენტრაციის, წარმოსახვის, კომუნიკაციისა თუ პრობლემის გადაჭრისა… გაატარეთ დრო თქვენს პატარასთან ერთად სახალისოდ და შინაარსიანად.“ ნატა მეფარიშვილი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
    15.9
    ვიკინგები - წიგნი მოძრავი ნახატებით
    8 თვალწარმტაცი მოძრავი ნახატი ვიკინგთა წარმოუდგენელი სამყაროს სამ განზომილებაში სანახავად: თქვენ ყველა მათ საიდუმლოს გაიგებთ, გაეცნობით მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, დაესწრებით დელიკატესებით სავსე დიდებულ ნადიმებს და ყველაზე მამაცი მეომრების მხარდამხარ იბრძოლებთ. თავს ნამდვილ გმირად იგრძნობთ! ასაკი: 6-8 წლამდე
    27.95
    ვინი პუჰის თავგადასავლები
    ვინი პუჰი ყველა ბავშვისთვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. ოთხი ჯადოსნური მოთხრობა, რომელიც გიამბობთ ყველასათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს.   ვინი პუჰი აგრეთვე ცნობილი როგორც დათუნია ვინი,  — მწერალ ალან მილნის წიგნების პერსონაჟი წიგნებიდან „ვინი პუჰი“ (1926) და „სახლი პუჰის კუთხეში“ (1928). პუჰის შესახებ ლექსი მილნმა აგრეთვე გამოაქვეყნა საბავშვო წიგნში „როდესაც ძალიან პატარები ვიყავით“ (1924) და უფრო მეტი — წიგნში „ახლა ექვსი წლის ვართ“. ოთხივე წიგნის ილუსტრატორია ერნესტ შეპარდი. პუჰის შესახებ ისტორიები ნათარგმნია მრავალ ენაზე. არსებობს მისი თავგადასავლების ეკრანიზაციები. ძირითადად ცნობილია უოლტ დისნეის სტუდიების ფილმები და სატელევიზიო სერიალები და თედორე ხიტრუკის მიერ გადაღებული სამი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. დათუნია ვინიმ თავისი სახელი, ისევე როგორც პერსონაჟების უმეტესობამ, ალან მილნის ვაჟიშვილის — კრისტოფერ რობინ მილნის სათამაშოებისაგან მიიღო (გამონაკლისები არიან ბუ და კურდღელი). თავად ალანის ვაჟიშვილი კი, კრისტოფერ რობინის პერსონაჟის პროტოტიპი იყო. ამჟამად კრისტოფერ რობინის სათამაშო დათვი გამოფენილი არის ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ ფილიალში.  
    19.95
    ვინი პუჰის საშობაო თავგადასავალი
    რა არის შობა? აი, ვინი პუჰის პასუხიც: შობა, უწინარესად, მეგობრებზე ზრუნვა, მათ გასახარად ფუსფუსი და მათთან ერთად შობის გაზიარებაა! ამ დღეს სამყარო გამოუთქმელად ლამაზი ხდება, რადგან ყველას ერთი საზრუნავი გვაქვს - მეგობრებისთვის საჩუქრების შერჩევა და მათი გახარება. მოდი, შევუერთდეთ ვინის და მის მეგობრებს და დავეხმაროთ სანტა-კლაუსს საჩუქრების დარიგებაში! იქნებ, ამ დროს ჯადოსნური ვარსკვლავიც მოწყდეს ცას და ყველა სურვილი აგვიხდეს. შობა ხომ ჯადოსნური დღესასწაულია!
    27.95
    ვინი ფუჰი
    ავტორი: ა. ა. მილნი სერიის დასახელება: კლასგარეშე საკითხავი „ვინი ფუჰი“ საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. დათუნია ვინის, მისი მეგობარი გოჭიკოსა და ტყის სხვა ბინადრების ამბები ალან ალექსანდერ  მილნმა თავისი ვაჟის, ქრისტოფერ რობინისთვის დაწერა. მას შემდეგ „ვინი ფუჰი“ მილიონობით ბავშვის საყვარელ საკითხავად იქცა. ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ეს გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და „ვინი ფუჰის“ ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.
    14.95