santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • 5 ზანტი ზარმაცა
    წაუკითხე შენს პატარას ხუთი ზანტყი ზარმაცას ამბავი. ამ შესანიშნავად ილუსტრირებულ წიგნში ბავშვს შეუძლია დაითვალოს ზარმაცები და გახალისდეს მათი თავგადასავლით, აღმოაჩინოს ეკოლოგიურად სუფთა კაუჩუკის ჩანართები და შეეხოს მათ!
    19.9
    5 ხმაურიანი დინოზავრი
    წაუკითხე შენს პატარას ხუთი ზხმაურიანი დინოზავრის ამბავი. ამ შესანიშნავად ილუსტრირებულ წიგნში ბავშვს შეუძლია დაითვალოს დინოზავრები და გახალისდეს მათი თავგადასავლით, აღმოაჩინოს ეკოლოგიურად სუფთა კაუჩუკის ჩანართები და შეეხოს მათ!
    19.9
    ბებია. სურათები სოფლის ცხოვრებიდან
    ავტორი: ბოჟენა ნემცოვა   ინგლისურიდან თარგმნა ბარბარე მიქელაძე-ჭიჭინაძემ     მოჩითული თავშალი, ხელით ნაქსოვი ქვედაკაბა და მოწნული კალათა – ასეთი დაამახსოვრდებათ შვილიშვილებს მათთან სტუმრად ჩასული ბებია, რომელიც პირველად იხილეს. თუმცა აღმოჩნდება, რომ დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ამბები წინ ელოდებათ, რადგან მათი ბებია შეძლებს, გარშემო არა მხოლოდ საკუთარი ოჯახი შემოიკრიბოს, არამედ სიკეთე და სიყვარული აჩუქოს ყველას, ვინც გზად გადაეყრება.   მე-19 საუკუნის კლასიკოსი ჩეხი მწერლის, ბოჟენა ნემცოვას რომანი „ბებია“ ადამიანური ურთიერთობების, ოჯახის, საზოგადოების იმ ნატიფ, ფაქიზ და მშვენიერ ისტორიას ეძღვნება, რომელიც გარდასულ ეპოქასთან ერთად ჩაბარდა წარსულს. ახლა ამ ეპოქას ზოგჯერ ნოსტალგიით, ზოგჯერ ღიმილით იგონებენ. თუმცა, ესაა უნიკალური ადამიანური გამოცდილება, დროსთან და სამყაროსთან ჰარმონიაში მყოფი ცხოვრების ანაბეჭდები.   ნემცოვას რომანის გმირი, მტრედებდაკოსებულ-შლაპიანი ბებია ამ დროისა და ცხოვრების მკაფიო სახე-სიმბოლოა, რომელიც ბევრს საკუთარ წინაპრებსაც გაახსენებს და, როგორც დასაწყისში ავტორი ამბობს, ამ წიგნსაც ისეთი გატაცებით წააკითხებს, როგორითაც ის იწერებოდა.
    39.9
    ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა
    სერია: Liberkids   ალფი მურს თავისი დღის განრიგი აქვს,უფრო სწორად,მამის,სტივენის მიერ შემუშავებული პუნქტები,რომლებიც ბიჭს ყოველ მომდევნო მოქმედებას კარნახობს:გაღვიძებიდან დაწყებული,პიჟამის ჩაცმითა და დაძინებით დამთავრებული.ალფი მხოლოდ ძილის წინ არ იცავს განრიგს,თუმცა,ვინ იცის?!..მთავარი მაინც ის არის,რომ ბიჭი სრულიად ბედნიერია - ფიქრობს,რომ ასეთი განრიგი ცხოვრებას უმარტივებს... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს,დღეს კი არა,ღამეს,ყველაფერი (განრიგიც) თავდაყირა დგება - მშობლები სტუმრად მიდიან...
    11.95
    ენკანტო
    ასაკი: 3-6 წლამდე სერია: Disney   მიმზიდველი ამბები და სათამაშოები ერთ კომპლექტში! კომპლექტში შედის წიგნი, 6 სადღესასწაულო ორნამენტები, 4 ფიგურა და სათამაშო მოედანი, რომელიც ბავშვებს გმირების გაცოცხლებას და წარმოსახვის განვითარებაში დაეხმარება.
    37.95
    ლუკა
    37.95
    მჯერა-არ მჯერა
    ავტორი: ტორესა მოსი   „მჯერა-არ მჯერა“ საახალწლო ზღაპარია და როგორც ყველა კარგ ზღაპარში, აქაც ზღვარი, ჩვეულებრივ და ჯადოსნურ სამყაროს შორის, იშლება. საერთაშორისო კონგრესზე, რომელსაც ყველა ქვეყნის თოვლის პაპები ესწრებიან, საკუთარ საქმიანობაში ტექნოლოგიების დანერგვას გადაწყვეტენ. როგორია საგანგებოდ თოვლის პაპისთვის შექმნილი სმარტფონი და ხელოვნური ინტელექტი? როგორ იცვლება თოვლის პაპის ცხოვრება? რა საფრთხე ემუქრება ახალ წელს და როგორ შეიძლება დავეხმაროთ თოვლის პაპას? ამ რთულ კითხვებზე პასუხების ძიება, დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდება და რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლია ამ ამბების მონაწილე, თავადაც გახდე. როგორ? ამ კითხვაზე პასუხს Toresa Mossy-ს ახალ წიგნში იპოვით, მხოლოდ მისი გადაშლა და წაკითხვაა საჭირო.
    11.95
    როგორ გავხდეთ დრაკონივით ყოჩაღი!
    ავტორი: სტეფანკა სეკანინოვა ვერონიკა ზაქაროვა მხატვარი: ვერონიკა ზაქაროვა მთარგმნელი: ანა აბელიანი აუ! აუ! როგორ მტკივა! ყური უგდე ამ კვნესას. გამოქვაბულის ბინადარ პატარა დრაკონს კბილი აწუხებს – და არც კი იცის, რომ მალე მასზე თითისტოლა, მაგრამ შეუპოვარი პრინცესა იზრუნებს. აბა, აბა, პატარა დრაკონო! დროა, კბილის პასტა და ჯაგრისი მოიმარჯვო და საქმეს შევუდგეთ... ასე და ამგვარად, ჩვენი მტირალა, ჭუჭყიანი პატარა მეგობარი ბეჯით და დამჯერ დრაკონად გადაიქცევა! პრინცესას წყალობით, ხელების სწორად დაბანასა და კბილების სათანადოდ გახეხვას ისწავლის, აღარც ნივთებს მიმოფანტავს უწესრიგოდ. ბევრ მწვანე ბოსტნეულს შეჭამს და სიზარმაცესაც ვარჯიშით მოერევა... გინდა დრაკონთან ერთად შენც ისწავლო ჯანსაღი ცხოვრების წესები? ჰოო? მაშ, ყური ვუგდოთ პატარა პრინცესას...
    29.9
    საიდუმლო შვიდეული: საიდუმლო შვიდეულის თავგადასავალი(წიგნი 2)
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: გიორგი რობაქიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    სამი გოჭი
    ასაკი:3-6 წლამდე   როდესმე უთქვამთ შენთვის, რომ შრომა ყოველთვის ფასდება?! წაიკითხე სამი გოჭის ზღაპარი და მიხვდები, რომ ეს ნამდვილად ასეა.
    12.95
    ფერმაში
    ავტორი: აქსელ შეფლერი   მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი გადაშალეთ წიგნი მოძრავი ნახატებით, წაუკითხეთ თქვენს პატარას გარითმული ამბები, გააცანით შინაური ცხოველები და დაეხმარეთ დამალული ნახატების პოვნაში. ასაკი: 12 თვიდან
    14.9
    ქართული ხალხური ზღაპრები
    27.95
    ჩემი პირველი მოთხრობები (ოთხი პატარა, მაგარყდიანი წიგნი)
    ამ პატარა წიგნებში თქვენს ნაცნობ, საყვარელ გმირებს შეხვდებით. გაიგებთ, რა არის მთავარი დამბოსთვის, როგორ უყვართ მოგზაურობა მიკისა და მის მეგობრებს. როგორ ერთობიან მინი და მაუგლი. და კიდევ ერთხელ მიხვდებით, რომ მეგობრობას დიდი ძალა აქვს.
    32.95
    ციცქნა პინგვინი
    „ციცქნა პინგვინი“ არის წიგნი-საჩხარუნო და ღრძილების მასაჟორი. ამ წიგნის დახმარებით თქვენი შვილი ციცქნა პინგვინთან ერთად იმოგზაურებს. ის გაიცნობს ცხოველებს და შეისწავლის ფერებს. ასაკი: 3 თვიდან
    10.9
    წითელქუდა
    12.95
    ხმოვანი წიგნი – შინაური ცხოველები
    გაიცანი ხუთი მბორბალა, დააჭირე თითი რეზინის მანქანებს, მოისმინე მათი ხმები და იხალისე მეგობრების თავგადასავლებით
    29.9
    ჯუნგლებში
    ავტორი: აქსელ შეფლერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი გადაშალეთ წიგნი მოძრავი ნახატებით, წაუკითხეთ თქვენს პატარას გარითმული ამბები, გააცანით გარეული ცხოველები და დაეხმარეთ დამალული ნახატების პოვნაში. ასაკი: 12 თვიდან
    14.9
    100 თავსატეხი (3 წლიდან)
    ავტორი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 3+ იპოვე და შემოხაზე… გადახაზე ზედმეტი… დააწყვილე ერთნაირები… შეურჩიე სწორად… გააფერადე ნიმუშის მიხედვით… დახატე… ეს მცირე ჩამონათვალია ძალიან სახალისო დავალებებისა, რომლებსაც ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული აერთიანებს. წიგნში თავმოყრილი თავსატეხები თანდათან რთულდება, თუმცა, სრულად შეესაბამება ბავშვის ასაკს. შერჩეული თავსატეხები სხარტად და ლოგიკურად აზროვნებას, ვიზუალურ მეხსიერებასა და მოტორულ უნარ-ჩვევებს განუვითარებს პატარებს და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარება მათ.
    7.9
    100 თავსატეხი (4 წლიდან)
    ავტორი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 4+ იპოვე და შემოხაზე… გადახაზე ზედმეტი… დააწყვილე ერთნაირები… შეურჩიე სწორად… გააფერადე ნიმუშის მიხედვით… დახატე… ეს მცირე ჩამონათვალია ძალიან სახალისო დავალებებისა, რომლებსაც ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული აერთიანებს. წიგნში თავმოყრილი თავსატეხები თანდათან რთულდება, თუმცა, სრულად შეესაბამება ბავშვის ასაკს. შერჩეული თავსატეხები სხარტად და ლოგიკურად აზროვნებას, ვიზუალურ მეხსიერებასა და მოტორულ უნარ-ჩვევებს განუვითარებს პატარებს და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარება მათ.  
    7.9
    100 თავსატეხი (5 წლიდან)
    ავტორი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 5+ იპოვე და შემოხაზე… გადახაზე ზედმეტი… დააწყვილე ერთნაირები… შეურჩიე სწორად… გააფერადე ნიმუშის მიხედვით… დახატე… ეს მცირე ჩამონათვალია ძალიან სახალისო დავალებებისა, რომლებსაც ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული აერთიანებს. წიგნში თავმოყრილი თავსატეხები თანდათან რთულდება, თუმცა, სრულად შეესაბამება ბავშვის ასაკს. შერჩეული თავსატეხები სხარტად და ლოგიკურად აზროვნებას, ვიზუალურ მეხსიერებასა და მოტორულ უნარ-ჩვევებს განუვითარებს პატარებს და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარება მათ.
    7.9
    14 კრისტალის თეორია
    ავტორი: ნილს სიმეონი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი „ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად. ბავშვების ხიფათით სავსე თავგადასავალი კი მას მერე იწყება, როცა ინგე უგოსგან უცნაურ შეტყობინებას მიიღებს. შეძლებენ კი ბავშვები, გაუმკლავდნენ დიდ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ კაცობრიობას ემუქრება მეცნიერების სახელით?”
    12.9
    30 მსოფლიო ჩემპიონი რომლებმაც დაწერეს ისტორია
    ყველა ჩემპიონის უკან დგას უმძიმესი შრომისა და მსხვერპლშეწირვის ისტორია, ასევე ერთგულება საყვარელი სპორტის სახეობის მიმართ, რომელშიც მათ ტრიუმფალურ გამარჯვებებს მიაღწიეს. მხოლოდ მძიმე დაბრკოლებების გადალახვით შეიძლება სანუკვარი პრიზის დაუფლება. ეს წიგნი ოცდაათი ლეგენდარული სპორტსმენის გამარჯვებების საიდუმლოს გაგიმხელთ. ვინ იცის, იქნებ ოდესმე თქვენც შეძლოთ მსგავსი წარმატების მიღწევა სპორტულ ასპარეზზე...
    24.95
    36 და 6 კატა
    ავტორი: ჰალინა ვდოვიჩენკო სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ნინო ნასყიდაშვილი   ვერც ქალბატონი კრეპოვა და ვერც მისი ძვირფასი ძმისშვილი სტასი ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ მათ პაწაწა ბინას თავშესაფრის მაძიებელი ოცდათექვსმეტი მოზრდილი და ექვსი პატარა კატა მიადგებოდა. ალბათ, არც თქვენ გინახავთ ამდენი კრუტუნა არსება ერთად… აბა, კატებით სავსე ავტობუსი წარმოიდგინეთ, ან კატების დიდი ჯგუფი საბავშვო ბაღში, ან თუნდაც კატებით გადავსებული კლასი… ბევრია? რა თქმა უნდა, ბევრია! სამაგიეროდ – ბრბო არაა, არც ხროვაა, არც ჯოგი და არც ბანდა. საზოგადოებაა! და მისი თითოეული წევრი განუმეორებელია. ეს წიგნი ყველას გაგაცნობთ და შეგახვედრებთ. იმასაც გიამბობთ, რა გაუგონარი ამბები დაატრიალეს. თქვენც დაიჯერებთ, რომ ამქვეყნად ყველაფერი შეიძლება მოხდეს!..
    10.9
    5 ფუმფულა დათვი
    წაუკითხე შენს პატარას ხუთი ფუმფულა დათვის ამბავი. ამ შესანიშნავად ილუსტრირებულ წიგნში ბავშვს შეუძლია დაითვალოს დათვები და გახალისდეს მათი თავგადასავლით, აღმოაჩინოს ეკოლოგიურად სუფთა კაუჩუკის ჩანართები და შეეხოს მათ!
    19.9