santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • მაკრატლიანი წიგნი - ვსწავლობთ გამოჭრას 4+
    9 ხელსაქმე ყველაზე პატარებისთვის! აქტივობის ამ წიგნით პატარები ისწავლიან ფიგურების გამოჭრას, დაკეცვას და დაწებებას.
    16.95
    მამა და ზღვა
    ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სადღაც შორს, შუა ზღვაში, ერთი კუნძულია, რომელზეც ჩამქრალი შუქურა დგას და მდუმარე მეთევზე ცხოვრობს. სწორედ ამ კუნძულზე სურს დასახლება მამა მუმინს და ამიტომაც მიემართება მისკენ თავისი ოჯახით. კუნძული არაფრით ჰგავს მუმინების ხეობას, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. დროდადრო მასზე ცხოვრება მეტისმეტად სახიფათო ხდება. კუნძული დღითი დღე იცვლება და მასთან ერთად იცვლება ყველაფერი – პატარა მის გარდა. დამნაშავე კი ზღვაა. არავინ იცის, რატომ იქცევა ის ასე უცნაურად. სინამდვილის გასარკვევად შტორმი, საგმირო საქმეები და, რაღა თქმა უნდა, ჩამქრალი შუქურას ანთება ხდება საჭირო. ზღვას მეტისმეტად რთული ხასიათი აქვს, მაგრამ ღირსეულად შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.
    7.9
    მამა მუმინის მემუარები
    ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლოლა ქადაგიშვილი „მივენდე ჩემი ბედის ვრასკვლავს და ისე დავადექი გზას, წარმოდგენაც არ მქონდა, რა საოცარი ამბები მელოდა წინ.“ მამა მუმინმა გადაწყვიტა, თავისი საოცარი თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ დაწეროს. იგი თხრობას ბავშვობის ამბით იწყებს, როცა ჯერ კიდევ პატარა მუმინტროლი უპატრონო ბავშვთა სახლიდან გაიქცა. ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს. მუმინების ხეობაში ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ. ისინი სიყვარულით, მზრუნველობითა და თანაგრძნობით მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს. თუნდაც ეს არსებები სნორკები, ჰემულები, ფილიფიონკები ან მიმლები იყვნენ. ტუვე იანსონის უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე აგებული მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს ხიბლავს.
    11.9
    მამა მუმუნის მემუარები (9-10)
    ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლოლა ქადაგიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა    
    7.9
    მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი (წიგნი III)
    ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი – თუ ამ წიგნის სათაურს რამდენჯერმე გაიმეორებთ, ჩათვალეთ, რომ ენის გასატეხში ვარჯიშის დღიური ნორმა შესრულებული გაქვთ. ხომ არ გგონიათ, რომ წიგნი მხოლოდ ამ სამ ადამიანზე მოგითხრობთ? არც იფიქროთ! აქ რვავე ბავშვს შეხვდებით. მათთან ერთად იქნებიან დედა, მამა, სამოვრის მილი, თეთრი ცხენი და ყუთი-მარხილი, რომელიც ელვის სისწრაფით დაქრის… მაგრამ მეტს ამაზე აღარაფერს გეტყვით. ჰო, მართლა, ჰილდა და ჰენრიკიც გვესტუმრებიან, ხუთი ქათამიც გამოჩნდება, რომლებიც შემდეგ ისეთ უცნაურ ადგილას მოხვდებიან, ვერც წარმოიდგენთ. ამ წიგნში ნაძვის ხეებსა და მთაზე მოსრიალე ტურისტებსაც შეხვდებით, ნისლიან ამინდშიც ივლით და ძროხების კისრებზე შებმული ეჟვნების წკარუნსაც გაიგონებთ. კიდევ კარგი, რომ მოზრდილი წიგნია, თორემ შიგ ამდენი პერსონაჟი როგორ დაეტეოდა?!
    8.9
    მატილდა
    ავტორი: როალდ დალი მთარგმნელი:ნინო ძამუკაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მატილდა ვუნდერკინდია – განსაკუთრებული ნიჭის მქონე გოგონა. პირველ კლასში შესვლამდე არა მარტო წერა-კითხვა და ანგარიში იცის, არამედ სქელტანიან რომანებსაც კითხულობს. მატილდას მშობლები უგულო და უყურადღებო ხალხია; არც გოგონას სწავლა-განათლებაზე ზრუნვით იკლავენ თავს და მის განსაკუთრებულ ნიჭსაც ეჭვით უყურებენ, უფრო სწორად, საერთოდ ვერ ამჩნევენ… აი, როგორც იქნა, მოაფიქრდათ შვილის სკოლაში მიყვანა, მაგრამ ამ სკოლის დირექტორს – ვეება, პირქუშსა და ბრაზიან ქალს, არა მხოლოდ მატილდა, ყველა ბავშვი ჭირის დღესავით ეჯავრება. თუმცა გონიერი გოგონა, კეთილი და გულისხმიერი მეგობრების დახმარებით, მოძალადე დირექტორსაც ასწავლის ჭკუას და უსულგულო მშობლებისგანაც სამუდამოდ დაიხსნის თავს.
    10.9
    მაუგლი
    ავტორი: რადიარდ კიპლინგი მთარგმნელი: თამარ დიასამიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ცხოველთა სამყაროს მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულმა ინგლისელმა მწერალმა, რადიარდ კიპლინგმა „ჯუნგლის წიგნი“ თავისი შვილებისთვის დაწერა და შემდეგ მთელი მსოფლიოს ბავშვებს შეაყვარა იდუმალებითა და ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯუნგლები. პატარა ბიჭი მაუგლი მგლების ხროვამ გაზარდა და ახლა ის ჯუნგლების სრულფასოვანი წევრია. მამაც ბიჭუნას უამრავი საინტერესო რამ გადახდება თავს: დაუმეგობრდება დათვ ბალუს, პანტერა ბაგირასთან ერთად სახიფათო თავგადასავლების საძიებლად გაემგზავრება; მას მოიტაცებენ მაიმუნები, გველ კაას ტყვედ ჩაუვარდება და კიდევ მრავალი ფათერაკი შეემთხვევა… მაუგლის საუკეთესო მეგობრები – პანტერა ბაგირა და დათვი ბალუ ცდილობენ დაარწმუნონ ბიჭი, რომ დატოვოს ჯუნგლები და ადამიანთა სამყაროს დაუბრუნდეს, რათა კაციჭამია ვეფხვს, შერ-ხანს არ ჩაუვარდეს ბრჭყალებში.
    8.9
    მაუგლი ( მოძრავი ნახატებით )
    ილუსტრირებული, სამგანზომილებიანი წიგნი პატარებისთვის.
    11.95
    მაქსისტორიები
    იდეის ავტორი და ილუსტრატორი: გიორგი გამეზარდაშვილი ტექსტის ავტორი: ლაშა კოტორაშვილი მაქსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გამომგონებელია. მას განსაკუთრებით აინტერესებს: თამაში, ძილი და სიტყვები. ძილისას გამოგონება უჭირს, მაგრამ დანარჩენ ორში ნამდვილად ეკუთვნის გამომგონებლებისთვის დაწესებული რაიმე ცნობილი ჯილდო, რომელსაც ვინმე ცნობილი ადამიანი საზეიმოდ გადასცემს!
    12.9
    მაწანწალა რასმუსი (9-11)
    ავტორი:  ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    10.9
    მე არაფერს ვმალავ
    ავტორი: პენი ჯოლსონი მთარგნელი: თამარ სუბელიანი სერია: გაკვეთილების მერე საკითხავი გამომცემლობა: ინტელექტი
    20.95
    სიახლე
    მე და ჩემი დრაკონები – წიგნი მეორე
    მთარგმნელი: შოთა ფუტკარაძე   მეგობრებმა სასწრაფოდ უნდა მოიფიქრონ, როგორ გაწვრთნან ციმცი, მზისა, ბროლა და ცმუკია, რომ ამ ონავარ არსებებთან ერთად ცხოვრება ჯიბით ვულკანის ტარებას არ ჰგავდეს. თუმცა, მოულოდნელად დრაკონის ხე ავად შეიქნება და ტომასის, კეტის, კაის და ტედის მთავარი საფიქრალი მისი გადარჩენა და დრაკონების საიდუმლოდ შენახვა რჩება. გაინტერესებთ, როგორ გადაარჩინეს ხე და როგორ დააღწიეს “შარის მეფის” ხრიკებს თავი მეგობრებმა? სწორედ ამას გიამბობთ ბიჭისა და დრაკონების თავგადასავალის ახალ წიგნში და არ გამოტოვოთ.
    9.9
    მე და ჩემი დრაკონები – წიგნი პირველი
      ავტორი: ენდი შეფარდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი ტომასი ბაბუას ბაღ-ბოსტანში ერთ უჩვეულო მცენარეს აღმოაჩენს, რომლის ნაყოფსაც შინ გაიყოლებს. დიდი თავგადასავალიც სწორედ ამის შემდეგ იწყება. ნაყოფიდან არც მეტი, არც ნაკლები, დრაკონი გამოიჩეკება. ტომასს მოუწევს სწრაფად ისწავლოს, როგორ მოუაროს ოჯახის ახალ ბინადარს და თან იმაზეც იზრუნოს, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახოს – დრაკონთან ცხოვრება ხომ მარტივი სულაც არაა და შარშიც ბევრჯერ გაეხვევი.
    9.9
    მე მიყვარს ჩემი დედიკო - გულის ფორმის წიგნი
    ეს პატარა გულის ფორმის წიგნი დედა-შვილის სიყვარულზე მოგვითხრობს და სავსეა ამ სიყვარულის ამსახველი სურათებით. ბოლო გვერდზე დამაგრებული სარკე კი გამოავლენს, ვინ არის დედიკოს პატარა გული.
    9.95
    მე მიყვარს ჩემი მამიკო - გულის ფორმის წიგნი
    ეს პატარა გულის ფორმის წიგნი მამა-შვილის სიყვარულზე მოგვითხრობს და სავსეა ამ სიყვარულის ამსახველი სურათებით. ბოლო გვერდზე დამაგრებული სარკე კი გამოავლენს, ვინ არის მამიკოს პატარა გული.
    9.95
    მე მქვია არამი
    ავტორი:უილიამ საროიანი მთარგმნელი: მანანა სეხნიაშვილი საბავშვო მოთხრობების კრებული „მე მქვია არამი“ საერთაშორისო ბესტსელერია. მასში გაერთიანებული მოთხრობების საერთო თემაა კონფლიქტი ადამიანებსა, რომლებიც ბუნებით არტისტულები ან პოეტები არიან, და მათ შორის, რომლებიც ასეთ სწრაფვას სისულელედ მიიჩნევენ. მწერალი უდიდესი ოსტატობით და დელიკატურად აგრძნობინებს პატარა მკითხველებს, რომ შეიძლება „პოეტები“ ყოველთვის არ იყვნენ პრაქტიკულები, მაგრამ ისინი სამყაროს ბევრად უფრო ფერად და საინტერესო ადგილად აქცევენ. მოთხრობებში ამავე დროს იგრძნობა მწერლის უდიდესი ჰუმანურობა, ადამიანებისადმი სიყვარული, რასაც პატარები აუცილებლად დაინახავენ კითხვის პროცესში.
    16
    მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (11-12)
    ავტორი: ნოდარ დუმბაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    8.9
    მე, კოსმო
    ავტორი: ქარლი სოროსიაკი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი „მე კოსმო ვარ. სამხრეთ კაროლინაში დავიბადე. ლეკვობის დღეები კარგად აღარც მახსოვს. ბუნდოვნად ვხედავ მუყაოს ყუთებს, რომლებშიც ვცხოვრობდი. ის დღე კი კარგად მახსოვს, დედასა და მამას რომ შევხვდი. ადრეული გაზაფხულის სუსხიანი ლურჯი დილა იდგა… მერე მაქსი გაჩნდა. დევიდმა, პატარა მაქსით ხელში, ჩაიმუხლა და მითხრა: – უფროსი ძმა ხარ, კოსმო. ხომ კარგად გაართმევ თავს? მაქსმა რომ თავისი კრიალა თვალები ნელა გაახილა და კმაყოფილმა შემომხედა, მივხვდი, რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა. რა მშვენიერი ბავშვი იყო! მაშინვე შემიყვარდა… თავდაჯერება მოკლე და მტკიცე ყეფით გამოვხატე… მე პირობა დავდე, რომ მაქსსა და ჩემს ოჯახს სიცოცხლის ბოლომდე ძაღლურად დავიცავდი“. მას მერე 13 წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, ოქროსფერ რეტრივერს, სახელად კოსმოს, არ ავიწყდება მთავარი ს- ის უფროსი ძმაა; მისი თავგანწირვა და უპირობო, ძაღლური სიყვარული გადამწყვეტია სწორედ ახლა, როცა ოჯახი დაშლის საფრთხის წინაშე დგას.  
    12.9
    მეკობრეთა სკოლა
    ავტორი: აგუსტინ ფერნანდეს პასი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი 9 წლის მარტა ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გალისიაში ცხოვრობს. მის სოფელში ხშირად წვიმს. ერთხელაც გოგონას ძალიან მოაბეზრებს თავს გადაუღებელი წვიმა. მალე დაუჯერებელი ამბავი მოხდება: მარტას სკოლა ადგილს მოსწყდება და მდინარეს გაჰყვება… თავგადასავალიც სწორედ აქ იწყება…. წიგნის ავტორი, აგუსტინ ფერნანდეს პასი მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა სკოლაში  გალისიურ ენასა და ლიტერატურას. ბავშვების ფიქრების ამოცნობა და უფროსებამდე მიტანაც პირადმა გამოცდილებამ ასწავლა. 2005 წელს `მეკობრეთა სკოლა~ ედებეს ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გახდა საბავშვო ჟანრში.
    7.9
    მელაკუდა თამაშობს ტყეში
    ასაკი:3-5   თავგადასავლების მოყვარულ მელაკუდას ტყეში სეირნობა და მეგობრებთან მხიარული თამაში მოსწონს; მეგობარ ღორს დაბადების დღის საჩუქარი უნდა შეურჩიოს და გასაჭირში ჩავარდნილ ციყვსაც უნდა მიეშველოს – მეგობრები ხომ იმისთვის არიან, რომ ერთმანეთს დაეხმარონ.
    10.9
    მელორი ტაუერსი #1
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    მელორი ტაუერსი #2
    ავტორი: ენდი ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    მელორი ტაუერსი #3
    ავტორი: ენდი ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წიტაძე  გამომცმელობა ; ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა
    8.9
    მელორი ტაუერსი #4
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე  სულაკაურის გამომცემლობა დარელი ძველ მეგობრებს მხიარულად შეეგება. თანაკლასელებმა ერთმანეთს არდადეგების შთაბეჭდილებები გაუზიარეს – ხან გულიანად იცინოდნენ, ხანაც მწარე-მწარე სიტყვებს ისროდნენ, მაგრამ მაინც ყველა ხარობდა გონდოლინას გარდა. მელორი ტაუერსში კვლავ ისმის გოგოების ჟივილ-ხივილი: მეცადინეობენ, ერთობიან და ჩუმად აწყობენ ღამის ნადიმს. ეს ნადიმი მათი საიდუმლოა, მასწავლებლებმა არ უნდა გაიგონ. და რა მოხდება, თუ გაიგებენ? ამას მეოთხე წიგნში წაიკითხავთ.
    8.9