santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • პატარა მაწანწალა
    ავტორი: ჯეიმს გრინვუდი მთარგმნელი: ნათელა გუჯაბიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა რომანი „პატარა მაწანწალა“ ლონდონის ღარიბ უბნებში მცხოვრებ ბიჭებზე მოგვითხრობს. ქუჩის ცხოვრების რეალისტური აღწერისა და დინამიკური სიუჟეტის გამო „პატარა მაწანწალა“ მრავალი თაობის ბავშვების საყვარელი წიგნია.
    8.9
    სიახლე
    პატარა პიტის კომიქსების კლუბი
    ავტორი: დეივ პილკი მთარგმნელი: ნინო გოგალაძე კეთილი იყოს შენი მობრძანება კომიქსების კლუბში. აქ გაიცნობ კომიქსების შემქმნელებს და წაიკითხავ ძალიან სასაცილო კომიქსებს.  
    14.9
    პატარა პრინცი
    ავტორი : ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი თარგმანი: გიორგი ეკიზაშვილი ილუსტრატორი: ანუკა ბარათაშვილი
    19.95
    პატარა პრინცი
    ავტორი: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი მთარგმნელი: მერაბ ფიფია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცმელობა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.
    7.9
    პატარა პრინცი
    ავტორი: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.  
    10
    პატარა სირინოზი და სხვა ზღაპრები
    ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი მეფის ასული ცერცვის მარცვალზე მეფის ახალი სამოსი მახინჯი იხვის ჭუკი პაყარა სირინოზი მფრინავი სკივრი კალის ჯარისკაცი გარეული გედები თოვლის დედოფალი სულაკაურის გამომცემლობა
    11.9
    პატარა სპილო
    შეუერთდი ვეფხვს ველურ ბუნებაში და შეიძინე ბევრი ახალი მეგობარი. იდეალურია ყველაზე პატარებისათვის!
    7
    პატარა ქალაქის ზღაპრები
    ავტორი: გურამ პეტრიაშვილი გამომცემლობა: პალიტრა ლ ილუსტრატორი: ნინო ჩაკვეტაძე
    19.95
    პატარა ქალები #1
    ავტორი: ლუიზა მეი ოლკოტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა ლუიზა მეი ოლკოტი, მისი რომანის გმირების მსგავსად, მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა: მას სამი და ჰყავდა. სიღარიბემ ლუიზა აიძულა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო მუშაობა. პირველი ნაწარმოები,” გავები ყვავილებზე”, 22 წლისამ დაწერა, პირველი აღიარება კი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს ჯორჯტაუნის სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობისას ოჯახისთვის მიწერილი წერილების გამოცემამ მოუტანა. ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი რომანი, “პატარა ქალები” 1868 წელს გამოვიდა. წიგნი, რომლის პერსონაჟების პროტოტიპები ავტორის ოჯახის წევრები არიან, დაიწერა მასაჩუსეტსის შტატში, კონკორდში მდებარე სახლში – Orchad House, რომელსაც 350-წლიანი მდიდარი ისტორია აქვს. ამ სახლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “Orchad House: Home of Little Women” 2019 წელს სატელევიზიო პრემია “ემით” დაჯილდოვდა.
    12.9
    პატარა ქალები #2
    ავტორი: ლუიზა მეი ოლკოტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობამწერალმა რომანი ასე დაასრულა: „აქ ფარდა ეშვება და მეგს, ჯოს, ბეთსა და ემის ფარავს. კვლავ აიხდება იგი თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებენ პირველ მოქმედებას ოჯახური დრამისა, სახელწოდებით „პატარა ქალები”. მკითხველის ინტერესმა და სიყვარულმა მწერალს რომანის გაგრძელება დააწერინა, რომელიც 1869 წელს გამოიცა (ზოგ გამოცემაში მას „კარგი ცოლები” ჰქვია). პირველ წიგნში აღწერილი მოვლენებიდან სამი წელია გასული. წიგნის ფურცლებზე ისევ შევხვდებით მარჩების ოჯახსა და მათ ძველ მეგობრებს, გაიცნობთ ახალ პერსონაჟებსაც. იმ წელიწადს ბევრი მოვლენა ხდება – სასიხარულოცა და სამწუხაროც, ისევე, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში.
    12.9
    პატარა ქალები #1
    ავტორი: ლუიზა მეი ოლკოტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა ლუიზა მეი ოლკოტი, მისი რომანის გმირების მსგავსად, მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა: მას სამი და ჰყავდა. სიღარიბემ ლუიზა აიძულა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო მუშაობა. პირველი ნაწარმოები, „გავები ყვავილებზე“, 22 წლისამ დაწერა, პირველი აღიარება კი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს ჯორჯტაუნის სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობისას ოჯახისთვის მიწერილი წერილების გამოცემამ მოუტანა. ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი რომანი, „პატარა ქალები“ 1868 წელს გამოვიდა. წიგნი, რომლის პერსონაჟების პროტოტიპები ავტორის ოჯახის წევრები არიან, დაიწერა მასაჩუსეტსის შტატში, კონკორდში მდებარე სახლში – Orchad House, რომელსაც 350-წლიანი მდიდარი ისტორია აქვს. ამ სახლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „Orchad House: Home of Little Women“ 2019 წელს სატელევიზიო პრემია „ემით“ დაჯილდოვდა. „პატარა ქალები“ გამოსვლის დღიდან წიგნის მაღაზიების თაროებზეა, როგორც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუში. 50-ზე მეტ ენაზე თარგმნილი რომანი XXI საუკუნეშიც აქტუალურია, რადგან გვიყვება სოციალური სამართლიანობის, ქალთა უფლებების, მეგობრებისა და ოჯახის მნიშვნელობაზე.
    12.9
    პატარა ქალები #2
    ავტორი: ლუიზა მეი ოლკოტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    12.9
    პატარა ჩარლის მოგზაურობა
    ავტორი: კრისტოფერ პოლ კერტისი სერია: ლიბერქიდსი   "პატარა ჩარლის მოგზაურობის მარშრუტი ასეთია: ამერიკის მიჩიგანის შტატიდან კანადამდე და უკან. ამ მოგზაურობის მიზანი გაქცეული მონების უკან დაბრუნებაა, საბაბი კი ოჯახის ვალი, რომელიც პატარა ჩარლიმ უნდა გაისტუმროს. მოგზაურობისას შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყველაფერი, რაც იყო და რაც არის, ტყუილია! რას აკეთებს პატარა ბიჭი, როცა დიდი ისტორიული უსამართლობის პირისპირ აღმოჩნდება?"
    12.95
    პატარა ძილგუდა მალე უკეთ იქნები
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი   პატარა ძილგუდას მუცელი სტკივა, მუცლის ტკივილს კი სათბურა შველის, თუმცა, ძილგუდას საუკეთესო მეგობარმა უკეთესი „წამალი“ იცის, რომელიც ყველაფრისთვის უებარია.
    12.9
    პატარა ძილგუდა მე შენ მიყვარხარ!
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი     პატარა ძილგუდა არც სიმაღლით ჰგავს თავის საუკეთესო მეგობარს, არც ფერით, არც კუდით, მაგრამ არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, რის შესახებაც შენც შეიტყობ, თუ პატარა ძილგუდას ამ ამბავს გულდასმით წაიკითხავ.
    12.9
    პატარა ძილგუდა შენი ძილის დროა!
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი   ტკბილად რომ დაიძინო, ჯერ მყუდროდ უნდა მოკალათდე, პატარა ძილგუდა კი ვერაფრით იძინებს, სანამ… თუ გსურს იცოდე, თბილ საბანზე მეტად რაა საჭირო ტკბილი ძილისთვის, პატარა ძილგუდას ამბავი უნდა წაიკითხო.
    12.9
    პაქსი
    ავტორი: სარა პენიპეკერი მთარგმნელი: მთარგმნელი: ანი კოპალიანი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი მელია მყავდა… მყავს… გავუშვით. გზის პირას დავტოვეთ. მამამ თქვა, ასე აჯობებსო, მაგრამ არ უნდა დამეჯერებინა. ნამდვილი მეგობრობის, ერთგულებისა და თავდადების  გულისამაჩუყებელი ამბავი.
    12.9
    პაწაწინა ფისო
    ასაკი: 3 თვიდან ეს წიგნი ბავშვებისთვის წიგნებთან პირველი ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებად იქცევა. სამყაროს შეცნობის პირველი ნაბიჯები და მისი მრავალფეროვნების აღქმა ფისოსთან ერთად უფრო სახალისო და საინტერესოა. ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ წიგნებს ბავშვები საჩხარუნოსა და ღრძილების მასაჟორის დანიშნულებითაც გამოიყენებენ. ყდა: მაგარი მუყაოს გვერდები 20 გვერდი    
    10.9
    პეპი გამგზავრებას აპირებს (7-9 წლიდან)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     პეპი ისევ ვილა „ვილეკულაში“ ცხოვრობს, ეს კი ნიშნავს, რომ პატარა ქალაქში საოცარი ამბები გრძელდება. მხოლოდ ამ მხიარულ გოგოს შეუძლია ერთ დილას ადგეს და ბავშვებისთვის 39 კილოგრამი ტკბილეული და უამრავი სათამაშო იყიდოს; ყველაზე მხიარული თამაში – „ურჩხულობანა“ მოიგონოს; დაღლილი ცხენის შეუბრალებელი პატრონი თუ მოხუცების მჩაგვრელი ჰაერში აბურთაოს, ვეფხვი კი კნუტივით წაიყვანოს გალიისკენ… მაგრამ გაგრძელდება სასწაულები პატარა ქალაქში? პეპის ხომ მოულოდნელად სტუმარი ეწვევა… წაიკითხეთ ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი გოგო.  
    8.9
    პეპი გრძელწინდა
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი სრული ტექსტი
    29.9
    პეპი გრძელწინდა (7-9 წლიდან)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     ერთ დღეს შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველ ვილაში თავის ცხენთან და მაიმუნთან ერთად ერთი უცნაური გოგო დასახლდება. ის ცხრა წლის პეპილოტა დელიკატესა ჯალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი გახლავთ. პეპი მარტო ცხოვრობს, მაგრამ არც კარს მომდგარი ქურდების ეშინია და არც პოლიციელებისა, მისი ბავშვთა სახლში წაყვანა რომ მოუწადინებიათ; ეშინია კი არა, მათ დამალობანას ეთამაშება და ეცეკვება კიდეც. წაიკითხეთ ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი, რომელიც საგანგებოდ თქვენთვის პირველად ითარგმნა შვედურიდან; წაიკითხეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი, მხიარული და ღონიერი გოგო.    
    8.9
    პეტსონი და ფინდუსი
    მთარგმნელი: დავით გაბუნია, გურამი ღონღაძე თუ კეთილი და შთამბეჭდავი ამბების კითხვა გიყვარს, მოხუცი პეტსონისა და მისი ჭკვიანი კატის თავგადასავლები ნამდვილად მოგეწონება. იცი, პეტსონზე რას ამბობდნენ მეზობლები? შერეკილიაო. შენ რას იფიქრებდი, საკუთარი თვალით რომ დაგენახა, როგორ ელაპარაკებოდა ბერიკაცი კატა ფინდუსს ან მაღაზიაში მიმავალმა როგორ იცვალა გეზი და აძვრა ფარდულის სახურავზე? ეს კიდევ რაა? ქურდბაცაცა მელას შესაშინებლად ისეთი ოინი მოიგონა, რომ სოფელში კარგა ხანს განიხილავდნენ… თუმცა, ხალხი იმდენ რამეს ამბობს, აღარ იცი, რას დაუჯერო. შენც ნუ დაუჯერებ, თავად წაიკითხე მართლაც ცოტა უცნაური, მაგრამ გულუბრყვილო პეტსონისა და ონავარი ფინდუსის მხიარული ამბები და თავად განსაჯე, ხომ არ აჭარბებენ მათი მეზობლები.  
    19.9
    პი და პო ბუშტს ასეირნებენ
    მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი პის ლამაზი ბუშტი აქვს. უცებ ხელი გაეშვება და… პი ძალიან დარდობს, მაგრამ პო მაინც ახერხებს მის გამხიარულებას. მას შესანიშნავი იდეა აქვს… ეს ფერადი წიგნი პატარებს ასწავლის, რომ მთავარი მეგობრობაა. თუ მოინდომებ, დადარდიანებული მეგობრის გაღიმებას ნამდვილად შეძლებ. სერიაში „პირველი ამბები“ აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.  
    14.9
    პი და პო დაბადების დღეს ზეიმობენ
    ავტორი: კამილა რაიდი და აქსელ შეფლერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი პოს დაბადების დღე აქვს, პიმ კი მეგობარს ტორტი მიართვა, მაგრამ სანამ გასინჯავდნენ, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ეს ფერადი წიგნი პატარებს ასწავლის, რომ მთავარი მეგობრობაა, შეცდომის გამოსწორება კი ყოველთვის შეიძლება. სერიაში  აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.v
    14.9