santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • მოუსმინე ფერმის ცხოველებს
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 18 თვიდან მოუსმინე და გაიმეორე! როგორ ყივის მამალი? როგორ ბღავის ცხვარი? გადაშალეთ ხმოვანი წიგნი, წაუკითხეთ თქვენს პატარას მხიარული ამბები და გააცანით ფერმის ცხოველები. ცხოველების ხმიანობის გასაგებად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.   გაფრთხილება: წიგნები უსაფრთხოა 3 წლამდე ბავშვებისთვის. შეიცავს ელემენტებსა და ელექტრომოწყობილობებს, რომლებიც აზიანებს გარემოს. ამიტომ არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ჩააბარეთ სპეციალურ გადამამუშავებელ ცენტრებში. წიგნში გამოყენებული ელემენტები ხელახლა არ იტენება. დაცლილი ელემენტები გამოცვალოს მხოლოდ უფროსმა. არ მისცეთ ბავშვს წიგნის გამოყენების უფლება, თუ ელემენტების ხუფი მჭიდროდ არაა დახურული. ელემენტის ბუდის დამცავ ხუფზე ამოხრახნეთ ჭანჭიკი და მოხსენით ხუფი. ამოიღეთ ძველი ელემენტები. ბუდეში მითითებული პოლუსების შესაბამისად ჩასვით AG13/LR44 ტიპის 3 ახალი ელემენტი. დაახურეთ ხუფი და ჩახრახნეთ ჭანჭიკი.
    22.9
    სიახლე
    მოუსმინე შინაურ ცხოველებს
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 18 თვიდან მოუსმინე და გაიმეორე! როგორ ყეფს ძაღლი? როგორ კნავის კატა? გადაშალეთ ხმოვანი წიგნი, წაუკითხეთ თქვენს პატარას მხიარული ამბები და გააცანით შინაური ცხოველები. ცხოველების ხმიანობის გასაგებად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.   გაფრთხილება: წიგნები უსაფრთხოა 3 წლამდე ბავშვებისთვის. შეიცავს ელემენტებსა და ელექტრომოწყობილობებს, რომლებიც აზიანებს გარემოს. ამიტომ არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ჩააბარეთ სპეციალურ გადამამუშავებელ ცენტრებში. წიგნში გამოყენებული ელემენტები ხელახლა არ იტენება. დაცლილი ელემენტები გამოცვალოს მხოლოდ უფროსმა. არ მისცეთ ბავშვს წიგნის გამოყენების უფლება, თუ ელემენტების ხუფი მჭიდროდ არაა დახურული. ელემენტის ბუდის დამცავ ხუფზე ამოხრახნეთ ჭანჭიკი და მოხსენით ხუფი. ამოიღეთ ძველი ელემენტები. ბუდეში მითითებული პოლუსების შესაბამისად ჩასვით AG13/LR44 ტიპის 3 ახალი ელემენტი. დაახურეთ ხუფი და ჩახრახნეთ ჭანჭიკი
    22.9
    მოძრავი ანბანი – A B C
    კლასი: I-II საგანი: ინგლისური ენა ყუთში დაგხვდებათ: წიგნი 10 დაფა მოძრავი ინგლისური ანბანი ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და ფერადი მოძრავი ინგლისური ანბანის – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ასოების ანბანზე დალაგებას, დიდი და პატარა ასოების დაწყვილებას; სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმას; სიტყვის პირველი ასოს მოძებნას და ა.შ. საინტერესო და მხიარული აქტივობები, რომელთა პირობები დაფებზევეა განმარტებული, ბავშვებს უცხო ენასთან პირველ შეხებას გაუადვილებს. მოძრავი ანბანი – ABC საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად ამოიცნოს და დაიმახსოვროს ლათინური ასოები, წერაში გაწაფვამდე შეძლოს მისთვის კარგად ნაცნობი სიტყვების „დაწერა“ და ამოკითხვა.
    29.9
    მოძრავი ინგლისური ანბანი-ილუსტრირებული ლექსიკონი
    მაგნიტური მოძრავი ინგლისური ანბანის (ფერადი და ეფექტური ინგლისური ასოების ნაკრების) დახმარებით ბავშვები შეძლებენ ინგლისურ ენაზე მარტივი, საბაზისო სიტყვების შედგენასა და ამოკითხვას. შეფუთვაში დაგხვდებათ: წიგნი მაგნიტური მოძრავი ინგლისური ანბანი სულაკაურის გამომცემლობა  
    14.9
    მოძრავი რიცხვები – 1 2 3
    კლასი: I საგანი: მათემატიკა ყუთში დაგხვდებათ: წიგნი 10 დაფა მოძრავი რიცხვები ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და მოძრავი ფერადი რიცხვების – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ მარტივად დათვლას, დაფის ცარიელ ჩარჩოში მითითებული ან გამოტოვებული ციფრის ჩასმას, შეკრებასა და გამოკლებას, მარტივი ამოცანის ციფრებით გამოსახვას და ამოხსნას, უტოლობის შედგენას. საინტერესო და მხიარული აქტივობები, რომელთა პირობები დაფებზევეა განმარტებული, ბავშვებს მათემატიკასთან პირველ შეხებას გაუადვილებს. მოძრავი რიცხვები – 1 2 3 საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვებმა ადვილად ამოიცნონ და დაიმახსოვრონ ციფრები, შეძლონ საგნების რაოდენობების აღქმა და მათი რიცხვებით გამოსახვა.
    29.9
    მოძრავი ქართული ანბანი ა ბ გ
    კლასი: I საგანი: ქართული ენა ყუთში დაგხვდებათ: ილუსტრირებული წიგნი 10 დაფა აქტივობებით მოძრავი ქართული ანბანი ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და ფერადი მოძრავი ქართული ანბანის – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ასოების ანბანზე დალაგებას, სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმას, სიტყვის პირველი ასოს მოძებნას და ა.შ. საინტერესო და მხიარული აქტივობების პირობები დაფებზევეა განმარტებული. მოძრავი ანბანი – ა ბ გ საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად ამოიცნოს და დაიმახსოვროს ქართული ასოები, წერაში გაწაფვამდე შეძლოს მისთვის კარგად ნაცნობი სიტყვების „დაწერა“ და ამოკითხვა.
    29.9
    მოძღვარი
    ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცმელობა ყაზბეგის სხვა გმირებივით „მოძღვარის“ პერსონაჟებსაც გაგიჟებით შეუძლიათ სიყვარულიც, მეგობრობაცა და თავგანწირვაც. მწერალი დიდი გატაცებით აღწერს ხევის ხალხის ყოფას და მკითხველსაც მათი განცდებით აცხოვრებს.
    6.9
    მრევლიშვილი ჩემი პირველი ლექსები
    უყვარს თქვენს პატარას ლექსები? ამ წიგნში ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტის, მაყვალა მრევლიშვილი საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი. სახალისო, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული დაგეხმარებათ, ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატაროთ თავისუფალი დრო და მათაც შეაყვაროთ ერთ დროს თქვენთვის საყვარელი ლექსების პერსონაჟები.
    15.9
    მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია
    შემდგენელი მაკა ლდოკონენი ამ წიგნში არაერთ უცხოელ ავტორსა თუ პერსონაჟს შეხვდებით. გულიანად გაგაცინებთ ბარონ მიუნჰაუზენის, ჭკვიანი გრეტელისა და პატარა მუკის გულუბრყვილო ტყუილები; დაგაფიქრებთ ლეონარდო და ვინჩისა და ეზოპეს ქვეტექსტები; მოგხიბლავთ მარკ ტვენისა და ო. ჰენრის დახვეწილი იუმორი, ტუვე იანსონის, რეი ბრედბერისა თუ რადიარდ კიპლინგის სამყაროები, ყველასათვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა კი სპეციალურად ამ კრებულისთვის ითარგმნა და პირველად ქვეყნდება. „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიაში“ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი მიაგნებს სათავისო საკითხავს – გადაშლისთანავე დარწმუნდებით, რომ მისი ადგილი სწორედ თქვენს ბიბლიოთეკაშია.
    15.9
    მსოფლიოს გარშემო: თავსატეხები (დაწერე და წაშალე)
    ასაკი: 8+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი იპოვე განსხვავებები, გადახაზე ზედმეტი, შეავსე კროსვორდი, გაიარე ლაბირინთი, ღირსშესანიშნაობის მიხედვით გამოიცანი ქალაქი და ქვეყანა… სახალისო დავალებების ეს არასრული ჩამონათვალი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს „ამოგზაურებს“ მსოფლიოს გარშემო – უკეთ გააცნობს კონტინენტებს, ქვეყნებსა და ქალაქებს; განუვითარებს კონცენტრირებისა და ლოგიკური აზროვნების უნარებს.
    9.9
    მსოფლიოს დროშები
    ასაკი: 6+ აქტივობები: 200 სტიკერი ამ წიგნში მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშაა თავმოყრილი. წაიკითხე საინტერესო ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის დროშის წარმოშობისა და სიმბოლიკის შესახებ, გააფერადე ისინი, მოძებნე და ჩააკარი შესაბამისი სტიკერები და ისწავლე ხალისით.  
    12.9
    მსოფლიოს მითები და ლეგენდები
    გაბედავდი დროში მოგზაურობას? თუ ამ შეკითხვაზე პასუხი დადებითია, გადაშალე ეს საოცარი წიგნი და მოემზადე დროში სამოგზაუროდ. 21 გასაოცარი ამბავი: სიყვარულსა და ბოროტებაზე. ამ მითებითა და ლეგენდებით იმოგზაურებ უძველეს დროსა და თანამედროვე ცივილიზაციაში, მთის მწვერვალებზე და ოკეანის სიღრმეში შენი მეგზურები იქნებიან ზღვის ნიმფები, ჯადოსანი ქალები და საშიში მხეცები. მოისმენ მითებს სამყაროს შექმნის შესახებ.
    24.95
    მსოფლიოს მოკლე ისტორია
    მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი ეს წიგნი პირველად 1935 წელს გამოიცა ვენაში, როდესაც ავტორი, ერნსტ გომბრიხი, 26 წლის იყო. მას შემდეგ გამოცემა არაერთხელ გადამუშავდა და დღეს ისტორიის ფასდაუდებელ გზამკვლევად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში. ორმოცი თავისგან შედგენილი წიგნი მოგვითხრობს კაცობრიობის ისტორიას ქვის ხანიდან ატომური იარაღის შექმნამდე. აქ მკითხველს არ დახვდება მშრალი ფაქტებისა და თარიღების ნუსხა, ავტორი მხატვრული ოსტატობით აცოცხლებს ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენებს, მიღწევებსა თუ გამოგონებებს. წიგნი ავტორმა მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე დაწერა, თუმცა ის შესანიშნავი არჩევანია ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის.
    15.9
    მსოფლიოს შვიდი საოცრება: კოლოსის აღზევება
    ავტორი: პიტერ ლერანჯისი მთარგმნელი: ლეილა ბერიშვილი სერია: ლიბერკიდსი     ჯეკ მკკინლი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც, ერთი შეხედვით, თავისი თანატოლებისაგან არაფრით გამოირჩევა. ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ჯეკი ერთ დილით სარკეში რაღაც უჩვეულოს დაინახავს, რისი წყალობითაც ის მალე კარაის ინსტიტუტში აღმოჩნდება. ეს უკანასკნელი არის დაწესებულება, სადაც ჯეკს აუხსნიან, რომ იგი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფლობს. კარაის ინსტიტუტში ჯეკის მსგავსი სხვა ბავშვებიც არიან, რომელთაც განსაცვიფრებელი უნარები აქვთ.
    11.95
    მძინარე მზეთუნახავი
    რამდენი დაბრკოლება გამოიარა ურჩმა ხის ბიჭუნამ, რამდენ ფათერაკს გადაეყარა. არადა, მამიკო ჯეპეტოსთვის რომ დაეჯერებინა, ამდენს არ იწვალებდა. თუმცა, ვერც ჩვენ გავერთობოდით მისი თავგადასავლით. წაიკითხე ეს მშვენიერი ზღაპარი და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ უფროსებს აუცილებლად უნდა დაუჯერო.
    13.95
    მწვანე ტბის ბანაკი
    მთარგმნელი ნინო ბეგაშვილი ილნეტსების საგვარეულო წყევლამ და მასთან დაკავშირებული უიღბლობების წყებამ გვარის უმცროს წარმომადგენელს, სტენლი ილნეტსსაც უწია, შედეგად თავი დიდ ხათაბალაში გაყო, უფრო სწორად, „ხათაბალა“ პირდაპირ თავზე დაეცა. მოზარდთა გამოსასწორებელ კოლონიაში – მწვანე ტბის ბანაკში მოხვედრილი სტენლი ყოველდღე თითო ორმოს თხრის, სხვა არაერთი წინააღმდეგობის გადალახვაც უწევს და თანდათან მისი ყოველი დღეც ერთ დიდ ორმოს ემსგავსება. „მწვანე ტბის ბანაკი“ დღეისათვის მოზარდთა ლიტერატურის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად მიიჩნევა და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 2003 წელს მის მიხედვით ფილმიც გადაიღეს.
    12.9
    მხიარული ამბები
    მთარგმნელი: თამარ გავაშელიშვილი სერია: ვიკითხოთ ერთად ასაკი: 2+ სერია "ვიკითხოთ ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 2 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე:  ამოდის და  ჭიკჭიკებენ – სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი. სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე შეაყვარებს წიგნებს, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი  და იკითხეთ ერთად.
    17.9
    მხიარული ოჯახი… და სხვებიც
        გაიცანი დუდო და მისი ოჯახი, კატებიანი დირექტორი და უუმკაცრესი მერი მასწი, ექს-ცენ-ტრი-კუ-ლი წითელბანტა და სიმონზე შეყვარებული ნორა, ტარტალინა კუზინე თხიან-ჩემოდან-ჩიტებიანად, ბაყაყი კუანა (აჰ, უკაცრავად, კუაკუა) და სხვები. ჰო, და კიდევ ჯადოქარი პოსი, რომელიც ერთხელ ისე გაბოროტდა, რომ…
    9.9
    ნათიას და თათიას თავგადასავალი
    ავტორი:  შოთა იათაშვილი ეს პოსტმოდერნისრული მხიარული ზღაპარი დიდებისთვისაცაა- ისინი სტრიქონებს სორის და პერსონაჟებში რუსთვაველს, გურამიშვილს, ლინდდრენს, ძმებ გრიმებს, ნიცშეს და კიდევ ბევრ სხვა ავტორს ამოიკითხავენ, პატარები კი ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში თათიასა და ნათიასთან ერთად იმოგზაურებენ და იმხიარულებენ.
    19.95
    ნამდვილი და მოგონილი ამბები (მეექვსეკლასელთათვის)
    ავტორი: ნ.გორდელაძე, თ.კუხიანიძე, ნ.ნაფეტვარიძე, თ.გაბისონია სერია “ნამდვილი და მოგონილი ამბები” შექმნილია I-VI კლასების მოსწავლეებისათვის “კითხვის საათის” სპეციფიკის გათვალისწინებით. წიგნში მოცემულია: სახალისო აქტივობები მარტივი ინსტრუქციები ასაკისთვის შესაფერისი ენით დაწერილი საბავშვო ტექსტები წიგნში შესული მასალა დაეხმარება კლასის დამრიგებელსა თუ მშობლებს, განუვითარონ ბავშვებს წერის, კითხვისა და მეტყველების უნარ-ჩვევები.
    7.9
    ნამდვილი და მოგონილი ამბები (მეოთხეკლასელთათვის)
    გ.ჩხენკელი, თ.კუხიანიძე, ნ.გორდელაძე სერია “ნამდვილი და მოგონილი ამბები” შექმნილია I-VI კლასების მოსწავლეებისათვის “კითხვის საათის” სპეციფიკის გათვალისწინებით. წიგნში მოცემულია: სახალისო აქტივობები მარტივი ინსტრუქციები ასაკისთვის შესაფერისი ენით დაწერილი საბავშვო ტექსტები წიგნში შესული მასალა დაეხმარება კლასის დამრიგებელსა თუ მშობლებს, განუვითარონ ბავშვებს წერის, კითხვისა და მეტყველების უნარ-ჩვევები.
    7.9
    ნამდვილი და მოგონილი ამბები (მეორეკლასელთათვის)
    ავტორი:  თ.კუხიანიძე, ნ.გორდელაძე სერია “ნამდვილი და მოგონილი ამბები” შექმნილია I-VI კლასების მოსწავლეებისათვის “კითხვის საათის” სპეციფიკის გათვალისწინებით. წიგნში მოცემულია: სახალისო აქტივობები მარტივი ინსტრუქციები ასაკისთვის შესაფერისი ენით დაწერილი საბავშვო ტექსტები წიგნში შესული მასალა დაეხმარება კლასის დამრიგებელსა თუ მშობლებს, განუვითარონ ბავშვებს წერის, კითხვისა და მეტყველების უნარ-ჩვევები.
    7.9
    ნამდვილი და მოგონილი ამბები (მესამეკლასელთათვის)
    ავტორი:  თ.კუხიანიძე, ნ.გორდელაძე   სერია “ნამდვილი და მოგონილი ამბები” შექმნილია I-VI კლასების მოსწავლეებისათვის “კითხვის საათის” სპეციფიკის გათვალისწინებით. წიგნში მოცემულია: სახალისო აქტივობები მარტივი ინსტრუქციები ასაკისთვის შესაფერისი ენით დაწერილი საბავშვო ტექსტები წიგნში შესული მასალა დაეხმარება კლასის დამრიგებელსა თუ მშობლებს, განუვითარონ ბავშვებს წერის, კითხვისა და მეტყველების უნარ-ჩვევები.
    7.9
    ნამდვილი და მოგონილი ამბები (მეხუთეკლასელთათვის)
    ავტორი: ნ.გორდელაძე, თ.კუხიანიძე სერია “ნამდვილი და მოგონილი ამბები” შექმნილია I-VI კლასების მოსწავლეებისათვის “კითხვის საათის” სპეციფიკის გათვალისწინებით. წიგნში მოცემულია: სახალისო აქტივობები მარტივი ინსტრუქციები ასაკისთვის შესაფერისი ენით დაწერილი საბავშვო ტექსტები წიგნში შესული მასალა დაეხმარება კლასის დამრიგებელსა თუ მშობლებს, განუვითარონ ბავშვებს წერის, კითხვისა და მეტყველების უნარ-ჩვევები.
    7.9