პატარა ჩარლის მოგზაურობა
12.95
ავტორი: კრისტოფერ პოლ კერტისი
სერია: ლიბერქიდსი
"პატარა ჩარლის მოგზაურობის მარშრუტი ასეთია: ამერიკის მიჩიგანის შტატიდან კანადამდე და უკან. ამ მოგზაურობის მიზანი გაქცეული მონების უკან დაბრუნებაა, საბაბი კი ოჯახის ვალი, რომელიც პატარა ჩარლიმ უნდა გაისტუმროს. მოგზაურობისას შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყველაფერი, რაც იყო და რაც არის, ტყუილია! რას აკეთებს პატარა ბიჭი, როცა დიდი ისტორიული უსამართლობის პირისპირ აღმოჩნდება?"
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 12.95
- წონა
- 0.257
- ნანახია
- 149
მსგავსი პროდუქტები
დაბადების დღის ბიჭი
ავტორი: დევიდ ბედიელი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერი: ალიბერკიდსი
სემ გრინმა ნამდვილ დაბადების დღეზე ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი დაინახა და ჩაიფიქრა, დაბადების დღე ყოველდღე მქონდესო. და აუხდა! მას მერე დაიწყო და რა დაიწყო! წარმოიდგინეთ, ყოველდღე წერთ საჩუქრების სიას და, რასაც მოისურვებთ, ყველაფერს გჩუქნიან; ყოველ დილით მშობლების მორთმეული საყვარელი საუზმე გხვდებათ სასთუმალთან, საჩუქრები საჩუქრებზე მოაქვთ და სადღესასწაულო ჟრიამულიც არასდროს მთავრდება!
11.95
საძაგელი მამიდა
ავტორი: დევიდ უოლიამსი
სერია: ლიბერქიდსი
სტელა საქსბი „საქსბი-ჰოლის“ ერთადერთი მემკვიდრეა, მაგრამ ძნელია, მამიდა ალბერტასა და მის ბავარიულ ბუს წინ აღუდგე. მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით. თუ ის არ გაძლევს უფლებას საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, დაგცინის, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა და თუ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ეს სასტიკი ქალია, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო?
12
ცუდი მამა
ავტორი: დევიდ უოლიამსი
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი
სერია: Liberkids
"არსებობენ სხვადასხვანაირი მამები: მსუქნები და გამხდრები, მაღლები და დაბლები, ახალგაზრდები და მოხუცები, დინჯები და მხიარულები, არასერიოზულები და სერიოზულები, ხმაურიანები და ჩუმები... ეს არის ამბავი მამასა და შვილზე. ფრენკი შვილია. მამა მამაა და მას გილბერტი ჰქვია. დევიდ უოლიამსის ეს მხიარული, ალაგ-ალაგ კი სევდიანი წიგნი გიამბობთ მამა-შვილზე, რომელიც უდრტვინველად უძლებს გაჭირვებას, ოღონდ კი ერთად იყვნენ. ფრენკისა და მამამისის თავგადასავალი უსამართლობასა და ბოროტებასთან ბრძოლაა."
12.95
პრინცესების აკადემია
ავტორი: შენონ ჰეილი
სერია: ლიბერქიდსი
ეს ამბავი ერთ პატარა სოფელში დაიწყო – იმ დღეს, როდესაც ხმა გავრცელდა, მეფის ქურუმმა ბრძანა, მომავალი პრინცესა სწორედ ამ სოფელში ცხოვრობსო. ჰოდა, ახლა უფლისწულმა სოფლის გოგონებიდან უნდა აირჩიოს საცოლე. მანამდე კი მეფის დესპანმა მთაზე აკადემია დაარსა, სადაც თითოეული გოგონა ისწავლის, როგორ გახდეს პრინცესა. ვის გაუმართლებს? რომელს აირჩევს უფლისწული? ერთი შეხედვით თითქოს მარტივად გამოსაცნობია, მაგრამ მოულოდნელობა სწორედ იქ „ჩასაფრებულა“, სადაც არ ელით.
12