santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ნერდის დღიური (1)
    ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერკიდსი   ფილი დიდი ჭკუის კოლოფია, თუმცა ცოტა ცრუპენტელაა. ხშირად შარშიც ეხვევა! ფილსა და მის მეგობრებს, ჯორჯსა და ნიკოლასს, სიგიჟემდე უყვართ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ,,ვარსკვლავური ომები", ,,დიდი აფეთქების თეორია", კომიქსები და ყველაფერი ის, რაც ნერდებსა და გიკებს იტაცებთ! ფილი ნამდვილი ნერდია, მისი დღიური კი საინტერესოდ გაგაცნობს მას, მის ფიქრებს, მიზნებსა და ოინებს. მასთან ერთად არ მოიწყენ!
    12.95
    ნერდის დღიური: ომობანა (4)
    ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერკიდსი   დაფიქრებულხარ, როგორი იქნებოდა სამყარო ვიდეოთამაშების გარეშე? ამის გასაგებად მხოლოდ წარმოდგენა არ იქნება საკმარისი და იქნებ წარსულში მოგზაურობის დრო მოვიდა? ნერდი ფილი სწორედ ამას აპირებს. ახალი და უჩვეულო თავგადასავლები მას ამჯერად წარსულში ელოდება. იქ მას სირთულეებისა და წინააღმდეგობებთან დაპირისპირებაც მოუწევს და მოულოდნელი და ამაღელვებელი შეხვედრაც წინაპართან. მოგზაურობა წარსულში, მოგზაურობა დროში "უკან მომავალში", - რაც გინდა უწოდე, შედეგი ერთია: დაუვიწყარი შთაბეჭდილება.
    12.95
    ნერდის დღიური: სუპერნერდის დღიური (3)
    ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე   ხომ იცით, როგორი მიზანდასახული და შეუპოვარია, თანაც ყველაფერი აინტერესებს...ისიც იცით, რომ უყვარს მათემატიკა,წიგნებისა და კომიქსების კითხვა,ასევე გადაცებულია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალებით;სპორტსაც მისდევს,მაგრამ წაგებას ვერ ეგუება.მოკლედ,ნამდვილი ნერდია! და როგორ წარმოგიდგენიათ,რას გააკეთებს ფილი მაშინ,თუ მის საყვარელ გმირებს საფრთხე დაემუქრება? ამჯერად ფილი გამოწვევის წინაშეა - გადაარჩინოს საყვარელი გმირები! ეყოფა ძალა მას და მის მეგობრებს?...
    12.95
    ნერდის დღიური: ჰოლივუდის ათასი შუქი (2)
    ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერკიდსი   ფილი წიგნის ჭია,გიკი და გამოუსწორებელი მათემატიკოსია.თანაც ისეთი ნერდია,დროდადრო გართობა და ეშმაკობა უყვარს.ამაყობს თავისი მეგობრით - ნიკოლასით,ჯორჯითა და დიდი გონების მკვლელით! ამჯერად ფილის ახალი თავგადასავალი გელოდება - ეს არის ამბავი ნერდისა,რომელსაც წარმოსახვის ძალლის სჯერა!ყველაფერი კი მათემატიკის ახალი მასწავლებლის გამოჩენით იწყება, რომელსაც არ მოსწონს ფილი და ეს უკვე გამოწვევაა!ფილმა და მისმა მეგობარმა საკუთარი შესაძლებლობები სატ.პროგრამა "ამერიკას უყვარს ნიჭიერში" უნდა დაამტკიცონ!...
    12.95
    ნიკოლა ტესლა
    ავტორი: მარია იზაბელ სანჩეს ვეგარა ილუსტრატორი: ალექსანდერ მოსტოვი მთარგმნელი: თამარ კაკუბავა ასაკი: 5+   გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.   ჭექა-ქუხილისა დროს დაბადებულ ნიკოლა ტესლას დედამ „სინათლის ბავშვი“ შეარქვა. ერთხელ, კატის მოფერებისას, პატარა ნიკოლამ ელექტრული მუხტების გადაცემა იგრძნო და აღფრთოვანდა! ბიჭმა თავის ბრწყინვალე გონებაში წარმოდგენილი იდეები რეალობად აქცია. ელექტრული ინჟინერიის შესწავლის შემდეგ, ცვლადი დენის სიმძლავრის დასარეგულირებლად ისეთი მოწყობილობა გამოიგონა, რომელიც დღემდე ანათებს მსოფლიოს. გამომგონებლის შთამაგონებელი ისტორიის ბოლო გვერდებზე საინტერესო ფაქტებს წაიკითხავ და ფოტოებსაც დაათვალიერებ.   
    24.95
    ოზის ჯადოქარი (7-9) წელი
    ავტორი: ფრენკ ბაუმი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა პატარა გოგონას, დოროთის სახლს ქარბორბალა აიტაცებს და უცხო ქვეყანაში გადაისვრის. შინისკენ მიმავალ გზაზე დოროთი უჭკუო საფრთხობელას, უგულო რკინის კაც ტყეკაფიასა და მხდალ ლომს დაუმეგობრდება და ოთხივე ერთად გადაწყვეტს ჯადოქარი ოზის მოძებნას. იმოგზაურე მათთან ერთად და უამრავი უცნაური არსებაც გაიცანი: ჭიშკრის მცველი, ფრთოსანი მაიმუნები, უხელო თავჩაქუჩა კაცუნები; დაათვალიერე ზურმუხტ ქალაქი.
    8.9
    ოკეანე - წიგნი მოძრავი ნახატებით
    დელფინი რომ ძუძუმწოვარი არსებაა, ალბათ, გეცოდინება, მაგრამ იცოდი, რომ ზოგი ზვიგენი ხელის გულზე ეტევა? მარჯანი რომ ცოცხალი არსებაა, ეს თუ იცოდი? ამ წიგნს თუ გადაშლი, მსოფლიო ოკეანეებში შეცურავ და იქ დამალულ უამრავ საიდუმლოს აღმოაჩენ. წყლის ბინადრებთან ერთად შეიტყობ მსოფლიო ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილის შესახებ. იმასაც კი გაიგებ, რა ხდებოდა ოკეანეში მაშინ, როცა ხმელეთზე ჯერ კიდევ დინოზავრები დადიოდნენ.
    27.95
    ოკრო-ბოკრო
    ავტორი: მაკა მიქელაძე   ამ კრებულში თავმოყრილია ქართველი მწერლის, მაკა მიქელაძის საბავშვო ლექსები და მოთხრობები, რომლებიც სპეციალურად თქვენი პატარებისთვის ყველასთვის საყვარელმა მხატვარმა, ნინო ჩაკვეტაძემ დაასურათა. გააცანით ბავშვებს ამ სახალისო წიგნის მხიარული პერსონაჟები და ამოგზაურეთ ფერად-ფერადი ოცნებებისა და თავგადასავლების სამყაროში.
    14.9
    სიახლე
    ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში
    ავტორი: ირმა მალაციძე   ისეთ ქვეყანაში თუ ყოფილხარ, სადაც ყველა საათი განსხვავებულ დროს აჩვენებს, ისრები უკუღმა ტრიალებს და ადამიანს ასაკი კი არ ემატება, აკლდება? ან ისეთი ქალაქი თუ გინახავს, შავისა და თეთრის გარდა, სხვა ფერი რომ არ აქვს, მის ქუჩებში კი მოლაპარაკე ძაღლი დაცუნცულებს? ალბათ, არა. ბნელ საკუჭნაოში ჩაკეტილი ონავარი ლუკი კი სწორედ ასეთ ქვეყანაში აღმოჩნდა და, არც მეტი, არც ნაკლები, დროთა ქვეყნისთვის – დროის, უფერო-ქალაქისთვის – ფერის და ორივესთვის სიხარულის დაბრუნება გადაწყვიტა. აი, როგორ დასტყუებს პატარა ბიჭი დროს, ფერებსა და ათას მოპარულ სიკეთეს ბოროტ ჯადოქარ ჯაჯალს, ჩვენი ზღაპარი გიამბობს.
    7.9
    ონავარი ოლივერი (წიგნი 1)
    ავტორი: ფრანჩესკა საიმონი მათთვის, ვისაც იუმორი უყვარს! ონავარი ოლივერი და მისი ძმა, უნაკლო უილიამი, ერთმანეთისგან ისე განსხვავდებიან, რომ… თუმცა, თუ მათ მეტსახელებს დაუკვირდები, თავადაც მიხვდები… რა მოხდება, თუ ერთ დღესაც ოლივერი გადაწყვეტს, ძმასავით უნაკლო გახდეს, უილიამს კი მოუნდება, ისეთივე ონავარი იყოს, როგორიც ოლივერია? ილუსტრატორი: ტონი როსი მთარგმნელი: ნინო ძანძავა
    9.9
    ონავარი ოლივერი – საიდუმლო კლუბი (წიგნი მეორე)
    ავტორი: ფრანჩესკა საიმონი
    9.9
    ოტოლინა და ყვითელი კატა (წიგნი 1)
    ავტორი: ქრის რიდელი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სულაკაურის გამომცემლობა გაიცანი ოტოლინა ბრაუნი და მისი ერთგული მეგობარი, მისტერ მანრო. ამ წიგნში შეიტყობ, როგორ ამოხსნიან ისინი ყველაზე ბნელით მოცულ საქმეს… დიდქალაქში უცნაური ამბები ხდება: სახლებიდან ძვირფასი ძაღლები ერთმანეთის მიყოლებით უჩინარდებიან. როგორ მიაკვლევენ ოტოლინა და მისტერ მანრო ქურდების კვალს? ამას სულ მალე შეიტყობ.
    8.9
    ოტოლინა სკოლაში მიდის (წიგნი 2)
    ავტორი: ქრის რიდელი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სულაკაურის გამომცემლობა ოტოლინა ბრაუნი და მისი საუკეთესო მეგობარი მისტერ მანრო სკოლაში მიდიან… „ელის ბ. სმითის ნაირნიჭიერთა სკოლაში“ მოსწავლეებს – მაგალითად, ხუთშაბათობით – მოთქმის სემინარი და ხითხითისა და ჩაის სმის გაკვეთილები აქვთ. ამ უცნაურ სკოლაში, როგორც ამბობენ, მოჩვენებები სახლობენ. შეძლებს ოტოლინა თავისი ნაირნიჭი აღმოაჩინოს? იქნებ ამ ნაირნიჭის წყალობით იპოვოს კიდეც მოჩვენება?
    8.9
    პადინგტონი
    ავტორი: მაიკლ ბონდი მთარგმნელი: თეა ბაკურაძე სულაკაურის გამომცემლობა ასაკი: 3+ დათვი პადინგტონი ინგლისში შორეული პერუდან ჩამოვიდა. მისტერ და მისის ბრაუნებმა ის პირველად რკინიგზის სადგურზე ნახეს და მას შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა – ჩვეულებრივი დღეები არაჩვეულებრივ თავგადასავლებად იქცა, რადგან მათთან ოჯახის ახალი წევრი, პადინგტონი დასახლდა.
    12.9
    პადინგტონი გვეხმარება
    ავტორი: მაიკლ ბონდი მთარგმნელი: თეა ბაკურაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ვინც პადინგტონს იცნობს, კარგად  იცის, როგორი კეთილი, მზრუნველი და დაუზარელი დათვია. იგი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ მეზობლებს, თუმცა მის ყოველ კეთილ საქმეს რატომღაც  ხიფათი და აურზაური მოსდევს  თან. ამ წიგნშიც არაფერი ჩაივლის უხმაუროდ. პადინგტონთან ერთად არასოდეს მოიწყენთ, ყველგან მშვენივრად გაერთობით – პიკნიკზე, აუქციონზე, კინოთეატრსა თუ სამზარეულოში. ამ მოხერხებულ დათვს რაღა არ ემარჯვება – თევზაობა, დურგლობა, მზარეულობა… საყიდლებზე სიარულში ხომ ბადალი არ ჰყავს! პადინგტონი თავისი სიკეთითა და ხიფათიანი თავგადასავლებით დღემდე დიდი თუ პატარა მკითხველების საყვარელი გმირია – ეს კი მასზე დაწერილი რიგით მესამე წიგნი გახლავთ.
    8.9
    პადინგტონი გვეხმარება (წიგნი 3)
    ავტორი; მაიკლ ბონდი მთარგმნელი: თეა ბაკურაძე პადინგტონი კეთილი, მზრუნველი და დაუზარელი დათვია. იგი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ მეზობლებს, თუმცა მის ყოველ კეთილ საქმეს რატომღაც ხიფათი და აურზაური ახლავს ხოლმე. პადინგტონთან ერთად ყველგან მშვენივრად გაერთობით – პიკნიკზე, აუქციონზე, კინოთეატრსა თუ სამზარეულოში. ამ მოხერხებულ დათვს რა აღარ ემარჯვება – თევზაობა, დურგლობა,   მზარეულობა… საყიდლებზე სიარულში ხომ ბადალი არ ჰყავს! 
    8.9
    პადინგტონი ისევ შარში ეხვევა (წიგნი 2)
    ავტორი: მაიკლ ბონდი მთარგმნელი: თეა ბაკურაძე პადინგტონი ნამდვილად განსაკუთრებული დათვია. ამჯერად ის ბრაუნებთან თავისი ოთახის გარემონტებას განიზრახავს, პატარა საგამოძიებო საქმეს წამოიწყებს და ფოტოგრაფიითაც დაინტერესდება. თუმცა მისი არცერთი წამოწყება არ ჩაივლის არეულ-დარეულობის გარეშე.
    8.9
    პადინგტონი საზღვარგარეთ (წიგნი 4)
    ავტორი: მაიკლ ბონდი მთარგმნელი: ქეთი ჩართოლანი პადინგტონი ბრაუნებთან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრება. სწორედ მისი დამსახურებით იქცევა საფრანგეთში მოგზაურობა მორიგ თავგადასავლად. პადინგტონთან ერთად ყველგან სახალისო, ზოგჯერ ხიფათით სავსე ამბები გელით. რაც მთავარია, დათვი ყველა ხიფათს დააღწევს თავს და ახალ მეგობრებს შეიძენს. ის ხომ მსოფლიოში ყველაზე მეგობრული დათვია. 
    8.9
    სიახლე
    პალომა - უცნაური მეფის ასული
    ავტორი: თეა ლომთაძე სერია:  კლასგარეშე საკითხავი   ბავშვობაში ყველა გოგონა ოცნებობს მეფის ასულობაზე,  მაგრამ იციან მათ, რომ ყველა პრინცესა ერთნაირი არ არის? ზოგი მათგანი უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გოგონას ჰგავს და სულ არ იქცევა ისე, მეფის ასულს რომ შეჰფერის. სწორედ ასეთია  ერთი პატარა, ძალიან ლამაზი ქვეყნის მეფის ასული - პალომა. სასახლის ისტორიკოსიც ამტკიცებდა, ასეთი უბრალო ბავშვი ამ სასახლეში არასდროს დაბადებულაო. ჰოდა, ყველას რომ უკვირდა პალომას საქციელი, მან სასახლიდან წასვლა გადაწყვიტა. აი, ასე დაიწყო ყველაფერი. პალომას ბევრი რამ გადახდა თავს, მაგრამ კეთილი მეფის ასული არ შეცვლილა, პირიქით, მან თავად შეცვალა ყველა, ვისაც შეხვდა. ,,პალომა - უცნაური მეფის ასული'' არ არის ზღაპარი ტრადიციული გაგებით. აქ ვერ შეხვდებით ჯადოსნურ ნივთებს და მოვლენებს. მაგრამ ეს მოთხრობა მაინც ჯადოსნური ზღაპარია, რადგანაც ბევრ ბავშვს შეაყვარა წიგნის კითხვა. წიგნის ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ვერსია პირველად გამოიცა 2006 წელს.   
    14.95
    სიახლე
    პარადიის არდადეგები
    ავტორი: თეა თოფურია სერია:  კლასგარეშე საკითხავი   პარადია ქალაქია. აქ კალენდარი წრეზე არ ბრუნავს. ამიტომ  ბოლო ორმოცდაათი წელია, მხოლოდ იანვარი დგას. აქ თავიანთი უცნაური დღეები აქვთ: „საიდუმლოს გამხელის დღე“, „ლარნაკების შესაფუთი ბუშტუკებიანი პარკების დახეთქვის დღე“...  აქ რომ მოხვდე, შენი არსებობის არავის უნდა სჯეროდეს. ათასში ერთხელ პარადიელებისთვის არდადეგები დგება და ბედნიერია, ვინც ამ არდადეგებს თუნდაც შემთხვევით შეესწრება.  
    9.95
    პასუხისმგებლობა
    ადამიანებთან ურთიერთობა, განცდა,  განწყობა და თანაგრძნობა - ყველა ეს უნარი ადამიანების სოციალური განვითარების ნაწილია. ეს არის უნარები, რომელიც არ არის განვითარებული დაბადებიდანვე და უნდა ვითარდებოდეს გრძელვადიანად მიმდინარე პროცესში. ყოველდღიურად ბავშვებს უყალიბდებათ აზრი, რომ არსებობს წესები და პრინციპები, რა არის სწორი და არასწორი, კარგი და ცუდი. ექვსი სხვადასხვა სურათის სიუჟეტში ბავშვები განიხილავენ სხვადასხვა ფასეულობებს. თითოეული სიუჟეტისთვის არსებობს იმავე ფერის ხუთი ბარათის ნაკრები, თითოეული მათგანი გვიჩვენებს, თუ როგორია სიტუაცია. ბავშვის ამოცანაა, თანმიმდევრულად დაალაგოს ბარათები, რათა გადმოსცეს ერთი სიუჟეტი.  ბარათების უკან დამხმარე მარეგულირებლები აჩვენებს ბავშვებს სწორია თუ არა მათ გადაწყვეტილებები.   თემები: სამოქალაქო გამბედაობა - ნუ აარიდებ თვალს!  პასუხისმგებლობა - როგორ ვიზრუნო ჩემ ცხოველზე?! იყავი ყურადღებიანი - როგორ მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში?! იყავი სასარგებლო - როგორ დავეხმარო ჩემ ოჯახს?! ზრუნვა - იყავი მზრუნველი ასაკოვანი ადამიანების მიმართ! იყავი დამოუკიდებელი - როგორ ვიზრუნო საკუთარ სხეულზე!
    16.5
    პატარა გოჭი
    შეუერთდი გოჭს ფერმაში და შეიძინე ბევრი ახალი მეგობარი. იდეალურია ყველაზე პატარებისათვის!
    7
    პატარა ვეფხვი
    შეუერთდი ვეფხვს ველურ ბუნებაში და შეიძინე ბევრი ახალი მეგობარი. იდეალურია ყველაზე პატარებისათვის!
    7
    პატარა კლარა
    ავტორი: პატრიკ მარია ბინშტაინი მთარგმნელი: მაია ლიპარტელიანი   5 წლის კლარას ძალიან უნდა, დიდივით მოიქცეს: გვიან დაიძინოს, მარტომ იმგზავროს ავტობუსით, უფროს დას საშინაო დავალებების დაწერაში დაეხმაროს და ბებოს სახლი დაულაგოს.
    19.9