santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ძახილი
    ავტორი: სერგო წურწუმია   „სერგო წურწუმიას მეხსიერებაში აღბეჭდილი ამბები, ადამიანები, წიგნები, ფიქრები ლამაზ წნულად ლაგდება, ერთმანეთს უკავშირდება, ერთი მეორეს ავსებს თავისებურად ან აგრძელებს და ასე, ფაზლის პრინციპით იწყობა, იქსოვება, მეტად საყურადღებო გრეხილი, რომლის თვალის მიდევნება შემეცნების თვალსაზრისით სასარგებლოა და ემოციურად სასიამოვნო.   სერგო წურწუმია უფაქიზეს განცდათა, ლირიკულ განწყობილებათა, სხვათა და სხვათა უმშვენიერეს მთხრობელად გვევლინება. ავტორი, როგორც ნამდვილი მწერალი, ჰუმანისტია.   უამრავ მახვილგონივრულ დაკვირვებას გვიზიარებს მწერალი. იგი კარგად იცნობს ადამიანის შინაგან სამყაროს, წვდება ფსიქოლოგიურ ნიუანსებს...   მძაფრი, დრამატული, დინამიური, საინტერესო სიუჟეტების შექმნის ოსტატია სერგო წურწუმია. თუმცა მიმზიდველად თხრობა, ამბის მძაფრად მოყოლა, მკითხველის ჩათრევა მაშინაც ძალუძს მესიტყვეს, როცა სიუჟეტი მკრთალია, როცა, ერთი შეხედვით, არაფერი ხდება მნიშვნელოვანი.   ავტორს ხელეწიფება პერსონაჟთა მრავალფეროვანი გალერეის შექმნა ისე, რომ არცერთი მათგანი არ ჰგავს, არ იმეორებს, ასე ვთქვათ, არ ფარავს ერთმანეთს. ცოცხლად, დასამახსოვრებლად არიან აღწერილნი ადამიანები ხშირად მოკლე ფრაზებით, სულაც ერთი-ორი წინადადებით რომ შემოიფარგლება მათი დახასიათება.   ეს მაღალი რანგის ხელოვნებაა.   სერგო წურწუმია აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს. ასე რომ, მკითხველი მისგან კიდევ ბევრ სასიამოვნო ლექსს, მოთხრობას, რომანს, თარგმანს, წერილს, ინტერვიუს... ნახატს ელოდება.“ – ნინო ვახანიაა
    14.95
    ძენოს თვითშემეცნება
    ავტორი: იტალო ზვევო   "მე სწორედ ის ექიმი გახლავართ, რომელსაც ზოგჯერ უდიერად მოიხსენიებენ ამ მონათხრობში. ვისაც ფსიქოანალიზისა რაიმე გაეგება, ალბათ ისიც მოეხსენება, თუ სად უნდა მიუჩინოს ადგილი იმ ანტიპათიას, რომელსაც პაციენტი ჩემდამი გამოხარავს. ფსიქოანალიზზე არაფერს ვიტყვი, რადგანან ფურცლებიდან ისედაც ბევრს გაიგებთ მასზე. პირველ რიგში, ალბათ, ბოდიში უნდა მოვიხადო ჩემი საქციელისთვის, პაციენტი ავტობიოგრაფიის დასაწერად რომ წავაქეზე..." - ამონარიდი რომანიდან.
    10
    ძველი ოსტატები
    ავტორი: თომას ბერნჰარდი მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: ლიტოდისეა 82 წლის მუსიკათმცოდნე რეგერი ოცდაათ წელიწადზე მეტია დღეგამოშვებით დადის ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში. ის საათობით სწავლობს ძველი ოსტატების შედევრებად მიჩნეულ ნამუშევრებს, რომ მათში შეცდომა აღმოაჩინოს. არცერთი მათგანი და საერთოდ, ხელოვნების არცერთი უდიდესი წარმომადგენელი არ არის სრულყოფილი; არც ხელოვნება, მუსიკა თუ ლიტერატურაა ყველაფერზე ამაღლებული და არაფერია იმ ერთადერთ ადამიანთან შედარებით, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვყვარებია. „ძველი ოსტატები“ თომას ბერნჰარდის აპოლინური ტრილოგიის მესამე წიგნია და ფორმისა და სტრუქტურის მიხედვით აგრძელებს „ტყის ჩეხისა“ და „დაღმამავალის“ ტრადიციას. ხელოვნების სამი სფერო – თეატრი, მუსიკა და მხატვრობა ქმნის თითოეული რომანის პროტაგონისტის სულიერ სამყაროს, რომელშიც ის მოძრაობს და შინაგანი მონოლოგის საშუალებით გადმოგვცემს თავის ნააზრევს ხელოვნების დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ.
    13.9
    ძველი ფურცლიდან
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი   მე მინდა ჩემი მკითხველი შევაჩერო წამით მაინც. მე მინდა მას ვუთხრა: ეს ბალახია, ეს ხე, ეს წყალი, ეს მთა, ეს ფრინველი, ეს კი ადამიანი. და მანაც დაინახოს: ბალახი, ხე, წყალი, მთა, ფრინველი, ადამიანი. ეს კრებული კიდევ ერთხელ შეგაჩერებთ და დაგანახვებთ არა მხოლოდ ბალახს, ხეს, წყალს, მთას, ფრინველს და ადამიანს; გაგრძნობინებთ ქვებისა და ომის ნამდვილს სუნს და ადამიანური სიკეთის ძალას, რომლითაც აღსავსეა რევაზ ინანიშვილის მთელი შემოქმედება.   კრებულში გაერთიანებულია რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიული მოთხრობები და ჩანაწერები, აქვე ნახავთ მის ჩანახატებსაც, რომლებიც პირველად ქვეყნდება და კიდევ უფრო სრულყოფს მწერლის მიზანს: „ხელი შევუწყო სიკეთის დამკვიდრებას ქვეყანაზე. სიკეთე ისეთი ფენომენია, რომელიც სამყაროში ადამიანის მოვლინებას ყველაზე დიდ ფუნქციად მოჰყვა.“  
    13.9
    ძვლების წიგნი
    ავტორი: თამარ ფოლადაშვილი წიგნის მთავარ გმირს გამზრდელი ბებია უკვდება. ანდერძის თანახმად, ბებიას სოფელში მიასვენებს, თუმცა გარემოებათა გამო გოგონას მარტოს მოუწევს ბებიის ცხედრის სასაფლაომდე მიტანა, საიდანაც გვამი უგზო-უკვლოდ ქრება.   გვამის ძებნა მთავარ გმირს არჩევანის წინაშე აყენებს: დაივიწყოს ყველაფერი და სოფლისგან შორს, მშვიდად ცხოვრება განაგრძოს, თუ დაიწყოს ბებიის ძებნა და მიძინებული ურჩხულები გააღვიძოს.   „ძვლების წიგნი“ თამარ ფოლადაშვილის მეორე რომანია, რომელშიც სოფლის მშვიდ გარემოში ძილის წინ მოყოლილი ზღაპრები შემზარავ ამბებად ცოცხლდება. წიგნი დაწერილია ჯადოსნურ ქალაქ ლა კორუნიაში, „მწერალთა სახლისა“ და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში“.
    15.95
    ძილისპირული
    ავტორი: ჩაკ პალანიკი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    12.9
    ძმები კარამაზოვები
    ავტორი:ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: მზია გელაშვილი; ანა აბულაშვილი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
    27.95
    ძმები კარამაზოვები
    ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
    27.9
    ძუძუ
    ავტორი: ფილიპ როთი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა ფილიპ როთის მოკლე რომანი «ძუძუ» კაფკას «გარდასახვის» ტრადიციას აგრძელებს. პროფესორი კეპეში, 38 წლის სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი, ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ გარდაისახა. ოღონდ მწერად ქცეულ გრეგორ ზამზასაგან განსხვავებით, კეპეში ქალის ძუძუდ იქცევა. უზარმაზარი სარძევე ჯირკვლის გასაოცარ თავგადასავალს თავად რომანის მთავარი გმირი, ძუძუ მოგვითხრობს – გულწრფელად და მღელვარედ. ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი ფილიპ როთი (1933 – 2018) ოცდაათამდე რომანის ავტორია. საერთაშორისო ბუკერისა და პულიცერის პრემიების მფლობელი მწერალი ერთადერთი იყო, ვისი წიგნებიც «ამერიკის ბიბლიოთეკის» ცნობილ სერიაში მის სიცოცხლეშივე გამოიცა.
    15.95
    წამკითხველი
    ავტორი: ბერნჰარდ შლინკი სერია: 10 რომანი დიქტატურაზე მთარგმნელი: გვანცა შუბითიძე და ნათია ლაფერაძე „ვისი ხელით მოქმედებს დიქტატურა? როგორები არიან ტოტალიტარული რეჟიმის ნების უშუალო აღმსრულებლები? როგორ იქცევა ადამიანური სისუსტე ბოროტების დასაყრდენად? როგორ შეიძლება, რომ რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც სხვა გარემოებებში სრულიად განსხვავებული ცხოვრება ექნებოდა, წარმოუდგენელი სისასტიკის ჩადენისას თავს დააჯეროს, რომ მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს? − ბერნჰარდ შლინკის რომანი „წამკითხველი“ სწორედ ამ კითხვებზე დაგაფიქრებთ.    აუცილებლად აღსანიშნავია ამ რომანის ამბის მოულოდნელი განვითარებით გამორჩეული, საინტერესო სიუჟეტი; მკითხველისთვის წიგნის პირველ ნაწილში ალაგ-ალაგ, ზომიერად მიცემული მინიშნებები იმ საიდუმლოს ამოსახსნელად, რომელსაც, საბოლოოდ, მეორე ნაწილში აეხდება ფარდა.    ბერნჰარდ შლინკის რომანი „წამკითხველი“ 1995 წელს გამოქვეყნდა, მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე და განსაკუთრებული პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა − ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერი პირველი გერმანული წიგნი გახდა. 2008 წელს რეჟისორმა სტივენ დალდრიმ „წამკითხველის“ მიხედვით გადაიღო ფილმი, რომელიც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ არაერთ კატეგორიაში იყო ნომინირებული; ქეით უინსლეტი კი, როგორც ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი, ოსკარის მფლობელიც გახდა“.
    24.95
    წარმოდგენა იწყება
    ავტორი: ლევან ლორია   ახალგაზრდები მონაწილეობენ სტუდენტურ სპექტაკლში, რომელსაც უნივერსიტეტში მოწვეული რეჟისორი დგამს. სპექტაკლზე მუშაობის პარალელურად ვითარდება მონაწილეების ცხოვრებაც: მთავარი გმირები სწვლობენ, უყვართ. ავტორი მსუბუქი იუმორით გვიხატავს სტუდენტების, მათი მშობლების, პროფესორ-მასწავლებლების, მეგობრებისა და ნაცნობების ცხოვრებას.
    9.9
    წერილები წარსულიდან
    წიგნში წარმოდგენილია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალები, რომელიც ხშირად ცდება პირადული მიმოწერის შინაარსს და ეპოქალურ მნიშვნელობას იძენს. გამოცემაში თავმოყრილია: ილია ჭავჭავაძის, ოლღა გურამიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, მარჯორი უორდროპის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, მელიტონ ბალანჩივაძის, ზაქარია ფალიაშვილის, კალისტრატე ცინცაძის, ივანე რატიშვილის, ილია ზურაბიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, გალინა კუზნეცოვას, მერაბ კოსტავას, კოტე და სოსო წერეთლების, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დამთვალიერებელთა წერილები. წიგნში გამოყენებულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში დაცული საარქივო მასალები და დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს უახლესი წარსულიდან. ყდა: რბილი გამომცემლობა: თბილისის მუზეუმების გაერთიანება  
    53
    წერილი ვერდაბადებულ ბავშვს
    წერილი ვერდაბადებულ ბავშვს ავტორი: ორიანა ფალაჩი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ნათია აბრამიშვილი ორიანა ფალაჩის მოკლე რომანი «წერილი ვერდაბადებულ ბავშვს» 1975 წელს გამოიცა. მასში წამოჭრილმა მწვავე საკითხებმა და ავტორის გამბედაობამ წიგნის მსოფლიო წარმატება განაპირობა. რომანი ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული მონოლოგია, რომელიც მუცლადმყოფ ბავშვს ესაუბრება. ცხოვრების საზრისი, სიცოცხლის უფლება, ქალსა და მამაკაცს შორის არსებული უთანასწორობა, მარტოხელა ქალისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, არჩევანი დედობასა და კარიერას შორის ის თემებია, რომლებსაც ფალაჩის გმირი ეხება.     ორიანა ფალაჩი (1929 – 2006), იტალიელი ჟურნალისტი და მწერალი, მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. ომისშემდგომმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფალაჩის სტატიები და ინტერვიუები მსოფლიო ლიდერებთან – ინდირა განდისთან, ჰენრი კისინჯერთან, გოლდა მეირთან თუ სხვებთან – სიმძაფრითა და შეუპოვრობითაა ცნობილი. ფალაჩის ზოგიერთ მოსაზრებას, მათ შორის, ისლამისადმი მის კრიტიკულ დამოკიდებულებას, 2000-იანების დასაწყისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
    15.95
    წვრილმანების ღმერთი
    ავტორი: არუნდატი როი მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი ინდური ყოფის ნიუანსები თავისი პოლიტიკური, კასტური თუ რელიგიური თავისებურებებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებია აღწერილი, მასში უხვად გაფანტული რეალიების გამო ის ბოლომდე ინარჩუნებს ეგზოტიკურ სურნელსა და ფერებს.
    13.9
    წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა
    ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი მთარგმნელი: კატია ვოლტერსი გამომცემლობ: ინტელექტი   ოლონეთი, XVIII საუკუნის მეორე ნახევარი, გამუდმებული ომები, სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა. ქვეყნისთვის ამ უმძიმეს ჟამს შორეული სმირნიდან პოდოლიეში ჩამოდის ახალგაზრდა ქარიზმატული ებრაელი იაკობ ფრანკი. იდუმალებით მოცული უცხოელის ქადაგება ებრაულ სამყაროს ორად ყოფს: ერთი ნაწილისთვის ის საშიში ერეტიკოსია, სხვებისთვის კი – მხსნელი, მესია, რომლის მიმდევართა რიცხვი დღითი დღე იზრდება. იბადება უცნაური დოქტრინა – ფრანკიზმი, რომელიც სულ მალე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპის ისტორიაზე.    იაკობ ფრანკი სწორედ მაშინ ჩნდება დაუძლურებული, ღირსებააყრილი ადამიანების გვერდით, როდესაც მათ ჰაერივით სჭირდებათ სოციალური უსამართლობით გამოწვეული გაუსაძლისი ყოფის ტრანსცენდენტური გამართლება და განმტკიცება რწმენისა, რომ ეს მძიმე ხვედრი შემოქმედის ამოუცნობი გეგმის ნაწილია. ამიტომაც მიჰყვებიან ბრმად მესიად შერაცხულ იაკობს ხიფათითა და იმედით აღსავსე მოგზაურობაში. მათ სჯერათ, რომ ეს არის ებრაელი ერისთვის განსაცდელისგან თავის დახსნის, პიროვნული და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების ერთადერთი გზა.   თანამედროვე პოლონელი ავტორის, ოლგა ტოკარჩუკის, ისტორიულ რომანში „წიგნები იაკობისა“ (2014წ.) იაკობ ფრანკის ბიოგრაფია უხვად არის გამდიდრებული მხატვრული გამონაგონით. რომანი შედგება შვიდი წიგნისგან, რომლებსაც რამდენიმე საინტერესო და სრულიად განსხვავებული მთხრობელი ჰყავს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ალბათ მაინც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ღრმად მოხუცებული იენტაა, იაკობის დიდედა, რომელიც იმ დღიდან, რაც გულზე ჩამოკიდებულ ქაღალდის ავგაროზს გადაყლაპავს, მიმდინარე, მოსახდენ თუ წარსულში მომხდარ მოვლენებს უჩვეულო პერსპექტივიდან ხედავს.   ორიგინალური ხმის, ღრმა და მრავალშრიანი მონუმენტური რომანი წიგნები იაკობისა, ანუ, როგორც ავტორი სატიტულო გვერდიდანვე გვამცნობს: „დიდი მოგზაურობა შვიდ საზღვარზე, ხუთ ენასა და სამ დიდ რელიგიაში მცირეთა ჩაუთვლელად“, თარგმნილია 37 ენაზე.    ოლგა ტოკარჩუკს 2018 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. იგი ასევე არის ბუკერის, ნიკეს და არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი.   
    49.9
    წიგნის ქურდი
    ავტორი: მარკუს ზუზაკი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს   ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.
    14.95
    წითელი და შავი
    ავტორი; სტენდალი მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე სერია: იკითხე კლასიკა   ერთი მხრივ,დიდებისა და აღიარების სურვილით შეპყრობილი და,მეორე მხრივ,რომანტიკული ჟულიენ სორელი თვდაუზოგავად მიისწრაფვის სოციალური აღმავლობისაკენ.უნიჭიერესი,საოცარი ნებისყოფითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული,ის ამ გზაზე წარმატებას წარმატებაზე აღწევს,თუმცა თანდათან ეფლობა ჭაობში.ჭაობს კი ეშაფოტი სჯობს,თავის დახრას-თავის მოკვეთა.რომანში მთელი სისრულითაა წარმოდგენილი რესტავრაციის პერიოდი საფრანგეთის არისტოკრატია,ბურჟუაზია,საუსლიერო პირები.აღწერილია კათოლიკური ეკლესიის ფარისეველ მსახურთა საქმიანობა.
    13.95
    წითელი და შავი
    ავტორი: სტენდალი მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე სერია: მინი წიგნების კოლექცია ერთი მხრივ,დიდებისა და აღიარების სურვილით შეპყრობილი და,მეორე მხრივ,რომანტიკული ჟულიენ სორელი თვდაუზოგავად მიისწრაფვის სოციალური აღმავლობისაკენ.უნიჭიერესი,საოცარი ნებისყოფითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული,ის ამ გზაზე წარმატებას წარმატებაზე აღწევს,თუმცა თანდათან ეფლობა ჭაობში.ჭაობს კი ეშაფოტი სჯობს,თავის დახრას-თავის მოკვეთა.რომანში მთელი სისრულითაა წარმოდგენილი რესტავრაციის პერიოდი საფრანგეთის არისტოკრატია,ბურჟუაზია,საუსლიერო პირები.აღწერილია კათოლიკური ეკლესიის ფარისეველ მსახურთა საქმიანობა.
    14.95
    წითელი კლავიშები
    ავტორი: გუგა ჩხიკვაძე     ცნობილი პიანისტის, რევაზ ვაჩნაძის კარიერა 1930-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს ეწირება. ქარცეცხლიანი, ინტრიგებით სავსე ცხოვრების ახალი ეტაპი კიდევ ერთხელ გამოცდის მის პიროვნულ თვისებებს, მორალსა და ზნეობას.
    9.95
    წითელი ოთახი
    ავტორი: ავგუსტ სტრინდბერგი მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე   „წითელი ოთახი“, როგორც სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული.მემკვიდრეობა, მნიშვნელოვნად ეყრდნობა ავტორის პირად.გამოცდილებას. სტოკჰოლმში დღესაც არსებობს ის რესტორანი.და წითლად შეფერილი ოთახიც, რომელშიც რომანის პერსონაჟები.სასაუბროდ იკრიბებოდნენ. ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლობასა და ჟურნალისტობაზე.მეოცნებე ახალგაზრდა იდეალისტი არვიდ.ფალკია, მას მუდმივად ტანჯავს შვედურ საზოგადოებაში ფესვგადგმული.პირფერობა, ფარისევლობა და.კორუფცია, რომელიც გამეფებულია ყველგან – პოლიტიკაში, ბიზნესში, თეატრსა თუ გამომცემლობაში. არვიდ ფალკის ერთადერთი თავშესაფარი სტოკჰოლმის.ცენტრში მდებარე რესტორნის წითლად.შეფერილი ოთახია, სადაც თანამოაზრეებთან, შვედეთის ბოჰემური წრის წარმომადგენლებთან.საუბრობს გაუსაძლის გარემოზე.
    24.9
    წინამორბედი
    ავტორი: ჯ. პ. დილენი მთარგმნელი: ანა კოპაძე სერია: TOP თრილერი ვან-ფოლგეით-სთრითი ყველასგან გამორჩეული სახლია - ლამაზი, თანამედროვე... და საიდუმლოებებით სავსე. მისი არქიტექტორიც უცნაური კაცია- უჩვეულოდ აზროვნებს, პროექტებიც უცნაური აქვს და გარშემო მყოფთაც თავისი შეხედულებებისამებრ აიძულებს ცხოვრებას. ადრე: ვან-ფოლგეით-სთრითზე ემა ცხოვრობდა და ახლა აღარ არი. ახლა: ჯეინი დასახლდა, რომ შვილის დაკარგვის ტკივილი ამ ლამაზმა სახლმა მაინც გაუნელოს, ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ახალი სიყვარულიც ეწვია,მაგრამ გამუდმებით ღრღნის საფრთხის შეგრძნება... რატომ,რისი ან ვისი ბრალია...
    13
    წინაპართა ძახილი
    ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ლია ელიოზიშვილი სერია: იკითხე კლასიკა ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო რომანი „წინაპართა ძახილი" ავტორის ადრეული ნაწარმოებების რიცხვს მიეკუთვნება. ლონდონმა წელიწადზე მეტი გაატარა იუკონის ტერიტორიაზე და შეაგროვა მასალები ამ წიგნისათვის. რომანი თავდაპირველად 1903 წლის ზაფხულში გამოვიდა სერიებად ჟურნალ The Saturday Evening Post-ში, ერთი თვის შემდეგ კკი ის წიგნად გადაკეთდა. წიგნის მთავარი პერსონაჟი ძაღლია - ბეკი, რომესაც ადამიანები, სხვა ძაღლები და ბუნებაც კი სასტიკად ეპყრობა. ნოველა მოგვითხრობს ბეკის ბრძოლას გადარჩენისათვის.
    9.95
    წმინდა ზმანებათა ძიება შეშლილ პეტერბურგში
    ავტორი: ჰოტაკაინენი კარი   მოზარდობის პერიოდი ძნელია. მოწიფულ ადამიანად ჩამოყოლიბებაც ძნელია. ძნელია, როცა მოწიფულობიდან სიბერეში გადააბიჯებ. ძნელია, როცა ბერდები. მამობა ძნელია. ძნელია ათეისტობა. ძნელია ქრისტიანობა. ჰელსინკში ცხოვრება ძნელია. ძნელია სანტ-პეტერბურგშის მონახულება. ფინელობა ძნელი საქმეა. მითუმეტეს, როდესაც ძალიან სასაცილო და დაუჯერებელი რამეები ხდება. ეს არის მომხიბლავი ამბავი ამ ყველაფერზე. ეს არის უდიდესი ტრაგიკომედია ტოლერანტობაზე, სიყვარულზე, სექსზე. საავადმყოფოზე და თაობათა კონფლიქტზე.
    9.9
    წმინდა წყვდიადი
    ავტორი: ლევან ბერძენიშვილი   „ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.“
    14.9