წიგნის ქურდი
14.95
- ავტორი: მარკუს ზუზაკი
- მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
- სერია: ლიბერთინს
ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.52
- ნანახია
- 148
მსგავსი პროდუქტები
რუხ ჩრდილებს შორის
ავტორი: რუტა სეპეტისი
მთარგმნელი: დათო აკრიანი
სერია: ლიბერთინს
ლინა ლიტველი გოგონაა. ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და... სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამინების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში... ეს განწირული მგზავრობაა, რომლის ბოლოსაც ციმბირი, შრომა- გასწორების ბანაკი და შემაძრწუნებლად ტრაგიკული რეალობაა. იწყება შიმშილსა და სიცივესთან გამკლავების, მონური და დამამცირებელი შრომის, ღირსების შემლახველი ყოფის ატანისა და გაძლების მწარე ეპოპეა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა! ბრძოლა სასტიკია... ბრძოლა საბჭოთა ძლევამოსილ მანქანასთან შიშველი, გაყინული ხელებითა და ცარიელი ენთუზიაზმით. და მაინც, იმ უკუნეთში ჩამოწოლილ რუხ ჩრდილებს შორის, ადრე თუ გვიან, პაწია ოქროსფერი ზოლი გამოკრთება − მზე დაბრუნდება! მზე − სიცოცხლისა და იმედის ნიშნად! მზე − გაყინული, ჩაკლული სულების ნუგეშად!
12
13 პატარა ლურჯი კონვერტი
ავტორი: მორინჯონსონი
სერია: ლიბერთინსი
წერილენი კონვერტში - ერთდორულად საინტერესო და იდუმალი ფენომენია, ხოლო თუ გარკვეულ მინიშნებებს - საიდუმლოს ამოხსნისკენ მიმავალ გზაზე საორიენტაციო ნიშნებსაც - შეიცავს, მით უფრო შთამბეჭდავ ამბავთან გვაქვს საქმე. მორინ ჯონსონის ,,13 პატარა ლურჯი კონვერტი" სწორედ ასეთი ამბავია - ერთდროულად იდუმალი, სევდიანი, სახალისო და საინტერესო... ამდენად, ჯინისთან ერთად უნდა გახსნა თითოეული კონვერტი და მიჰყვეთ წერილების ინსტრუქციებს - თქვენ დაუვიწყარი თავგადასავალი გელით! გაუყევით გზას შთამბეჭდავი მოგზაურობისკენ!
13.95
ყინულის დრაკონი
ავტორიჯორჯ რ. რ. მარტინი
მთარგმნელიირაკლი სულაძე
სერია: ლიბერთინს
ყინულის დრაკონის ძალასა და დიდებულებაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.უხსოვარი დროიდან მოყოლებული,ვერავინ შეძლო მისი მოთვინიერება.და აი, საუკუნეებგამოვლილი,ბრძოლებგადატანილი შემზარავი ურჩხული ჯორჯ რ. რ. მარტინის მიერ შექმნილ სამყაროსაც დაემუქრა,გადაუფრენს მას და შიშის ზარს დასცემს ადამიანებს.ყველა ემალება მის რისხვას,ყველას ზარავს მისი დანახვა!მხოლოდ ერთი პატარა გოგონა ელოდება მოუთმენლად ურჩხულთან შეხვედრას,ეს ადარაა,იმ სოფლის მკვიდრი,რომელიც დრაკონის ყოველ გამოჩენაზე ყინულის ფენით იფარება...
12
ბოროტი მოდის აქ, კაცის მტერი
ავტორი: რეი ბრედბერი
სერია: ლიბერთინსი
ოქტომბრის გრილ საღამოს, ჰელოუინამდე ერთი კვირით ადრე, როცა შუაღამეს სამი საათი გადასცდება, ილინოისის შტატის ქალაქ გრინთაუნს მოხეტიალე ცირკი ეწვევა. ტრიალებს უცნაური და საშიში კარუსელი! სარკეების ლაბირინთი ცნობისმოყვარეებს იზიდავს და კარნავალიც პირველ მსხვერპლს იქცევს თავის კლანჭებში. ბოროტი და სასტიკი ძალა ცდილობს, აქაურობას დაეპატრონოს, სინათლე განდევნოს, კეთილი ადამიანები ზომბებად აქციოს... მხოლოდ წმინდა სულის ადამიანებს შესწევთ ბოროტებასთან დაპირისპირების ძალა. ქალაქი ორი მოზარდისა და შუახნის მამაკაცის იმედად რჩება. მათ უნდა შეძლონ შემოდგომის ადამიანებთან გამკლავება, თორემ ყველაფერს წყვდიადი შთანთქავს.
13