santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • შესწორებები
    ავტორი: ჯონათან ფრენზენი მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
    25.9
    შეუჩერებლები
    ავტორი:  იუვალ ნოახ ჰარარი მთარგმნელი: ნიკა სამუშია ადამიანები შეუჩერებლები ვართ. როგორც ჩანს, ჩვენი შეჩერება არაფერს შეუძლია. დაბრკოლებების გადალახვას ყოველთვის ვახერხებთ. ლომების დასამარცხებლად  იარაღები დავამზადეთ, ოკეანეების გადასაცურად გემები ავაგეთ, დედამიწა რომ გვეპატარავა, კოსმოსური ხომალდები გამოვიგონეთ. თუმცა, როგორც ჩანს, არც შეჩერება შეგვიძლია. დიდხანს ვერაფერი გვაკმაყოფილებს. რასაც უნდა მივაღწიოთ, უფრო მეტი გვინდა; სადაც უნდა წავიდეთ, სიმშვიდეს ვერსად ვპოულობთ. როგორ ვახერხებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას? რატომ ვერ ვპოულობთ ვერსად სიმშვიდეს?
    19.9
    შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში
    ავტორი: მარსელ პრუსტი მტარგმნელი: დალი იაშვილი  „შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ მთხრობლის მოზარდობის გამოცდილებაა აღწერილი. რომანი ორი ნაწილისგან შედგება: „ქალბატონი სვანის გარემო“ და „ქვეყნის მხარეთა სახელები: მხარე“. პირველ ნაწილში მთხრობელი თავის პარიზულ ურთიერთობებზე, ბატონ დე ნორპუასა და ბატონ ბერგოტთან ნაცნობობაზე, მშობლებთან დამოკიდებულებასა და ჟილბერტის მიმართ სიყვარულზე გვიყვება. ამ ურთიერთობებზე, სიყვარულის სხვადასხვა ფორმაზე რეფლექსიით მთხრობელი საკუთარ თავს შეიმეცნებს, აკვირდება თავის შეგრძნებებსა და ასოციაციებს.
    34.95
    შეცდომა
    ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი   რომანი გვეყვება სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვლება, თავის რჩეულს იგი არ უყვარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. წყვილი დაძაბულია, მით უფრო, როცა მათ შორის სიყვარული ცალმხრივია. ჩვენც მივადევნოთ თვალი მათ თანაცხოვრებას, ვნახოთ როგორ გაგრძელდება მათი თავგადასავალი. ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე: იყო თუ არა შეცდომა მთავარი გმირის გადამწყვეტი ნაბიჯი?
    14.95
    შეჯახება
    ავტორი: ჯეიმს ბალარდი მთარგმნელი: ლაშა გველესიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    შვიდი კარი
    ავტორი: ქეთევან ირემშვილი სერია: იკითხე ქართული თუ ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა გწყურია და გულწრფელად გაინტერესებს, რა გაფერხებს, ეს წიგნი შენთვისაა. ინტერვიუზე მიმავალ ქეით როს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ თავის რესპონდენტთან შეხვედრით საკუთარ თავს შეხვდებოდა. ოფელია რეარი თითოეული ჩვენგანის შინაგან ბრძენს განასახიერებს. მას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი და მოთმინებით გველოდება. ქეითი და ოფელია თავიანთ დიალოგში გეპატიჟებიან და გპირდებიან, რომ შენთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე პასუხისკენ მისასვლელ გზას გაჩვენებენ, გამბედაობითა და მადლიერების შთაგონებით აგავსებენ, ცოტა ჯაზშიც გამეცადინებენ და სიყვარულით ჩაგიკრავენ გულში. ასე გაიარეს თავად შვიდი კარი. ასე გაივლი შენც.
    14.95
    შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა
    ავტორი: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი (2018) გამომცემლობა: პალიტრა L
    12.95
    შვიდი სამეფოს რაინდი
    ავტორი: ჯორჯ რ.რ. მარტინი სერია: პორტალი   "ვესტეროსს კვლავ დრაკონთა მოდგმის ტარგარიენთა საგვარეულო მართავს. რკინის ტახტისთვის ბრძოლაში და- მარცხებულებმა ეშაფოტზე დაასრულეს სიცოცხლე. ახლა სამეფოში მშვიდობაა, მაგრამ გადარჩენილ მოჯანყეთა გულებში ისევ დუღს ბოღმა და ვინ იცის, როდის იფეთქებს სისხლით. ამ დროს სამეფოში თავის ათი წლის საჭურველმტვირთვე- ლთან ერთად დადის ერთი უთვისტომო ჭაბუკი, რომელიც სახელსა და პატივზე ოცნებობს..."
    24.95
    შიკრიკი
    ავტორილუის ლოური მთარგმნელიდათო აკრიანი სერია: ლიბერთინს   მატი მოუსვენარი, ანცი ბიჭუნა აღარ არის. ის ახლა სხვა სოფელში ცხოვრობს, ახალ გარემოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე ზრუნავენ, სადაც არავინ არავის ჩაგრავს... და სულ კირაზე ფიქრობს. სანდო და ერთგული მატი უკვე ლიდერის რჩეულია. ის ჯერჯერობით შიკრიკის მოვალეობას ასრულებს, თუმცა, ეს მისი დანიშნულება არ არის.. სოფელი სიხარულით იღებს და აღიარებს უცხო ოჯახებს, რომელბიც გაუსაძლის ცხოვრებას გამორიდებულნი თავშესაფარს ეძებენ. თუმცა, მარადიული არაფერია. მთავარია მატიმ კირას ჩამოყვანა მოასწროს.
    9.95
    შიმშილი
    ავტორი : კნუტ ჰამსუნი მთარგმნელი : დევი ბერძენიშვილი სერია: აუცილებლად საკითხავი   აღარ მახსოვს რატომ, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ვიცოდი, რომ იმ შენობაში, სადაც ძველი სასტუმრო „ლონდონი“ იყო, ოდესღაც კნუტ ჰამსუნი ცხოვრობდა. ამიტომაც თუ ალექსანდრეს ბაღის ქვედა მხარეს მოვხვდებოდი ხოლმე, დიდი ნორვეგიელი მწერალიც მახსენდებოდა. მაშინ, ყოფილი სასტუმროს კედელზე, მის საპატივსაცემოდ მემორიალური დაფა ჯერ არც ეკიდა, თუმცა ყოველთვის გავიფიქრებდი ხოლმე, რომ თუნდაც ძალიან მოკრძალებული წარწერა, მაინც აუცილებელი იყო. ჯერ მისი წიგნებიც წაკითხული არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი რომ 1920 წელს კნუტ ჰამსუნს ნობელის პრემია მისცეს და ისიც ვიცოდი, რომ მან ჩვენს სამშობლოს ზღაპრული ქვეყანა უწოდა. მიკვირდა კიდეც, რომ შორეული სკანდინავიიდან მოსულმა ნორვეგიელმა კაცმა, თუნდაც უნიჭიერესმა მწერალმა, როგორ ამოიცნო ქართული ხასიათის ამდენი თავისებურება, თუმცა მისი წიგნები რომ წავიკითხე, ყველაფერი გასაგები გახდა. ამ „შიმშილის“ წაკითხვის შემდეგ კი, ალბათ იმ ადამიანებსაც დაავიწყდებათ, თუ რას ნიშნავს წიგნის შიმშილი, ვისაც ნამდვილი ლიტერატურა, ადამიანის მთავარი სულიერი და გონებრივი საზრდო ჰგონია... დათო ტურაშვილი.
    16.5
    შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები
    ავტორი: თომას ვულფი მთარგმნელი: თაკო ჭილაძე   თავისი ოჯახისა და ქალაქის შესახებ დაწერილი წარმატებული რომანის ავტორი ჯორჯ ვებერი მშობლიურ გარემოს უბრუნდება, სადაც მას გაბრაზებული და სიძულვილით აღვსილი ის პერსონაჟები ელოდებიან, რომლებიც შეულამაზებლად გააცნო მკითხველს. ლიბია-ჰილის მცხოვრებლები მუქარის წერილებს უგზავნიან პოპულარულ თანაქალაქელს და სიკვდილითაც ემუქრებიან. „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“ თომას ვულფის უკანასკნელი რომანია, რომელიც მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 1940 წელს გამოიცა. როგორც სხვა ნაწარმოებებში, ვულფი აქაც მეოცე საუკუნის 20-30-იან ამერიკულ საზოგადოებაზე მოგვითხრობს – „დიდი დეპრესიისა“ და ფაშიზმის მოსალოდნელი საფრთხის პირობებში მყოფი ადამიანის ამბავს, რომელიც საკუთარი თავის ძიების სურვილს ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ ლონდონში, ბოლოს კი ბერლინში მიჰყავს...
    34.95
    შინ-შენ
    ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე სულაკაურის გამომცემლობა რომანის “შინ – შენ” ლაბირინთში მკითხველი ნიას აჩქარებული სუნთქვისა და მაჯისცემის რიტმით მოგზაურობს, არიადნეს გორგალივით უჭირავს უკან დასაბრუნებელი ძაფი, თითქოს ამ ძაფით აღადგენს კავშირს დაკარგულ წარსულთან და ხედავს იმას, რასაც თავად ნიაც ვერ ხედავდა – სხვათა სიმართლეს.  
    14.9
    შინაური ცხოველების სასაფლაო
    ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელი: ირაკლი სულაძე   ხანდახან სიკვდილი ჯობს... რომელია სტივენ კინგის ყველაზე საშიში წიგნი? ამ შეკითხვაზე პასუხი, როგორც წესი, სუბიექტურია ხოლმე და, ალბათ, თავად ავტორიც სუბიექტური იყო, როცა ამავე წიგნის შესავალში ყველაზე საშიშ წიგნად სწორედ „შინაური ცხოველების სასაფლაო“ დაასახელა. თუმცა, თუკი ვინმეს ამ შეფასებაში შეიძლება ვენდოთ, ეს სწორედ სტივენ კინგია. „შინაური ცხოველების სასაფლაო“ არის ისტორია ყველაზე წმინდა ადამიანური გრძნობებისა და ამ გრძნობებით გამოწვეული ყველაზე მძიმე ტკივილების შესახებ.
    17.95
    შინდლერის სია
    ავტორი: თომას კენილი მთარგმნელი: ნიკა სამუშია გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: მაგარი  
    16
    შინისაკენ
    ავტორი: სოლომონ ნერგაძე   სოლომონ ნერგაძე, არის პავიას უნივერსიტეტის მოლეუკური ბიოლოგიის ასისტენტ პროფესორი, რომელიც ქართულ-იტალიურ საზოგადებაში ცნობილია, არა მხოლოდ, როგორც პროფესიონალი ფიზიკოსი, ასევე ბრწყინვალე ლიტერატორი. გამოქვეყნებული აქვს: 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია ინგლისურენოვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; 100-ზე მეტი ბეჭდური წარდგენა საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების გამოცემაში..
    14
    შიშველი საუზმე
    ავტორი: უილიამ ბეროუზი სერია: ლიტრატურული ოდისეა მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    შიში
    ავტორი: როს მაკდონალდი სერია: ჯიბის დეტექტივი   "ოთხმაგი მკვლელობა. ოთხი გარდაცვლილი. პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ ყველაფერი ერთი პიროვნების ხელით ხდება და ერთი იარაღით კეთდება. მკვლელის ვინაობას, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ვარაუდითაც კი ვერ გამოთვლით. მხოლოდ ბოლო გვერდებზე ამოიკითხავთ და გაოცდებით! "
    6
    შიშის საათი
    სერია: ომებსა და ადამიანებზე ავტორი: თანამედროვე ქართული "ომის პროზა"   როგორია „ომის პროზა“, რომელსაც თანამედროვე ქართველი მწერლები დამოუკიდებელ საქართველოში ქმნიდნენ და ქმნიან? მარტივად თუ ვიტყვით, ბევრნაირი. ამ წიგნში 14 ავტორის ამდენივე მოთხრობაა შეკრებილი და ეს არის მხოლოდ ნაწილი მრავალგვარი რეაქციისა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გადატანილმა მოვლენებმა გამოიწვია უახლეს ქართულ მწერლობაში.
    16
    შიშო, გამოდი გარეთ
    ავტორი: ნათია ფანჯიკიძე გამომცემლობა: სეზანი ყდა: რბილი
    15
    შოტლანდიური თვე
    ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი მთაგრმნელი: კატია ვოლტერსი გამომცემლობა: ინტელექტი სერია: ინტელექტი 25 წლისაა კრებული, რომელიც 12 მოთხრობას აერთიანებს.  პოლონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის, მოთხრობების კრებული „შოტლანდიური თვე“ სრულიად განსხვავებული ხედვით წარმოაჩენს ადამიანის შინაგან სამყაროს. თავადაც გამორჩეული და უცნაური, მაგიური ნიჭისა და უფაქიზესი შეგრძნებების მწერალი, რომლისთვისაც ცალკეული ადამიანი და მისი ხვედრი ძალზე მნიშვნელოვანია, წიგნში აღწერს პერსონაჟთა ისეთ განცდებსა და ქცევებს, რომელთა ბოლომდე ახსნასაც (მით უფრო − მათგან გათავისუფლებას) ისინი ვერ ახერხებენ. სწორედ ამის გამოა, რომ მათი უმეტესობა გაჭირვებით უმკლავდება თავის უცნაურ და გაუსაძლის ყოფას, უფრო უიღბლოები კი ან რეალურად არიან ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე, ან სხვების თვალში მოჩანან ასეთებად.  
    19.95
    შრომა, გურია
    ორი მოთხრობა შრომა, გურია გუგა არჩვაძეს რეპეტიცია ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    11.9
    შტილერი
    ავტორი: მაქს ფრიში მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    4.6
    შუაღამის ბიბლიოთეკა
    ავტორი: მეთ ჰაიგი ჩამაფიქრებელი წიგნია, რომელიც ამტკიცებს, რომ მცირე სიკეთესაც დიდი შედეგი შეიძლება ჰქონდეს“. _ Radio Times ერთ დღესაც ჩვენი ცხოვრება სრულიად რომ შეიცვალოს, უკეთესი იქნება? სიცოცხლესა და სიკვდილს შორის შუაღამის ბიბლიოთეკაა და სწორედ იქ მოხვდება 35 წლის ნორა, ხელმოცარული ბედფორდელი მუსიკის მასწავლებელი, რომელიც გამოსავალს მხოლოდ თვითმკვლელობაში ხედავს. შუაღამის ბიბლიოთეკაში წიგნებით სავსე უამრავი თაროა და თითოეული წიგნი ახალი ცხოვრების გავლის, სულ სხვა გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რაც მთავარია, არ ინანებს, თუ ოდესმე რაღაც არ გამოუვიდა. სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრება საინტერესოა, მაგრამ ასე ბედნიერი იქნები? _ ვინ იცის?"
    16.95
    შურისძიებას აცვია პრადა
    ავტორი: ლორენ ვაისბერგერი მთარგმნელი: გვანცა გარმელია   ეშმაკი ბრუნდება! მირანდა პრისტლი ისევ იცვამს „პრადას“, ისევ ატარებს „ჰერმესის“ აქსესუარებს, მოდის ინდუსტრიაში კვლავ სუპერგავლენიანი, ძველებურად ჭირვეული, მედიდური და დაუნდობელია. ანდრეა საქსის ცხოვრებაში კი ბევრი რამ შეიცვალა _ გათხოვდა საყვარელ მამაკაცზე, დედობისთვის ემზადება, საქმეშიც წარმატებულია, საკუთარი მაღალრეიტინგიანი ჟურნალი აქვს, ფინანსურად უზრუნველყოფილი და თავდაჯერებულია. და როცა ჰგონია, რომ მირანდა პრისტლის შემზარავი აჩრდილი მივიწყებას მიეცა, სწორედ ამ დროს გამოჩნდება ის! ეშმაკი შურისძიებისთვის ბრუნდება!
    11.95