ძახილი
14.95
ავტორი: სერგო წურწუმია
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 14.95
- ნანახია
- 95
მსგავსი პროდუქტები
ფსკერის სახარება
ავტორი: ივა ფეზუაშვილი
„ფსკერის სახარება“, ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი, ბიბლიური სლენგით მოთხრობილი ჩვენი რეალობის ან ჩვენი შესაძლო რეალობის ანარეკლია – ამბავი, რომელშიც პერსონაჟები საკუთარ თავზე ფიქრს ყველაზე არაკორექტული კითხვით იწყებენ, რომელშიც სიმართლის ნახევარს ან ნახევრად სიმართლეებს ამბობენ, რომელშიც თბილისის მიწისქვეშეთს ქვემოთ კიდევ ერთი თბილისია – ფსკერი, საიდანაც ამოსვლა შეიძლება, გაქცევა კი არასდროს, რადგან მიწისქვეშეთიდან ამოსულებს პოლიციის მაღალჩინოსნები კიდევ უფრო ღრმა და უძირო ფსკერისკენ მიაქანებენ. „ფსკერის სახარება“ ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის პირველი წიგნია; რომანებისთვის „ბუნკერი“ და „მასკარაფონე“, 2022 და 2023 წელს ავტორმა პრემია „საბა“ მოიპოვა ნომინაციებში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ და წლის საუკეთესო რომანი.
10.95
მარგალიტები
ავტორი: მარიამ გურგენიშვილი
გამომცემლობა: პალიტრა ლ
"15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს _ უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს _ ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ. "
12.95
ბუნკერი
ავტორი: ივა ფეზუაშივილი
გამომცემლობა: ინტელექტი
ქმარდაკარგული მილა მომავალს გენას გარეშე დაგეგმავს. მათი ქალიშვილი ზემა სისტემის ნაწილი ხდება და გადაწყვეტს, რომ შურისძიებაა ერთადერთი, რასაც უნდა ემსახუროს. ლაზარე კი – ოჯახის უმცროსი წევრი, რომელსაც მემარცხენე იდეების გატარება ცხოვრების წესად უქცევია, ერთხელაც თავისი პრინციპების დათმობის წინაშე დგება.
ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ...
წიგნისთვის ავტორს 2020 წელს წინანდლის პრემია გადაეცა.
წიგნისთვის ავტორს 2021 წელს გადაეცა „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სპეციალური პრემია: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.
ივა ფეზუაშვილი პირველი ავტორია, ვინც განახლებული ფორმატის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა ამ რომანისთვის 2022 წელს. სხვა წლებისგან განსხვავებით, ჟიურიმ ამჯერად მხოლოდ ერთი, მთავარი გამარჯვებული დაასახელა.
12
ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად
ავტორი: გოგა ქობალია
ლეღვიანის ნიადაგი იფიტება, უნაყოფო ხდება. იქ მცხოვრები არიქიფა და მისი ოჯახის წევრები კი ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ. ბათუ დედის, ანესას მხარეს იჭერს და უნდა, რომ რაღაც შეცვალონ, არიქიფა კი სიახლეების წინააღმდეგია, რადგან მისთვის წარმოუდგენელია წინაპრების გზიდან გადახვევა.
ოჯახში დაწყებული არეულობის დროს სახლიდან მათი საუკეთესო ცხენი, ჰელიკა, უჩინარდება, რომელსაც ჩაკეტილობამ და გამუდმებით ეზოში ყოფნამ სახლიდან გაქცევა გადააწყვეტინა. ცხენი ფიქრობს, რომ მან ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს და საქვეყნოდ ცნობილი გახდეს. არიქიფა და ბათუ ცხენის ძებნას იწყებენ – ძებნისას ნელ-ნელა ეხდება ფარდა მათ მიწებსა და ოჯახში დატრიალებული ამბების ნამდვილ მიზეზებს. პარალელურად კი ომი და არეულობა იწყება და ოჯახი სულ მალე იძულებული ხდება მშობლიური სოფელი დატოვოს და გადარჩენისთვის იბრძოლოს.
გოგა ქობალიას ეს სადებიუტო რომანი საქართველოს უახლესი ისტორიის მაგიური რეალიზმის ელემენტების დახმარებით გადმოცემის ცდაა. ავტორი ალეგორიებისა და სხვა მხატვრული ხერხების საშუალებით ცდილობს ის დიდი ტრაგედია ასახოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაატყდა თავს.
17.95