santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • შუშის გასაღები
    ავტორი: დეშილ ჰემეთი სერია: ჯიბის დეტექტივი "შუშის გასაღები“ მოგვითხრობს კორუმპირებული სენატორის შვილის მკვლელობაზე, რომლის გამოძიებასაც თავიდანვე შე- გნებულად აფერხებენ. ამასობაში, საქმესთან დაკავშირებულ პერსონათა წრეს ვიღაც უგზავნის წერილებს, სადაც ამ მკვლე- ლობაში ბრალს სდებს პოლ მედვიგს, ადგილობრივ კრიმინალ პოლიტიკოსს. ვინ შეიძლება იყოს ამ წერილების ავტორი? იქნებ, თავად პოლ მედვიგის ქალიშვილი..."
    6
    შუშის ტახტი
    ავტორისარა ჯენეტ მაასი მთარგმნელიირაკლი სულაძე სერიალიბერთინს ქვეყანაში, სადაც მაგია გამქრალია და რომელსაც, დამპყრობელი მეფის რკინის ხელი მართავს, სასახლეში იხმობენ ასასინს, ის იქ მიდის არა მეფის მოსაკლავად, არამედ თავისუფლების მოსაპოვებლად. თუ შეჯიბრებაში ოცდასამი დამნაშავის დამარცხებას შეძლებს, მეფის პირად მცველად დანიშნავენ, ოთხი წლის შემდეგ კი ამ სასტიკ გარემოსა და დაუნდობელ ადამიანებს სამუდამოდ მოშორდება. მას სელენა სარდოტიენი ჰქვოაი. ის ტახტის პრეტედენტია, სამეფო გვარდიის კაპიტანი - მისი საიმედო მცველი. შუშის სასახლეში კი ბოროტებაა ჩაბუდებული.
    13
    შუშის ხმალი
    ავტორი: ვიქტორია ავეიარდი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე სერია: ლიბერთინს   მერ ბაროუ გადაურჩა სისხლიანი პრინცის, მეივენის შურისძიებას... თიტქოს ყველაფერი წარსულში დარჩა: რალატი, სისხლიანი ბრძოლები, თანამებრძოლების დაკარგვა, მაგრამ წინ უარესი ელოდა - გაუცხოება: ახლა ის უცხოა როგორც წითლებისთვის, ასევე ვერცხლისფერებისთვის. აღარავის ენდობა და ისევ ბრძოლა მოუწევს - უნდა გადაარჩინოს ათასობით ჰიბრიდი,მერივით საოცარი შესაძლებლობების მქონე წითლები...მაგრამ არც მეივენია გულხელდაკრეფილი - მას თავზე სისხლიანი გვირგვინი ადგას,მამის მკვლელია და რადაც უნდა დაუჯდეს,უნდა მოიშოროს...
    14.95
    ჩაინა კონტრასტებიდან
    ავტორი: ნიკოლას მაჩაბელი დიდი გეგმები და დიდი მოულოდნელობები - ასე იწყებოდა თბილისელი ბიჭის კარიერა შორეულ ჩინეთში, საოცარი კონტრასტებით სავსე მხარეში. იქ, სრულიად განსხვავებულ სამყაროში იწვნია მან აღმასვლა და საკუთარ თავზე გამარჯვება, განიცადა ცდუნება და ძლიერი შოკი; ეს ყველაფერი კი ადამიანს ღირებულებების გადაფასებას აიძულებს. და შორიდანაც უკეთ ხედავ, როგორია შენი საკუთარი, მშობლიური...
    11.95
    ჩაინა კონტრასტებიდან
    ავტორი: ნიკოლას მაჩაბელი  სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 გამომცემლობა: პალიტრა L
    11.95
    ჩაკლული სული
    ავტორი: გრიგოლ რობაქიძე სერია: აკრძალული წიგნების თარო გერმანულიდან თარგმნა ალექსანდრე კარტოზიამ.   გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული" 1932 წელს დაიწერა და შემდგომ წელს გამოიცა გერმანიაში. ესაა პირველი ლიტერატურული ცდა „ბოლშევიკური კლიმატისა" და სტალინიზმის ნამდვილი არსის წარმოსაჩენად – ავტორმა 30-იანი წლების დასაწყისშივე იწინასწარმეტყველა იმავე ათწლეულის სისხლიანი ტერორი და რეპრესიები.     „წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. საბჭოებმა ამ წიგნის გამო ხალხის მტერი დამარქვეს" – წერდა ერთ-ერთ ბარათში გრიგოლ რობაქიძე. რომანი, მისი ავტორი და გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედება დიდი ხნით აიკრძალა და მიუღებლად  გამოცხადდა საბჭოთა კავშირში.     რომანის მოქმედება თბილისში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი – მწერალი თამაზ ენგური ყველანაირად ცდილობს დაუსხლტეს წითელი დიქტატურის საცეცებს, არ ითანამშრომლოს მოძალადე რეჟიმთან, შიშისა და უნდობლობის გარემოში შეინარჩუნოს ღირსება და არ გატყდეს. მაგრამ სხვანაირად ფიქრობს გპუ – სტალინის ურყევი ნების შემსრულებელი სადამსჯელო მანქანა...
    19.95
    ჩანაცვლება
    ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი გამომცელობა: ინტელექტი
    17.95
    ჩაპაევი და სიცარიელე
    ავტორი: ვიქტორ პელევინი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე გამომცემლობა: ბკურ სულაკაურის გამომცემობა
    16.9
    ჩაძირული ქალაქი
    ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ჩევენგური
    ავტორი: ანდრეი პლატონოვი     მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი ანდრეი პლატონოვი (1899-1951) მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსია. მისი მოთხრობის სახელწოდების მიხედვით შეიძლება „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც ვუწოდოთ. 1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი და მკითხველისკენ გზა დაეხშო. „ჩევენგური“ პლატონოვის ცნობილი რომანია. ჩევენგურელ ბოლშევიკებს კომუნიზმის დამყარება სურთ და მიაჩნიათ, რომ ამისთვის ქონება უნდა მოსპონ. რადგან ქონება შრომით იქმნება, ადამიანმა არ უნდა იშრომოს, მისი საზრდოობა კი მზეს უნდა დაეკისროს. რომანის გმირები მქონებლებს (ბურჟუებს) ერთიანად ამოჟლეტენ და მხოლოდ უქონლებს (პროლეტარებს) დატოვებენ. მაგრამ განახორციელებენ თავიანთ ოცნებას? ანდრეი პლატონოვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები სამშობლოში, რუსეთში, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს მას მერე მოხდა, რაც უცხოეთში დაიბეჭდა და კლასიკოსის სახელი მოუპოვა ავტორს.
    29.9
    ჩემთან, თბილისში
    ავტორი: ზაალ სამადაშვილი სულაკაურის გამომცემლობა   მოთხრობების ეს კრებული, რომელშიც ახლებთან ერთად ძველი მოთხრობებიცაა შეტანილი, ჩვენი ქალაქის ერთგვარი ბიოგრაფიაცაა, დაწყებული ალექსანდრ დიუმას მოგზაურობის დროინდელი ტფილისიდან დღემდე, აკინძული სხვადასხვა ასაკის ადამიანების თავგადასავლებითა და თავად ავტორის მეხსიერებაში ჩაბეჭდილი ურბანული სურათებით.
    12.9
    ჩემი ავტობიოგრაფია
    ინგლისურიდან თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ   „ჩემი ავტობიოგრაფია“ – ეს არის შესანიშნავი ამბავი კაცზე, რომელიც მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად. წიგნში ბევრი საინტერესო ეპიზოდია. სერ ალექს ფერგიუსონის ისტორია გოვანში, გლაზგოს გემთმშენებელთა უბანში იწყება. ის გულწრფელად აღწერს თავის ცხოვრებასა და სამწვრთნელო მოღვაწეობას. წიგნში მოთხრობილია ალექს ფერგიუსონის მიერ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული 27 წელი. სერ ალექს ფერგიუსონი პროვოკაციულად აღწერს თავის მეტოქეობას „ლივერპულთან“, „არსენალთან“, „ჩელსისთან“ და მოგვიანებით „მანჩესტერ სიტისთან“. ხშირად ხუმრობს არსენ ვენგერსა და ჟოზე მოურინიოსთან დაპირისპირებაზეც.   „ჩემი ავტობიოგრაფია“ უამრავ ახალ ამბავს მოგვითხრობს და გატაცებით იკითხება. 
    21.2
    ჩემი აპოლოგია
    ავტორი: ვუდი ალენი ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუბელიანმა   ჩემი აპოლოგია ვუდი ალენის, თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სცენარისტის, მსახიობის და რეჟისორის მოთხრობების სრული კრებულია, რომელშიც თავმოყრიალია 1971-1980 წლებში შექმნილი ორმოცდაექვსი ნაწარმოები. ვის არ შეხვდებით ამ მოთხრობებში: ნიუ-იორკში გადმოსახლებულ მადამ ბოვარისა თუ თევზის კონსერვებზე მოთევზავე ერნესტ ჰემინგუეის, დანტისტად გადაქცეულ ვან გოგსა და პოლ გოგენს, ჰიტლერს, რომელსაც ბაკენბარდების მოშვება სურს, ძაღლად ქცეულ იოზეფ კ.-ს და თავად ვუდი ალენს, ხან პლატონის ეპოქაში მოხვედრილს, ხანაც თავის საძინებელში შეყუჟულს... ამ მოთხრობებს, ზოგი რომ პირველი სენდვიჩის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს და ზოგი – სლენგის წარმოშობისას, აერთიანებთ ვუდი ალენის დახვეწილი, ნატიფი, ინტელექტუალური იუმორი.  
    19
    ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში
    ავტორი: ლადო კილასონია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    10.9
    ჩემი ბრძოლა #1
    ავტორი: კარლ უვე კნაუსგორი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა  
    16.9
    ჩემი მშვენიერი ცოლი
    ავტორი: სამანტა დაუნინგი მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი სერია: TOP თრილერი ყველაფერი ქაღალდით გაჭრილი თითით დაიწყო... ყველაფერი ჰოლის გამოჩენით გაგრძელდა... ყველაფერი სერიული მკვლელის „გაცოცხლებით“ დაგვირგვინდა... ძნელი ამოსაცნობი არ არის, ვინ არის მკვლელი _ მკითხველი თითქოს მისი ჩანაფიქრების, განზრახვების, ხელწერისა და მკვლელობების „თვითმხილველი და თანამონაწილეა“, თუმცა მშვენიერ ცოლს მაინც აქვს საიდუმლო და, შესაბამისად, მოულოდნელობებიც გზადაგზა იჩენს თავს.
    15.95
    ჩემი პატარა ქალაქი
    ავტორი: რეზო გაბრიაძე „რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა კუნძულზე ვტრიალებ. ეს ქალაქი ქუთაისია. იქ სულ 17 წელი ვიცხოვრე, მერე კი წავედი სამყაროში სახეტიალოდ. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის.  ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი, აქ უფრო იგრძნობა ბერძნული გავლენა. თბილისმა სხვა გზა გამოიარა. მასში სპარსეთიც იგრძნობა და ევროპაც. ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან...“, – რეზო გაბრიაძე.  წიგნი გაფორმებულია რეზო გაბრიაძის ნახატებით. კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: „შერეკილები“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „ერმონია და რამონა“, „თეთრი ხიდი“.
    44.95
    ჩემი საუკეთესო ნაწილი
    ავტორი: ნიკოლას სპარქსი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: წლის ბესტსელერი ამანდა კოლიერსა და დოუსონ ქოულს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. ქალ-ვაჟი სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდა და მათი სიყვარული პატარა დაბა ორიენტალის ტრადიციებისთვის ნამდვილი გამოწვევა გახდა. სწორედ ამან დააშორა წყვილი.. და აი, 25 წლის შემდეგ, ამანდა და დოუსონი ორიენტალში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უფროსი მეგობრის, ტაკ ჰოსტეტლერის, დაკრძალვას დასწრებოდნენ. ვერც ერთმა ვერ შეძლო ისეთი ცხოვრების აწყობა, როგორზეც ოცნებობდნენ.. პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელი აღმოჩნდა...
    14.95
    ჩემი საყვარელი მკვლელობები #1
    ავტორი: ალფრედ ჰიჩკოკი მტარგმნელი: ეკატერინე ბერიშვილი; ნანა ლალიაშვილი;  
    16.7
    ჩემი საყვარელი ორეული
    ავტორი: ნინო ხარატიშვილი მთარგმნელი: ნინო ბურდული გამომცემლობა: ინტელექტი
    19.95
    ჩემი სიმღერა
    ავტორი:ზაზა ბურჭულაძე   ზაზა ბურჭულაძის წიგნი სავსეა მზითა და მუსიკით, საიდანაც ლურსმნებივით გამოჩრილან ნოტები. ღმერთო, დალოცე ბავშვი, ღია კარში რომ დგას წყლის პისტოლეტით, რათა შეგვიძღვეს იქ, სადაც ფეთქავს მუსიკის გული, რომ ჩვენც დავესწროთ სასწაულს, რომელიც უკვე მოხდა მომავალში. „ჩემი სიმღერა“ არ არის წიგნი მუსიკაზე, ესაა წიგნი-მუსიკა, რომლის კითხვაც მასშტაბური სიმფონიის მოსმენას ჰგავს, ვოკალური პარტიებით. „ჩემი სიმღერა“ რომანსია, რომან-სიმღერა, სადაც იბადება მუსიკა, რომელიც ანიჭებს აზრს ჩვენ სიცოცხლეს, და განსაკუთრებით – სიკვდილს.
    20.9
    ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი
    ავტორი: რატი მუჯირი ჩემი ცხოვრების ათი წელი ჟურნალისტიკას დაეთმო და იმას, რაც ამ ხნის განმავლობაში კადრს ან ტექსტს მიღმა დარჩა, წაიკითხავთ ამ წიგნში, რომელსაც „ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი“ დავარქვი. ერაყი, ავღანეთი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, „არაბული გაზაფხული“, ყირგიზეთის რევოლუცია, ომი სირიაში და რუსეთის ფედერაციის ინტერვენცია უკრაინაში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „ცხელი“ მოვლენებისა, რაც კი გამიშუქებია. 2012 წელს თურქეთისა და სირიის საზღვარზე გავიცანი მაჰმუდ დობაღი – მეგზურობას და თარჯიმნობას მიწევდა. მისი დახმარებით შევხვდი იმათ, ვინც ომს გამოექცა და ვისაც ეს უამრავი რამის ფასად დაუჯდა. საკუთარი თვალით ვიხილე ერაყში მომსახურე ქართველი ჯარისკაცები, მათი ყოველდღიური ყოფა და განწყობა, დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლისადმი.მერე ეგვიპტეშიც მომიხდა მუშაობა – მუბარაქის მმართველობის შემდგომ პერიოდში. ამ ტექსტებს 2013-2014 წლებში ვწერდი. ვეცადე, მეჩვენებინა, თუ როგორია ომი შიგნიდან; როგორ ვმუშაობთ ჟურნალისტები ასეთი მოვლენების დროს და რა ხდება იმ კადრებს მიღმა, რომლებიც მაყურებლამდე აღწევს. რასაც აქ წაიკითხავთ, თითქმის ყველაფერი სრული სიმართლეა; შესაძლოა, ოდნავ გაბუქებული და შელამაზებული იყოს, მაგრამ გამოგონილი ამ წიგნში არაფერია.
    9.9
    ჩემი სოფლის ტრაგდიები
    ავტორი: ჯულიანა ტაბატაძე     „ჩემი სოფლის ტრაგიკომედიები“ ჯულიანა ტაბატაძის მეორე საავტორო წიგნია. პირველი წიგნი, „ელისონი“, რომელიც 2019 წელს გამოიცა, გადმოგვცემს ემიგრაციაში მყოფი გოგონას ისტორიებს, მოგვითხრობს, რა მძიმე ცხოვრება გამოიარეს მან და მისი თაობის ადამიანებმა. „ჩემი სოფლის ტრაგიკომედიები“ კი სრულიად განსხვავებულია. მისი კითხვისას ხან გაიცინებთ, ხან გაბრაზდებით, ხან იტირებთ და ხანაც შეგეცოდებათ რომელიმე პერსონაჟი. ესაა სწორედ ამ ნაწარმოების ხიბლი. თუმცა, ავტორის მხრიდან, აქ არავითარ კრიტიკას არ აქვს ადგილი. პირიქით, ეს მისი ბავშვობაა და მას ტკივილამდე უყვარს თითოეული მათგანი. მათთან ერთად გამოირა მთელი ცხოვრებისეული გზა, მათი ნაწილია. ასევე, ჯულიანა ტაბატაძეს დაწერილი აქვს ზღაპრები და მოთხრობები ბავშვებისთვის. შექმნილია ილუსტრაციებიც და ფიქრობს, რომ სულ მალე გაახარებს პატარებსაც. ამას გარდა, დასაბეჭდად აქვს გამზადებული წიგნი, „ვირთხების ქალაქი“ და მუშაობს ნაწარმოებზე – „როგორ გავფრინდეთ ევროპაში“. ეს ბოლო წიგნი მთლიანად საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მიეძღვნება.
    16.9
    ჩემი სურვილების ნუსხა
    ავტორი: გრეგუარ დელაკური მთარგმნელი: ემა ობგაიძე სერია: ძალიან მაგარი წიგნები გრეგუარ დელაკური 1960 წელს საფრანგეთში, ვალანსიენში დაიბადა. ლილში და გრენობლში სწავლობდა სამართალს, თუმცა კარიერა სარეკლამო ბიზნესში გააკეთა. ჯერ კიდევ 1982 წელს დააარსა მან მეუღლესთან ერთად სარეკლამო სააგენტო, რომელიც წარმატებული გამოდგა. დელაკურის ლიტერატურული დებიუტი 18 წლის ასაკში შედგა, როდესაც მისი ლექსები ცნობილ ფრანგულ გაზეთ ""ლე მონდში"" გამოქვეყნდა. მას შემდეგ კი მისი აღარაფერი დაბეჭდილა 2011 წლამდე, როდესაც "ოჯახის მწერალი" გამოიცა. წიგნი მრავალი ლიტერატურული პრემიით აღინიშნა და საფრანგეთში საკმაოდ კარგადაც გაიყიდა. დიდი წარმატება კი სწორედ "ჩემი სურვილების ნუსხამ" მოიტანა, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და მისმა ტირაჟმა ერთ წელიწადში მილიონ ეგზემპლარს გადააბიჯა. "ჩემი სურვილების ნუსხა" უკვე 30 ქვეყანაშია გამოცემული, მის მიხედვით დაიდგა სპექტაკლი, იღებენ კინოფილმს. წიგნის მთავარი გმირი 47 წლის ჩვეულებრივი პროვინციელი ქალია, რომელიც დარწმუნებულია, რომ მის ცხოვრებაში საინტერესო აღარაფერი მოხდება. ამ დროს ის ლოტოში მოიგებს 18 მილიონ ევროს და ღრმად დაიწყებს ფიქრს, აწი რა ქნას... "ჩემი სურვილების ნუსხა" ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი. თითქოს ბანალურ სიუჟეტში მრავალი ფსიქოლოგიური შრეა დატანილი. დელაკურის ენა მსუბუქია და ამავე დროს ღრმაც. თხრობის მანერა არც გბოჭავს და არც გიშვებს. ცოტა იუმორიც არის და ბევრი, ბევრი სითბო.
    12.3