santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ცირკი მირანდუსი
    ავტორი: ქესი ბიზლი მთარგმნელი: ნინო გოგალაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი მიკას უსაყვარლესი ბაბუა ძალიან ავადაა, ავადმყოფის მოსავლელად ჩამოსული პაპიდა კი ბიჭს ბაბუას ოთახში შესვლის ნებას თითქმის აღარ რთავს. მაგრამ მიკას სასწაულის იმედი აქვს. თუმცა მანამდე ჯადოსნური ცირკი „მირანდუსი“ უნდა იპოვოს და მასთან ერთად – სინათლის მომთვინიერებელი – ჯადოსანი, რომელიც ოდესღაც ბაბუას ერთ სასწაულს დაჰპირდა… მაგრამ ნუთუ შეიძლება მართლა არსებობდეს ცირკი, რომელიც უხსოვარი დროიდან დღემდე უცვლელი სახით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ გამონაგონია? ეს საოცარი წიგნი მიკასთან ერთად გამოგზაურებს ჯადოსნურ სამყაროში და დაგარწმუნებს, რომ სასწაულის მოხდენა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ბავშვსაც შეუძლია.
    12.9
    ცისფერი ირემი
    ავტორი: არჩილ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა განუზრახავს. ცისფერი ირემი ხომ ტყის მარადიული სულია – ის თუ მოკვდა, ტყეც მოკვდება! მეგობრებს ამ კეთილ საქმეში ტყის ბინადარნი – მწიგნობარი წერო შიო, კაჭკაჭი ჭიბო, ჩხიკვი ჟოჟო, მაჩვი მუჩო, ბაჯბაჯა დათვი და გაქუცული მგელიც ეხმარებიან და ისინი ერთად შეძლებენ ჩახმახ ფილთაზარის დამარცხებას. პიპასა და ოლილეს კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ, სანამ ბოლოს  საოცნებო პაპუჭინების ქვეყანაში არ მოხვდებიან, სადაც ყველა ძაღლი თავის კეთილ და მოსიყვარულე პატრონთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
    12.9
    ცნობილი ხუთეული 15 – ხუთეული საიდუმლო ბილიკზე
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა   ამჯერად ყველაფერი დაიწყო ასე: ტიმს მუყაოს საყელოს გამო ყველამ დასცინა. ჯორჯმა კი ვერ მოითმინა და საყვარელ მეგობართან ერთად უკაცრიელი მინდვრებისკენ გასწია. ბანაკს ენიც შეუერთდა. მაგრამ ჯორჯი სასოწარკვეთამ შეიპყრო – არდადეგებს ჯულიენისა და დიკის გარეშე შეიძლებოდა ჩაევლო. გოგონები მარტო შეუდგნენ გარემოს დაზვერვას – ასე აღმოაჩინეს საიდუმლოებით მოცული კოტეჯი და ძველ რომაელთა ბანაკი. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რამხელა სუპერძალა აქვს ხუთეულს, თავდავიწყებით გაეხვიოს მორიგი თავგადასავლის ქარცეცხლში.
    8.9
    ცნობილი ხუთეული : ხუთეული და იდუმალი ტბა (წიგნი 10)
    წიგნი 10 ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა  სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული : ხუთეული და პატარა მაწანწალა (წიგნი 9)
    9 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული : ხუთეული ხათაბალაში ეხვევა (წიგნი 8)
    8 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული – საგანძური
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა საგანძური ცნობილი ხუთეულის ხიფათითა და საიდუმლოებით სავსე ამბებს აერთიანებს. მეგობრები ხან საშიში დამნაშავეების პირისპირ აღმოჩნდებიან, ხან ცირკის ქარავანთან ერთად მოგზაურობენ, ხან აუცილებელ რამერუმეს ალაგებენ, რუკებზე სასურველ მარშრუტებს ინიშნავენ და ველოტურს გეგმავენ, ან საზაფხულო არდადეგებზე კარავში ცხოვრებით ტკბებიან და ახალ მეგობრებსაც იძენენ. მოკლედ, მათ საინტერესო თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს. კრებული საუკეთესო საჩუქარია სერიის მოყვარულთათვის და მათთვისაც, ვინც პირველად ეცნობა ცნობილ ხუთეულს.
    29.9
    სიახლე
    ცნობილი ხუთეული: ბოშათა ბანაკის საიდუმლო #13
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა – სქელ ნისლში შეაბიჯეს და იქიდან აღარასდროს გამოსულან! შინაც აღარ დაბრუნებულან. არც აღარავის უნახავს, უბრალოდ გაქრნენ… – თქვა მოხუცმა ბენმა, ჩიბუხი გააბოლა და ჩაფიქრდა. არა, რა დროს საჯინიბოში მშვიდად დასვენება, ცხენებით ჯირითი და გართობაა, როცა ირგვლივ თურმე ათასი უცნაურობა ხდება? თავგადასავლებს მონატრებულმა ენიმ, ჯულიენმა, ჯორჯმა და დიკმა გადაწყვიტეს, ტიმთან ერთად იდუმალი ჭანჭრობი აუცილებლად დალაშქრონ და გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში დიდი ხნის წინათ. ვინ იცის, იქნებ ზღვიდან მოსული ჯადოსნური ნისლი რამე ახალსაც მალავს?! თუ ასეა, სწორედ შესანიშნავმა ხუთეულმა უნდა ახადოს ყველა საიდუმლოს ფარდა.
    8.9
    ცნობილი ხუთეული: ვერცხლისფერი ავტომობილის კვალდაკვალ #14
    მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა ერთ ღამეს კირინის კოტეჯს იდუმალი მამაკაცი ესტუმრა – ჯერ გზაზე ველოსიპედით გამოჩნდა, მერე ძია კვენტინის კაბინეტში ფანჯრიდან გადაძვრა, დილით კი გაქრა. უცნაური ამბები იმით გაგრძელდა, რომ ენისა და ჯორჯის საძინებელში ბიცოლა ფანიმ საწოლი დაამატა; და იმით დაგვირგვინდა, რომ ცნობილი ხუთეული მოულოდნელად შვიდეულად გადაიქცა. ეს კიდევ არაფერი — სულ მალე ბოროტმოქმედი გრინგოს და მისი დამქაშების წყალობით უდარდელი არდადეგები კინაღამ საბედისწერო არდადეგებმა შეცვალა. მაგრამ ჯორჯი, ტიმი, ენი, ჯულიენი და დიკი საფრთხეს არ უშინდებიან და მათი მოხერხებულობა, გამჭრიახობა და სიმამაცე საშიშ დამნაშავეებსაც ამარცხებს…
    8.9
    ცნობილი ხუთეული: ისევ კირინის კუნძულზე (წიგნი 6)
    6 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნიკა სამუშია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული: მოჩვენება მატარებლის საიდუმლო (წიგნი 7)
    6 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: გია ბერაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული: მოხეტიალე ცირკის კვალდაკვალ (წიგნი 5)
    5 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: გია ბერაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული: ხუთეული განძის კუნძულზე (წიგნი 1)
    1 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნლი: ანი კოპალიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული: ხუთეული გვირაბების ლაბირინთში (წიგნი 4)
    4 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნიკა სამუშია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული: ხუთეული დროს შესანიშნავად ატარებს #11
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნიკა სამუშია სახელგანთქმული ხუთეულის ახალი ისტორია სახალისოცაა და, ცოტა არ იყოს, სახიფათოც. თუმცა, როგორც უკვე იცით, ამ ბავშვებს გამჭრიახობა და გაბედულება არასდროს ღალატობთ. ხუთეული არდადეგებზე დასასვენებლად მიემგზავრება და მთის წვერზე მდებარე დანგრეულ ციხესიმაგრეს უთვალთვალებს. ბავშვები უეცრად კოშკის ფანჯარაში სასოწარკვეთილ სახეს შენიშნავენ და სწორედ მაშინ იწყება თავგადასავალი, რომელშიც ცირკის მსახიობები, პითონი, სახელად „ლამაზო“ და ბოშა გოგონა ჯოც ერთვებიან. აბა, გაიგე, ვინ იმალება ციხესიმაგრის საიდუმლო ოთახში და რატომ?  
    8.9
    ცნობილი ხუთეული: ხუთეული იდუმალ კვალზე (წიგნი 3)
    3 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული: ხუთეული კლდოვან სანაპიროზე (წიგნი 12)
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა აბა, რას ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცნენ თავგადასავლების მოყვარული, გამომძიებელი ბავშვები, თუკი კლდოვან სანაპიროზე, უკაცრიელ კოშკში ყოველ ქარიშხლიან ღამეს იდუმალი სასიგნალო შუქი ინთება? არადა, ჯორჯმა, დიკმა, ჯულიენმა და ენიმ ერთმანეთს პირობა დაუდეს, რომ ამ არდადეგებზე მხოლოდ დაისვენებენ და შარში აღარ გაეხვევიან…   წაიკითხე ეს წიგნი და შეიტყობ, ხუთეული ისევ ძველებურ გამჭრიახობასა და გაბედულებას თუ გამოიჩენს. ალბათ დაგაინტერესებს, ვინ იყვნენ ძველი დროის მძარცველები, რომლებიც გემებს სანაპიროსკენ იტყუებდნენ, და არსებობს თუ არა მათი საიდუმლო ბილიკი; ბინადრობენ თუ არა კოშკში ცეცხლის დამნთები „აჩრდილები“ და რა საიდუმლოს მალავს ცხენი „კლოპერი“…
    8.9
    ცნობილი ხუთეული: ხუთეულის ახალი თავგადასავალი (წიგნი 2)
    2 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ანი კოპალიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცუდი ბიჭები (1)
    ავტორი: აარონ ბლაბი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერკიდსი   მისტერ მგელო, მისტერ ზვიგენი, მისტერ გველო, მისტერ პირანია. ისინი ცუდი ბიჭები არიან, ეს ყველამ იცის: საშიშები, სახიფათოები და...უბრალოდ, ცუდები მაგრამ ამ ბიჭებს გმირობა უნდათ და ამას კარგი საქციელით დაამტკიცებენ გინდა ეს შენ თუ არა. მოკალათდი, მოემზადე ყველაზე სასაცილო წიგნის წასაკითხად.
    7.95
    ცუდი ბიჭები მისია გაუპუტავი 2
    ავტორი: აარონ ბლაბი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერკიდსი     ცუდი ბიჭები დაბრუნდნენ! 10 000 წიწილა მაღალტექნოლოგიურ ფერმაში გამოუკეტავთ. ნეტავ, ვინ გადაარჩენს მათ? რას იტვით მგელზე, ზვიგენზე, პირანიასა და გველზე, რომელთაც წიწილაყლაპიად იცნობენ? ცუდი რა უნდა მოხდეს? მოემზადე ცუდი ბიჭების კიდევ ერთი სასაცილო ამბის წასაკითხად.
    7.95
    ცუდი ბიჭები: ბეწვგორგალა ბრუნდება (3)
    ავტორი: აარონ ბლაბი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერკიდსი     ცუდ ბიჭებს ძალიან, ძალიან ცუდი დღე ელით. მისტერ მგელომ და მისმა ძალიან, ძალიან ცუდმა ძმაკაცებმა ძალიან, ძალიან ცუდი ზღვის გოჭი გადაიკიდეს. და ამ პატარა, საზიზღარ ბეწვგორგალას შურისძიება სწყურია. გადარჩებიან ცუდი ბიჭები? გახდებიან გმირები?
    7.95
    ცუდი მამა
    ავტორი: დევიდ უოლიამსი მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი სერია: Liberkids   "არსებობენ სხვადასხვანაირი მამები: მსუქნები და გამხდრები, მაღლები და დაბლები, ახალგაზრდები და მოხუცები, დინჯები და მხიარულები, არასერიოზულები და სერიოზულები, ხმაურიანები და ჩუმები... ეს არის ამბავი მამასა და შვილზე. ფრენკი შვილია. მამა მამაა და მას გილბერტი ჰქვია. დევიდ უოლიამსის ეს მხიარული, ალაგ-ალაგ კი სევდიანი წიგნი გიამბობთ მამა-შვილზე, რომელიც უდრტვინველად უძლებს გაჭირვებას, ოღონდ კი ერთად იყვნენ. ფრენკისა და მამამისის თავგადასავალი უსამართლობასა და ბოროტებასთან ბრძოლაა."
    12.95
    ცხოველები (დახატე და წაშალე)
    ასაკი: 3+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი, რომელიც სხვადასხვა ტიპის სახალისო თავსატეხებს აერთიანებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უკეთ გააცნობს ცხოველთა სამყაროს, გაუვარჯიშებს გონებას და განუვითარებს კალმის სწორად ჭერის უნარ-ჩვევას. წიგნს მოყვება კალამი, რომელიც მარტივად იშლება და ბავშვებს ამ წიგნის გამოყენება მრავალჯერადად შეეძლებათ.
    9.9
    ცხოველები და მათი შვილები
    ავტორი: ნათია ჯანაშია მხატვარი: ნანა მელქაძე ყუთში  65 ბარათია  იცოდი, რომ სპილოს, ცხვრის, ციყვის და ნებისმიერი სხვა ცხოველისა თუ ფრინველის შვილს თავისი სახელი ჰქვია? ამ ბარათებით გაიცნობ ცხოველთა სამყაროს და ბევრ საინტერესოსაც გაიგებ მასზე, დაათვალიერებ ლამაზ ილუსტრაციებს, პატარა სახალისო ლექსებსაც ისწავლი და დააწყვილებ ბარათებს - ყველა დედას თავის შვილს აპოვნინებ. ამასობაში მათ სახელებსაც დაიმახსოვრებ. წაიკითხე, ისწავლე და ითამაშე!
    13.95