santaesperanza
ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ
ავტორი: ზაზა კოშკაძე   ეს წიგნი წიგნის მაღაზიაში ანაქრონიზმია. ეს წიგნი პირდაპირ ბუკინისტურ მაღაზიას იმსახურებს, მაიაკოვსკის წითელი ტომების და ფროსტის რუსულ-ინგლისური გამოცემის გვერდით, რომლებსაც ჩვენში აღარასდროს აღარავინ წაიკითხავს. სადმე მარჯანიშვილზე. ჰო, ჯერალდ დარელის და „დედოფალი მარგოს“ გვერდით. ბოტანიკის ძველი სახელმძღვანელოების, „ძველი თბილისის არქიტექტურის“ და „ბავშვის სექსუალური აღზრდის“ გვერდით. წიგნების გვერდით, რომლებსაც მოწიწებით აწერია „საბჭოთა საქართველო“. ეს წიგნი იმსახურებს დახლს, სადაც ალაგ-ალაგ თეთრი ფურცლები იქნება გაკვეტებული წარწერით 2ლ, 3ლ, 5ლ...   ეს წიგნი იმსახურებს მაკულატურის ნაგავში დაკარგული მარგალიტის სახელოვან ბედს.“ – ზაალ ჩხეიძე     „თანამედროვე კონიუნქტურამ პოეზიიდან დიდაქტიკა განდევნა, მაგრამ როცა პოეტს გამბედაობა აქვს კონკრეტული იყოს, ის გარკვეულწილად ამ კონიუნქტურასთან წინააღმდეგობაში მოდის. კოშკა ანუ ზაზა კოშკაძე, არ ერიდება დიდაქტიკას, ის არ იყენებს აბსტრაქციას, როგორც თავშესაფარს.   მისი ენა ნამდვილია და ხელიდან არ უშვებს ყოველდღიური ყოფითი მოვლენების, სოციალურ პოეზიად გარდაქმნის შესაძლებლობას. მისი ლექსები კარგად იცნობენ ჩვენ შიშებს. „არაფერია იმაზე ცუდი ვიდრე ყალბი თვითირონია, მას ყოველთვის აჯობებს ყალბი ტკივილი“. – ამბობს ამ წიგნის ავტორი ერთ-ერთ ლექსში და ჩნდება კითხვა, როდის არის პოეზია ნამდვილი? პასუხი ნათელია – როცა ნამდვილი პოეტი წერს.“ – ერეკლე დეისაძე
14.95
ანატომიები
„ანატომიები“ ნათია ნაცვლიშვილის მეორე კრებულია, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ავტორის შემოქმედებიდან მკითხველს წარუდგენს 33 ლექსს, როგორც 33 ანატომიას.   ანბანურად დალაგებული 33 ერთეული ქმნის ერთგვარ ლექსიკონს, სადაც სამყაროს ანატომიას ავტორი საკუთარი აღქმისა და პირადი პერსპექტივების გავლით გვაცნობს.
11.95
ბოჰემის მნათობები
ავტორი: რამონ მარია დელ ვალიე-ინკლანი მთარგმნელი: მერი ტიტვინიძე   "თავისებურად წარიმართა რამონ მარია დელ ვალიე-ინკლანის, როგორც პიროვნების, ისე შემოქმედის ბედი. დაიბადა გალისიის პატარა ქალაქ ვილანუოვა დე აროსა-პონტევედროში, კეთილშობილი წარმომავლობის, დიდი კულტურული ტრადიციების ოჯახში, ბრწყინვალე განათლება მიიღო და შემოქმედების გზაც აქედანვე გაიკვლია.„ბოჰემის მნათობები“ გამოცემისთანავე შედევრად აღიარეს და სიურრეალიზმის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად გამოაცხადეს. მალე პიესის მიხედვით ფილმიც შეიქმნა, კრიტიკოსებმა კი ნაწარმოები შეაფასეს, როგორც თეატრის ინტელექტუალიზაციის პირველი მცდელობა. „სონატები“ იმ დროს გამოქვეყნდა, როცა ესპანეთი ღრმა სულიერ კრიზისს განიცდიდა, აპათია, სკეფსისი უკვე საშიშ სახეს იღებდა. სწორედ ამაზე მიანიშნებდა ვალიე-ინკლანი: „დღეს კასტილია ცხოვრობს ისე, რომ მზერა წარსულისკენ აქვს მიპყრობილი, ხოლო როცა სულ წარსულისკენ იმზირები, თანამედროვეობის შეგრძნება ქრება“.ესპანურიდან თარგმნა, შესავალი წერილი და ბოლოთქმა დაურთო მერი ტიტვინიძემ.
12
პოემები
ავტორი: პაატა შამუგია     „პოემა მარგინალური სალექსო ფორმა გახდა, თუმცა ჩემთვის, რატომღაც, გამოხატვის საკვანძო მომენტად იქცა ეპიკურ სივრცეში შესვლა და სათქმელის ისე გადახსნა, თითქოს დრო გაჩერებული იყოს. მას შემდეგ, რაც „ეკონომიური ლექსები“ გამოვეცი, ვფიქრობ, დადგა დრო, მკითხველმა სრულიად არაეკონომიურ „ფორმაშიც მნახოს“.   რთული სათქმელია, ვის რას მისცემს პოემები აქ და ახლა. ის კი ვიცი, ასე ერთიანად თავმოყრამ თავად მე რომ მომცა საშუალება, სხვა ყველაფერთან ერთად, თვალი გავადევნო ამ პოემების ავტორის (სწორედ ასე, მესამე პირში, გაუცხოებულად) პიროვნულ, ესთეტიკურ თუ მსოფლმხედველობრივ ცვლილებებს, ხედვების აყირავებისა თუ პირადი კრიზისების პანორამას წლიდან წლამდე, პოემიდან პოემამდე.   არსებობს უძველესი ეგვიპტური ტრაქტატული პოემა, პაპირუსზე იერატიკული ხელწერით შესრულებული, რომელსაც ჰქვია „იმედგაცრუებული კაცის საუბარი საკუთარ სულთან“. მანდ ერთ დიდ კითხვას სვამს დიდი და ჩვენთვის უცნობი ეგვიპტელი: „ხარ თუ არა ადამიანი? სანამ ცოცხლობ, იქამდე მაინც...". ჩავთვალოთ, რომ ამ კითხვაზე პასუხის ძიებაა ყველა ეს პოემა, და ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას განცდილი გარდაუვალი მარცხი, ესეც უნდა ითქვას.“ – პაატა შამუგია    
18.95
უფლის ჩიტები ჭილის ქუდიდან
მანანა დაბახიშვილის ლირიკული პოეზია კარგად ნაცნობი და მივიწყებული მელოდიის რემიქსს მოგაგონებთ, რომელსაც, ძველ ლაზათთან ერთად, განახლებული და აქამდე უცნობი ტონალობებიც ერთვის და მკითხველამდე/მსმენელამდე თვითმყოფადი ენერგიით აღწევს.     სამშობლოს წარსულის რომანტიზმი – მასზე წუხილი და სიხარული; სიყვარული, როგორც ყოფის საიდუმლოს ჭვრეტა; გარესამყაროს „მოპატიჟება“ შინაგან კოსმოსში, მისი ჩართვა ადამიანურ დიალოგში; ბუნების – ამ თავდაპირველი კარის შეღება ცხოვრების კარნავალში – ეს თემები პოეტის კამერტონებია, მათზეა აგებული ეს პოეზია, ეს მუსიკალური ლინგვისტური აკორდები.      რამდენიმე ლექსმა შესაძლოა აგამღეროთ კიდეც, ბევრი ისედაც დაგამახსოვრებთ თავს. პოეზიის საიდუმლოც ხომ ესაა – ისე განაცდევინოს მკითხველს თავი, როგორც მისივე საკუთარი სათქმელი. ამით მკითხველიც განიცდის ბედნიერებას და პოეზიაც რჩება მუდმივად ცოცხალი, ნაღდი და გულწრფელი.     ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან
7.95
ხალდე-ლაჰილ
ავტორი: დათო ტურაშვილი მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში მეფის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ სვანეთში სადამსჯელო ექსპედიცია ორჯერ მოეწყო. 1876 წელს, მეორე ექსპედიციისას, აჯანყების ჩასახშობად თითქმის ორიათასკაციანი რაზმი გაგზავნეს, რომელთაც სოფელ ხალდის მცხოვრებლებსა და იქ გამაგრებულ რამდენიმე ათეულ აჯანყებულ მებრძოლს შემოარტყეს ალყა. ხალდელები თითქმის მთელი თვე იბრძოდნენ, თუმცა, ბოლოს რუსებმა მიწასთან გაასწორეს სოფელი ხალდე – ააფეთქეს მისი ათზე მეტი სვანური კოშკი, აკრძალეს სოფლის სახელის ხსენება და იქ დასახლება, ცოცხლად გადარჩენილი აჯანყებულები კი გაასამართლეს.   სწორედ ეს სასამართლო პროცესი გადააქცია დათო ტურაშვილმა მხატვრულ ტექსტად, პიესა „ხალდე-ლაჰილად“, რომელშიც, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მოღვაწეების – აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხის გარდა, რომლებიც მართლაც მონაწილეობდნენ ხალდელების სასამართლო პროცესში, უფრო გვიანდელ და ჩვენი დროის ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებსა და მწერლებიც კი აქვთ თავიანთი როლები. ამ ხერხის წყალობით მკითხველს საშუალება ეძლევა ეს საოცრად ამაღელვებელი ამბავი თანამედროვე პერსპექტივიდანაც გაიაზროს და შეიგრძნოს.   „ვიცი, რომ ხვალინდელი დღე შეიძლება მართლაც ბოლო აღმოჩნდეს ჩემთვის, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ და გათენების არ მეშინია, რადგან ისიც ვიცი, რომ თავისუფლება ზოგჯერ სიცოცხლეზე მეტია“ – ამ ფრაზით მთავრდება პიესა, ფრაზით, რომელიც შესანიშნავად გამოხატავს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებს სულისკვეთებასა და სიმართლეს ნებისმიერ დროსა და სივრცეში.
11.95
ჰამლეტი
ავტორი: უილიამ შექსპირი   ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა     „ჰამლეტი“ ქართულად 1886 წელს გამოქვეყნდა და ივანე მაჩაბლის პოეტურად უზადო თარგმანი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ დღემდე ცოტას თუ უფიქრია ალტერნატიული ვერსიის შექმნაზე.     უნდა ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდებისთვის დღეს ძალისხმევას მოითხოვს შექსპირის წაკითხვა ქართულად. არადა, შექსპირის თემები ისევ ძალიან თანამედროვეა. მარადიულ კითხვებზე აგებულ ფილოსოფიასთან ერთად, შექსპირის მასშტაბურობა და კოსმოპოლიტიზმი ერთ-ერთია, რაც „ჰამლეტს“ არ აძველებს. ჭრელი გემოვნებისთვის „ჰამლეტი“ ნებისმიერ ეპოქაში ინარჩუნებს ერთგვარ კაუჭებს. სანახაობის მოყვარულებს აქ დღესაც დახვდებათ დინამიური, ემოციური ამბავი; ტრადიციონალისტებს – სამეფო კარის ცხოვრებისა და ჯენტლმენობის ნოსტალგიური აღწერა; სოციალისტებს – მომავალი რევოლუციების წინასწარმეტყველური ქადაგება; სკეპტიკოსებს – ტრაგიზმის წამლეკავი მახვილი ირონია; ფემინისტებს – შექსპირის ეპოქისათვის უჩვეულო ხმა, რომელიც სქესთა შორის უთანასწორობას წარმოაჩენს, როგორც პრობლემას.     უილიამ შექსპირი „ჰამლეტში“ თან იყენებს და თან არღვევს ფორმულებს, განუწყვეტლივ თამაშობს კალამბურებით, რიტმი მუდმივად ივსება შენაკადებით და ქმნის განშტოებებს. აქა-იქ გამორეული რითმები ხან შემთხვევითობის ეფექტს ტოვებს და ხან წინასწარგანზრახულობის. ეს ახალი თარგმანიც პიესის სწორედ ამ თავისებურებების დანახვაა, ორიგინალთან დაბრუნება – დროში უფრო შორიდან, მაგრამ ისევ საქართველოდან.  
14.95
ალტონელი განდეგილები
ავტორი: ჟან პოლ სარტრის მთარგმნელი: ნინო ციმაკურიძე გამომცემლობა: აგორა ყდა: რბილი
16.6
ამაღლების ქუჩა
ავტორი: იაკი კაბე გამომცემლობა: არტანუჯი ყდა: მაგარი
13.95
არ დაელოდო ანგელოზებს
ავტორი: ნიკა ლაშხია   კრებულში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაწერილი ლექსებია შესული, თითოეული მათგანი კი სოციალური თემატიკის ქვეტექსტს ატარებს   "ეს არის ჩემი რიგით მეორე კრებული - სოციალური კოდებია სხვადასხვა ლექსში. სათაური "არ დაელოდოთ ანგელოზებს" ერთ-ერთი ლექსის ქვეტექსტიტდან არის ამოღებული. მესიჯს ატარებს, ჩემი აზრით , შეიძლება მკითხველმა სულ სხვა რამ აღმოაჩინოს. ჩვენ თვითონ უნდა შევცვალოთ რაღაცები და ვიღაცის იმედად არ უნდა დავრჩეთ, რომ ვიღაც გმირი, ანგელოზი ან წმინდანი მოვა და ჩვენ საკეთებელს გააკეთებს,".   ნიკა ლაშხიას ლექსების პირველი კრებული- "დონორი" 2018 წელს გამოიცა.
11.95
არსთა მესნევი
ავტორი: ჯალალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
20.9
არსთა მესნევი (წიგნი მესამე)
მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე ავტორი:ჯალალ ედ დინ რუმი სერია: მსოფლიო კლასიკა     ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა’ ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273 წწ.), რომელიც ცნობილია ზედწოდებითაც „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“), გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელი – დაიბადა ბალხში (ჩრდილოეთ ავღანეთში) 1207 წლის 30 სექტემბერს და გარდაიცვალა კონიაში (მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) 1273 წლის 7 დეკემბერს. ეს წიგნი მესამე ნაწილია რუმის უმთავრესი ნაწარმოების, ექვსნაწილიანი პოემის – „არსთა მესნევისა“. არაბულ-სპარსული ლექსთწყობის, „არუდის“ სპეციფიკური სალექსო საზომის – „მასნავის“ – ფორმით შექმნილ ამ უკვდავ პოემას თავისი დიდი მნიშვნელობის გამო ზოგჯერ „სპარსულ ყურანადაც“ მოიხსენიებენ. ნაწარმოები აღმოსავლური (მუსლიმური) მისტიციზმის ნამდვილ ენციკლოპედიად გვევლინება და თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას. ამ ტენდენციათა გარკვევაში ქართველ მკითხველს თარგმანს თან დართული კომენტარები დაეხმარება. პოემის მიზანია, მკითხველი ღმერთთან მიახლების, ადამიანის ღმერთში განზავების მისტიკურ საიდუმლოებებს აზიაროს, ნაწარმოების თითოეული ნაწილი კი, მისი ყოველი წიგნი, ამ მეტაფიზიკური კიბის ახალი, წინასთან დაკავშირებული, თუმცა თვისებრივად განსხვავებული საფეხურია.      
33.9
არსთა მესნევი 2
წიგნი მეორე ავტორი: ჯალალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე სერია: მსოფლიო კლასიკა სულაკაურის გამომცემლობა  
20.9
ახალი სიმღერები
ავტორი: გიორგი კეკელიძე
22.95
ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს
ავტორ: ბესიკ ხარანაული გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი
11.95
გოგოები წითელ ღვინოს სვამენ
ავტორი: ქეთევან ნათელაძე ერთიანად ლირიზმში ჩაფლული პოეტი, მხოლოდ ლირიკულ განცდებსა და ხილვებს მინდობია - მისთვის ყველაზე ბუნებრივს და ძალდაუტანებლადაც შენარჩუნებულს, რაკიღა ვერ უცდუნებია მოდურ გატაცებას მედიტაციებითა და ანალიტიკური განსჯით, და ამიტომაც მისი ლირიკული დღიური იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, როდესაც გრძნობები თავისთავად იფრქვევა, მოედინება ხან სილაღით, ხანაც დრამატიზმით შეფერილი, და მათ სიცინცხალეს კანთიელად გამოჰკვეთს ნატიფი, დახვეწილი ფორმა და მრავალფერადი რიტმიკა.'' / როსტომ ჩხეიძე /
14.95
გოგოობის კანონი
ავტორი: ლია ლიქოკელი   „ადამიანებთან ნაკლებად გამომდის ხოლმე და ამიტომაც ვიპოვე ჩემთვის უფრო მოსახერხებელი ენა პოეზიის, ტექნიკურადაც უფრო იოლი და ისედაც... და აღმოვაჩინე, რომ ეს არის უნივერსალური ენა, რომლითაც შეგიძლია მოყვე არა მარტო შენი თავი (მე უფრო ასე გამომდის ხოლმე: შიგნიდან ვყვები), მთელი დანარჩენი სამყარო, რომელიც შენ ხარ, შენში რამდენადაც შემოდის“ - წერს ერთგან პოეტი ლია ლიქოკელი, რომელმაც ქართულ პოეზიაში გამოჩენის პირველი დღიდანვე მკითხველთა დიდი სიყვარული მოიპოვა. ლია ლიქოკელის პოეტური ენა კვლავ აგრძელებს არსებობას, ვითარდება, აღსანიშნებს ახალ აღმნიშვნელებს არგებს, ივსება და იცვლება, ისევე, როგორც დედამიწაზე არსებული ყველა ენა. „გოგოობის კანონი“ ლიას ახალი წიგნია, აქ ავტორი გარემომცველი სამყაროდან სულ უფრო და უფრო საკუთარი თავისკენ ინაცვლებს, საკუთარ თავს უღრმავდება, ადამიანს - როგორც სამყაროს მიკრომოდელს... ლექსს - ამ საოცარი მიკროკოსმოსის ცენტრალურ ფიგურას.
17.9
დუინური ელეგიები
ავტორი: რაინერ მარია რილკე გერმანულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა     1912 წელს, რაინერ მარია რილკე მეგობარ ქალს – მარია ფონ თურნ-უნდ-ტაქსის ჰოენლოეს, დუინოს საგვარეულო კოშკში ესტუმრა. სწორედ იქ დაიბადა ელეგიების შექმნის იდეა. ეს ციკლი 1922 წლამდე იწერებოდა. დუინური ელეგიების ციკლი მსოფლიო პოეზიის მშვენებაა და თავისი ტრანსცენდენტური შინაარსით, სამყაროსა და ადამიანის ეპიკური ალუზიებით, მკითხველს მუდმივად აღელვებს.   „დუინური ელეგიები“, ისევე, როგორც რილკეს მთელი შემოქმედება, ქართულ ენაზე არაერთხელ ითარგმნა. ქართველი მკითხველი განებივრებულია ისეთი მწერლების მიერ შესრულებული საუკეთესო თარგმანებით, როგორებიცაა – ვახუშტი კოტეტიშვილი, ნაირა გელაშვილი, ლულუ დადიანი და სხვები.   ამჯერად, თქვენს წინაშეა თანამედროვეობის გამორჩეული პოეტის ზვიად რატიანის მიერ თარგმნილი „დუინური ელეგიები“ და რილკეს სხვა ლექსები. რილკეს სამყაროსათვის დამახასიათებელი სიღრმე, მძლავრ მუსიკად ქცეული ხსოვნისა და წარმოსახვის ოქსიმორონი, დიადსა და ამაღლებულში გაცოცხლებული უჩინარი და უმცირესი, რაც ამ პოეზიის აღქმას სიცოცხლის უკიდურეს გამოცდილებად აქცევს – ზვიად რატიანის მიერ თარგმნილი რილკეს პოეზია სრულიად ახალი და განსაკუთრებული ხმაა დიდი ავსტრიელი მწერლის ქართული თარგმანების ისტორიაში.
11.9
ეს საქართველოა
კრებულში ბესიკ ხარანაულის უკანასკნელ 30 წელიწადში დაწერილი ლექსები შედის. მათ ერთი რამ აერთიანებთ: ფიქრი – სამშობლოზე, ფიქრი – საქართველოზე. ლექსები ქრონოლოგიურად არაა დალაგებული. ეს 30 წელიწადი, როგორც ერთი დღე და ეს მთელი კრებული, როგორც ერთი ლექსი – ერთ მთლიანობად შეიკრა და „ეს საქართველოა!“   ჰეი, საქართველო, კარგი იქნებოდა, ერთ დილასაც ხმამ რომ გაგაღვიძოს: – აღსდექ, ლაზარე! წამოვდგებოდით თვალების ფშვნეტით ხუთი მილიონი.
24.95
ვახტანგ ჯავახაძე ორტომეული (I)
„ვახტანგ ჯავახაძე სნაიპერია. ტყვიას ტყვიაში – სიტყვას სიტყვაში აჯენს. არ მახსენდება ქართულ პოეზიაში მასავით ზუსტი (აზრობრივად, კომპოზიციურად) და სწრაფი (დრამატურგიულად, სინტაქსურად ფრაზიდან ფრაზაზე გადასვლისას) პოეტი. იგი ექიმი-ფარმაკოლოგის სკრუპულოზური დეტალურობითა და სიზუსტით არჩევს ენის გლოსარიუმიდან სიტყვებს, როგორც ელემენტებს, რათა შექმნას ლექსი-წამალი, ან ლექსი-ტყვია, რომელიც გულსა და გონებაში მოხვედრისას უმალ თერაპიულად მოქმედებს.   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია ენის ლაბორატორიაში, ენის სახელოსნოში მედიკამენტივით მზადდება. მასთან დაცულია ყველა პროპორცია, თითოეული კომბინაცია და მიუხედავად ერთი შეხედვით ამ მათემატიკური სიზუსტისა და პედანტურობისა, მისი ლექსი ვერცხლის წყალივით სხარტია, ტყვიასავით აჩქარებულია. მკითხველი მას უნდა გაყვეს, გაეკიდოს, რათა იგრძნოს ლექსის მოქნილობა და დინამიურობა. თუ ჰიპოკრატეს ტემპერამენტთა კლასიფიკაციას დავესესხებით – ვახტანგ ჯავახაძის ლექსი ქოლერიკულია, ცეცხლოვანი და ფეთქებადი, რომელსაც თავად მუდმივად იმორჩილებს, არბილებს ცხენის ფაფარივით, ვარცხნის და ათვინიერებს.   მისი წიგნისთვის ბოლოთქმის დაწერის უხერხულობა თავად პოეტის ბიოგრაფიამ და ცხოვრებისეულმა ფაქტებმა გადამალახვინა. თავად სრულიად ახალგაზრდა ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონის რედაქტორი გახლდათ, ჰოდა, რატომაც არა, არც მე დავარღვევ ტრადიციას და ვიქნები პოეტი-კლასიკოსის წიგნის ბოლოთქმის ავტორი. მითუმეტეს გადაუჭარბებლად და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ვახტანგ ჯავახაძე მიყვარს, როგორც პოეტი და როგორც მკვლევარი, რომელმაც მრავალმხრივ გააცხადა დაფარული გალაკტიონი. როდესაც ხელს ვართმევ მას, ყოველთვის უცნაური განცდა მეუფლება, რომ ახლა და ამ დროს გალაკტიონთან მხოლოდ ერთი ხელის ჩამორთმევა მაშორებს, რომ ჯავახაძის უკან გალაკტიონი დგას. ვფიქრობ, თანამედროვეობისთვისაც ზუსტად ასეა, ვახტანგ ჯავახაძე ერთგვარი ხიდია გალაკტიონსა და ჩვენ შორის. სწორედ მასში გამოიზამთრა XX საუკუნის უცნობმა გალაკტიონმა და ჩვენამდე, XXI საუკუნის 20-იან წლებამდე ვახტანგ ჯავახაძით მოვიდა. ამისათვის ცალკე მადლობა ეკუთვნის პოეტ-მკვლევარს, რომლის პოეტური ტყვია-წამალი გულში გვჭრის და გვკურნავს.“ – რატი ამაღლობელი
29.9
ვეფხისტყაოსანი
70
ვეფხისტყაოსანი გერმანულად
90
ვეფხისტყაოსანი ფრანგულად
90
თანამედროვე უკრაინელი პოეტები
კრებული მომზადდა და გამოიცა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინისა და გმირი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. თითოეულ წიგნში გადახდილი თანხა სრულად ირიცხება უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში. წიგნში შესულია შემდეგი ავტორები: სერჰი ჟადანი; ლიუზა იაკიმჩუკი; ბორის ხერსონსკი; ჰალინა კრუკი; მარიანა კიანოვსკა; ვასილ მახნო; ანდრი ლიუბკა; ანასტასია აფანასიევა;
20