კატალოგი
-
მხატვრული ლიტერატურა
კრიტიკა/პუბლიცისტიკა
პოეზია/პოემა/პიესა
საბავშვო წიგნები
ენციკლოპედია
ხელოვნება
ფილოსოფია
ბიზნესი
ისტორია
სოციალური მეცნიერებები
ჰობი
მედიცინა/ჯანმრთელობა
უცხოენოვანი ლიტერატურა
საკანცელარიო ნივთები
დამხმარე სახელმძღვანელოები
უცხო ენის შემსწავლელი
სასკოლო სახელმძღვანელოები
სამაგიდო თამაში
ფაზლი
აქსესუარები/სუვენირები
სასაჩუქრე ბარათი
მისალოცი ბარათი
არქიტექტურა
ესეები
ავტორი: ცისანა კვერნაძე-მიქაძე
წიგნი ,,ესეები'' გათვალისწინებულია, როგორც კლასგარეშე საკითხავი ქართული ლიტერატურის შემსწავლელთათვის. იგი მოკრძალებული ცდაა, მკითხვეელს მთლიანობაში გააცნოს და განაცდევინოს ქართული პოეზიის შედევრები.
,,ვეფხისტყაოსანი'' და შუმერული პოეზია
ვაჟა
ლირიკა
,,გველისმჭამელი''
,,ალუდა ქეთელაური''
ბარათაშვილი (პარალელები უცხოურ პოეზიასთან)
,,ლექსი ვეფხისა და მოყმისა"
თავისუფლება
ორი იგავი
,,იგი'' (ჯემალ ქარჩხაძე)
,,თოლია ჯონათან ლივინგსტოუნი'' (რიჩარდ ბახი)
,,ფაუსტის ორეული" (დავით წერედიანზე)
17.9
ვისწავლოთ ლაზური
ავტორი:ნათია ფონიავა
„ვისწავლოთ ლაზური“ თვითმასწავლებლის ტიპის გამოცემაა. მასში შესულია 30 გაკვეთილი. მარტივად ახსნილ გრამატიკულ საკითხებს ახლავს სავარჯიშოები, რომელთა პასუხებიც წიგნს ბოლოში ერთვის. თემების მიხედვით შერჩეული ლექსიკის გამოყენებით შედგენილი დიალოგები და ტექსტები ქართულ თარგმანთან ერთადაა წარმოდგენილი. ნაშრომს დართული აქვს ლაზურ-ქართული და ქართულ-ლაზური ლექსიკონებიც.
წიგნს ახლავს სრული აუდიოვერსია, რომლის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე. ეს ენის შემსწავლელს მისცემს საშუალებას მისთვის მოსახერხებელ გარემოში მოისმინოს და აითვისოს ბუნებრივი ლაზური მეტყველება.
თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე. გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. 2021-2022 წლებში დაინტერესებულ საზოგადოებას შევთავაზეთ მეგრული და სვანური ენების თვითმასწავლებლები. ამჯერად კი, დაპირებისამებრ, სერიას მომდევნო წიგნი – ლაზური ენის თვითმასწავლებელი შეემატა. „არტანუჯის“ ორგანიზებით დავიწყეთ ქართველურ ენათა სასწავლო კურსებიც, რომელსაც აღნიშნული წიგნების ავტორები უძღვებიან.
24.5
ვისწავლოთ მეგრული
ავტორი: ნათია ფონიავა
„ქართველები მდიდარი ხალხი ვართ. ამ სიმდიდრის უპირველესი ნიშანი მრავალფეროვნებაა, ყველგან რომ ვლინდება: ნაირგვარ გეოგრაფიულ გარემოსა თუ კონტრასტულ კლიმატურ ზოლებში, მადისაღმძვრელ კერძებსა თუ მრავალხმიან სიმღერებში, ხალხურ არქიტექტურასა თუ ტრადიციულ მეურნეობაში, ხასიათის თავისებურებებსა თუ ენა-დიალექტებში...
ქართველურ ენათა კვლევის საქმეს დიდი ისტორია აქვს და ამისთვის რამდენიმე თაობის არაერთ მეცნიერს ეკუთვნის ქებათა ქება. თუმცა, მეორე მხრივ, თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე, განსაკუთრებით – ბავშვები და ახალგაზრდები.
გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. ვისაც მეგრული ენის შესწავლა სურს, საუკეთესო გამოსავალს ვთავაზობთ. წიგნი, თანდართული ხმოვანი ვერსიით, უდიდეს დახმარებას გაუწევს თითოეულ ასეთ დაინტერესებულ ადამიანს.“ – ბუბა კუდავა
აუდიოვერსიის მომზადებაში გაწეული თანადგომისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს .
14.95
ვისწავლოთ სვანური
ავტორი:მედეა საღლიანი
„ქართველები მდიდარი ხალხი ვართ. ამ სიმდიდრის უპირველესი ნიშანი მრავალფეროვნებაა, ყველგან რომ ვლინდება: ნაირგვარ გეოგრაფიულ გარემოსა თუ კონტრასტულ კლიმატურ ზოლებში, მადისაღმძვრელ კერძებსა თუ მრავალხმიან სიმღერებში, ხალხურ არქიტექტურასა თუ ტრადიციულ მეურნეობაში, ხასიათის თავისებურებებსა თუ ენა-დიალექტებში...
ქართველურ ენათა კვლევის საქმეს დიდი ისტორია აქვს და ამისთვის რამდენიმე თაობის არაერთ მეცნიერს ეკუთვნის ქებათა ქება. თუმცა, მეორე მხრივ, თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე, განსაკუთრებით – ბავშვები და ახალგაზრდები.
გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. ვისაც სვანური ენის შესწავლა სურს, საუკეთესო გამოსავალს ვთავაზობთ. წიგნი და მისი აუდიო ვერსია უდიდეს დახმარებას გაუწევს თითოეულ ასეთ დაინტერესებულ ადამიანს.“ – ბუბა კუდავა
29.95
ქართული როგორც მეორე ენა. სახელმძღვანელო(textbook- Georgian as a second language)
ავტორი: რუსუდან ასათიანი
სახელმძღვანელო განსაზღვრულია იმ პირებისათვის, რომ ლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ ან მოგზაურობენ საქართველოში, დაინტერესებულები არიან ქართული კულტურით და სურთ ქართული ენის შესწავლა.
წერაკითხვის შესასწავლად შედ გენილ 8 ილუსტრირებულ გაკვეთილს მოსდევს ქართული ენისა და გრამატიკის დასაუფლებად შედგენილი 28 გაკვე თილი, რომელთაგან ყოველში ერთგვაროვნად არის ინტეგრირებული შემდეგი მონაკვეთები:
– მოკლე დიალოგი თუ ტექსტი კონკრეტულ თემაზე ყოველ დღიური ცხოვრებიდან
– ქართული გრამატიკის წესები მოცემული მარტივი ტაბულებისა თუ სქემების სახით
– მცირე ზომის ქართული ლექსი
– გრამატიკული მასალის საილუსტრაციოდ შერჩეული ქართველი მწერლის მხატვრული ტექსტი
– ყოველ ამ მონაკვეთზე დართული ქართულინგლისური ლექსიკონი
– სავარჯიშოები, შედგენილი ახალი ლექსიკისა და გრამატიკული მიმართებების ასათვისებლად
სახელმძღვანელო სრულდება ქართული გრამატიკის კონსპექტით (ბოლო, 29-ე გაკვეთილი) და გრამატიკულ თემათა თუ ტერმინთა საძიებლით.
34
წერა - კითხვის ლაბორატორია
ავტორ-შემდგენლები: დიანა ანფიმიადი, ივანე ამირხანაშვილი, ზინა გაბიჩვაძე, გვანცა შუბითიძე
„წერა-კითხვის ლაბორატორია“ დამხმარე სახელმძღვანელოა, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ მოზარდებს ტექსტის კითხვა და წერა გაუადვილოს, თუმცა მისი გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში ყველას დაეხმარება – მოსწავლესაც, მასწავლებელსაც და მშობელსაც, რადგანაც მას კარად შერჩეული თემატური საკითხები, მრავალფეროვანი, მოზარდების ინტერესებზე მორგებული დავალებები; პრაქტიკული რჩევებისა და მარტივი ინსტრუქციების სიუხვე გამოარჩევს.
დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა ინფორმაციის მიღების საშუალებები ასეთი მრავალფეროვანია, აუცილებელი გახდა, რომ სახელმძღვანელოების სტრუქტურა და შინაარსი არამხოლოდ ტრადიციულ მეთოდებს ითვალისწინებდეს, არამედ თანამედროვე მოზარდების ყოველდღიურობასაც ერგებოდეს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოზარდს სწავლის მიზანი გაცნობიერებული ჰქონდეს – ზუსტად იცოდეს, რისთვის დასჭირდება და რაში გამოადგება ის ცოდნა, რომლის მიღებისთვისაც ძალისხმევას ხარჯავს. – როგორ დავწეროთ არგუმენტირებული ესე? – როგორ დავწეროთ პროექტი? – როგორ დავწეროთ რეცენზია? – როგორ ვისწავლოთ შემოქმედებითი წერა?
ამ და სხვა კითხვებზე შეგიძლიათ იმუშაოთ „წერა-კითხვის ლაბორატორიის“ საშუალებით, პარალელურად ქართული და უცხოური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს გაეცნოთ და სწავლის პროცესი სახალისო დავალებების შესრულებით გაიმრავალფეროვნოთ.
წიგნში წარმოდგენილი 11 თემატური თავი ერთმანეთთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს აერთიანებს. მაგალითად, პროექტის წერის თავში ილია ჭავჭავაძის, დავით სარაჯიშვილისა და ნიკო ნიკოლაძის საქმიანობის გაცნობის კვალდაკვალ არის მოცემული ის პრაქტიკული რჩევები და მზა ნიმუშები, რომლებიც მოზარდებს პროექტის წერას შეასწავლის; გრამატიკული საკითხებიც შესაბამისადაა შერჩეული: რიცხვითი სახელების მართლწერა და რთული წინადადების პრობლემები.
წიგნის ბოლო გვერდებზე მოზარდებისთვის განკუთვნილ მხატვრული ნაწარმოებების მოზრდილ სიასაც ნახავთ, რომელშიც ყველანაირი ინტერესისა და გემოვნების მკითხველი იპოვის სასურველ საკითხავს
29.95