santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ჩემი აფრიკელი ბებია
    ავტორი: მარიამ წიკლაური როცა ყველას ბებია ჩვეულებრივად იბადება, შენი კი მზიდან ჩამოვარდება და პირდაპირ შუა აფრიკაში, ნიანგების ტბაში მოადენს ტყაპანს, კი უნდა მიხვდე, რომ შენს თავს რაღაც უჩვეულო ხდება. ეს წიგნი ბებია ატატოზე და მის შვილიშვილებზეა, პიპინელათი აღმა-დაღმა რომ დაქრიან, ბავშვობის მეგობარ დაბუს და იმ ჯადოსნურ სათამაშოს დაეძებენ, რომელიც დიდი ხნის წინ ბებიას დაბუსთან დარჩა..
    19.95
    სიახლე
    ჩემი დიდი პაპა, მე და გმირები
    ავტორი: ჯეიმს კრუსი მთარგმნელი: ლელა ხორნაული
    15
    ჩემი თავგადასავალი და სხვა მოთხრობები
    ავტორი: აკაკი წერეთელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ეს წიგნი საშუალებას მისცემს მოზარდ მკითხველს, სხვა თვალით შეხედონ და უკეთ გაიცნონ ყველასათვის საყვარელი მწერლის, აკაკი წერეთლის შემოქმედება. აქ თავმოყრილია მოთხრობები, რომელთა სიუჟეტი და თემატიკა მეტად მრავალფეროვანია. წაიკითხავთ როგორც მარტივი შინაარსის, ასევე დიდაქტიკურ, ალეგორიულ, ისტორიულ თუ ზღაპრულ მოთხრობებს. წიგნში აგრეთვე შესულია ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ჩემი თავგადასავალი”, სადაც მწერალი ჩვეული ოსტატობითა და განუმეორებელი იუმორით გადმოსცემს ბავშვობის ამბებს, გიმნაზიაში სწავლის პერიოდს; გაგაცნობთ თავისი ოჯახის ყოფა-ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებს; დიდი სითბოთი და სიყვარულით აღწერს სოფელ სავანეში, ძიძასთან ცხოვრების წლებს, სადაც ის უაღრესად თბილ ატმოსფეროში, მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში იზრდებოდა.
    8.9
    ჩემი მეგობარი ლარსი
    ავტორი: იბენ აკერლი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე სერია: საოცრება ამანდა მოუთმენლად ელის არდადეგების დამთავრებას. ჯერ ერთი, სკოლაში ადამს ნახავს – ამ ბიჭზე ყურებამდეა შეყვარებული! მეორეც – ერთი სული აქვს, გაიგოს, რომელ პირველკლასელს ჩააბარებენ და ვისზე მოუწევს ზრუნვა. თუმცა, მოულოდნელად გოგონას ცხოვრება თავდაყირა დგება: ადამი ყველას თვალწინ ამცირებს,  პატარა მოწაფის ნაცვლად კი თანატოლის, ლარსის მეურვეობას აკისრებენ. ლარსს კი დაუნის სინდრომი აქვს… როგორ დაუმეგობრდეს ამ უცნაური ბიჭუნას და თან კლასში პოპულარობა შეინარჩუნოს? ან ადამს რა უყოს?! თავსატეხი ბევრი აქვს, მაგრამ ერთ დღეს ისეთ შეცდომას უშვებს, რომ სულ მარტო რჩება. როგორ გაუმკლავდება ამანდა დარდს? მეგობრები აპატიებენ? გატეხილ სახელს რა ეშველება? …გოგონამ ხანგრძლივი და რთული გზა უნდა გაიაროს; ღიმილი, მეგობრები და სიხარული უნდა დაიბრუნოს. მოახერხებს ამას?
    10.9
    ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები
    ავტორი: ჯერალდ დარელი მთარგმნელი: მზია შატბერაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა ზაფხულის ერთ დღეს დარელების ოჯახი წვიმიანი ინგლისიდან აიყარა და საბერძნეთის მზიან კუნძულს, კორფუს მიაშურა; სწორედ ამ კუნძულზე შეიგრძნო გარესამყაროს სილამაზე ცხოველთა სამყაროთი გატაცებულმა 10 წლის ჯერიმ. ჯერის ოჯახის ექსცენტრიკული წევრები კი მისი „ზოოლოგიური დღიურის“ განსაკუთრებულ „ეგზემპლარებად“ იქცნენ. წიგნში „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ დარელების ოჯახის საბერძნეთის პატარა კუნძულზე ცხოვრების ხუთწლიანი სახალისო ისტორიაა მოთხრობილი.
    9.9
    ჩემი პირველი 100 სიტყვა
    ასაკი: 12 თვიდან. თუ თქვენმა პატარამ ღუღუნი უკვე მიატოვა და უკვე პირველი სიტყვების თქმას ცდილობს, საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანია, სწორად ამოიცნოს და დაასახელოს საგნები, რომლებსაც ყოველდღე ხედავს, ეხება ან იყენებს. 100 რეალისტური ნახატი წიგნში თავმოყრილი 100 სიტყვის გააზრებას, დამახსოვრებასა და წარმოთქმას გაუადვილებს პატარებს. „ჩემი პირველი 100 სიტყვა“ 10 თემას აერთიანებს: სახლში ჭურჭელი ხილი და ბოსტნეული ტანსაცმელი ჰიგიენა და ჯანმრთელობა გართობა ტრანსპორტი სკვერში შინაური ცხოველები გარეული ცხოველები
    16.9
    ჩემი პირველი ავტობუსი - ბორბლებიანი წიგნი
    წიგნი და სათამაშო ერთად. ეს იმიტომ, რომ კითხვის პროცესი უფრო მიმზიდველი გახდეს. მაშ, შეუერთდით მაიმუნსა და მის ავტობუსს და გაატარეთ დატვირთული სამუშაო დღე გზაზე!
    18.95
    ჩემი პირველი გამოცანები
    გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ყდა: მაგარი ასაკი: 3+ ამ წიგნში თავმოყრილია ცნობილი ქართველი პოეტის, გივი ჭიჭინაძის, გარითმული, ანბანის რიგზე დალაგებული გამოცანები, რომელთა გამოცნობაც პატარებს გაუადვილდებათ.
    15.9
    ჩემი პირველი ვეფხისტყაოსანი
    ილუსტრატორი: ნინო ჩიტაიშვილი   რთულია ბავშვს სწორად დაანახო ორაზროვანი, ხატოვანი თხრობის მიღმა დამალული რეალური სათქმელი. თუმცა მნიშვნელოვანია, ბავშვი სწორედ ადრეული ასაკიდან ეზიაროს მთავარ ადამიანურ ღირებულებებს. ეს წიგნი არის მარტივი, საბავშვო ენით მოთხრობილი რუსთველისეული „ვეფხისტყაოსნის“ ამბავი. ამბავი ნამდვილი მეგობრობის, სიყვარულისა და გმირობის შესახებ, რომელიც გაფორმებულია ქართული, მინიატურების სტილში შესრულებული მშვენიერი ილუსტრაციებით, რაც მთელ ამ ამბავს ბავშვებისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
    14.9
    ჩემი პირველი ინგლისური ანბანი
    გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ყდა: მაგარი ასაკი: 3+ ეს წიგნი ინგლისური ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. აქ მოცემული სახალისო ნახატები და მათი შესაბამისი სიტყვები კითხვის შესწავლის პროცესს საინტერესოს გახდის.
    15.9
    ჩემი პირველი ლექსები
    გახსოვთ თქვენი პირველი ლექსები? იცით, მელია ისევ ცდილობს ბაჭიების კიბიდან ჩამოტყუებას, სპილო ისევ ოთხი ბოტით მიაბოტებს, ვახტანგ მეფე ისევ დგამს იალბუზზე ფეხს, ქაცვია ზღარბუნას ისევ ეალერსება დედიკო, სერზე კი ისევ მიდის სამი მგელი… წაუკითხეთ თქვენს პატარებს ამ კრებულში თავმოყრილი საუკეთესო ქართული ლექსები და მათაც შეაყვარეთ თქვენი ბავშვობის საყვარელი პერსონაჟები.   მუყაოს ფურცლები 33 გვერდი  
    15.9
    ჩემი პირველი ლექსები (გივი ჭიჭინაძე)
    ავტორი: გივი ჭიჭინაძე უყვარს თქვენს პატარას ლექსები? ამ წიგნში ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტის, გივი ჭიჭინაძის საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი. სახალისო, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული დაგეხმარებათ, ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატაროთ თავისუფალი დრო და მათაც შეაყვაროთ ერთ დროს თქვენთვის საყვარელი ლექსების პერსონაჟები. 33 გვერდი მუყაოს ფურცლები
    15.9
    ჩემი პირველი ლექსები (ნოდარ დუმბაძე)
    ასაკი: 3+ უყვარს თქვენს პატარას ლექსები? ამ წიგნში ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტის, ნოდარ დუმბაძის საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი. სახალისო, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული დაგეხმარებათ, ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატაროთ თავისუფალი დრო და მათაც შეაყვაროთ ერთ დროს თქვენთვის საყვარელი ლექსების პერსონაჟები.   34 გვერდი მუყაოს გვერდები
    15.9
    ჩემი პირველი მიწისმთხრელი - ბორბლებიანი წიგნი
    წიგნი და სათამაშო ერთად. ეს იმიტომ, რომ კითხვის პროცესი უფრო მიმზიდველი გახდეს. მაშ, შეუერთდით ლეკვ პიპსა და მის მიწისმთხრელს და გაატარეთ დატვირთული სამუშაო დღე მშენებლობაზე!
    18.95
    ჩემი პირველი მოთხრობები
    გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ყდა: მაგარი ასაკი: 3+ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა? მნიშვნელოვანია, შევურჩიოთ ასაკისთვის შესაფერის თემებზე დაწერილი მოკლე და საინტერესო ამბები. იაკობ გოგებაშვილმა თავის დროზე სწორედ ამ მიზნით შექმნა და „დედა ენაში“ შეიტანა მოთხრობები, რომლებსაც ამ ილუსტრირებულ კრებულში გაეცნობიან თქვენი პატარები.
    15.9
    ჩემი პირველი რიცხვები
    გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ყდა: მაგარი ასაკი: 3+ ეს წიგნი რაოდენობების შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. აჩუქეთ თქვენს პატარას ეს ილუსტრირებული წიგნი, გააცანით ციფრები, დაათვლევინეთ ფერადოვანი ნახატები და შეასწავლეთ  20-მდე რაოდენობები.
    15.9
    ჩემი პირველი სახალისო სავარჯიშოები
    ჩემი პირველი სახალისო სავარჯიშოები სხვადასხვა დავალებისგან შემდგარი წიგნია, რომელიც 5 წლის ბავშვებს სასწავლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. წიგნში მოცემული სავარჯიშოებით ყალიბდება დაწყებითი განათლების პირველი ეტაპი. გარემოს გაცნობა; საკუთარი თავის შეცნობა და პიროვნული დამოუკიდებლობის მიღწევა; ენები: სიტყვების, მეტყველების საშუალებით მიღებული ინფორმაციის აღწერა/წარმოსახვა.
    12.95
    ჩემი პირველი ფორმები და ფერები
    ასაკი: 2+ 10 გვერდიანი წიგნი +20 ფაზლი ფაზლის სიგრძე – 1 მეტრი პატარებს განუვითარებს მოტორულ და კონცენტრაციის უნარებს. დააკვირდი ნახატებს და ისწავლე შენი პირველი ფორმები და ფერები!
    22.9
    ჩემი პირველი ქართული ანბანი
    იცის თქვენმა პატარამ ქართული ანბანი? ეს ილუსტრირებული წიგნი ქართული ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ისე პირველკლასელებს. ანბანის რიგზე დალაგებული სიტყვები და მხიარული ნახატები მათ მხოლოდ ქართული ასოების შესწავლას კი არ გაუადვილებს, ლექსიკასაც გაუმდიდრებს.
    15.9
    ჩემი პირველი ცხოველები
    ასაკი: 2+ 10 გვერდიანი წიგნი +20 ფაზლი ფაზლის სიგრძე – 1 მეტრი პატარებს განუვითარებს მოტორულ და კონცენტრაციის უნარებს. დააკვირდი ნახატებს და ისწავლე შენი პირველი ცხოველები!
    22.9
    ჩემი პირველი წიგნი (18 თვიდან)
    ბავშვებისთვის 18 თვიდან თითო გვერდზე 2-3 ფოტო სერიის ყველა წიგნი გაფორმებულია ფოტოებით, რაც პატარებს თემატურად შერჩეული სიტყვების უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში დაეხმარება. ყდა: მაგარი გვერდები: 20 მუყაოს ფურცლები  
    9.9
    ჩემი პირველი წიგნი (9 თვიდან)
    ბავშვებისთვის 9 თვიდან თითო გვერდზე 1 ფოტო სერიის ყველა წიგნი გაფორმებულია ფოტოებით, რაც პატარებს თემატურად შერჩეული სიტყვების უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში დაეხმარება. ყდა: მაგარი ფურცლები: 20 მუყაოს გვერდები
    9.9
    ჩემი პირველი წიგნი: ფერები (9 თვიდან)
    ბავშვებისთვის 9 თვიდან თითო გვერდზე 1 ფოტო სერიის ყველა წიგნი გაფორმებულია ფოტოებით, რაც პატარებს თემატურად შერჩეული სიტყვების უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში დაეხმარება. ყდა: მაგარი გვერდები:20 მუყაოს ფურცლები
    9.9
    ჩემი პირველი წიგნი: ფერმა (9 თვიდან)
    ბავშვებისთვის 9 თვიდან თითო გვერდზე 1 ფოტო სერიის ყველა წიგნი გაფორმებულია ფოტოებით, რაც პატარებს თემატურად შერჩეული სიტყვების უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში დაეხმარება. ყდა: მაგარი გვერდები: 20  
    9.9