santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა
    ავტორი:ჯენი პირსონი მთარგმნელი: ლაშა გველესიანი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი 11 წლის ფრედი იეიტსს ფაქტები ძალიან უყვარს და მათ კოლექციონერივით აგროვებს. ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მამობილის ამარა დარჩენილი ბიჭი ბიოლოგიური მამის მოძებნას გადაწყვეტს და საუკეთესო მეგობრებთან, ბენთან და ჩარლისთან, ერთად სახლიდან იპარება. საიდუმლო მოგზაურობისას ისინი ათას შარში ეხვევიან – გაურბიან მძარცველს, მონაწილეობენ ხახვის ჭამის ჩემპიონატში და სუპერგმირებადაც კი შეირაცხებიან. ამ უჩვეულო თავგადასავლის შედეგად ფრედი აღმოაჩენს, რომ მთავარი არა ფაქტები, არამედ სასწაულია, სასწაული კი სხვა არაფერია, თუ არა ოჯახი და მეგობრები.
    12.9
    ფრიი!
    ავტორი: ირმა მალაციძე სერია: მოსწავლის არჩევანი „პირველეთში ყველა მოქალაქეს თავისი სანუკვარი ნატვრა ჰქონდა. როგორც იმპერიის ცნობილმა ვარსკვლავთმრიცხველმა და ჟამთააღმწერელმა, პლუტონიუსმა, გამოიანგარიშა, პირველეთის მოსახლეობას მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე განუხორციელებელი ოცნებები ჰქონდა. ეს კიდევ არაფერი, თქვენ წარმოიდგინეთ, იმპერატორმა თავისი ქვეშევრდომების ფიქრებზე კონტროლი თავის სპეციალურ წარმომადგენელს, ნეტავთუხუცესს დაავალა. ნეტავთუხუცესს ევალებოდა, სისტემატურად ეწარმოებინა ჩანაწერები ფიქრების შესახებ, ანუ უზარმაზარ, სქელ რვეულში ბატის ფრთით აღენუსხა, ვინ რას ნატრობდა და თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავდა, მაშინვე ეცნობებინა იმპერატორისათვის“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.
    7.95
    ქალთევზას ამბავი
    ავტორი; ლუიზ ო'ნილი მთარგმნელი: ლეილა ბერიშვილი სერია: ლიბერკიდსი   მიურჯინი ზღვის მეფის ქალიშვილია, მშვენიერი, ლურჯთვალა ქალთევზა, რომელსაც ძალიან აინტერესებს ადამიანთა სამყარო. ზღვის სამეფოში კი ასეთი წესია: გოგონას უფლება აქვს ავიდეს მაღლა, ნახოს ხმელეთი და ცა, ადამიანებსაც მოჰკრას თვალი, მაგრამ უკან უნდა დაბრუნდეს. ბებია სულ შთააგონებს, რომ ქალს არ შეჰფერის ბევრი შეკითხვის დასმა. აბა, ცნობისმოყვარეობა რა გოგონას საქმეა? ამან ხომ მიურჯინის დედა დაღუპა?
    11.95
    ქარვის ჭოგრიტი
    ავტორი: ფილიპ პულმანი მთარგმნელი: ნიკა სამუშია სულაკაურის გამომცემლობა
    22.9
    ქართული ანბანი
    16.95
    ქართული ანბანი
    ილუსტრატორი: ლელა ცინცაძე; ნანა მელქაძე ყუთში 33 წყვილი (სულ 66) ბარათია. ამ ბარათებით შესაძლებელია როგორც ქართული ანბანის, ისე სიტყვების ამოკითხვის სწავლება და მიზანიც ეს არის! თითოეულ ბარათს ასოს, სიტყვისა და ილუსტრაციის მიხედვით თავისი წყვილი ბარათი აქვს. ბარათებით ბავშვები მემო თამაშსაც ითამაშებენ - ერთდროულად განივითარებენ დაკვირვებისა და მეხსიერების უნარს. წაიკითხე, ისწავლე და ითამაშე!
    13.95
    ქართული ანბანი (დაწერე და წაშალე)
    გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა 22-გვერდიანი წიგნი + კალამი. ეს წიგნი ბავშვებს დაეხმარება იმაში, რომ ქართული ანბანი და ქართული ასო-ბგერების წერა მარტივად და ხალისით ისწავლონ. წიგნში ანბანი დალაგებულია თანმიმდევრულად და თითოეულ ასო-ბგერას თან ახლავს საწერი ბადე, რომლის საშულებითაც ბავშვები წერას ისწავლიან. წიგნის გვერდები ილუსტრირებულია და ანბანის შესწავლის პროცესი ასე უფრო გახალისდება ბავშვებისთვის.   წიგნს, ასევე მოყვება ფლომასტერი, რომელიც მარტივად იშლება და ბავშვებს ამ წიგნის გამოყენება მრავალჯერადად შეეძლებათ.   
    10.9
    ქართული ენა: თავსატეხები (დაწერე და წაშალე)
    ასაკი: 6+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი შეავსე კროსვორდი, გამოიცანი რებუსი, ჩასვი გამოტოვებული ასო, გაშიფრე საიდუმლო ენა, შეადგინე სიტყვები და წინადადებები… – ასეთი მითითებების შესრულება და ნაირ-ნაირი თავსატეხის ამოხსნა ყველა ბავშვს იტაცებს. ეს ფერადი, საინტერესო და მრავალფეროვანი სავარჯიშოებით დატვირთული წიგნი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს გონებას გაუვარჯიშებს და დროის ნაყოფიერად გატარებაში დაეხმარება
    9.9
    ქართული ზღაპრები
    სერიის დასახელება: კლასგარეშე საკითხავი   ეს წიგნი პატარა მკითხველს ქართული ხალხური ზღაპრების სამყაროში ამოგზაურებს. ასფურცელას, ნაცარქექიას, კომბლეს, ხუთკუნჭულას, მუჭანახევარას, წიქარას, ცეროდენას და სხვათა ამბები ია გიგოლაშვილმა დაასურათა, რათა ეს მოგზაურობა ბავშვებისთვის ერთიორად გაემხიარულებინა.
    14.95
    ქართული ზღაპრები ცხოველებზე
    სერია: ვიკითხოთ ერთად ასაკი: 5+ „ვიკითხოთ  ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 5 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: იყო და არა იყო რა, იყო ერთი  – სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი. სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი  და იკითხეთ ერთად.
    17.9
    ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო
    ტექსტის ავტორი: ინგა ანთიძე ილუსტრატორი: ვარლამ ჯმუხაძე გამომცემლობა: არტანუჯი   შეაბიჯეთ ქართული მითების მაგიურ სამყაროში. შეხვდით ტყის დედოფალ ტყაშმაფასა და ღრუბლების მბრძანებელ ელიას, შეიტყვეთ, როდის ამოდიან ზღვიდან მესეფენი და რატომ იყო თეთრი მანგური იღბლიანი, როგორ დაამარცხეს იახსარმა და კოპალამ დევები, რისი ეშინიათ ჭინკებს, რატომ იქცა ლამაზი ახალგაზრდა მჭედელი პირქუშად და როგორ დააღწია თავი ხოგაის მინდიმ ქაჯებს, მიჯაჭვულმა ამირანმა კი ხანგრძლივ ტყვეობას. თქვენთან შესახვედრად ტყის, წყლისა და ნადირთ მბრძანებლები ემზადებიან. გაიცანით ქართული მითოლოგიის ოცი გამორჩეული გმირი და მათი სამყარო: დალი, ბეთქილი, თეთრი მანგური, ტყაშმაფა, ოჩოპინტრე, ოჩოკოჩი, მესეფენი, ალი, წყარიშდიდა, დევი, კოპალა, იახსარი, ნაწილიანი, პირქუში, ამირანი, ყურშა, ჭინკა, ხოგაის მინდი, კუდიანი, ელია სარჩევი: დალი; ბეთქილი, თეთრი მანგური, ტყაშმაფა, ოჩოპიინტრე, ოჩოკოჩი, მესაფენი, წყარიშდიდა, დევი, კოპალა, იასხარი, ნაწილიანი, პირქუში, ამირანი, ყურშა, ჭინკა, ხოგაის მინდი, კუდიანი, ელია
    31.95
    ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო (რუსულად)
       
    49.95
    ქართული მოთხრობის ანთოლოთია II ტომი
    შემდგენელი დიანა ანფიმიადი წიგნში თავმოყრილ ნაწარმოებებს ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ განასხვავებს: დაწერის დრო, თემატიკა, პერსონაჟები, ამბის მოყოლის თავისებურება, ლიტერატურული ენა. უფლისწულის აღზრდისა თუ ცელქი მოსწავლის გაკვეთილების, კეთილი ექიმისა თუ დაკარგული ბავშვობის, მცენარეებისა თუ ცხოველების მხიარული თუ სევდიანი თავგადასავლების მიღმა იმ მთავარ სათქმელსაც იპოვი, რაც ლიტერატურას და განსაკუთრებით, საბავშვო ლიტერატურას უნდა ჰქონდეს – ადამიანის უპირობო და მარადიული სიყვარული. ამ წიგნში ბევრი სიყვარულია, რომელსაც სულ სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის ქართველი მწერლები გიხსნიან შენ – მარადიულ ბავშვს და ყველაზე საყვარელ მკითხველს. ყდა: მაგარი
    15.9
    ქართული საბავშვო ლექსების ანთოლოგია
    შემდგენელი დიანა ანფიმიადი პოეზია ბავშვების გულისკენ მისასვლელი ყველაზე საყვარელი ენაა. ამ წიგნში ქართული პოეზიის ნაწილი შევკრიბეთ, რომელიც თავის პატარა მკითხველებს ელის. აქ ცნობილი საბავშვო ლექსების გარდა, ზოგიერთი “საუფროსო” ლექსიცაა, რომელიც ბავშვებისთვის ისეთივე გასაგები და საყვარელია, როგორც დიდებისთვის. ხალხური პოეზია, ამირანის ეპოსი, “ვეფხისტყაოსანი”… ნახეთ, როგორ გრძელდება ქართული პოეზიის გზა, ამოარჩიეთ თქვენი საყვარელი ლექსი.
    15.9
    ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია I ტომი
    შემდგენელი ლია ლიქოკელი ამ წიგნში თავმოყრილია სამი საუკუნის  გამორჩეული მოთხრობები. სულხან-საბა ორბელიანიდან დღემდე, იგავებიდან ნოველებამდე, ჯადოსნური სამყაროდან ყოველდღიურ, რეალისტურ ყოფამდე, ეს ტექსტები ყოველ ეპოქაში ასახავდა ძირითად ადამიანურ ფასეულობებს – სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას და თავისუფლებისკენ სწრაფვას.    
    15.9
    ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია III ტომი
    შემდგენელი დიანა ანფიმიადი ვაგრძელებთ მოგზაურობას ქართული საბავშვო ლიტერატურის მრავალფეროვან სამყაროში. განსხვავებული დრო და სივრცე, მსოფლმხედველობა და კონცეფცია, ჟანრი თუ ფორმა… ამ წიგნში მრავალ ავტორსა და პერსონაჟს შეხვდებით. წაიკითხავთ ლიტერატურულ თუ ხალხურ ზღაპარს, რეალურ და ფანტასტიკურ ამბებს, სოფელს, ქალაქს და დროში მოგზაურობასაც კი. ეს წიგნი კიდევ ერთი, ახალი საკითხავია ბავშვებისთვის, სადაც მათ ბევრი საინტერესო ამბავი დახვდებათ.
    15.9
    ქართული ხალხური ზღაპრები
    ქართული ხალხური ზღაპრების ეს მშვენიერი კრებული ჯადოსნური სამყაროს კარს გაგიხსნის და დაუვიწყარი თავგადასავლებითა და შთაბეჭდილებებით სავსე სამყაროში გიმეგზურებს. ამ წიგნიდან გაიგებ, როგორ ახერხებენ გამჭრიახი გმირები გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევას; როგორ ამარცხებენ მოხერხებულობით უძლეველ, ცხრათავიან დევებს; როგორ ეხმარებიან სუსტებსა და დაჩაგრულებს და როგორ ამკვიდრებენ ქვეყანაზე სიკეთეს, ერთგულებას, სიყვარულს...
    24.95
    ქართული ხალხური ზღაპრები
     წიგნში შესულია: სიზმარა, მზის ასული, ხელმწიფის დედა;ადიხანჯალა;საზღაური;მამასახლისი და გლეხის ბიჭი;ჯერ არ თქმული სიმართლე; სამი ად;ეშმაკის ლაგამი;ბედის მაძებარი;კოპალა;დიაკვანი და ყვავი;დედა ღორი და მგელი;ზარმაცი კაცი; და ა.შ.
    22.95
    ქარის მოყოლილი ზღაპრები
    ავტორი: ვასო გულეური გაინტერესებს, როგორ გაჩნდა ქარი? ან თეთრი ყვავის შესახებ თუ გსმენია? ალბათ, არც კაკლის ხის ზღაპარი იცი და არც ის ტრამვაი, პატარა ლამაზ გოგონას გულის ფანცქალით რომ ელოდებოდა ხოლმე. ვასილ გულეურის ეს მშვენიერი წიგნი სწორედ ასეთი ამბებით არის სავსე. თითოეული მათგანი დაუვიწყარი და ძალიან საყვარელია. წაიკითხე. აუცილებლად მოგეწონება და გული სითბოთი და სიყვარულით აგევსება.
    15.95
    ქაცუნა და ბაცუნა
    ავტორი: ქეტევან მეზურნიშვილი     "ქაცუნა და ბაცუნა პატარა ზღარბები არიან. ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები ჰყავთ და ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ბედნიერად და მხიარულად ატარებდნენ დროს. მაგრამ ისინი სულ ჩხუბობენ, თანაც - ყველაფერზე. უცნაური ამბავია, არა? ყველა სათამაშო ორ-ორი აქვთ, აიწონა-დაიწონას ორი ბოლო აქვს… ისინი კი მაინც ვერ იყოფენ. მოკლედ, ჩხუბისთვის საბაბის მოფიქრების დიდოსტატები არიან. მაგრამ ასე გაგრძელება ხომ არ შეიძლება? რაღაც უნდა მოხდეს, არა? ეს ფერად-ფერადი წიგნი პატარა ზღარბების საუკეთესო აღმოჩენის შესახებ გიამბობს. წაიკითხე და ნახავ, როგორ იცვლება და რა მშვენიერია ცხოვრება იქ, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა და სიყვარული მეფობს."
    14.95
    ქრისტინე და სხვა მოთხრობები
    ავტორი: ეგნატე ნინოშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „სიცოცხლე ხანმოკლე, ხანგრძლივად ნაყოფიერი“ – ასეთი მოკლე პოეტური ფრაზით შეაფასა აკაკი წერეთელმა მე-19 საუკუნის გამოჩენილი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ნინოშვილის შემოქმედებას ასევე მაღალ შეფასებას აძლევდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა იმ დროის თითქმის ყველა ცნობილ პერიოდულ გამოცემაში. ამ კრებულში შეტანილია ეგნატე ნინოშვილის ცნობილი ნაწარმოებები: „პალიასტომის ტბა“, „გოგია უიშვილი“, „განკარგულება“, „ქრისტინე“ და სხვები. მწერალმა ამ მოთხრობებში გლეხთა უნუგეშო ყოფა, უკიდურესი სიდუხჭირე, სახელმწიფო მოხელეთა ძალმომრეობა და თავგასულობა ასახა.
    8.9
    ღამის სიტყვების წიგნი
      ასაკი: 2+ როტრაუტ სუზან ბერნერის ილუსტრაციებით დეტალიზებულ, ფერად ილუსტრაციებზე პატარა ფიგურების პოვნა, არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან სახალისო თავსატეხია, რომლითაც პატარები სიამოვნებით გაერთობიან. წიგნში მოცემულ 100-ზე მეტ ფიგურას თავისი სახელი აქვს მიწერილი, რაც ბავშვებს სიტყვების შესწავლას გაუადვილებს, ნახატების პოვნა კი ყურადღების კონცენტრაციის, დაკვირვებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარებს განვითარებაში დაეხმარება.
    16.9
    ღმერთო, აქ ხარ? მე ვარ, მარგარეტი
    მთარგმნელი: ნინო ჩაკვეტაძე ავტორი: ჯუდი ბლუმი     „ღმერთო, აქ ხარ? მე ვარ, მარგარეტი. დღეს სხვაგან გადავდივართ. იცი, როგორ მეშინია?! სხვაგან არასდროს მიცხოვრია. ახალი სკოლა რომ არ მომეწონოს? ან პირიქით, მე რომ არავის მოვეწონო? გთხოვ, ღმერთო, დამეხმარე, რა. ისე ქენი, რომ ნიუ-ჯერსი მთლად საშინელებაც არ იყოს. გმადლობ.“ ასე იწყება ჯუდი ბლუმის საკულტო წიგნი, რომელშიც გამორჩეულად საყვარელ გოგონას, მარგარეტ საიმონს გაიცნობთ. სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მარგარეტს დიდი მოულოდნელობა ატყდება თავს – მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსიში გადადის. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ახალ სკოლასა და მეგობრებთან შეგუება მოუწევს, ეს კი არც ისე ადვილია, როცა თითქმის თორმეტი წლის ხარ. ეს მხიარული, სიკეთით სავსე წიგნი ნებისმიერი ასაკის მკითხველს მოხიბლავს და აუცილებლად მოჰგვრის ღიმილს.
    11.9
    ყაჩაღის ასული რონია
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   რონია მამაცი და უშიშარი გოგოა და ეს არცაა გასაკვირი, ის ხომ ძლევამოსილი ყაჩაღის – მატისის ასულია, თანაც ჭექა-ქუხილის ღამეს დაიბადა; სწორედ იმ ღამეს, როცა მეხმა ორად გააპო მატისის ციხე და მთლიანად შეცვალა ყაჩაღთა ბელადისა და მისი 12 ყაჩაღის ცხოვრება. სწორედ იმ ღამეს მატისის მოსისხლე მტერს, ბორკასაც შეეძინა ვაჟი – ბირკი… ალბათ უკვე ხვდები, რომ ეს წიგნი რონიასა და ბირკის უჩვეულო, ამაღელვებელ და უანგარო მეგობრობაზე მოგვითხრობს. ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის, არაჩვეულებრივ ზღაპარში მეგობრობის ძალას ნამდვილად შეუძლია მთავარ პერსონაჟებს დააძლევინოს ყველა წინაღობა თუ ფათერაკი და ჩიბუხის კვამლს გააყოლოს ბოროტება.
    10.9