santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
საბრალონი
ავტორი: ვიქტორ ჰიუგო თარგმანი: ივანე მაჭავარიანი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
27.95
საიდუმლო კუნძული
ავტორი: ჟიულ ვერნი   სინამდვილეში, მას არასოდეს უმოგზაურია, თუმცა მილიონობით მკითხველს სამყარო წიგნივით გადაუშალა და ფანტასტიკური მოგზაურობისა და თავგადასავლების დაუვიწყარი ეპიზოდები შესთავაზა. ეს ჟიულ ვერნია - სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ფუძემდებელი და სათავგადასავლო რომანების ავტორი. ჟიულ ვერნი მისი მთავარი წიგნებით დაუვიწყარ მოგზაურობას, თავგადასავლებსა და შთაბეჭდილებებს გპირდებათ. დაემგზავრეთ კაპიტან ნემოსა და პროფესორ არონაკსს წყალქვეშა უკიდეგანო სამყაროსკენ - იქ საოცარი აღმოჩენები გელოდებათ; ინჟინერ სმიტს კი უკაცრიელ, საიდუმლო კუნძულზე გაჰყევით; რობერტ და მერი გრანტები მამას - კაპიტან  გრანტს ეძებენ... გაიგეთ, სად ჩაუშვებენ ღუზას და იპოვიან თუ არა მამას; ჩრდილოეთი პოლუსი ახლოს მოგეჩვენებათ, თუ შეუპოვარი და გაბედული კაპიტან ჯონ ჰატერასის საოცარ თავგადასავალს გაეცნობით; ამის მერე კი აღარც აფრიკის სანაპიროებისკენ „პილიგრიმით” მგზავრობის შეგეშინდებათ, თუნდაც გემს თხუთმეტი წლის კაპიტანი მართავდეს. რაც მთავარია, თითოეული “მგზავრობისას” ფათერაკები და მოულოდნელობები ჩვეულებრივი ამბავია, უჩვეულო და წარმოუდგენელი სიტუაციები კი ის თილისმა, რომელიც მკითხველს ჟიულ ვერნისეული ლიტერატურის მოყვარულად აქცევს.
17.95
საიდუმლო შვიდეული: საიდუმლო შვიდეულის თავგადასავალი(წიგნი 2)
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: გიორგი რობაქიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
7.9
სალამია
ავტორი: გურამ ოდიშარია სალამია კუნძული-სახელმწიფოა, და თუ რატომ გადაწყვიტა მისმა მეფემ თავისი ქვეყნის გალავანში მოქცევა, ამას მკითხველი თანდათანობით შეიტყობს. სალამიას მეფეს მთელი მისი მმართველობის განმავლობაში ებრძვის გუია, რომელსაც ბევრი თანამემამულისაგან განსხვავებით, სჯერა, რომ შესაძლებელია შეუძლებლის მიღწევა – ვთქვათ, ცაში მოგზაურობა, ან სულაც – ხელმწიფის ჩამოგდება. მეფესაც და გუიასაც უყვართ თავიანთი სამშობლო და, ამავე დროს ერთი მშვენიერი სალამიელი ქალიშვილიც, სახელად ანონა.
19.95
სამი გოჭი
ასაკი:3-6 წლამდე   როდესმე უთქვამთ შენთვის, რომ შრომა ყოველთვის ფასდება?! წაიკითხე სამი გოჭის ზღაპარი და მიხვდები, რომ ეს ნამდვილად ასეა.
12.95
სიახლე
სამოთხე
ავტორი: აბდულრაზაკ გურნა   აბდულრაზაკ გურნას „სამოთხე“ ისტორიული რომანია, რომელიც პირველად 1994 წელს გამოიცა. რომანი კარგად მიიღეს კრიტიკოსებმა და წიგნმა იმავე წელს ბუკერის პრემია დაიმსახურა. ეს შთამბეჭდავი ნაწარმოები ირონიული სათაურით „სამოთხე“, მკითხველს უშველებელი კონტინენტის ბუნებრივ წალკოტში ითრევს, რომელიც სრული ევროპული კოლონიალიზმის ზღვარზე იმყოფება. მოქმედება კოლონიალურ ჩრდილო აფრიკაში მიმდინარეობს. ეს ის დროა, როდესაც ინგლისელები ადგილობრივ მკვიდრთ საკუთარი მიწებიდან ყრიან, ხოლო გერმანელები კონტინენტის ერთი კიდიდან მეორემდე რკინიგზის გაყვანას გეგმავენ. მთავარი მოქმედი გმირი თორმეტი წლის იუსუფია, რომელსაც მამა მდიდარ ვაჭარს ვალების სანაცვლოდ უთმობს.   იუსუფი ძია აზიზის, ექსპლუატატორი მდიდარი ვაჭრის, რომელიც ბიჭს თავიდან თავისი ნამდვილი ბიძა ჰგონია, მაღაზიაში მუშაობს. შემდეგ სავაჭრო ქარავანთან ერთად უწევს მოგზაურობა და ჯერ კიდევ უმწიფარი იუსუფი შეეჯახება აფრიკას, სადაც სასტიკი ტომობრივი ომები მიმდინარეობს, ხალხი ცრურწმენებით ცხოვრობს, გავრცელებულია უამრავი დაავადება და ბავშვთა მონური შრომა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. ყველაფერთან ერთად, იუსუფს უიმედოდ უყვარდება ამინა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბევრად უფროს აზიზზე ძალით გაათხოვეს.   ზანზიბარში გაზრდილი მწერალი, რომელიც შემდეგ ინგლისური ლიტერატურის პროფესორი გახდა, ადვილად ახერხებს ერთ ქვაბში ჩაყაროს და ზრდასრული ცხოვრების ისტორიად აქციოს აფრიკელი მუსლიმების, ინდოელი ვაჭრების, ევროპელი ფერმერებისა და ადგილობრივი ტომების შუღლისა და მტრობის ამბავი. აბდულრაზაკ გურნა, რომლის ნაწარმოებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ხშირად აერთიანებს გეოგრაფიასა და ადამიანების ამბებს, თუმცა, იმავდროულად, თითოეული ამბავი განსაკუთრებულად რჩება. არადამაჯერებლობა, ერთ საკითხზე მრავალი სხვადასხვა მოსაზრების არსებობა და ირონია გურნას ხელწერაა, რაც მის ნაწარმოებებს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.   „სამოთხე“ დაწერილია კაცის მიერ, რომელსაც აფრიკა და აფრიკელები უყვარს, ამიტომ ნაწარმოები ბევრად ახლოს მიდის მკითხველის გულთან, ვიდრე ევროპელი ავტორების მიერ შექმნილი წიგნები. გურნას მიერ დახატული აფრიკა ნამდვილია, ხალისიანი, ლამაზი, მრავალფეროვანი, ხალხი საინტერესო, მათ მიმართ მკითხველი ძალიან ადვილად იმსჭვალება თანაგრძნობით. „სამოთხეში“ მოქმედება მიმდინარეობს პირველ მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც გერმანელები გახდნენ დომინანტი ჯგუფი აღმოსავლეთ აფრიკის იმ ნაწილში, რომელსაც ახლა ტანზანია ეწოდება. წიგნის პერსონაჟები გერმანელებს „ევროპელებს“ ეძახდნენ. აფრიკელებმა იცოდნენ, რომ ისინი სხვებზე დაუნდობლები და სასტიკები იყვნენ.   იუსუფის, რომელიც ევროპის კოლონიალური მმართველობის ბოლო პერიოდში გაიზარდა, ორაზროვან ბუნებას ავტორი იუველირის სიზუსტით აღწერს. ბიჭის მოულოდნელი გადაწყვეტილება წიგნს ერთი ამოსუნთქვით, გნებავთ, ერთი ხელის მოსმით, მაგრამ ძალიან გონივრულად ამთავრებს. იუსუფის არჩევანი, არის შეგნებული არჩევანი და გვაფიქრებს მიზეზებზე, რამაც აიძულა ახალგაზრდა კაცი ნებაყოფლობით შეერთებოდა გერმანულ არმიას.   ავტორის 2021 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვების დროს ჟიურიმ სხვა მოსაზრებებთან ერთად ეს შესანიშნავი რომანიც გაითვალისწინა.   ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა
27.95
სამყაროს მშვიდი გულგრილობა
ავტორი: პეტერ   შტამი   პეტერ შტამი რომანში „სამყაროს მშვიდი გულგრილობა“ მოგვითხრობს უჩვეულო ამბავს. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ერთ დღეს თავის ახალგაზრდა მე-ს შეხვდება და იწყებს მის თვალთვალს. თითქოს ყველაფერი მეორდება, თან არც მეორდება... ისმის კითხვა: შეუძლია ადამიანს გაექცეს ბედს თუ უნდა შეურიგდეს სამყაროს მშვიდ გულგრილობას?
11.9
სასიცოცხლო სივრცე
ავტორი: თამაზ ჭილაძე   სასიცოცხლო სივრცე აერთიანებს სხვადასხვა დროს პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილ საუბრებს თამაზ ჭილაძესთსან. არ დარჩენილა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის არც ერთი გარდამტეხი მოვლენა, რომლის შესახებაც ქართული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსს თავისი აზრი არ გამოეთქვას და შეეფასებინოს. ეს პირუთვნელი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის აწმყოსთან მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას უღვიძებს მკითხველსაც.   დიალოგებში არის ფიქრიც, ეჭვიც, ძიებაც, განსჯაც და ანალიზიც. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებთან ერთად, მწერლის ყურადღების ობიექტად რჩება კულტურა, სახელოვნებო სივრცე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
28.6
საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ
ავტორი: ლაშა ბუღაძე   მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი ისტორიული ფიგურაა, საკუთრივ საქართველოს ბედზე მის გავლენაზე ყურადღება ჯერაც არ გამახვილებულა. დღემდე არ არსებობს ამ ტიპის არც სამეცნიერო, არც სამეცნიერო - პოპულარული და არც თუნდაც მხატვრული ნაშრომი; არ გადაღებულა ფილმი, არ გამართულა კონფერენცია. ეს წიგნი ქართულ დისკურსში მე-20 საუკუნის საქართველოს ბედზე სტალინის როლსა და გავლენაზე ფოკუსირების პირველი მცდელობაა. ამ წიგნის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, როცა აშკარა გახდა, რომ, სტალინის ფიგურის პოპულარობის ზრდასთან ერთად, რუსული საინფორმაციო ომის დღის წესრიგში მისი მნიშნვნელობა სულ უფრო წინ იწევდა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გუნდმა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სიღრმისეული კვლევა ჩაატარა, რასაც ეყრდნობა კიდეც წიგნი. ესაა კოლაბორაციული პროექტი სოვლაბსა და ტექსტის ავტორ მწერალ ლაშა ბუღაძეს შორის, რომელიც აქტიურად მუშაობდა სოვლაბის გუნდთან ერთად.   სიუჟეტი პარალელური თხრობის პრინციპით ვითარდება - ერთი მხრივ, სტალინის ცხოვრებისეული და პოლიტიკური გზა, ხოლო, მეორე მხრივ, მოდერნული და დემოკრატიული საქართველოს პროექტი, რასთან შეუთავსებლობა და კონფლიქტი სტალინის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაფარული და, ამავე დროს, დრამატული ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არ წარმოადგენს აკადემიურ ნაშრომს, იგი აღჭურვილია სამეცნიერო აპარატით. კვლევის პროცესში გუნდმა დაამუშავა დოკუმენტური წყაროების ვრცელი კორპუსი და რამდენიმე, დიდწილად დავიწყებული, მნიშვნელოვანი მემუარები, სადაც ავტორები პირად გამოცდილებას ჰყვებიან. ამ ტექსტების უმრავლესობა არასდროს გამოქვეყნებულა.
20
სიახლე
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ფორმისა და შინაარსის ძიებაში. სტატიების კრებული)
კრებული დარგობრივი და თემატური მრავალფეროვნების წყალობით პირველი რესპუბლიკით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებასაც და სამეცნიერო წრეებსაც ახალი კუთხით დაანახებს დამოუკიდებლობის ხანმოკლე, მაგრამ უაღრესად დატვირთულ, პერიოდს. აქამდე ნაკლებად განხილული მოვლენების, დოკუმენტების, ნაწარმოებებისა თუ ინსტიტუციების ანალიზის საფუძველზე პირველი რესპუბლიკის მოკლე სამი წელი წარმოჩინდება არა როგორც რაღაც „არარადან“ აღმოცენებული და უკვალოდ გამქრალი, არამედ როგორც სამჭედლო, სადაც იმპერიული პერიოდიდან ნამემკვიდრევი ფორმებისა და შინაარსის გადადნობა, ახალ ყალიბში გადასხმა მოხდა, რომელთა ნაწილმა 1921 წლის მერეც განაგრძო გარდაქმნილი სახით არსებობა.  წიგნი ინსტიტუტის მრავალწლიანი პროექტის ფარგლებში მომზადდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, ლუკა ნახუცრიშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელობით და უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“.  
37
საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია შუა საუკუნეებში
ავტორი: როინ მეტრეველი, ვახტანგ გურული  წიგნი მოიცავს IV - XVIII საუკუნეებს
24.95
სდექ, კირა, სდექ
ავტორი: თამარ ფხაკაძე   კირა მთარგმნელობით ბიუროში მუშაობს და იტალიურიდან თარგმნის სერიალებს. ცამეტწლიანი ემიგრაციის შემდეგ მშობლიურ ქალაქში ყველაფერი შეცვლილი დახვდა _ უახლოეს მეგობრებს სხვა საზრუნავები და ინტერესები აქვთ, გარემოც გაუცხოებულია და კირა ხანდახან საკუთარ თავს ეკითხება, ღირდა თუ არა დაბრუნება. ამ ერთფეროვნებაში პაწაწინა სამუშაო ოთახში ახალ თანამშრომელს, სიტყვაძუნწ და ინდიფერენტულ გიორგი პირველს, შემოუსახლებენ. ახალგაზრდა კაცის გამოჩენა კირას რუტინულ ყოფაში სიახლის, სავარაუდოდ, მელოდრამის მომასწავებელია. და მართლაც, იწყება ამბავი, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება სრულიად მოულოდნელი, უცნაური, ზოგჯერ კი სასაცილო და დაუჯერე_ბელი მოვლენები. ერთი შეხედვით, მსუბუქი, სინამდვილეში კი მძაფრ სოციალურ და საზოგადოებრივ მანკიერებებზე მიმანიშნებელი გროტესკული რომანი ცოცხალი, დინამიკური, იუმორითა და ირონიით გაჯერებული თხრობით მკითხველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.
12.95
სინათლის მეომრის გზამკვლევი
  პაულო კოელიო თანამედროვეობის ერთ-ერთი პოპულარული ავტორია. მისი ნაწარმოებები 81 ენაზეა თარგმნილი და 225 მილიონზე მეტი ტირაჟითაა გაყიდული. ამ წიგნში არ დაგხვდებათ ჩვეულებრივი ამბავი დასაწყისითა და დასასრულით, სიცილის ან ცრემლის მომგვრელი ჩახლართული სიუჟეტი; მაგრამ თუ გსურთ, ხელთ გქონდეთ გზამკვლევი, რომელიც ცხოვრების მძიმე წუ- თებს შეგიმსუბუქებთ, მაშინ პაულო კოელიოს ეს ნაწარმოები სწორედ შესაფერისია. მწერალი მინიშნებებით ცდილობს იმ გზის ჩვენებას, რომელსაც უნდა მისდიოს ადამიანმა, და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საყოველთაო ღირებულებებს. "სინათლის მეომარია ის, ვისაც შეუძლია სიცოცხლის სასწაულს ჩაწვდეს, უკანასკნელ წუთამდე იბრძოლოს... ეს ყველას შეუძლია. და იმის მიუხედავად, რომ თავს სინათლის მეომრად არავინ მიიჩნევს, ჩვენ ყველანი სწორედაც სინათლის მეომრები ვართ."
12.9
სუნთქვის შემგროვებელი
ავტორი: ნათია როსტიაშვილი   „სუნთქვის შემგროვებელი“ ნათია როსტიაშვილის მეორე კრებულია, რომელშიც სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში დაბეჭდილი და აქამდე დაუბეჭდავი მოთხრობებია თავმოყრილი.  „შემგროვებლობა“ მწერლის უმთავრესი გატაცებაა, მეტიც – ჯანსაღი ვნება, რომელიც ახალ თავგადასავლებს წარმოშობს. გროვდება არა მხოლოდ ამბები, არამედ შეგრძნებები – შიშები, ტკივილები, სიხარულები, ნეტარებები(ც); რაც მთავარია, მრავალფეროვანია ვარიაციებიც იმ საკითხზე, თუ რისთვის გროვდება ეს ყველაფერი – თამაშისთვის? ცხოვრებისთვის? გადარჩენისთვის?.. მკითხველი მისთვის სასურველ და საინტერესო პასუხებს აუცილებლად იპოვის, თამაშის წესებშიც იოლად ჩაებმევა, რადგან ნათია როსტიაშვილის შემოქმედებითი გარემოს მთავარი მოცემულობა – სიკეთეა და ატმოსფერო კი იუმორით, ხშირად სათქმელის სიმძაფრის მიუხედავად, მაინც (გასაძლები) სიმსუბუქით გაჯერებული. მრავალფეროვანი სიტუაციები კი წარმოსახვის თავბრუდამხვევ ჯადოსნობას შეგაგრძნობინებთ. ამ სამყაროს ნდობა ძნელი არაა – აქ ბედნიერებაც შესაძლებელია. ხოლო, თუ როგორ – ეს თავად უნდა წაიკითხოთ. ▪რედაქტორი: ნინო სადღობელაშვილი
12
ტარას ბულბა
ავტორი; ნიკოლაი გოგოლი მთარგმნელი: ივანე ახალშენიშვილი „პატარა როდია მდინარე დნესტრი, იქ ბევრი ყურე, ლელიანი, მეჩეჩი და ღრმა ადგილია; ლაპლაპებს, ბზინავს მდინარის სარკისებრი ზედაპირი, ხმიანობენ გედები. ამაყი კოკონაც სწრაფად მიჰქრის; მრავლად იცის ლელიანებში და ნაპირებზე ღალღა, წითელჩიჩახვიანი ტურუხტანი და სხვა მრავალი ფრინველი. სწრაფად მიცურავდნენ კაზაკები თავიანთი ვიწრო ორსაჭიანი ნავებით, მწყობრად უსვამდნენ ნიჩბებს, გვერდს უვლიდნენ მეჩეჩებს, აფრთხობდნენ, აფორიაქებდნენ ფრინველებს და თავიანთ ატამანზე ლაპარაკობდნენ“.
8
ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი
ავტორი: ჰენრი ფილდინგი ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ   მე-18 საუკუნის ინგლისელი დრამატურგისა და მწერლის, ჰენრი ფილდინგის რომანი „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“ 1749 წელს, ლონდონში დაიბეჭდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ის მოგვიანებით სომერსეტ მოემმა მსოფლიოს ათ საუკეთესო წიგნს შორის მოიხსენია.    პოლიტიკური სატირით განთქმული ფილდინგი ხშირად დარჩენილა შემოსავლის გარეშე, თუმცა მეცენატ რალფ ალენს ის არასდროს მიუტოვებია (მწერლის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილების სწავლის საფასურსაც კი იხდიდა). სწორედ რალფ ალენია „ტომ ჯონსის“ მთავარი პროტაგონისტის – ოლვორთის პროტოტიპი.   სკვაირ ოლვორთის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც საკუთარ სახლში უცხო ჩვილს აღმოაჩენს. მშობლებისგან მიტოვებულ ჩვილს ოლვორთი ტომ ჯონსს დაარქმევს და მის აღზრდას იკისრებს. ეს კომედიური რომანი აღმზრდელობით და პიკარესკულ ხასიათსაც იტევს. ის 18 თავისგან შედგება, თუმცა სიცოცხლით, სიცილით და ბასრი ირონიით სავსე თავს მოუბეზრებლად წაგაკითხებთ და სამუდამოდაც დაგამახსოვრებთ.
44.95
ტრაგედიები ტომი 1
ავტორი: ევრიპიდე   ევრიპიდეს შემოქმედებაში თავი იჩინეს ძვ.წ. V საუკუნეში აღმოცენებულმა სოფისტურმა წარმოდგენებმა, რომლებისთვისაც ნიშანდობლივი იყო ძველი ფასეულობებისადმი ახლებური დამოკიდებულება. ევრიპიდეს ტრაგედიათა გმირები ათენის სცენაზე მსჯელობდნენ სამყაროსეული წესრიგის სამართლიანობის, ამ წესრიგის შემეცნების პრობლემებზე; მათი მონოლოგები იყო ჩაფიქრება მითოლოგიური ტრადიციისა თუ რელიგიის განცდაზე; ისინი საუბრობდნენ ადათ-წესებსა და მორალზე, სამშობლოს სიყვარულზე, ყოველივე იმაზე, რაც აღელვებდა და აინტერესებდა თეატრში მისულ მოქალაქეს.
25
ტრაქტატი ლობიოს დაჩურჩვის შესახებ
ავტორი; ვიესლავ მიშლივსკი   ლობიოს დაჩურჩვა თანამეინახესთან ერთად – პასტორალური სამყაროს, გნებავთ, ფილოსოფიური ნადიმის მეტაფორაა, რომელშიც ერთმანეთზე უფრო ძნელი და მტკივნეული საკითხებია გაცხადებული.   ვიესლავ მიშლივსკის ამ რომანში თავი მოიყარა მე-20 საუკუნის უმთავრესმა პრობლემებმა (ომი, დევნილობა, შიმშილი, ღმერთის ძიება და ა. შ.); რომანის პროტაგონისტის საგულისხმო პროფესია – ელექტრიკოსობა – ტექსტის ძაბვის ხარისხიცაა: მისი (და მთელი ეპოქის) თავგადასავალი „ბუნებრივი განათების“ ფონზე იკითხება – ლამპის გამჭვირვალე ალიდან ელექტრონათურის მძლავრ სხივამდე.   რომანი „ტრაქტატი ლობიოს დაჩურჩვის შესახებ” დაჯილდოებულია პრესტიჟული პოლონური პრემიით „ნიკე“.   პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა
22.9
ტრიუმფალური თაღი საკოლექციო
ავტორი: ერიხ მარია რემარკი ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის "ტრიუმფალური თაღის" გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. ...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, "ტრიუმფალური თაღის" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება.
14.95
ტრიქსტერი და სიმულაკრი
ავტორი: თავდგირიძე ხათუნა ოთხი ესეი პოლიტიკურ მითოლოგიაზე. მწერალი, მითიოლოგი, ფოლკლორისტი,, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი. ჰარვარდის უნივერსიტეტის „კომპარატივისტული მითოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IACM) წევრი. არის სამი მონოგრაფიისა და ოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.
20
უილიამ  შექსპირი - სონეტები
ავტორი: უილიამ  შექსპირი მთარგმნელი: დათო აკრიანი უილიამ  შექსპირი სონეტები ინგლისურ ქართულად.  
25
უკვდავების ათინათი
ავტორი: თამაზ ჭილაძე სერია: ინტელექტი სკოლას     აღებული, ვაჟა-ფშაველას რომ ეძღვნება. შეიძლება ითქვას, სწორედ უკვდავების, მარადიულობის ნიშნით არიან აქ, ერთმანეთის გვერდიგვერდ ის მწერლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართულ ლიტერატურაში.   თამაზ ჭილაძე ორიგინალურად, სრულიად განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას, გვიყვება მათ შესახებ. ეს წერილები და ესეები იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში შესული ნაწარმოებები განხილულია, გააზრებულია არაორდინარულად, რაც მასწავლებელს და მოსწავლეს თავისუფალი აზროვნების საშუალებას აძლევს.
15.5
უკრაინული დღეები
ავტორი: ბექა ქურხული   „ბექა ქურხულის „უკრაინული დღეები“ ომის დღიურია, სრულიად ახალი, ძალიან ვრცელი, აღსავსე შთაბეჭდილებებით, პეიზაჟებით, მოვლენებებითა და ადამიანებით. გამაოგნებელია, რომ ეს ერთსა და იმავე დროსა და სივრცეში გვერდიგვერდ თანაარსებობს – ჩემი შვილების წალკოტი ლვოვში და ბომბსაფარები დნეპრში, მარადიული სიწმინდეები კიევში და დაბომბილი მარიუპოლი...   კითხულობ და ტკივილამდე გეცოდება ყველა და ყველაფერი: ადამიანთა განადგურებული სახლები, დასახიჩრებული სიცოცხლეები, დამახინჯებული მეხსიერება... თავად მიწაც გეცოდება, ღრმა ღრმულებისგან შელახული. აცნობიერებ, რომ სხვა გამოსავალი არაა, აქ და ახლა უნდა იომო, რადგან, როგორც ავტორი წერს, „მონსტრისგან თავის დაღწევის ასეთი შანსი არც საქართველოს და შეიძლება არც მთელ მსოფლიოს აღარც ჰქონდეს“. აუცილებელია ბრძოლა – ყველასი ერთად, მთელი მსოფლიოსი, შეთანხმებულად. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლე ჩვენს ომზე. გმადლობ, მეგობარო, მართალი და გულიდან წამოსული სიტყვისთვის“, – ნატალია ტროხიმი.   „წიგნი ეძღვნება უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულ (ჯაბა) ხოფერიას (1997-2022) და ყველა ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას“.
20.9
უსურვილო უბედურება
პეტერ ჰანდკე – ავსტრიელი მწერალი, დაიბადა 1942 წლის 6 დეკემბერს გრიფენში. უკიდურესად შეჭირვებული ბავშვობა გაატარა იუგოსლავია-სლოვენიის საზღვართან ახლოს. სწავლობდა სამართალმცოდნეობას გრაცში. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია, მათ შორის: გერჰარტ ჰაუპტმანის პრემია (1967), შილერის პრემია (1973), გეორგ ბიუხნერის პრემია (1973), 2019 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.   „უსურვილო უბედურება“1972 წელს გამოიცა და მასში მწერლის დედის ცხოვრება და მისი ტრაგიკული აღსასრულია გადმოცემული.   მოთხრობის სათაური „უსურვილო უბედურება“ ("Wunschloses Unglück") პერიფრაზია გერმანული გამოთქმისა „უსურვილო ბედნიერება“(Wunschloses Glück), რაც უმაღლეს ბედნიერებას ნიშნავს, ბედნიერებას, რომელიც აღარაფერს გვიტოვებს სანატრელს. შესაბამისად, „უსურვილო უბედურება“ უკიდურესი უბედურება იქნება, უბედურება, როცა სურვილის თავიც არ გაქვს.   ეს მოთხრობა ერთ-ერთი უადრესი გერმანულენოვანი პოსტმოდერნისტული თხზულებაა.   გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ბრეგაძემ
11.95