santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
უფლის ჩიტები ჭილის ქუდიდან
მანანა დაბახიშვილის ლირიკული პოეზია კარგად ნაცნობი და მივიწყებული მელოდიის რემიქსს მოგაგონებთ, რომელსაც, ძველ ლაზათთან ერთად, განახლებული და აქამდე უცნობი ტონალობებიც ერთვის და მკითხველამდე/მსმენელამდე თვითმყოფადი ენერგიით აღწევს.     სამშობლოს წარსულის რომანტიზმი – მასზე წუხილი და სიხარული; სიყვარული, როგორც ყოფის საიდუმლოს ჭვრეტა; გარესამყაროს „მოპატიჟება“ შინაგან კოსმოსში, მისი ჩართვა ადამიანურ დიალოგში; ბუნების – ამ თავდაპირველი კარის შეღება ცხოვრების კარნავალში – ეს თემები პოეტის კამერტონებია, მათზეა აგებული ეს პოეზია, ეს მუსიკალური ლინგვისტური აკორდები.      რამდენიმე ლექსმა შესაძლოა აგამღეროთ კიდეც, ბევრი ისედაც დაგამახსოვრებთ თავს. პოეზიის საიდუმლოც ხომ ესაა – ისე განაცდევინოს მკითხველს თავი, როგორც მისივე საკუთარი სათქმელი. ამით მკითხველიც განიცდის ბედნიერებას და პოეზიაც რჩება მუდმივად ცოცხალი, ნაღდი და გულწრფელი.     ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან
7.95
უქარქაშო ხმლები 3ტ
ავტორი: ლევან სანიკიძე   ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო.
25
უქარქაშო ხმლები 4ტ
ავტორი: ლევან სანიკიძე   ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო
25
უძებნი შვილი
ავტორი: ბესიკ ხარანაული   „უძებნი შვილი“ ბესიკ ხარანაულის მეტაპოეტური წიგნია, რომლითაც პოეტი დიდ ოდისეაში გვეპატიჟება. ამ მოგზაურობაში მკითხველს წინამძღოლობას სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი გაუწევს და გასაკვირი არაა, რომ ნაწერიც ჯორის ფლოქვების ხმას მიჰყვება. ეს ენერგია კითხვის პროცესში მკაფიოდ იგრძნობა.   ამ წიგნში გვერდიგვერდ ცხოვრობენ ჰიპერბოლა და მეტაფორა ანუ შეუძლებელი და შესაძლებელი; ღმერთის შვილი, რომელსაც სამყაროს შემოქმედი ძებნის დასასრულს ნაგავსაყარზე პოულობს და არსად სხვაგან, და მთავარი – უძებნი შვილი, რომელიც კონკრეტულობას, ვინმედ ან რამედ ყოფნასა და სინამდვილედ ქცევას გაურბის („ვერაფერი ძლებს, რომ თავი არ აღნიშნოს, უძებნი შვილის გარდა“).   „უძებნი შვილი“ ადამიანისა და სამყაროს თავგადასავალია. მასში ჩატვირთული თითოეული სიტყვა ძიების, მოქმედებისა და გზაზე დადგომისკენ გვიბიძგებს. ამ წიგნში, წინამორბედების მსგავსად, იგრძნობა ბესიკ ხარანაულის დიდი მწერლური ოსტატობა, შექმნას ისეთი ტექსტი, სადაც მკითხველი არ დაიკარგება და რომლის კრიალოსანივით ასხმულ სათაურებში კაცი არა მხოლოდ გზას გაიგნებს, თამაშსაც აჰყვება. ეს კი ავტორისთვის მნიშვნელოვანია, რადგან „მკითხველი რომ კმაყოფილია, ავტორიც იწმინდება“.
14.95
უხმო ქვითინი (ქართველთა გადასახლება)
ავტორი: ილჰან აკინი   ვაგრძელებთ ტრადიციას და ქართულ საზოგადოებას ვაცნობთ ეთნიკურად ქართველ მწერალს ილჰან აკინს, რომელიც 20-მდე რომანის ავტორია. ილჰან აკინი (წინაპართა ქართული გვარი ბერიძე) დაიბადა თურქეთის დუზჯეს პროვინციის სოფელ მუნჯურლუში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, არაბულ, ქართულ და ჰინდის ენებზე. მწერლის რომანებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „უხმო ქვითინი - ქართველთა გადასახლება“, „წმინდა ბარბარე & ნიკომედია,“ „ოქროს საწმისი“ და სხვ. ილჰან აკინის რომანი „უხმო ქვითინი - ქართველთა გადასახლება“ ქართველ მუჰაჯირთა მიგრაციის მძიმე წლებზე მოგვითხრობს. მწერალმა ისტორიის მწარე ფურცლებს - ქართველთა მუჰაჯირობას რომანის სახე მისცა და ამ წიგნში აჭარიდან გადასახლებული ერთი ოჯახის ფონზე განზოგადებულად აღწერა მე-19 საუკუნის ბოლოს ოსმალეთში გადასახლებული ქართველების სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა და ის ხვედრი, რომელიც ისტორიამ მათ არგუნათ. რომანში უამრავი სიტყვა მოცემულია ქართულად და ფრჩხილებში მათ განმარტებები ახლავს. ეს ის სიტყვებია, ხეხილის, ყურძნის თუ სიმინდის ჯიშებია, რომელიც ავტორს ბავშვობიდან მახსოვრობაში ჩარჩენია, რომელთაც უფრთხილდება და ესათუთება. ილჰან აკინის ეს რომანი 2014 წელს გამოიცა „დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერით. მისასალმებელია, რომ წიგნი სწრაფად გაიყიდა და 2015 წელს ხელმეორედ დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება განებივრებული არ არის მუჰაჯირობის, დედასამშობლოს ფესვებს მოწყვეტილი ემიგრანტების თემაზე დაწერილი მხატვრული ნაწარმოებებით. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი მკითხველი ინტერესით შეხვდება ამ რომანს.
9.5
ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ
ავტორი: ვაიოლეტ ოკლანდერი     მისი წიგნები, სტატიები, ვიდეოები და ტრენინგები კლინიცისტებისთვის შთაგონების წყარო გახდა და მთელ მსოფლიოში მოიცვა ბავშვების ცხოვრება. ოკლანდერის წიგნი „ფანჯარა ჩვენი ბავშვებისკენ” ამ სფეროში კლასიკადაა მიჩნეული და მისი მრავალ ენაზე თარგმნა კიდევ უფრო აფართოებს გეშტალტთერაპიის მისაწვდომობას მსოფლიოში. სხვა უამრავ თარგმანთან ერთად, ეს წიგნი კლინიცისტებს თეორიული პერსპექტივითა და ტექნიკით უზრუნველყოფს კლინიკური პრაქტიკისთვის. მიზანი ერთია – მთელ მსოფლიოში აღვადგინოთ სულიერი კეთილდღეობა. ფელისია კეროლი ბავშვთა, მოზარდთა და ოჯახის ფსიქოლოგი, ვესტ ქოუსტ ინსტიტუტის დირექტორი     იყო ფანჯრები, რომლებიც ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობით განპირობებული საბჭოთა ინერციის გამო, მკაცრად დაგმანული გვქონდა და ჯერ კიდევ არ შეგვიღია. ეს წიგნი სწორედ ამ ფანჯრებს მიღმა გაგვახედებს. წლებია, არათუ ბავშვი, ახალგაზრდაც აღარ მეთქმის, მაგრამ კითხვისას, მეც მომინიდა ამ საოცარ მხატვრულ თამაშებში მონაწილეობა – ეს ავტორის სუპერპროფესიონალიზმის, გადმოცემის სტილისა და მიგნებების მრავალფეროვნების გამოა. დაკვრივება დაკვირვებას მოსდევს და ამ დაკვირვებით გაკვირვება გაკვირვებას – თითქოს ყველაფერი ახლოს იყო, აქვე, ხელისგაწვდენაზე. ბავშვის ცოდნა ალბათ ყველაზე რთული მეცნიერებაა. ის კითხვები, რომელსაც ბავშვი სვამს, ხშირად უფროსებისთვის სრულიად გაუგებარია. მათ სწავლა და ჩაღრმავება სჭირდება. ძნელია გაიაზრო ბავშვის სიმართლე. მაგრამ როგორც ავტორმა მთელი მსოფლიო დაარწმუნა – ამ თერაპიით – შესაძლებელი.   ცალკე აღნიშვნის ღირსია მთარგმნელის უზარმაზარი შრომა და შესანიშნავი ქართული. ზუსტად შეამჩნევთ და ამოიცნობთ. გიორგი კეკელიძე     ვაიოლეტ ოკლენდერის „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია, რაც კი ამ დარგში დაწერილა – საოცარი გულწრფელობითა და სიყვარულით არის განმსჭვალული წიგნში ყოველი სიტყვა. ნაშრომი პასუხს სცემს უამრავ საჭირბოროტო კითხვას: როგორ გავუგოთ და მოვექცეთ ბავშვებს; როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვმა დაძლიოს პრობლემები და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნას; რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოსახვასა და ფანტაზიას, ემოციების ამოცნობასა და სახელდებას; აღქმის სისტემის განვითარებასა და თამაშს, პრობლემების ვერბალიზაციასა და თვითობის გააზრებას ბავშვებში. ვიმედოვნებ, ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნი გახდება როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, ასევე მშობლებისა და პედაგოგებისთვის.   მარინა კაჭარავა ადიქციის კვლევისა და კონსულტირების ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი     წიგნი ინგლისურიდან თარგმნეს მარიამ და ნინო ქაჯაიებმა პროექტის ავტორი მზიკო დალაქიშვილი
39.95
ფერმაში
ავტორი: აქსელ შეფლერი   მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი გადაშალეთ წიგნი მოძრავი ნახატებით, წაუკითხეთ თქვენს პატარას გარითმული ამბები, გააცანით შინაური ცხოველები და დაეხმარეთ დამალული ნახატების პოვნაში. ასაკი: 12 თვიდან
14.9
ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
ავტორი: მარკ მენსონი მთარგმნელი: დავით ახალაძე სერია: ლურჯი ოკეანე საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თავის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორცადაც ჩვენ წარმოგვიდგენია.
16.95
ფიროსმანი – ქართულის რვეულები
ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
ფიჭვები შორს იყო
ავტორი: დათია ბადალაშვილი    „გამოცდილებით დაჭკვიანებული“ ახალგაზრდა კაცია ამ უპრეტენზიო წიგნის ავტორი; დაჭკვიანებული, დაფიქრებული და ნაადრევად დადინჯებული... იგი დილაუთენია გამოდის „სქელი, შედედებული“ ნისლიდან და ხარბად აკვირდება ცრიატი სინამდვილის სახიერ სურათებს. ეს დანაწევრებული, ფრაგმენტული სურათები უაღრესად ცხოვრებისეულია, „ორიგინალთან“ მიახლოებული, მკაცრი, უშეღავათო და დიდი შინაგანი სიმართლით აღბეჭდილი... „სუფთა ჰაერის და მთის მწვანე ბალახის“ სასიამოვნო სუნი დაჰკრავს მის ფრაზას. საგნობრივი სიცხადით გაგრძნობინებს და უშუალოდ განგაცდევინებს ტკივილს, სიმარტოვის მძაფრი შეგრძნება რომ აჩენს ადამიანში. არ გაურბის „ჭირიანი ცხოვრების“ (ვაჟა) სახამუშო სანახებში ხეტიალს. მისთვის პრინციპულად მიუღებელია რეალობის გაესთეტიურება და ხელოვნური გალამაზება. კითხულობ და ხვდები, რომ არ „ეშმაკობს“, არ გატყუებს. თვითონაც საკუთარი ნაწერებივით წრფელი და სანდოა...     დათია ბადალაშვილი, დარწმუნებული ვარ, არასდროს უგანებს არჩეულ გზა-სავალს და დარჩება ავტორად, ვისაც მუდამ ეყოლება გულშემატკივარი, გამგები და დამფასებელი...” - ამირან არაბული
10.95
ფორმა N100
ავტორი: ზვიად კვარაცხელია   ზვიად კვარაცხელიას რომანი ფორმა N100, შეიძლება ითქვას, ერთი ცოდვის ისტორიაა. საერთო ცოდვა, რომელიც ნაწარმოების რამდენიმე პერსონაჟს (მათ შორის მთხრობელსაც), აუცხოებს და ამავე დროს აკავშირებს კიდეც ერთმანეთთან, რომანის მთავარი სიუჟეტური ქარგაცაა და ავტორისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის ობიექტიც.   ყმაწვილობაში ჩადენილი ცოდვა – მიზეზი და შედეგი ამ ცოდვისა, აი, ამაზე მოგვითხრობს მწერალი. მოგვითხრობს ტკივილით, საინტერესოდ, რიგ შემთხვევაში დეტექტიური ჟანრის სიმძაფრითაც.   ზვიად კვარაცხელიას ფორმა N100 ლიტერატურული პრემია საბას 2013 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი.
12
ფასდაკლება
ფუკოს ქანქარა
ავტორი: უმბერტო ეკო  ფუ­კოს ქან­ქა­რა“ ცნო­ბი­ლი იტა­ლიე­ლი მწერ­ლი­სა და მეც­ნიე­რის, უმ­ბერტო ეკოს (1932-2016) მეო­რე რო­მა­ნია, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის სა­დე­ბიუ­ტო „ვარ­დის სა­ხელ­ზე“ არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია მთელ მსოფ­ლიო­ში. ერ­თ-ერ­თი მი­ლა­ნუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბი ოკულ­ტუ­რი მეც-ნიე­რე­ბე­ბით, საი­დუმ­ლო სა­ზო­გა­დოე­ბე­ბით, მსოფ­ლიო შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბით ერ­თო­ბიან. ასე, თამაშ­-თა­მა­შით, მოი­ფიქ­რე­ბენ „გეგ­მას“, მაგ­რამ მე­ტისმე­ტი მოს­დით: ვი­ღაც მარ­თლა დაი­ჯე­რებს მათ შეთ­ხზულ ის­ტო­რიას და დაუნ­დო­ბელ ბრძო­ლას იწ­ყებს საი­დუმ­ლოს გა­სა­ღე­ბის ხელ­ში ჩა­საგ­დებად...
19.47 29.95
ქალი ისახავს მიზანს
ავტორი: მეი მასკი მთარგმნელი: გიორგი არონია ავტობიოგრაფიულ წიგნში მასკი გულწრფელად მოგვითხრობს სიძნელეებით სავსე თავისი ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ. რთული, ხშირად დაუჯერებელი ოჯახური პრობლემებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მიუხედავად, ის მუდამ ახერხებდა ფეხზე წამომდგარიყო, ახალი მიზანი დაესახა და გაბედულად ემოქმედა. სწორედ ამიტომ იქცა წიგნი შთაგონების წყაროდ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ქალისთვის. აქ ასევე უხვადაა სასარგებლო რჩევები ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზეც, რასაც სამეცნიერო კვლევები და მეი მასკის დიეტოლოგიური პრაქტიკა უდევს საფუძვლად.
20
ქალღმერთის ძახილი
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე     გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ   გრიგოლ რობაქიძის „ქალღმერთის ძახილი“ 1934 წელს გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. „დალი“ – ასე ერქვა რომანს ქართულ ორიგინალში, რომელიც დაკარგულად ითვლება. შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები – „ორი ფოთოლი“ და „დიდი დედა“, გამოქვეყნებული ემიგრანტულ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“.   წიგნი ფრანგულადაც ყოფილა თარგმნილი მათე კერესელიძის მიერ და გამოსაცემად გამზადებული ტექსტი დაკარგულა. მკითხველს შეუძლია გაეცნოს რომანის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე, ასევე მწერლის სიცოცხლეში გამოქვეყნებულ ორიგინალის ფრაგმენტებს. შეძლებისდაგვარად შენარჩუნებულია ავტორის სტილი.
11.95
ქარბუქი
ვლადიმირ სოროკინის „ქარბუქი“ პოსტმოდერნისტული რომანია, რომლის მთავარი პერსონაჟი ქარბუქია. იგი სუბიექტიცაა და ობიექტიც, სცენაც და დეკორაციაც.   ექიმმა გარინმა როგორმე უნდა ჩააღწიოს და ჩაიტანოს ვაქცინა სოფელ დოლგოეში, სადაც შავჟამიანობა მძვინვარებს. თუ სნეულებს არ აცრის, ეპიდემია მთელ ქვეყანაში გავრცელდება და ადამიანებს ზომბებად აქცევს. გზა რთულია – ქარბუქი ბობოქრობს, სტიქია, როგორც ადამიანთა ბედის განმსაზღვრელი. ეს არის მეტაფიზიკური მოგზაურობა იქ, სადაც უძრაობაა, დრო კი გაყინული.   რომანი სტილიზებულია მეცხრამეტე საუკუნის ლექსიკით. კითხვისას თანდათან ცხადდება, რომ მოქმედება წარსულში კი არ ხდება, არამედ მომავალში.   ვლადიმირ სოროკინი მრავალი რომანისა და პიესის ავტორია, მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი წიგნები საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ 2002 წელს კიდევ ერთხელ გახდა ცენზურის მსხვერპლი, როდესაც ვლადიმერ პუტინთან ასოცირებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ მის წინააღმდეგ დიდი კამპანია წამოიწყო და ე. წ. პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრებმა მისი წიგნები რუსეთში საჯაროდ დაწვეს.
19.5
სიახლე
ქართველი და საბჭოელი
ავტორი: ქლერ კაიზერი მთარგმნელი: ნინო ბაძიმაშვული   ქლერ კაიზერის წიგნში “ქართველი და საბჭოელი” ასახულია საბჭოთა საქართველოს ისტორია მეორე მსოფლიო ომიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. საარქივო წყაროებზე დაყრდნობით, აღწერილია ამ პერიოდის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები (საქართველოს ისტორიის პირველი სახელმძღვანელოს დაწერის პროცესი, გასახლებები, 1956 წლის მარტი და 1978 წლის აპრილი). წიგნს შემოაქვს „ტიტულირებული ერის“ ცნება და გვიჩვენებს, თუ რა გავლენა მოახდინა გვიანი საბჭოთა კავშირის ნაციონალურმა და დემოგრაფიულმა პოლიტიკამ ქართველი და აფხაზი ​​ხალხის თვითიდენტიფიკაციაზე. იმ პერიოდის გამოწვევებმა და უკმაყოფილებამ გავლენა მოახდინა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებზე ჩამოაყალიბა შიდა კონფლიქტები (განსაკუთრებით აფხაზეთში) და დღემდე უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის სამშვიდობო პერსპექტივაზე.
20
ქართული იგავური პროზის ანთოლოგია
იგავები შეადგინა თამაზ ვასაძემ   ანთოლოგიაში ტრადიციული ლიტერატურული ჟანრების - იგავის და არაკის ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილია მოთხრობები, რომლებიც მხატვრული ბუნებით, წყობით იგავის ტიპისაა, იგავურია. ევროპულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, მათ პარაბოლები უნდა ვუწოდოთ. ამგვარ ნაწარმოებებში გადმოცემული რეალისტური ან ზღაპრულ-ფანტასტიკური (არაკისებური) ამბავი, ისტორია სიმბოლოს ხასიათს იძენს - მასში სიმბოლური სახით არის ფორმულირებული სამყაროში, ადამიანების სულიერ, ზნეობრივ, სოციალურ არსებობაში მოქმედი ზოგადი კანონზომიერება, ინტელექტუალური ხედვით გამოკვეთილი ზოგადი აზრი ამ არსებობის შესახებ.   წიგნში გაერთიანებული ნაწარმოებები ისევე მრავალგვარია, როგორც ადამიანთა ცხოვრება და მისი მხატვრული გააზრების და გამოსახვის შესაძლებლობები.   ანთოლოგიაში შესულია სულხან-საბა ორბელიანის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის, გიორგი ლეონიძის, გურამ რჩეულიშვილის, რევაზ ინანიშვილის, ნოდარ წულეისკირის, რეზო ჭეიშვილის, შოთა ჩანტლაძის, ერლომ ახვლედიანისა და ირაკლი სამსონაძის ნაწარმოებები.
15.6
ქართული ხალხური ზღაპრები
27.95
ქელეხი-ქორწილი
ავტორი: ირაკლი სამსონაძე ირაკლი სამსონაძის ახალ რომანში ორი უცნაური პერფორმანსი თამაშდება, რომელთაც 30 წლიანი ინტერვალი აშორებს.პირველი ქუთაისის რესტორანში ვითარდება. 1988 წელია, არავის ეფიქრება საბჭოთა იმპერიის ჩამოშლა; მათ შორის, სუფრასთან თავშეყრილი ბავშვობის მეგობრებსაც. სუფრის მასპინძელი, მეტსახელად ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს. მეგობრები ოხუნჯობენ, უჩვეულო ქელეხია, ღიმილისმომგვრელი, დასამახსოვრებელი თავგადასავალი. თამადად მოიწვევენ ლამარიეს, ბიბლიოთეკარ ქალს, ვინც სიყმაწვილეში „დაავაჟკაცა“ ტრულაილა... მსგავსი წიგნები
17.95
ქვეცნობიერების პირისპირ
ავტორი:  მურიელ შიფმანი თარგმანი: ნინა თურმანიძე   ეს წიგნი შესანიშნავი სახელმძღვანელოა საკუთარი თავისთვის დახმარების გასაწევად ყოველდღიური ცხოვრების პრობლემურ სიტუაციებში, იმ შემთხვევებში,როცა შეიძლება საკუთარ თავს დავეხმაროთ სპეციალისტების მომსახურების გარეშე,აგრეთვე ფსიქოთერაპიის პერიოდში დამატებითი მხარდაჭერისთვის
9
ქონდრისკაცები
ავტორი: ჰაროლდ პინტერი ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ     კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე თავის ჩანაწერებში წერს: „მიხარია, რომ ქართულმა თეატრმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში პატივი მიაგო ჰაროლდ პინტერს: ნანა ხატისკაცმა რუსთაველის თეატრის პატარა სცენაზე დადგა მისი „კარისკაცი“, იმდროინდელი ქართული რეპერტუარისთვის უჩვეულო, დახვეწილი, შავი იუმორითა და ტრაგიზმით სავსე სპექტაკლი.     ორი ძმა და კარისკაცი ავთო მახარაძე, მერაბ თავაძე და ბორის წიფურია... სამი ადამიანი, აბსურდულ სიტუაციაში ჩართული, ერთმანეთში ჩახლართული ბედით, ერთმანეთზე ბატონობის წყურვილით შეპყრობილნი. ნანამ, რომელიც სულით ხორცამდე რეჟისორი და ნამდვილი ნოვატორი იყო, მხატვრული ინტუიციით შექმნა ის სივრცე, რომელიც თურმე არსებითი იყო პინტერის დრამატურგიაში. სპექტაკლში ბატონობდა პინტერისეული დუმილი, პერსონაჟთა უეცარი გაჩუმება, რომლის საშუალებითაც ადამიანები ურთიერთობენ და გამოხატავენ აგრესიას ერთმანეთის მიმართ. დუმილი, რომელიც თავის თავში იტევს ტყუილს. რეჟისორმა ამოატივტივა პიესის არსი: ყველაზე ბანალურ  სიტუაციაში – ორი ძმის ურთიერთობაში – გამოააშკარავა ადამიანის შემაშფოთებელი მისწრაფება, დაიმორჩილოს მეორე ადამიანი, ძალაუფლების მოპოვების წყურვილი – ადამიანის იმპერატიული მოთხოვნილება.     სამწუხარო ის არის, რომ სპექტაკლი მაყურებელმა თითქმის ვერ ნახა. ის გენერალური რეპეტიციის მერე აკრძალეს; როგორც ჩანს, ცენზურამ მასში საბჭოთა სინამდვილისთვის შეუფერებელი ტენდენციები დაინახა“.
16.95
ქორების მიწა
ავტორი: დიმიტრი წიკლაური   დიმიტრი წიკლაური მკითხველმა თავდაპირველად პოეზიით გაიცნო. თვითმყოფადი, ღონიერი და რელიგიური სიღრმით დამუხტული პოეტური ხმა მას ყოველთვის გამოარჩევდა სხვა ავტორებისგან. ცოტა ხნის წინ ამ ხმამ პროზაული ფორმაც მოირგო და უცნაურ, იდუმალ ნოველებად იქცა.    „ქორების მიწა“ კი რომანია, რომელშიც დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებითი და პიროვნული მრწამსი სრულყოფილად გაცხადდა. ის მწერლის მხატვრულსულიერი გამოცდილების ერთგვარი ნაყოფია – არაკონვენციური ტექსტი, რომელშიც იმდენი სიბრძნეა, სენტენციებად, შეგონებებად, გნებავთ – სალოსური „პირისქარის“ მარგალიტებად გაბნეული, რომ გაგიჩნდებათ განცდა, თითქოს ეს წიგნი ჭეშმარიტების კარიბჭესთან იწერებოდა. თუმცა, ამ ტექსტის ღირსება, ამ საგანძურზე არანაკლებ, მასზე ერთგვარი ირონიაცაა, ეგზისტენციალური „სისულელის“ იმ ხარისხის მოხელთებაცაა, რომელიც სულ სხვა სულიერ პლანში წარმოაჩენს ყოველგვარ სიბრძნეს და ერთდროულად მისაღებს და სასურველს ხდის წარმავალის წინაშეც და მარადისობის პირისპირაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტორის ღიმილი, რომელიც მთელი ტექსტის მანძილზე მკაფიოდ იგრძნობა, ასატანს ხდის თუნდაც ყველაზე ღრმა და რთულ საკითხებს, სიმსუბუქეს და სილაღეს სძენს რომანის მედიტაციურ სივრცეს.    იქნებ, სწორედ ეს ღიმილი უნდა იპოვოს და დახატოს მთავარმა გმირმა – თერთმეტი ტაძრის მომხატავმა ბეზარო ხატმწერმა, რომელიც ერთ პროვინციულ და ნაცრისფერ ქალაქში... გზის და მგზავრის თავგადასავალში ბევრი პერსონაჟია, ბევრი ამბავი და ხმა. ხოლო მათ შორის ყველაზე მეტად ერთი ანათებს – სალოსი ბერი მალქოზი, არა მხოლოდ დიმიტრი წიკლაურის, არამედ თანამედროვე ქართული ლიტერატურის უკვე გამორჩეული პერსონაჟი... ამ აზრში დასარწმუნებლად, თუნდაც საკამათოდ, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ.
18.95
ღრუბელი ოთახში
ავტორი: ნინო ნადირაძე   „ღრუბელი ოთახში“ ნინო ნადირაძის მცირე რომანია, რომელშიც სიცოცხლისა და სიმარტოვის, სიკვდილისა და სიხარულის პარადიგმები იშლება. ახალგაზრდა წყვილი ქალაქიდან – ქალაქში, ქვეყნიდან – ქვეყანაში დახეტიალობს, ეს გზა კი საკუთარი თავისა და მთელი სამყაროს შეცნობის გზაა, რომელშიც გაუნელებელი, ჭეშმარიტი სიყვარული იბადება.   წყვილის ცხოვრების მოზაიკაში ქვეყნის და საზოგადოების მწვავე პრობლემებიც ირეკლება – სოციალური, მენტალური, სულიერი თუ კულტურული. ამ სიმძაფრით დამუხტულ გარემოში ბუნებრივად ვლინდება, ზოგადად, ადამიანის კრიზისი – რა შეუძლია მას სიცოცხლის გასაუმჯობესებლად? რატომ ამოყირავდა მის წინაშე სამყაროს კითხვები?   პოეტური ექსპრესიით მოთხრობილი ეს უცნაური ამბავი სიყვარულის თავსატეხადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ნინო ნადირაძე კიდევ ერთ მეტაფორულ ამოცანას სთავაზობს მკითხველს – შემთხვევითობისა და მიზეზ-შედეგობრიობის მარადიულ კონფლიქტში, ვისი სული სურს სიყვარულს?..
9.95
ყველაფერი ტრა*შია
ავტორი: მარკ მენსონი მთარგმნელი: დავით ახალაძე სერია: ლურჯი ოკეანე ჩვენ ვენ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. მატერიალურად ასეთი წელგამართულები ადრე არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ რატომღაც გვეჩვენება, რომ საქმე ძალიან, ძალიან ცუდადაა. რა ხდება? ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ გაუგებრობაში გაგვარკვიოს, მარკ მენსონია. წიგნში „ყველაფერი ტრა შია“ მენსონი უამრავ ფსიქოლოგიურ კვლევასა და ფილოსოფოსთა (პლატონით დაწყებული, ტომ უეიტსით დამთავრებული) მარადიულ სიბრძნეზე დაყრდნობით, კრიტიკულად აანალიზებს რელიგიებს, პოლიტიკას, ფულს, გართობასა და ინტერნეტს. მენსონი ერუდიციისა და იუმორის ჩვეული ნაზავით მოგვიწოდებს, უფრო გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან და გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას რწმენის, ბედნიერების, თავისუფლებისა და თვით იმედის მიმართ.  
16.95