santaesperanza
 უფლის ჩიტები ჭილის ქუდიდან
 უფლის ჩიტები ჭილის ქუდიდან

უფლის ჩიტები ჭილის ქუდიდან


7.95

მანანა დაბახიშვილის ლირიკული პოეზია კარგად ნაცნობი და მივიწყებული მელოდიის რემიქსს მოგაგონებთ, რომელსაც, ძველ ლაზათთან ერთად, განახლებული და აქამდე უცნობი ტონალობებიც ერთვის და მკითხველამდე/მსმენელამდე თვითმყოფადი ენერგიით აღწევს.

 

 

სამშობლოს წარსულის რომანტიზმი – მასზე წუხილი და სიხარული; სიყვარული, როგორც ყოფის საიდუმლოს ჭვრეტა; გარესამყაროს „მოპატიჟება“ შინაგან კოსმოსში, მისი ჩართვა ადამიანურ დიალოგში; ბუნების – ამ თავდაპირველი კარის შეღება ცხოვრების კარნავალში – ეს თემები პოეტის კამერტონებია, მათზეა აგებული ეს პოეზია, ეს მუსიკალური ლინგვისტური აკორდები. 

 

 

რამდენიმე ლექსმა შესაძლოა აგამღეროთ კიდეც, ბევრი ისედაც დაგამახსოვრებთ თავს. პოეზიის საიდუმლოც ხომ ესაა – ისე განაცდევინოს მკითხველს თავი, როგორც მისივე საკუთარი სათქმელი. ამით მკითხველიც განიცდის ბედნიერებას და პოეზიაც რჩება მუდმივად ცოცხალი, ნაღდი და გულწრფელი.

 

 

ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
7.95
წონა
0.169
ნანახია
445
გაზიარება: