santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ხელოვნება 5 კლასი მოსწავლის წიგნი
ნანა იოსელიანი, სოფიო ქებურია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12
ხელოვნება 5 კლასი მოსწვალის წიგნი
ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე გამომცემლობა კლიო
10
ხელოვნება 6 კლასი 1 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე გამომცმელობა კლიო 
11
ხელოვნება 6 კლასი 2 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე გამომცმელობა კლიო
11
ხელოვნება 6 კლასი მოსწავლის რვეული
ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე გამომცმელობა კლიო
8
ხელოვნება 6 კლასი მოსწავლის წიგნი
ნ. კუნჭულია, მ. მეხაშიშვილი, ნ. მიქაბერიძე გამომცმელობა დიოგენე
13.2
ხელოვნება 6 კლასი მოსწავლის წიგნი
ნანა იოსელიანი, სოფიო ქებურია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12
ხელოვნება 7 კლასი მოსწავლის წიგნი
ნანა იოსელიანი, სოფიო ქებურია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
20
ხელოვნება 7 კლასი მოსწავლის წიგნი
ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე გამომცმელობა კლიო
18
ხელოვნება 7 კლასი მოსწავლის წიგნი
ნ.კუნჭულია, მ.მეხაშიშვილი, ნ. მიქაბერიძე გამომცემლობა დიოგენე
12
ხელოვნება 8 კლასი მოსწავლის წიგნი
მ. მეხაშიშვიილ, ნ.კუნჭულია, ნ. მიქაბერიძე გამომცმელობა დიოგენე
18
ხელოვნება 8 ნაწილი 1 (მოსწავლის წიგნი)
ნ.იოსელიანი, ს.ქებურია
12
ხელოვნება 8 ნაწილი 2 (მოსწავლის წიგნი)
ნ.იოსელიანი, ს.ქებურია
12
ხელოვნება 9 (მოსწავლის წიგნი)
ნ.იოსელიანი, ს.ქებურია  
15
ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ
ავტორი: ვალტერ ბენიამინი   მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს ქართულ ენაზე ცნობილი ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსისა და კულტურის მკვლევრის, ვალტერ ბენიამინის (1892-1940), ორ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს: »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში« (1935-1936) და »ისტორიის ცნების შესახებ« (1940). პირველი წერილი ხელოვნების ნაწარმოების »აურის« დაკარგვის ახსნას გვთავაზობს და ამ მოვლენას ტექნიკური რეპროდუცირების პირობებით განსაზღვრავს. ამ ტექსტმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა 1960-იან წლებში და ის ფაქტობრივად იქცა მოწოდებად ხელოვნება გამოეყენებინათ არა ფაშისტური, არამედ სოციალურ-პოლიტიკური ემანსიპაციის მიზნით. თეზისები »ისტორიის ცნების შესახებ« თავისებურად აჯამებს მსჯელობას ისტორიული მატერიალიზმის დანიშნულებაზე იმდროინდელი არაორთოდოქსული მარქსიზმის ფარგლებში.
12.9
ხვალაც იგივე იქნება
ავტორი: ლადო გოგიაშვილი   „ხვალაც იგივე იქნება“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მწერლის, ლადო გოგიაშვილის მოთხრობების პირველი კრებულია. მოთხრობების დიდ ნაწილს სოციალური ქსელების მეშვეობით იცნობს ქართველი მკითხველი. წინამდებარე კრებულში ის მოთხრობებია თავმოყრილი, რომლებმაც მკითხველთა განსაკუთრებული დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.
5.9
ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი
„ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ – თითქოს ბიოგრაფიული ტექსტია და თან არც არის ბიოგრაფიული. ფეხბურთელს კარიერის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი წინ აქვს, შესაბამისად წიგნი უფრო პორტრეტია – ხვიჩასი, მისი ოჯახის, ნათესავების, წინაპრების, მნიშვნელოვანი ადამიანების. ეს ნაწარმოები საქართველოზეცაა, ქართულ ფეხბურთზე, სამეგრელოზე – მცირე მოგზაურობაა წარსულში – სადაც უხილავი მეგზური ხვიჩა კვარაცხელია იქნება.   აკა მორჩილაძის წინასიტყვაობით   გიორგი კეკელიძე – პოეტი, პროზაიკოსი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელი, წიგნის, პრესისა და დამწერლობის მუზეუმების შექმნის ინიციატორი, lib.ge-სა და lib-აკადემიის დამაარსებული. პრემიების – „საბას“ და „წინანდლის“ ლაურეატი. მისი წიგნები „გურული დღიურები“ და „თომას ზღაპრები“ ბესტსელერებია და ნათარგმნია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.
19.95
ხვლიკი საფლავის ქვაზე
ავტორი: არჩილ ქიქოძე რომანის მთავარი გმირი წარსულის სურათებით, სევდით, ოცნებებით, სიყვარულითა და მარტოობით სავსე კაცია, რომლის ცხოვრებაც ფაზლის გაბნეულ ნაწილებს ჰგავს. მისი ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში იკვეთება ნაწარმოების ორი მთავარი სიუჟეტური ხაზი: პირველი მთხრობლის მეგობრის, მხატვარი გიგოს ტრაგიკული ცხოვრებისა და გარდაცვალების ამბავზე, მეორე კი მთავარი გმირის დედასთან სტუმრობისა და მათი სულიერი, ღრმა და უაღრესად ნატიფი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ სიმბოლოებითა და ალუზიებით სავსე რომანია, რომელშიც ასახულია წარსულისა და აწმყოს, გახსენებისა და დავიწყების, სიკვდილისა და სიცოცხლის მარად აქტუალური და წინააღმდეგობით სავსე დაპირისპირება. მთხრობელი შეგნებულად ამბობს უარს, დაივიწყოს ბავშვობის ტრავმები, ახალგაზრდობის იმედგაცრუებები და ტკივილები, თუნდაც ამით გაუსაძლისს ხდიდეს საკუთარ ყოფას. წიგნის თემა ქართულია, მოქმედების ადგილი კი მთელი მსოფლიო – ბერლინიდან კავკასიონის პატარა სოფლამდე.
12.9
ხიდი მდინარე კვაიზე
ავტორი: პიერ ბული მთარგმნელ: ზაზა შენგელია სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა ფრანგი მწერლის, პიერ ბულის (1912-1994) „ხიდი მდინარე კვაიზე“ გამორჩეულია მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ წიგნებს შორის. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კი ჰოლივუდის ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორისაა. წიგნი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, კერძოდ, სამხედრო ტყვეების ყოფას, რომლებიც ე. წ. „სიკვდილის რკინიგზის“ მშენებლობაზე მუშაობდნენ. იაპონელები დატყვევებულ ბრიტანელებს ტაილანდის ჯუნგლებში გამართულ სამხედრო ტყვეთა ბანაკში მიერეკებიან. ტყვეებმა უმოკლეს დროში უნდა ააგონ სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ხიდი. ბრძანება გაცემულია, თუმცა ინგლისელების მეთაურ პოლკოვნიკ ნიკოლსონს იაპონელებთან თავისი მოთხოვნები აქვს...
12.95
ხიდჩატეხილობა
პიესების კრებული ,,ხიდჩატეხილობა“, რომელიც ექვს სხვადასხვა დროს დაწერილ პიესას აერთიანებს. ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც თემატურად და ჟანრულად, ასევე არსობრივადაც. წიგნში წინაა წამოწეული აქტუალური თემები ქართული საზოგადოების შესახებ.
15
ხის ყუთზე შემდგარი ბიჭი
ავტორი;ლეონ ლეისონი მთარგმნელი:ლევან ინასარიძე სერია: წლის ბესტსელერი   „ხის ყუთზე შემდგარი ბიჭი" ოსკარ შინდლერის სიის ყველაზე უმცროსი წევრის, ლეონ ლეისონის თავგადასავალია. ლეონი 10 წლის იყო, როცა ომი დაიწყო. ნაცისტებმა ის და მისი ოჯახი ჯერ კრაკოვის გეტოში შეყარეს, მერე პლაშოვის საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს. შიშმა, შიმშილმა, ნაცისტების სისასტიკემ ვერ გაუნელა ლეონ ლეისონს სიცოცხლის სიყვარული და რწმენა, რომ სიკეთე დაუმარცხებელია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მოყვასის დახმარება და თანაგრძნობა ამქვეყნად ყველაზე დიდი ღირებულებაა.
12.95
ხმა ტომისიდან
ავტორი:   პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი მთარგმნელი: მანანა ღარიბაშვილი   „დიდი რომაელი პოეტი პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძვ.წ.43 – ახ.წ.18 წლებში, მისმა ქმნილებებმა საუკუნეებს გაუძლო და მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი, იგი დღესაც ინტენსიურად ითარგმნება – ჩვენი თარგმანიც, პირველ ყოვლისა, ამის დასტურია...   ოვიდიუს ნაზონი, ძალზე პოპულარული თავის თანამედროვეთა შორის და სიყვარულით გარემოცული, რომში უშფოთველად ცხოვრობდა, ედგა მშვენიერი სახლი რომის ცენტრში, ჰყავდა საყვარელი ცოლი და ქალიშვილი (მესამე ქორწინებიდან), როცა, მოულოდნელად, დაახლოებით ორმოცდაათს მიტანებულ პოეტს, ოქტავიანუს ავგუსტუსის ბრძანებით, ახ.წ. მე-8 წელს დედაქალაქიდან, რომიდან, შორეულ და იმჟამად მიკარგულ მხარეში – პატარა ქალაქ ტომისში (ახლანდელი კონსტანცა, რუმინეთში) ასახლებენ, მიზეზი გადასახლებისა დღემდე რჩება საიდუმლოდ, თუმცა პოეტი პირველ და უეჭველ მიზეზად თვითონვე ასახელებს საკუთარ ლექსებს, რომლებმაც დიდი ვნება მიაყენეს მას.   ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება, ჰიპოთეზა გამოითქვა, მაგრამ ეს ამბავი ბოლომდე ნათელი არ არის, მაინც რჩება საიდუმლოდ; ოვიდიუსს იქ მიუსჯიან ცხოვრებას სიკვდილის დღემდე ნახევრადველურ სარმატებსა და გოთებს შორის; იქ დაიწერება მისი „ნაღვლიანი ელეგიები“ და „წერილები პონტოდან“; ეს ელეგიები პოეტის მავედრებელი ხმაა მშობლიურ მხარეში დაბრუნებას რომ ითხოვს.   პონტოური ელეგიებით („ნაღვლიანი ელეგიები“, „წერილები პონტოდან“) ოვიდიუსმა შექმნა ახალი, განსხვავებული ტიპის, სტილისტიკის პოეზია, რომელიც არ ეხმიანება დანაკლებად ჰგავს მის იქამდე დაწერილ ქმნილებებს: ეს არის ახალი ჟანრი, ამ ჟანრის ელეგიათა თემა იმ დროის ლიტერატურისთვის არააპრობირებული და უნიკალურია – მარტოობა.   ეს თემა ჩვენთვის, დღევანდელი მკითხველისთვის, მეტად ნაცნობი და აქტუალურია, ჯერ კიდევ რომანტიკულმა ლიტერატურამ XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე შექმნა გმირის ახალი ტიპი – მარტოსული ადამიანი, რომელიც უპირისპირდება გარემომცველ სამყაროს; მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი მწერლები უტრიალებენ ადამიანის ეგზისტენციალური მარტოობის თემას და ცდილობენ მისი ყველა წახნაგის გამოშუქებასა და გააზრებას თავიანთ ნაწარმოებებში. მაგრამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ეს თემა პირველად ოვიდიუსთან გახმიანდება. ანტიკურობისთვის ეს იყო სიახლე.“ – მთარგმნელის წინასიტყვაობიდან
19.95
ხმაური და მძვინვარება
ავტორი: უილიამ ფოლკნერი მთარგმნელი: ზაურ კილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა  
17.9
ხმაურიანი მანქანები
გრუხუნი! ჩხაკუნი! გრიალი! ზუზუნი! ეს ხმაურიანი, ფაქტებით სავსე წიგნი გასწავლით ყველაფერს მანქანების შესახებ. გეძლევათ ყველა ტიპის მანქანის გაცნობის საოცარი შესაძლებლობა, რაშიც 10 განსხვავებული ხმა და ჩანართები დაგეხმარებათ.
34.95