santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
- მიშველე! - ბოდიში...
ავტორი:  ფრედერიკ ბეგბედერი ოქტავი ბრუნდება! სარეკლამო სააგენტოს ყოფილი რედაქტორი „99 ფრანკიდან“. Talent scout მისი ახალი პროფესიაა. ეს საოცნებო სამუშაოა. ოქტავმა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონები უნდა „დაკეროს“. და აი, თოვლსა და დოლარებში ჩაფლული, სრულყოფილების ძიებაში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დაეხეტება. „ბატონებო, ჩვენი მიზანი მარტივია: სამ მილიარდ ქალს უნდა გაუჩნდეს სურვილი, დაემსგავსოს ერთს.“ ოქტავის ამოცანაც იმ ერთადერთის პოვნაა. თუმცა ყველაფერი ასე მარტივიც არ არის. ოქტავი საკუთარ ბედისწერას შეხვდება: სანქტ-პეტერბურგელ მოზარდს, ლენა დოიჩევას, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება და ეს იქნება პირველი და უკანასკნელი სიყვარული მის ცხოვრებაში. „მიშველე! ბოდიში...“ გვიამბობს იმ კაცის ამბავს, რომელსაც ისევე როგორც რუსეთს, ჰგონია, თავისუფალია და სულ ბოლოს მიხვდება, რომ თავისუფლება საერთოდაც არ არსებულა.
12
100 All-Time Favorite Movies of the 20th Century
Take a journey through the makers and shapers of celluloid history. From horror to romance, noir to slapstick, adventure to tragedy, Western to new wave, this selection gathers the greats of 20th-century cinema into one indispensable guide to movie gold. The collection is arranged chronologically and in an extra-handy format. Film entries include a synopsis, cast/crew listings, technical information, actor/director bios, trivia, and lists of awards, as well as film stills, production photos, and the original poster for each film. From Metropolis to Modern Times, A Clockwork Orange to Buñuel’s The Young and the Damned, from the blockbusters to lesser-known masterpieces, thumb through and transform a quiet evening into an unforgettable screen encounter.
85
100 Interiors Around the World
Making stops in North and South America, Europe, Asia, Africa, and Australia, this edition rounds up some of today’s most exceptional and inspiring interiors across six continents. From rustic minimalism to urbane eclecticism, the selection celebrates a global spectrum of styles, united by authenticity, a love of detail, and a zest for individual expression that will never go out of fashion. Includes interiors in Argentina, Brazil, China, Cuba, Denmark, France, Germany, Greece, Indonesia, Italy, Japan, Kenya, Morocco, South Africa, Spain, Sweden, Turkey, the UK, the USA, and many more countries. With pictures by leading interior photographers including Xavier Béjot, Pieter Estersohn, Marina Faust, Reto Guntli, François Halard, HieplerBrunier, Ditte Isager, Nikolas Koenig, Ricardo Labougle, Eric Laignel, Åke Lindman, Thomas Loof, Jason Schmidt, Mark Seelen, René Stoeltie, Tim Street-Porter, Vincent Thibert, Simon Upton, Paul Warchol.
85
100 Manga Artists
85
100 თავსატეხი (3 წლიდან)
ავტორი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 3+ იპოვე და შემოხაზე… გადახაზე ზედმეტი… დააწყვილე ერთნაირები… შეურჩიე სწორად… გააფერადე ნიმუშის მიხედვით… დახატე… ეს მცირე ჩამონათვალია ძალიან სახალისო დავალებებისა, რომლებსაც ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული აერთიანებს. წიგნში თავმოყრილი თავსატეხები თანდათან რთულდება, თუმცა, სრულად შეესაბამება ბავშვის ასაკს. შერჩეული თავსატეხები სხარტად და ლოგიკურად აზროვნებას, ვიზუალურ მეხსიერებასა და მოტორულ უნარ-ჩვევებს განუვითარებს პატარებს და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარება მათ.
7.9
100 თავსატეხი (4 წლიდან)
ავტორი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 4+ იპოვე და შემოხაზე… გადახაზე ზედმეტი… დააწყვილე ერთნაირები… შეურჩიე სწორად… გააფერადე ნიმუშის მიხედვით… დახატე… ეს მცირე ჩამონათვალია ძალიან სახალისო დავალებებისა, რომლებსაც ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული აერთიანებს. წიგნში თავმოყრილი თავსატეხები თანდათან რთულდება, თუმცა, სრულად შეესაბამება ბავშვის ასაკს. შერჩეული თავსატეხები სხარტად და ლოგიკურად აზროვნებას, ვიზუალურ მეხსიერებასა და მოტორულ უნარ-ჩვევებს განუვითარებს პატარებს და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარება მათ.  
7.9
100 თავსატეხი (5 წლიდან)
ავტორი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 5+ იპოვე და შემოხაზე… გადახაზე ზედმეტი… დააწყვილე ერთნაირები… შეურჩიე სწორად… გააფერადე ნიმუშის მიხედვით… დახატე… ეს მცირე ჩამონათვალია ძალიან სახალისო დავალებებისა, რომლებსაც ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული აერთიანებს. წიგნში თავმოყრილი თავსატეხები თანდათან რთულდება, თუმცა, სრულად შეესაბამება ბავშვის ასაკს. შერჩეული თავსატეხები სხარტად და ლოგიკურად აზროვნებას, ვიზუალურ მეხსიერებასა და მოტორულ უნარ-ჩვევებს განუვითარებს პატარებს და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარება მათ.
7.9
ფასდაკლება
100 ქართული ხატი 100 Georgian Icons
ალბომში წარმოდგენილია ქართული ხატების საგანძურის 100 რჩეული ნიმუში, რომლებიც VI-XVIII საუკუნეებით თარიღდება და, თავის დროზე, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებისთვის შეიქმნა. მათი უმრავლესობა თბილისის, ქუთაისისა და მესტიის მუზეუმებშია დაცული, მცირე ნაწილი კი ზემო სვანეთის ეკლესიებში ინახება. ალბომისთვის ხატები ქრონოლოგიური, ისტორიული, შინაარსობრივი და მხატვრული მონაცემების მიხედვით შეირჩა და წარმოდგენილია მათი ტიპოლოგიური, ტექნოლოგიური, შინაარსობრივი და მხატვრული მრავალფეროვნება. ქართული ხატები შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი ნაწილია, რის შექმნაშიც ქართველ ხალხს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ალბომი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კულტურა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი – საოცარი ხატები.
69.93 99.9
100 ძველი ისტორია პლუტარქესგან
სერია: თან საკითხავი რა აკავშირებს ცერცვსა და ციცერონს ერთმანეთთან, რა სამსახურს უწევდა ბერძენ მხედართმთავარ ალკიბიადეს თავისი კუდმოჭრილი ძაღლი, ანტიკური სამყაროს რომელი დიდი ადამიანის ოჯახი შეიწირა ეპიდემიამ, როგორ დაკარგა სიყვარულის გამო პომპეუსის ცოლმა შვილი, რატომ აბრახუნებდნენ კარზე სახლიდან გასვლის დროს ძველი ბერძნები, რა დათმობაზე წავიდა გავლენიანი ხელისუფალი ცეთეგუსი საყვარელი ქალის გამო, ვინ იყვნენ პირველი „პარაზიტები“ და როგორ იხსნა რომაელი მხედართმთავარი ლუკულუსი ძილმა სიკვდილისგან... კიდევ ბევრ სხვა საინტერესო ისტორიას გაეცნობა მკითხველი ამ წიგნის საშუალებით, რომელშიც ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ფილოსოფოსისა და მწერლის, პლუტარქეს მიერ უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეებსა და მხედართმთავრებზე დაწერილი ბიოგრაფიებიდან ამოკრებილი 100 ამბავია თავმოყრილი. შეადგინა ლევან ნუცუბიძემ
12.95
13 პატარა ლურჯი კონვერტი
ავტორი: მორინჯონსონი სერია: ლიბერთინსი წერილენი კონვერტში - ერთდორულად საინტერესო და იდუმალი ფენომენია, ხოლო თუ გარკვეულ მინიშნებებს - საიდუმლოს ამოხსნისკენ მიმავალ გზაზე საორიენტაციო ნიშნებსაც - შეიცავს, მით უფრო შთამბეჭდავ ამბავთან გვაქვს საქმე. მორინ ჯონსონის ,,13 პატარა ლურჯი კონვერტი" სწორედ ასეთი ამბავია - ერთდროულად იდუმალი, სევდიანი, სახალისო და საინტერესო... ამდენად, ჯინისთან ერთად უნდა გახსნა თითოეული კონვერტი და მიჰყვეთ წერილების ინსტრუქციებს - თქვენ დაუვიწყარი თავგადასავალი გელით! გაუყევით გზას შთამბეჭდავი მოგზაურობისკენ!
13.95
1313
ავტორი: მედეა მაღალაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი
14.9
14 კრისტალის თეორია
ავტორი: ნილს სიმეონი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი „ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად. ბავშვების ხიფათით სავსე თავგადასავალი კი მას მერე იწყება, როცა ინგე უგოსგან უცნაურ შეტყობინებას მიიღებს. შეძლებენ კი ბავშვები, გაუმკლავდნენ დიდ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ კაცობრიობას ემუქრება მეცნიერების სახელით?”
12.9
152
სალომე მაკარიძის "152" აღწერს ბავშვის თვალით დანახულ სამყაროს, სადაც თამაშდება ცხოვრებისეული დრამები თუ ტრაგედიები. მოთხრობებში აღწერილი სიტუაციები ჩვენი ყოველდღიურობაა და ზოგჯერ ნოსტალგიური ელფერით
12.95
18ტ ბესიკ ხარანაული ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის
ავტორი: ბესიკ ხარანაული
16.95
1978 – THE STRUGGLE FOR THE STATUS OF THE GEORGIAN LANGUAGE
In 1978, it had been a long time since Georgia lost its independence, and Soviet Russia tried new methods in the conquered country to destroy everything that defined the nation’s identity.   In 1978, it was the turn of the Georgian language. During the adoption of the new constitution, the article that granted Georgian the status of the official language was removed. Constitutions had been updated before, but the status of the Georgian language, which was defined at the legislative level for the first time in 1921 by the first constitution of the independent Republic of Georgia, never changed. Never, until 1978…   Georgia immediately realized the danger which was followed by an instant reaction. The stories presented in the book bring to life the protests held in Tbilisi and Batumi in 1978 to protect the status of the Georgian language.    At first glance, the oral accounts of the active participants of the protest describe a spontaneous student uprising which first took place on April 14 in Tbilisi surrounded by tanks and at the risk of their lives and then continued in Batumi. These processes were followed by a chain of consequential events. The new stage of the national liberation movement began with the April 14 demonstration and ended with the restoration of the country’s independence in 1991.   The publication also includes speeches by Georgian scientists and writers in various institutions during the discussion of the new draft of the constitution, citizens’ letters of objection, and other archival materials like photos and articles.   Compiled by Ana Bakanidze
31.95
1984
ავტორი: ჯორჯ ორუელი მთარგმნელი: დათო აკრიანი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
14
1984
ავტორი: ჯორჯ ორუელი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს დისტოპიური რომანის „1984“ დაწერისკენ ორი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის, აღზევებამ უბიძგა. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა „1984“-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს. პოლიტიკური თემების, სლოგანების – ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა – ბელადების სახეების მაგ., „უფროსი ძმა“, და ჩაგვრის სხვადასხვა სახის წარმოჩინების გამო, წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში – საბჭოთა კავშირი, ჩინეთი – იკრძალებოდა, უფრო მეტიც, წვავდნენ. უცნაურია, მაგრამ 1981 წელს ის ფლორიდაშიც აიკრძალა. უკიდეგანოდ დიდ ქვეყანას, ოკეანიას, პარტიის ერთპიროვნული ლიდერი „უფროსი ძმა“ მართავს, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში ერევა. „ის ყველგან იყო და გამუდმებით გიცქერდა მონეტიდან, მარკებიდან, წიგნის ყდებიდან, დროშებიდან, სიგარეტის კოლოფებიდან... გიცქერდა და ჩაგძახოდა – ძილში თუ ღვიძილში, მუშაობის თუ ჭამის დროს, შინ თუ გარეთ, აბაზანაში თუ საწოლში – მას ვერსად გაექცეოდი“. ამ სამყაროს წიაღში გაზრდილი მთავარი გმირი უინსტონ სმიტი, პარტიის დაბალი რანგის მუშაკი, ბედავს და პარტიის წინააღმდეგ სუსტ ამბოხს იწყებს – საიდუმლო მოსაზრებებს დღიურს ანდობს, რაც მძიმე „ფიქრდანაშაულია“. მალე მას სიყვარული ეწვევა და თავის შეყვარებულთან, ჯულიასთან ერთად ცდილობს განსხვავებულად იცხოვროს, დატკბეს თავისუფლებითა და სიყვარულით, თუმცა ეს აკრძალულია და სასტიკად ისჯება; რადგან ისინი ცხოვრობენ სივრცეში, სადაც არსებობის ერთადერთ შესაძლებლობად ორაზროვნება მიიჩნევა – „სრული სიმართლე უნდა გცოდნოდა და კარგად შეკერილი სიცრუე გელაპარაკა... ლოგიკით ლოგიკა გაგენადგურებინა, უარი გეთქვა ზნეობაზე და თან სხვებისთვის ზნეობა გექადაგა...“. ჯორჯ ორუელი უმნიშვნელოვანესი რომანით კაცობრიობას აფრთხილებს, რომ უკონტროლო ძალაუფლებამ სწორედ  ასეთი სახე შეიძლება მიიღოს.
19.95
1984 and Animal Farm
Written more than 70 years ago, 1984 was George Orwell's chilling prophecy about the future. And while 1984 has come and gone, his dystopian vision of a government that will do anything to control the narrative is timelier then ever... Animal Farm is Orwell's timless and timely allegorical novel - a scathing satire on a downtrodden society's blind march towards totalitarianism.
11.95
2000-იანები - 100 ამბავი #15
ავტორი: გურამ წიბახაშვილი სერია: თან საკითხავი  წიგნში წარმოდგენილი შავ-თეთრი ფოტოები სინამდვილეში ფერადია. მართალია, ციფრული ფოტოგრაფია XX საუკუნის ბოლოდან ყალიბდება, მაგრამ ჩემთვის ის მაინც XXI საუკუნეს უკავშირდება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პერიოდში შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ციფრული ფოტოაპარატი, ვფიქრობ, 90-იანების მერე ცხოვრებაც გაფერადდა. დღესაც კი, თუ ციფრული კამერით ვიღებ, აუცილებლად ფერად ფოტოს.ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საშუალო ფენა ფაქტობრივად არ არსებობდა...
11.7
21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის
ავტორი: იუვალ ნოხ ჰარარი მთარგმნელი: ნიკა სამუშია სერია: აკადემია სულაკაურის გამომცემლობა რა არის დღევანდელობის უდიდესი გამოწვევები? როგორ შევინარჩუნოთ არჩევანის თავისუფლება, როცა „დიდი მონაცემები“ განუწყვეტლივ გვითვალთვალებს? როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის ნაკადის გავლენისგან? როგორ ვძლიოთ ტერორიზმს? რატომ ვერ შეძლებს ნაციონალიზმი ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიც გლობალური უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებაა? რატომ განიცდის კრიზისს ლიბერალური დემოკრატია? ახალი მსოფლიო ომი ხომ არ ახლოვდება? უსარგებლო ინფორმაციით წალეკილ სამყაროში სიცხადის არსებობა ძალას გვძენს. წიგნში თანამედროვეობის რთული პრობლემები მკაფიოდ და გასაგებადაა განხილული; ავტორის მიზანია, მკითხველს მეტი ფიქრისკენ უბიძგოს და ჩვენი დროის მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობის სურვილი აღუძრას.  
19.9
21-ე დღე
ავტორი: კეს მორგანი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს დედამიწაზე დამნაშავე მოზარდების ასეული მარტო არ არის... უელსი ცდილობს, გუნდის ერთიანობა შეინარჩუნოს... კლარკი სხვა კოლონისტებს ეძებს... ბელამის უპირველესი მიზანი კი დის გადარჩენაა და სულერთია, ეს რის ფასად დაუჯდება... მაგრამ ვინ არის საშა და რამ მოიყვანა ასეულთან? ამასობაში კოლონია დედამიწაზე დასაბრუნებლად ემზადება, მაგრამ დაიტევს კი სამგზავრო ხომალდები ამდენ ადამიანს? გლასი და ლუკი მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან. მოერევა სიყვარული მრისხანებას, თუ გლასს დედასთან ერთად მოუწევს.
13
30 მსოფლიო ჩემპიონი რომლებმაც დაწერეს ისტორია
ყველა ჩემპიონის უკან დგას უმძიმესი შრომისა და მსხვერპლშეწირვის ისტორია, ასევე ერთგულება საყვარელი სპორტის სახეობის მიმართ, რომელშიც მათ ტრიუმფალურ გამარჯვებებს მიაღწიეს. მხოლოდ მძიმე დაბრკოლებების გადალახვით შეიძლება სანუკვარი პრიზის დაუფლება. ეს წიგნი ოცდაათი ლეგენდარული სპორტსმენის გამარჯვებების საიდუმლოს გაგიმხელთ. ვინ იცის, იქნებ ოდესმე თქვენც შეძლოთ მსგავსი წარმატების მიღწევა სპორტულ ასპარეზზე...
24.95
33 ზღაპარი
ავტორი: ჰერმან ჰესე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა „ჰერმან ჰესეს ზღაპრები ამ ჟანრის იმ სახეობას განეკუთვნებიან, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხელოვნურ.ზღაპარს უწოდებენ და რომელიც ხალხური ზღაპარივით მთელი ერის.სპონტანური და გაუცნობიერებელი შემოქმედების შედეგი კი არ არის, არამედ პოეტური.ინდივიდუალობის ნებას ექვემდებარება. იგი, მართალია, ერთობ ხშირად გადმოიღებს.ხოლმე ფოლკლორული ზღაპრის ცალკეულ ელემენტს, მოტივსა და.თხრობის მანერას, მაგრამ თითქმის ყოველთვის ანადგურებს მის არსს.და საბოლოოდ მაინც თვით ხელოვანის სუბიექტური ძალვისა.და შემოქმედი გონის გაცნობიერებული მოქმედების პროდუქტია“.
14.9
36 და 6 კატა
ავტორი: ჰალინა ვდოვიჩენკო სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ნინო ნასყიდაშვილი   ვერც ქალბატონი კრეპოვა და ვერც მისი ძვირფასი ძმისშვილი სტასი ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ მათ პაწაწა ბინას თავშესაფრის მაძიებელი ოცდათექვსმეტი მოზრდილი და ექვსი პატარა კატა მიადგებოდა. ალბათ, არც თქვენ გინახავთ ამდენი კრუტუნა არსება ერთად… აბა, კატებით სავსე ავტობუსი წარმოიდგინეთ, ან კატების დიდი ჯგუფი საბავშვო ბაღში, ან თუნდაც კატებით გადავსებული კლასი… ბევრია? რა თქმა უნდა, ბევრია! სამაგიეროდ – ბრბო არაა, არც ხროვაა, არც ჯოგი და არც ბანდა. საზოგადოებაა! და მისი თითოეული წევრი განუმეორებელია. ეს წიგნი ყველას გაგაცნობთ და შეგახვედრებთ. იმასაც გიამბობთ, რა გაუგონარი ამბები დაატრიალეს. თქვენც დაიჯერებთ, რომ ამქვეყნად ყველაფერი შეიძლება მოხდეს!..
10.9