santaesperanza
ინდოეთის დღიური
ავტორი: არჩილ ქიქოძე   არჩილ ქიქოძის მორიგი „ნატურალისტურ-ლიტერატურული“ დღიური ინდოეთში მოგზაურობაზე გვიყვება. წიგნში ვხვდებით კეთილ, ცნობისმოყვარე და ექსცენტრიკულ ადამიანებს – ქვეყნის მასპინძლებსა და სტუმრებს. მწერლის დაკვირვებული თვალი გვამოგზაურებს ფერად და სურნელოვან ჯაიპურსა და ტრივანდრუმში, ოქროსფერ ჯაისალმერსა და ტარის იდუმალ უდაბნოში, რანტამბორის ეროვნული პარკში, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ბუნებისა და ცხოველებისადმი უპრეცედენტო პატივისცემით უფრთხილდებიან. ქვეყანას, რომელსაც იგი პირველად ესტუმრა, ძალიან ცოტა აქვს საერთო მისთვის კარგად ნაცნობ კოლონიალისტურ მხატვრულ ნაწარმოებებში დახატულ ინდოეთთან. ეს წიგნი ინდოეთზეა, მაგრამ, ამავე დროს, თავად ავტორზეცაა, მის მოგონებებზე, სიცოცხლისა და სიკვდილისადმი მის დამოკიდებულებაზე.
11.9
ინიციაცია, რიტუალები, საიდუმლო საზოგადოებები
ავტოირი: მირჩა ელიადე ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძემ   ინიციაციები - საკაცობრიო კულტურის უმნიშვნელოვანესი ფენომენი, რაზეც ეს წიგნი მოგვითხრობს, ისეთივე ძველია როგორც თავად კაცობრიობა. აქაც, ისევე როგორც დანარჩენ ნაშრომებში, სახელგანთქმული რელიგიათმცოდნე და ანთროპოლოგი მირჩა ელიადე გვთავაზობს არქაულ კულტურებსა და მაღალ ცივილიზაციებში დაცული ინიციაციებისა და მასთან დაკავშირებული რიტუალების, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების წარმოჩენის ფართო ჰორიზონტს და მისთვის დამახასიათებელ ძალიან ღრმა, კომპარატივისტულ, ინტერპრეტაციულ ანალიზს. ,,ზოგადად ინიციაციაში იგულისხმება რიტუალებისა და ზეპირი მითითებების ერთობლიობა,“ - წერს ელიადე, - ,,რომლის მიზანი ინიციაციის ობიექტის რელიგიური და სოციალური სტატუსის რადიკალური ცვლილება გახლავთ. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ინიციაცია ეგზისტენციალური რეჟიმის ონტოლოგიურ ცვლილებას უტოლდება. ამ განსაცდელების ბოლოს ნეოფიტს სრულიად განსხვავებული არსებობა აქვს, ვიდრე დასაწყისში ჰქონდა: იგი სხვა გახდა.“ ახლად განდობილი რომელმაც შეიცნო მისტერიები, არის ,,ის ვინც იცის“. მას ერთსა და იმავე დროს გაუცხადდა სამი უმნიშვნელოვანესი ფენომენი: საკრალური, სიკვდილი და სექსუალობა - წერს ელიადე.
21
ინოვატორი
ითამაშე ,,ინოვატორი" და გახდი გამომგონებელი! ეს სამაგიდო თამაში უამრავ იდეას მოგაფიქრებინებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველას, ვინც ,,ინოვატორის" სათამაშო დაფის გარშემო შეიკრიბებით. ითამაშეთ და იხალისეთ! რაც მთავარია, მოფიქრებული იდეებით შესაძლოა, რეალურ ცხოვრებაშიც დიდი ინოვატორი გახდეთ!
49.95
ინსომნია 2022
სხვადასხვა ავტორი რაც უფრო ქაოსური და აპოკალიფსურია რეალობა, მით უფრო დიდია ჟანრული ტექსტების მნიშვნელობა. დღეს სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის წიგნები გზამკვლევებად იქცნენ კოლაფსის პირას მყოფი სამყაროს ხალხებისთვის. ეს წიგნი სახიფათო და დაუჯერებელი სამყაროების მორიგი ენციკლოპედიაა, რომელსაც ქართული ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი „ინსომნია“ გთავაზობს. ფესტივალი „ინსომნია“ 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ცდილობს ჟანრული ლიტერატურის პოპულარიზაციას ქართველ მკითხველთა შორის. ეს წიგნი 2022 წელს საფესტივალო უძილობისას შეიქმნა და ის, ტრადიციულად, შვიდი ფინალისტის მოთხრობასა და ფობიოგრაფიას აერთიანებს.
12.9
ინტელექტუალური საკუთრება
ავტორი:არამ სინრაიქი მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი; ნოდარ მანჩხაშვილი   ინტელექტუალური საკუთრება სამართლის ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი, და ამავე დროს, ფართოდ გამოყენებადი განზომილებაა. ინფორმაციისა და ტექნოლოგიის გამოქვეყნების, წარმოების, კოპირების ან დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლების ვინმესთვის მინიჭებით, ინტელექტუალური საკუთრება ახდენს ჩვენი კულტურის, ინდუსტრიებისა და პოლიტიკის ფორმირებას უამრავი სხვადასხვა მიმართულებით, რომლის შედეგიც ეხება ყველას, მათ შორის ხელოვანებს, გამომგონებლებს, მეწარმეებსა და რიგით მოქალაქეებს.
19.9
ინტერიერები საქართველოში
ეს უნიკალური წიგნი საქართველოსთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ ყოფით ესთეტიკასა და სტილს ასახავს. სხვადასხვა ინდივიდუალური საცხოვრებელი სივრცის ფოტოებთან ერთად, ის ამ სივრცეების ბინადართა პერსონალურ ტექსტებსაც გვთავაზობს. ფოტოალბომი წარმოაჩენს ქართულ სინამდვილეში აღმო­­სავლური და დასავლური კულტურების სინთეზს და შთაგო­­ნების შესანიშნავი წყაროა როგორც ინტერიერის დიზაინის, ისე ხელოვნების მოყვარულთათვის
50
ინტერნატი
ავტორი: სერჰი ჟადანი მთარგმნელი: მაია თარგამაძე სერია:  „ინტელექტი“ 25 წლისაა სერჰი ჟადანი თანამედროვე უკრაინული ლიტერატურის საკულტო ავტორი და დღევანდელი ევროპული ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა. მის საკულტო რომანში „ინტერნატი“, რომლის ქართულ თარგმანში სრულადაა შენარჩუნებული ნაწარმოების ორიგინალური სტილი, ვხვდებით უკრაინელ მასწავლებელს, რომელიც ერთი ჩვეულებრივი სოფლის მკვიდრია, ისეთი დასახლების, ღმერთსაც რომ დავიწყებია. მას მხოლოდ სამი დღე აქვს, სამი საკრალური, ფათერაკებით აღსავსე დღე და დიდი მისია – თავისი დისშვილი ომისა და სიკვდილის კლანჭებისგან იხსნას. გარშემო კი ბურუსი და კვამლი, სიკვდილი და მეტამორფოზებია – შეიცვალა ყველა და ყველაფერი, მშობლიური სახლის გარდა, რომლისკენაც ანტიკური დრამების პერსონაჟივით მიილტვის პაშა. „არავინ არ უნდა შეიბრალო“ – იმეორებს მთავარი გმირი და წინ მიიწევს. მის ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებიც წამიერად ჩერდებიან თავიანთი ამბებით და სამუდამოდ იძირებიან ბურუსის თეთრ უფსკრულებში. პაშა კი სვლას განაგრძობს, განაგრძობს იმის მიუხედავად, რომ თან სდევს ძაღლის სველი ბეწვის სუნი, სიკვდილიც მუდამ მის ზურგს უკან დგას, აკვირდება და ელოდება. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე სამდღიანი მოგზაურობისას, პაშაც განიცდის ფერისცვალებას – და წიგნის ბოლოს მკითხველის წინაშე სულ სხვა ადამიანი წარდგება.  
17.95
ინფერნო
ავორი: დენ ბრაუნი მთარგმნელი: გიორგი რაზმაძე დენ ბრაუნის მისტიკურ-დეტექტიური სერია, რომელსაც სკანდალურმა “და ვინჩის კოდმა” მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, რამდენიმე წიგნს აერთიანებს და თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერებში მყარად იკავებს ადგილს. “და ვინჩის კოდს”, “დაკარგულ სიმბოლოსა” და “ანგელოზებსა და დემონებს” 2013 წელს “ინფერნო” შეემატა, რომლის მთავარი გმირი კვლავ ჰარვარდის ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი რობერტ ლენგდონია. ისტორიის ლაბირინთებსა და ხელოვნების ნიმუშებში ჩამალული საიდუმლოებების გამოაშკარავების ოსტატის, რობერტ ლენგდონის ახალი უცნაური თავგადასავალი ძირითადად იტალიაში მიმდინარეობს და ფონად დანტეს შემოქმედება გასდევს. მისი ამოცანა ამჯერადაც რთულია: უნდა გაშიფროს დანტეს შემოქმედების თაყვანისმცემელი უცნობი ბოროტმოქმედის მიერ დატოვებული მინიშნებები და მიაგნოს იდუმალ ადგილს, სადაც შესაძლოა კაცობრიობისთვის დამღუპველი დაავადების წყარო იმალებოდეს. რომანს გამოცემის დღიდან 11 კვირის განმავლობაში პირველი ადგილი ეკავა „ნიუ-იორკ ტაიმსის” ბესტსელერებში. 2016 წელს კი სიუჟეტის მიხედვით გადაღებული ფილმი გამოვიდა.
20.9
იპოვე ნახატები – ისწავლე სიტყვები
ასაკი: 18 თვიდან ამ წიგნის თითოეულ გვერდზე პატარებისთვის უკვე ნაცნობ თუ უცნობ სხვადასხვა ნივთს აღმოაჩენთ, რომლებიც დიდი, სიუჟეტური ნახატის გარშემო თემატურადაა დალაგებული. გვერდებე 20 მუყაოს ფურცლები
17.9
იპოვე ნახატები – ისწავლე სიტყვები, ცხოველები
ასაკი: 18 თვიდან ამ წიგნის თითოეულ გვერდზე პატარებისთვის უკვე ნაცნობ თუ უცნობ ასამდე ცხოველს აღმოაჩენთ, რომლებიც საბინადრო გარემოს მიხედვით დიდი, სიუჟეტური ნახატის გარშემოა დალაგებული. ყველა ცხოველს გვერდით უწერია სახელწოდება. აბა, ვინ შეძლებს, ეს ცხოველები დიდ ნახატებზეც იპოვოს? ვინ იცის, რა ჰქვია თითოეულ მათგანს? 12 გვერდი მუყაოს ფურცლები
17.9
ირაკლი ფარჯიანი
1950-1991 ალბომი გამოფენის კატალოგი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 2.11.2021-1.02.2022 საგამოფენო პროექტი ბაია გალერი
120
ის - სტივენ კინგი
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე ავტორი: სტივენ კინგი ის - მრავალსახიანი და ერთსახიანია.ის - რეალურია და არარეალურია, და მაინც, ის არსებობს!დერი,ერთი შეხედვით,არაფრით გამორჩეული ქალაქია,თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით - სინამდვილეში ის საზარლად განსხვავებულია,იქ ის ბინადრობს და მას ბავშვები ხედავენ!ის ყველგანაა და ის კოშმარად ატყდება ქალაქს,ის დაუმარცხებელია!მაგრამ ფიცითა და პირობით იკვრება შესანიშნავი ერთობა - შვიდი ბავშვი,შიშით,განცდით,გარდაუვალი უბედურების შეჩერების სურვილით დაკავშირებულნი მის პირისპირ დგებიან...საბედისწერო ბრძოლაც უნდა გაიმართოს...
32
ის საწყალი, ნაბიჭვარი დროება
ავტორი: პაატა ცანკაშვილი   „ტექსტი ჭინთვით არ იბადება"-ამბობს ერთგან პაატა ცანკაშვილის პერსონაჟი.არ ვიცი,რამდენად შეიძლება ეს ფრაზა მის მწერლურ კრედოდ აღვიქვათ,მაგრამ მისი ნაწერის ბუნებას კი ნამდვილად გვაჩვენებს.ის ცეცხლი და მგზნებარება,რაც მის ტექსტებს მოსდებია,თანაც საოცარი სტილური დახვეწილობით,სწორედ ამაზე ღაღადებს.თანაც არააა ეს ენერგია ფუყე,ცხოვრებისეული გაკვეთილების სიბრძნე მოაქვს თან და სევდა,რომელიც კიდევ უფრო მეტად იზრდება,როდესაც ავტორის ბედისწერა გახსსენდება.გახსენდება ბოლო წლების მისი კარჩაკეტილობის...
11.95
ისკარიოტის ეკლები
ავტორი: მაკა ჯოხაძე ლიტერატურის მცოდნეები მაკა ჯოხაძეს გერტრუდა სტაინს, მარგარეტ იურსენარს, ვირჯინია ვულფსა და ოსკარ უაილდს ადარებენ. თავის დროზე ფრანგებმა მისი რაფინირებული ხელწერა, ფსიქოლოგიური წვდომითა და მეტაფორულობით, ქენძაბურო ოეს შეადარეს. „ისკარიოტის ეკლებიც“ ბავშვობის მეტაფორაა, ერთი ვრცელი, სევდიანი მეტაფორა, ხშირად მთელ ჩვენს მომავალ ცხოვრებას რომ განსაზღვრავს. იუდად იბადება თუ ყალიბდება ადამიანი? თუ ღმერთის არსებობის გწამს, გწამს, რომ იუდად არ იბადებიან. თუ ეშმაკის არსებობისაც გჯერა, იცი, რომ მისი ძალისხმევით ანგელოზიც კი შეიძლება მოღალატედ იქცეს. ეს არის ამ წიგნის ძირითადი კონცეფცია. ჩვენ-ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. იუდა ისკარიოტელსაც თავისი ბავშვობა ჰქონდა, ისევე როგორც იესოსთან ერთად ჯვარცმულ ორ ავაზაკს. ვინ იყო იუდა? ვინ იყვნენ ავაზაკები? როგორი იყო მათი ბავშვობის, სიჭაბუკის წლები და გზები? დარჩათ თუ არა შთამომავლობა? სიკვდილის წინა წამებში როგორ მოახერხა ერთმა ავაზაკმა სასუფევლის მოპოვება, მეორემ კი ჯოჯოხეთის ბინადრად ქცევა?..   ისტორიულ პირებთან და ამბებთან ერთად, რომანის გამოგონილი პერსონაჟები და თავგადასავლები ერთმანეთს ისეთი ბუნებრიობით ერწყმიან, ისეთი საოცარი მხატვრული დამაჯერებლობით თანაარსებობენ, რომ მათ სიმართლეში წამითაც არ გეპარება ეჭვი. მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“ იუდას მთელი ცხოვრების ღრმა და მდიდარი წარმოსახვით შექმნილი არაორდინალური მხატვრული ვერსიაა, ის გაუნელებელი ინტერესით იკითხება და გაჯერებს, რომ იუდა ისკარიოტელმა ზუსტად ასე იცხოვრა და არა სხვაგვარად. შემეცნებით სიხარულთან ერთად, რომანის შინაგანი მუსიკითა და მხატვრული სიტყვის ზეიმით, მკითხველს წინ ნამდვილი ესთეტიკური სიამოვნება ელოდება
24.95
ისმაელი
ავტორი:  დენიელ ქუინი მთარგმნელი: ლევან ღამბაშიძე   წარმოიდგინეთ, რომ გაწუხებთ განცდა, თითქოს რაღაც არ არის რიგზე. ფიქრობთ, რომ ადამიანი ბუნებასთან მიმართებით სწორად არ იქცევა. გგონიათ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და უეცრად გაზეთში აწყდებით განცხადებას: „მასწავლებელი ეძებს მოსწავლეს. მას უნდა ჰქონდეს მსოფლიოს გადარჩენის გულწრფელი სურვილი. დაინტერესების შემთხვევაში მობრძანდით გასაუბრებაზე“. სწორედ ამ განცხადებით დაიწყო წიგნის მთავარი გმირისა და ისმაელის ურთიერთობა. ისმაელისა, რომელსაც ადამიანის განვითარების შესახებ თავისებური და განსხვავებული ხედვა აქვს. ხედვა, რომელიც გვიხსნის თუ როგორ და რატომ აქცია ადამიანმა სამოთხისგან ჯოჯოხეთი და რა უნდა გაკეთდეს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ჰო, სხვათა შორის, ისმაელი გორილაა.
15
ისტორია 10 კლასი მოსწავლის წიგნი
ფირცხალავა,სანიკიძე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
15
ისტორია 10 ნაწ. 1 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  საქართველოს ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო მოსწავლეებს დაეხმარება ქვეყნის ისტორიის აღქმასა და თანამედროვე თუ მსოფლიო კონტექსტში მის გააზრებაში. თითოეულ თემაზე სამუშაოდ მოსწავლესა და მასწავლებელს არ სჭირდება დამატებითი რესურსების მოძიება. სახელმძღვანელო მდიდარია ილუსტრაციებით; მრავალფეროვანი რუბრიკებითა და დავალებებით, თემატური ვიდეოებით, რომლებიც QR კოდებითაა წარმოდგენილი და კლასა თუ სახლში მუშაობას უფრო სინტერესოს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოში თავმოყრილი მასალა მოსწავლესა და მასწავლებელს გაუადვილებს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის ყველა ეტაპს. საქართველოს ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო ითვალისწინებს სასკოლო გამოცდილებას, საუნივერსიტეტო კვლევით უნარებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
8
ისტორია 10 ნაწ. 2 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  გ. უგულავა, ნ. გურგენიძე, ი. ფერაძე, პ. კაციტაძე   ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვან გამოცდილებად აქცევს. თითოეულ თემაზე სამუშაოდ მოსწავლესა და მასწავლებელს არ სჭირდება დამატებითი რესურსების მოძიება. სახელმძღვანელო მდიდარია ილუსტრაციებით; მრავალფეროვანი რუბრიკებითა და დავალებებით, თემატური ვიდეოებით, რომლებიც QR კოდებითაა წარმოდგენილი და კლასსა თუ სახლში მუშაობას უფრო სინტერესოს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოში თავმოყრილი მასალა მოსწავლესა და მასწავლებელს გაუადვილებს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის ყველა ეტაპს. ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო ითვალისწინებს სასკოლო გამოცდილებას, საუნივერსიტეტო კვლევით უნარებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
8
ისტორია 10 ნაწ. 2 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  გ. უგულავა, ნ. გურგენიძე, ი. ფერაძე, პ. კაციტაძე   ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვან გამოცდილებად აქცევს. თითოეულ თემაზე სამუშაოდ მოსწავლესა და მასწავლებელს არ სჭირდება დამატებითი რესურსების მოძიება. სახელმძღვანელო მდიდარია ილუსტრაციებით; მრავალფეროვანი რუბრიკებითა და დავალებებით, თემატური ვიდეოებით, რომლებიც QR კოდებითაა წარმოდგენილი და კლასსა თუ სახლში მუშაობას უფრო სინტერესოს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოში თავმოყრილი მასალა მოსწავლესა და მასწავლებელს გაუადვილებს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის ყველა ეტაპს. ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო ითვალისწინებს სასკოლო გამოცდილებას, საუნივერსიტეტო კვლევით უნარებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
15
ისტორია 11 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  გ. უგულავა, ბ. კვაჭაძე, ი. ფერაძე, ლ. კაკაშვილი  
12
ისტორია 11 ნაწ. 2 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი: გ. უგულავა, ბ. კვაჭაძე, ი. ფერაძე, ლ. კაკაშვილი  
13
ისტორია 11 ნაწ. 3 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  გ. უგულავა, ბ. კვაჭაძე, ი. ფერაძე, ლ. კაკაშვილი
13
ისტორია 7 კლასი მოსწავლის წიგნი
სურგულაძე,გამყრელიძე ლოგოს პრესის გამომცემლობა
15
ისტორია 7 კლასი მოსწავლის წიგნი
მ სურგულაძე, გ გამყრელიძე, ზ კიკნაძე, ლ პატარიძე, ლ კერესელიძე, ნ მინდაძე,  მ ქურთუბაძე, თ შალვაშვილი,  ე სუმბათაშვილი,  თ უზუნაშვილი ლოგოს პრესი
15