santaesperanza
იშიმშილე.ჭამე.გაიმეორე
ავტორი; ჯინ სტივენსი     დიეტომანია თითოეული ჩვენგანის გონებაში მტკიცედ არის ჩაბეჭდილი და გვიწამლავს სიცოცხლის სიხარულს. ყველა ჩაგვჩიცინებს, რომ საკმარისია ბევრი მოძრაობა და ნაკლები ჭამა, მაგრამ მაინც ვერ ვაღწევთ სასურველ შედეგს. დიეტები არ მუშაობს _ ეს შესანიშნავად იცით, მაგრამ მაინც იცავთ. ამის ნაცვლად იხელმძღვანელეთ წიგნით "იშიმშილე.ჭამე.გაიმეორე", რომლის ავტორმა, ჯინ სტივენსმა, რომელმაც 36 კილოგრამი დაიკლო და ეს წონა შეინარჩუნა, შექმნა ინტერვალური შიმშილის სისტემის შემსწავლელი წარმატებული ინტერნეტსაზოგადოება, რომელიც ასიათასობით წევრს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. წიგნი "იშიმშილე. ჭამე. გაიმეორე" ყველა შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს! ისწავლით, როგორ მოარგოთ ინტერვალური შიმშილის სისტემა თქვენი ცხოვრების სტილს; როგორც კი ცხიმების დამწველი სუპერძზალის ამოქმედებას შეძლებთ, სამუდამოდ გათავისუფლდებით დიეტომანიისგან; მიხვდებით, რომ ინტერვალური შიმშილი დიეტა კი არა, ცხოვრების წესია. წიგნი "იშიმშილე, ჭამე,გაიმეორე" განკუთხვნილია ყველასთვის! ახალბედებისთვის შედგენილია 28-დღიანი ფასტ-სტარტი. ვინც ამ პრაქტიკას დიდი ხანია მისდევთ, გაეცნობით უახლეს სამეცნიერო კვლევებს ამ თემაზე და მეტ გამოცდილებას შეიძენთ.
18.95
იცხოვრე, რომ მოჰყვე
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი მტარგმნელი: ლანა კალანდია „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ უშურველად გვიხსნის მეოცე საუკუნის ყველაზე მისტერიული ესთეტიკის საიდუმლო კარს. ეს არის რომანი, სადაც მწერალი მის დაუვიწყარ წიგნებში დაბინავებული პერსონაჟების შორეულ აჩრდილებზე გვესაუბრება.
25
კაგდატა ინ ჯორჯია
ავტორი: აკა მორჩილაძე   ცალკე გამოცემის სახით პირველად იბეჭდება თანამედროვე ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის, ესეისტური ტექსტები: »კაგდატა ინ ჯორჯია« (2008) და »პირადი ენციკლოპედია« (2007).
10
კაენი
ავტორი: ჟოზე სარამაგუ მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე სარამაგუს ბოლო რომანი „კაენი“ ძველი აღთქმის „რიმეიქია“. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც. ეს საინტერესო, ემოციური, ირონიით აღსავსე ტექსტი მწერლის შემოქმედების ბრწყინვალე დამაგვირგვინებელი აკორდია.
10.9
კავკასიის ისტორია I ტომი
კავკასია, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის უძველესი კერა და ბუნებრივი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, უდიდეს როლს ასრულებდა ხალხთა დაახლოებასა და ურთიერთგაგებაში. მუდამ უმნიშვნელოვანესი რეგიონი იყო, უნიკალური გეოპოლიტიკური, გეოკულტურული თუ ეკონომიკური მდგომარეობით, მაგრამ უკანასკნელ ათწლეულებში იმ მრავალმხრივმა და მრავალფეროვანმა მოვლენებმა, პოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის თითქმის ყველა კუთხეში რომ დატრიალდა, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს რეგიონი ე. წ. „ცხელ წერტილად“ აქცია და მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების არეალში მოაქცია. ცივილიზებული მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურულიცხოვრება წარმოუდგენელი, ნაკლული და უსრულია კავკასიის გარეშე.   „კავკასიის ისტორია“ მოიცავს ორ ტომს და ამგვარი სრული გამოცემა პირველად ქვეყნდება. ნაშრომში წარმოჩენილია ის დიდი გზა, რომელიც კავკასიის ქვეყნებმა და ხალხებმა გაიარეს – ადრინდელი, პროტოფეოდალური, ფეოდალური შუღლისა და დაქუცმაცების ხანა, უცხოელთა ბატონობა, ცარიზმის კოლონიური ჩაგვრისა და საბჭოთა იმპერიის სირთულეები. კავკასიის ქვეყნების ტრადიციები, პოლიტიკური ვითარება და დიპლომატიური ურთიერთობები; ეროვნული, რელიგიური, სოციალური თუ კულტურული სიჭრელე და სწრაფვა შიდა კავკასიური მშვიდობის მოგვარებისათვის. გამოკვლევაში არის მცდელობა დასაბუთებისა, რომ კავკასიის ხალხის მშვიდობიანი თანაარსებობის, ინტეგრაციის საფუძველია კავკასიური ცივილიზაცია, რომელიც ეყრდნობა ერთიან ისტორიულ წარსულში ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს.
79.95
კავკასიის შვილები
ავტორი: არტურ ზუტნერი სერია: სხვა კლასიკა ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი საქართველოში ჩამოყალიბდა მწერლად. ბარონი ზუტნერი უცხოელისთვალით, უბის წიგნაკით ხელში, აკვირდებოდა ქართულ ყოფა-ცხოვრებას და ჩანაწერებს აკეთებდა, რომელიც შემდგომ თავის ნაწარმოებებში შეჰქონდა. მის შემოქმედებაში ჩვენი სამშობლო ერთმნიშვნელოვნად წარმოდგენილია როგორც ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანა, ხოლო ავტორი გვევლინება როგორც პირველწყარო, იმდროინდელი ქართული ყოფის ჟამთააღმწერელი.   კრებულში შესული ტექსტების უმეტესობა არ გამოქვეყნებულა ქართულ ენაზე. თვით ორიგინალი კი 1890-1891 წლებში დრეზდენსა და ლაიფციგში გამოიცა ორ ტომად, სახელწოდებით „კავკასიის შვილები“. ამ წიგნში შეხვდებით ბევრ აქამდე უცნობ, ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ფაქტს. მოთხრობები მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში გადაგიყვანთ და მაშინდელი ყოფა-ცხოვრების ორომტრიალში ჩაგრთავთ.   არტურ ზუტნერის შემოქმედება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპა, როგორც კულტურული ფენომენი, ყოველთვის აქტუალური იყო საქართველოში.   გერმანულიდან თარგმნა თამაზ გვენეტაძემ
21.95
კაკაფონია
ავტორი: დათო ჯიქია გამომცელობა: ინტელექტი
15
კალამი Tops Ballpoint pen - blue - F
ლურჯი 0.44 მმ schneider
1
კალამი ბურთულიანი 0.7mm Q16BK Black , DELI
შავი 0.7mm DELI მითითებულია ერთი ცალის ფასი. გამოწერის შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს.
3
კალამი ბურთულიანი 8055C VINSON
ლურჯი 0.7 mm VINSON წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება  
2
კალამი ბურთულიანი Bullet tip 0.7mm BLUE Q18BL , DELI
ლურჯი 0.7 მმ DELI წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
1
კალამი ბურთულიანი Bullet tip 0.7mm BLUE Q57BL , DELI
ლურჯი 0.7mm DELI მითითებულია ერთი ცალის ფასი. გამოწერის შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს.  
3
კალამი მელნიანი 0.5მმ G16BL
ლურჯი გელი 0.5მმ DELI
2
კალამი მელნიანი 0.5მმ G60-BL , DELI
 ლურჯი 0.5მმ DELI მითითებულია ერთი ცალის ფასი. გამოწერის შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს.  
2
კალამი მელნიანი Roller Pen 0.7mm BLUE EQ20430 ,DELI
ლურჯი 0.7mm  DELI გელი  
2
კალამს მიდევნებით დაწერილი
ავტორი:  ზაალ სამადაშვილი   ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით გაიღვიძეს ცნობიერებაში დიდი ხნის წინ დამკვიდრებულმა, მის კუთხე-კუნჭულებში ცხოვრებიდან და წიგნებიდან გადმობარგებულმა ფილოსოფოსებმა, სასულიერო პირებმა, პოლიტიკოსებმა, მეომრებმა და მეც ავმოძრავდი. ამას სხვები გუმანს, ალღოს უწოდებენ და სწორად გადადგმულ ნაბიჯებს მათ კარნახს მიაწერენ, მე კი ხსენებულ პერსონაჟებს ვუმადლი რთულად დასაძლევი დაბრკოლებების გადალახვასა და მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებას.   ვფიქრობ, რომ სხვადასხვა დოზით თითქმის ყველა ჩვენგანში ბინადრობენ ბუნებისა და გონების მესაიდუმლეები, ნებისმიერი სახის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემმუშავებლები, ათას ფათერაკგამოვლილი, რისკიანი მოგზაურები, „ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს“ გარიდებული ასკეტები და გამონაკლისი არც მე ვარ.
12
კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (11-13)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გულად ბავშვთა გაერთიანება „თეთრი ვარდები“ ისე ჰყავს შეპყრობილი თავგადასავლების ჟინს, რომ მის არც ერთ წევრს წამითაც არ ახსენდება მშობლები, რომლებიც თუმცა ბრაზობენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იმედოვნებენ, რომ მათ შვილებს არაფერი გაუჭირდებათ. `თეთრი ვარდების~ უშიშარ, კეთილშობილ რაინდს არა აქვს უფლება, დაინახოს, როგორ იტაცებენ ბანდიტები ცნობილ პროფესორსა და მის ჭორფლიან, ცხვირპაჭუა ბიჭუნა რასმუსს და დამნაშავეებს კვალში არ ჩაუდგეს, მით უმეტეს, თუ ერთგული და გაბედული მეგობრების იმედიც აქვს!    
8.9
კალიგულა
ავტორი:  ალბერ კამიუ მთარგმნელი: გიორგი ანთელავა პიესაში, რომის იმპერატორი კალიგულა არის შეძრწუნებული თავისი დისა და საყვარლის - დრუსილას გარდაცვალების გამო. კამიუს ვერსიაში კალიგულა თვითნ მოაწყობს,თავისი სიკვდილის ინსცენირებას.
13.4
კამო და მე
ავტორი: დანიელ პენაკი გამომცემლობა: აგორა ყდა: რბილი
6.7
კამოდის 12 უჯრა
ავტორი: მიხეილ მღებრიშვილი თვლის სისტემა სხვადასხვანაირია: ორობითი, ათობითი, თორმეტობითი... ერთი დუჟინი, ორი დუჟინი - ასე ითვლიდნენ ადრე. იმიტომ, რომ წელიწადი თორმეტ თვედ დაყვეს ადამიანებმა, საათის ციფერბლატი - თორმეტ ნიშნულად, მოციქულიც თორმეტი იყო, სკამიც - თუ ლიტერატურას გადავწვდებით. ამ რომანში კი 12 ნივთია, ძველ კომოდში შემთხვევით აღმოჩენილი და მთავარი გმირის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების აღმნიშვნელი. სწორედ ეს ერთი დუჟინი ნივთი აცოცხლებს და ხორცს ასხამს ყველაფერს...
11.95
კანარის ჩიტი
ეს წიგნი, სრულად ილუსტრირებული საშობაო ზღაპარი ბავშვებისთვის, წმინდა ნინოს სახელობის ფოკის დედათა მონასტრის პროექტია. მისი ავტორი ცნობილი მწერალი, აკა მორჩილაძეა. ილუსტრატორი: ნანა მელქაძე დიზაინერი: მაკა ცომაია
15
კანვოი
  ავტორი: ირაკლი მახარაძე კანვოის – რჩეული მეომრებისაგან შემდგარ ქვეგანაყოფს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის საიმპერატორო სახლის მშვიდობიან ცხოვრებაში. მათი აღჭურვილობა, თავაწყვეტილი ჯირითი, საუკეთესო სამხედრო წვრთნა და აღკაზმულობა უელსისა და დანიის უფლისწულების, სპარსეთის შაჰის, ნასრ-ედ-დინის, გერმანიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის, ვილჰელმ I-ის აღფრთოვანებას იწვევდა. წიგნი დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით მოგვითხრობს კანვოის ისტორიასა და კანვოელ ქართველ მეომრებზე, რომლებიც მსახურობდნენ საიმპერატორო კარზე 1811 წლიდან 1917 წლამდე, ანუ ნიკოლოზ II-ის გადადგომამდე. კანვოელთა სიაში ირიცხებოდნენ: სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟები – ნიკო და ანდრია დადიანები; გიორგი XII-ის შთამომავალი ალექსანდრე ამილახვარი; დავით (უჩა) დადიანი და სხვა დიდგვაროვანი ქართველები. ავტორი საინტერესოდ აღწერს ცხენზე მოჯირითე ქართველ კანვოელთა ისტორიებს; გვიამბობს, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი, რატომ ჰქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება იმპერატორთან ან რატომ ჩუქნიდნენ დედოფლები ხელმანდილებს
10.9
კანიბალიადა
ავტორი: მიშა ბახსოლიანი გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა „კანიბალიადაში“ მოქმედება მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს იწყება. „ეს არ არის წიგნი ომზე, ესაა წიგნი ადამიანებზე, რომლებიც ომს გამოექცნენ“, – გვეუბნება ავტორი. მართლაც, აქ ვერ ნახავთ საბრძოლო შეტაკებების, პოზიციური ბრძოლებისა და სანგარში ჩამარხული ჯარისკაცების ისტორიებს. ეს წიგნი არც გმირებზეა. ყოველი პერსონაჟი იმდენად გადაგვარებულია მორალურად, რომ მათი შეყვარება ძნელია. უცნაურია, მაგრამ სიძულვილს თანაგრძნობა გადაწონის.
11.9
სიახლე
კაპიტანი
ბავშვობა. პირველი დარტყმა. სიბნელის შიში, სიმორცხვე და რომის ძველ, უკვე არარსებულ უბნებში გატარებული  ხოვრება. მეგობრები. პირველი წვრთნები. დედა, რომელიც წვრთნის განმავლობაში მის გაკვეთილებს სწავლობდა, შემდეგ კი, ვარჯიშიდან გამოსულს, ჯერ სველ თმას უშრობდა მანქანის გამათბობელზე, შემდეგ კი გაკვეთილებს უყვებოდა. დებიუტი 16 წლის ასაკში, 1993 წლის მარტის ერთ შუადღეს, „ბრეშასთან“. ბუცების „შიპებში“ გაბლანდული სპორტული შარვალი. პირველი დერბი და პირველი გოლი. დიდება. ყვითელ-წითელი ზღაპარი და ერთსა და იმავე მაისურში გატარებული ოცდახუთი წელი.   სამუდამო და ერთადერთი კაპიტანი.   ეპიკური სკუდეტო. ამბავი და ცხოვრება იმ ბიჭისა, რომელიც მუდამ გაოცებული იღიმება; რომელიც ქალაქმა აირჩია საკუთარ სიმბოლოდ, რაინდად და ღირსების მცველად. ქალაქისაგან ნაჩუქარი სიყვარულის და ქალაქისათვის თავგანწირვის ამბავი. ფეხბურთთან დამშვიდობება და სიტყვა „მშვიდობით“, რომელმაც აატირა არა მხოლოდ რომას ტიფოზები, არამედ მთელი სპორტული სამყარო. რადგან ტოტი არის თითოეული რომაელის ცხოვრების ნაწილი.   რადგან ის არის „რომა“ და ის არის რომი.   იტალიურიდან თარგმნა ნანა ზარდიაშვილმა
24.95