santaesperanza
ის საწყალი, ნაბიჭვარი დროება
ავტორი: პაატა ცანკაშვილი   „ტექსტი ჭინთვით არ იბადება"-ამბობს ერთგან პაატა ცანკაშვილის პერსონაჟი.არ ვიცი,რამდენად შეიძლება ეს ფრაზა მის მწერლურ კრედოდ აღვიქვათ,მაგრამ მისი ნაწერის ბუნებას კი ნამდვილად გვაჩვენებს.ის ცეცხლი და მგზნებარება,რაც მის ტექსტებს მოსდებია,თანაც საოცარი სტილური დახვეწილობით,სწორედ ამაზე ღაღადებს.თანაც არააა ეს ენერგია ფუყე,ცხოვრებისეული გაკვეთილების სიბრძნე მოაქვს თან და სევდა,რომელიც კიდევ უფრო მეტად იზრდება,როდესაც ავტორის ბედისწერა გახსსენდება.გახსენდება ბოლო წლების მისი კარჩაკეტილობის...
11.95
სიახლე
ისკარიოტის ეკლები
ავტორი: მაკა ჯოხაძე ლიტერატურის მცოდნეები მაკა ჯოხაძეს გერტრუდა სტაინს, მარგარეტ იურსენარს, ვირჯინია ვულფსა და ოსკარ უაილდს ადარებენ. თავის დროზე ფრანგებმა მისი რაფინირებული ხელწერა, ფსიქოლოგიური წვდომითა და მეტაფორულობით, ქენძაბურო ოეს შეადარეს. „ისკარიოტის ეკლებიც“ ბავშვობის მეტაფორაა, ერთი ვრცელი, სევდიანი მეტაფორა, ხშირად მთელ ჩვენს მომავალ ცხოვრებას რომ განსაზღვრავს.   იუდად იბადება თუ ყალიბდება ადამიანი? თუ ღმერთის არსებობის გწამს, გწამს, რომ იუდად არ იბადებიან. თუ ეშმაკის არსებობისაც გჯერა, იცი, რომ მისი ძალისხმევით ანგელოზიც კი შეიძლება მოღალატედ იქცეს. ეს არის ამ წიგნის ძირითადი კონცეფცია.   ჩვენ-ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. იუდა ისკარიოტელსაც თავისი ბავშვობა ჰქონდა, ისევე როგორც იესოსთან ერთად ჯვარცმულ ორ ავაზაკს.   ვინ იყო იუდა? ვინ იყვნენ ავაზაკები? როგორი იყო მათი ბავშვობის, სიჭაბუკის წლები და გზები? დარჩათ თუ არა შთამომავლობა? სიკვდილის წინა წამებში როგორ მოახერხა ერთმა ავაზაკმა სასუფევლის მოპოვება, მეორემ კი ჯოჯოხეთის ბინადრად ქცევა?..   ისტორიულ პირებთან და ამბებთან ერთად, რომანის გამოგონილი პერსონაჟები და თავგადასავლები ერთმანეთს ისეთი ბუნებრიობით ერწყმიან, ისეთი საოცარი მხატვრული დამაჯერებლობით თანაარსებობენ, რომ მათ სიმართლეში წამითაც არ გეპარება ეჭვი.   მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“ იუდას მთელი ცხოვრების ღრმა და მდიდარი წარმოსახვით შექმნილი არაორდინალური მხატვრული ვერსიაა, ის გაუნელებელი ინტერესით იკითხება და გაჯერებს, რომ იუდა ისკარიოტელმა ზუსტად ასე იცხოვრა და არა სხვაგვარად.   შემეცნებით სიხარულთან ერთად, რომანის შინაგანი მუსიკითა და მხატვრული სიტყვის ზეიმით, მკითხველს წინ ნამდვილი ესთეტიკური სიამოვნება ელოდება
24.95
ისმაელი
ავტორი:  დენიელ ქუინი მთარგმნელი: ლევან ღამბაშიძე   წარმოიდგინეთ, რომ გაწუხებთ განცდა, თითქოს რაღაც არ არის რიგზე. ფიქრობთ, რომ ადამიანი ბუნებასთან მიმართებით სწორად არ იქცევა. გგონიათ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და უეცრად გაზეთში აწყდებით განცხადებას: „მასწავლებელი ეძებს მოსწავლეს. მას უნდა ჰქონდეს მსოფლიოს გადარჩენის გულწრფელი სურვილი. დაინტერესების შემთხვევაში მობრძანდით გასაუბრებაზე“. სწორედ ამ განცხადებით დაიწყო წიგნის მთავარი გმირისა და ისმაელის ურთიერთობა. ისმაელისა, რომელსაც ადამიანის განვითარების შესახებ თავისებური და განსხვავებული ხედვა აქვს. ხედვა, რომელიც გვიხსნის თუ როგორ და რატომ აქცია ადამიანმა სამოთხისგან ჯოჯოხეთი და რა უნდა გაკეთდეს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ჰო, სხვათა შორის, ისმაელი გორილაა.
15
ისტორია 10 კლასი მოსწავლის წიგნი
ფირცხალავა,სანიკიძე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
15
ისტორია 10 ნაწ. 1 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  საქართველოს ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო მოსწავლეებს დაეხმარება ქვეყნის ისტორიის აღქმასა და თანამედროვე თუ მსოფლიო კონტექსტში მის გააზრებაში. თითოეულ თემაზე სამუშაოდ მოსწავლესა და მასწავლებელს არ სჭირდება დამატებითი რესურსების მოძიება. სახელმძღვანელო მდიდარია ილუსტრაციებით; მრავალფეროვანი რუბრიკებითა და დავალებებით, თემატური ვიდეოებით, რომლებიც QR კოდებითაა წარმოდგენილი და კლასა თუ სახლში მუშაობას უფრო სინტერესოს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოში თავმოყრილი მასალა მოსწავლესა და მასწავლებელს გაუადვილებს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის ყველა ეტაპს. საქართველოს ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო ითვალისწინებს სასკოლო გამოცდილებას, საუნივერსიტეტო კვლევით უნარებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
8
ისტორია 10 ნაწ. 2 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  გ. უგულავა, ნ. გურგენიძე, ი. ფერაძე, პ. კაციტაძე   ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვან გამოცდილებად აქცევს. თითოეულ თემაზე სამუშაოდ მოსწავლესა და მასწავლებელს არ სჭირდება დამატებითი რესურსების მოძიება. სახელმძღვანელო მდიდარია ილუსტრაციებით; მრავალფეროვანი რუბრიკებითა და დავალებებით, თემატური ვიდეოებით, რომლებიც QR კოდებითაა წარმოდგენილი და კლასსა თუ სახლში მუშაობას უფრო სინტერესოს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოში თავმოყრილი მასალა მოსწავლესა და მასწავლებელს გაუადვილებს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის ყველა ეტაპს. ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო ითვალისწინებს სასკოლო გამოცდილებას, საუნივერსიტეტო კვლევით უნარებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
8
ისტორია 10 ნაწ. 2 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  გ. უგულავა, ნ. გურგენიძე, ი. ფერაძე, პ. კაციტაძე   ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვან გამოცდილებად აქცევს. თითოეულ თემაზე სამუშაოდ მოსწავლესა და მასწავლებელს არ სჭირდება დამატებითი რესურსების მოძიება. სახელმძღვანელო მდიდარია ილუსტრაციებით; მრავალფეროვანი რუბრიკებითა და დავალებებით, თემატური ვიდეოებით, რომლებიც QR კოდებითაა წარმოდგენილი და კლასსა თუ სახლში მუშაობას უფრო სინტერესოს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოში თავმოყრილი მასალა მოსწავლესა და მასწავლებელს გაუადვილებს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის ყველა ეტაპს. ისტორიის მე – 10 კლასის სახელმძღვანელო ითვალისწინებს სასკოლო გამოცდილებას, საუნივერსიტეტო კვლევით უნარებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
15
ისტორია 11 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  გ. უგულავა, ბ. კვაჭაძე, ი. ფერაძე, ლ. კაკაშვილი  
12
ისტორია 11 ნაწ. 2 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი: გ. უგულავა, ბ. კვაჭაძე, ი. ფერაძე, ლ. კაკაშვილი  
13
ისტორია 11 ნაწ. 3 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  გ. უგულავა, ბ. კვაჭაძე, ი. ფერაძე, ლ. კაკაშვილი
13
ისტორია 7 კლასი მოსწავლის წიგნი
სურგულაძე,გამყრელიძე ლოგოს პრესის გამომცემლობა
15
ისტორია 7 კლასი მოსწავლის წიგნი
მ სურგულაძე, გ გამყრელიძე, ზ კიკნაძე, ლ პატარიძე, ლ კერესელიძე, ნ მინდაძე,  მ ქურთუბაძე, თ შალვაშვილი,  ე სუმბათაშვილი,  თ უზუნაშვილი ლოგოს პრესი
15
ისტორია 7 კლასი მოსწავლის წიგნი
ნ. ახმეტელი, ბ. ლორთქიფანიძე გამომცმელობა დიოგენე  
14
ისტორია 8 კლასი მოსწავლის წიგნი
ნ.ახმეტელი, ბ.ლორთქიფანიძე, ნ. ფირცხალავა, ა.თაბუკაშვილი გამომცმელობა დიოგენე
20
ისწავლე ინგლისური ანბანი
ასაკი: 3+ ეს წიგნი ბავშვებს დაეხმარება,ინგლისური სიტყვები თამაშ-თამაშით, სახალისო ილუსტრაციების დახმარებით ისწავლონ; დიდი ზომის ფაზლი კი მათ შესაძლებლობას მისცემს, ინგლისური ასოების ამოცნობა შეძლონ. სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
15.9
ისწავლე ცეროდენებთან ერთად
ქართლი ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ცეროდენების ფერმაში დიდი ჟრიამულია. ბეჯითი და მხიარული ცეროდენები ხალისით სწავლობენ ციფრებს, სიტყვებს, ფერებსა და ფორმებს. ეს ფერადი წიგნი პატარებს აჩვენებს, რომ სწავლაც სახალისოა.  
12.9
იუდას სახარება
ავტორი: შაპაზი მორის   თარგმანი: დათო აკრიანი    მე არ ვარ ნაყროვანი. მე შენ გაიგივებ მამასთან, რომელსაც განუწყვეტლივ ციტირებ. ჩემი სული? აი, ჩამორთმეული ქონება, რომლის უფლებასაც მე ვერავის გადავცემ. იესო, მსხვერპლად გიგდებ ჩემს სხეულს შენ ან ფრინველებს, რომლებიც იქნებ შენ შექმენი და რომლებიც მას დაანაკუწებენ - წინდაწინ ვმადლობ ამისთვის. მთელი ჩემი თმა დათვლილია. ოდესმე თუ გავასწორებთ ანგარიშებს მე და შენ? მე ვიძლევი ყველაფერს, თუმცა არაფერი ვარ. მხოლოდ იმისთვის ვიცხოვრე, რომ უბედურებაში დავრჩენილიყავი, ვყოფილიყავი მიზეზი და, იმავდროულად ...
6.6
იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა
ავტორი: დენიელ კანემანი სერია:ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი   ნობელის პრემიის ლაურეატისა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე მეცნიერის, დანიელ კანემანის, რევოლუციური წიგნი "იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“ ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს შედეგებზე დაყრდნობით გვიყვება, იმაზე, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება აზროვნების ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული პროცესის - სწრაფი და ნელი აზროვნების შედეგად. წიგნი არაერთ მნიშვნელოვან კითხვაზეც დაგვაფიქრებს: მაგალითად, უნდა ვენდოთ თუ არა ჩვენს ინტუიციას? როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი უნებლიე შეცდომებს გადაწყვეტილებების მიღებისას ამ პროცესების გააზრების შედეგად?
29.95
იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან
ავტორი: დელია ოუენსი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ყველას სმენია „მარშის გოგოს“ შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. როდესაც ბარკლი ქოუვში მკვლელობა ხდება, ეჭვობენ, რომ ეს საზარელი დანაშაული კაიამ ჩაიდინა. დელია ოუენსის წიგნი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ ერთდროულად დეტექტივი, ბილდუნგსრომანი და დედამიწის ჰიმნია. ავტორი საოცარი პოეტურობით აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს ბუნებასთან და საზოგადოებასთან, პერსონაჟებს კი ისეთი დილემების წინაშე აყენებს, სადაც მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის. დელია ოუენსი ამერიკელი ზოოლოგია ჯორჯიის შტატიდან. „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლისამ გამოაქვეყნა. 2018 წელს გამოსული წიგნი მაშინვე მოექცა საერთაშორისო ბესტსელერების სათავეში და თითქმის ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი.
15.9
იქიდან ზღვა ჩანს
ავტორი: ფილიპ ბესონი მთარგმნელი: დალი იაშვილი როდის ან რა მიზეზით დგება ერთი შეხედვით სტაბილურ და ხანგრძლივ ცოლქმრულ ურთიერთობაში ღალატის დრო? – ეს რომანი კარგად წარმოაჩენს ამ შეკითხვის არსს და მასშივეა პასუხთა ინტერპრეტაციები. რომანის მთავარი გმირი 40 წლის მწერალი ქალია, მდიდარი შინაგანი სამყაროთი და იშვიათი კომპლექსით – დედობის უსურვილობა, შვილიერებაზე უარის თქმა. ცხოვრება კი მის ვნებებს და იდეებს თავის პარადოქსებს სთავაზობს. საბედისწერო სამკუთხედში ყველა თავის წილ ტრაგიზმს ინაწილებს. წიგნში ფრანგული პროზისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური ნიუანსებითა და ეროტიზმით სასიყვარულო ურთიერთობების ახალი ლაბირინთები იხსნება.
8.5
იყო
ავტორი: Mossy Toresa "წიგნი შესაქმისა თქმული პირველ მამათაგან ღმერთთა და კაცთათვის" ძველი ქართული წარმართული წარმოდგენების ყველაზე ადრეული ლიტერატურული ქმნილება შეიძლება იყოს და ვინაიდან ისტორიას ყოველთვის აქვს გაგრძელება აწმყოში, მასაც თავისი ბედი ექნება, რომელიც მთავარი გმირის ბედს დაუკავშირდება. ანტიკვარების ერთი ჩვეულებრივი მაღაზია შესაძლოა მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის ადგილად იქცეს, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ.
17
იყო და არა იყო რა
ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
იყო და არა იყო რა
ილუსტრატორი: ელენე ჭიჭაშვილი წიგნი აერთიანებს 50-ზე მეტ ქართულ ზღაპარს. ვინ აღარ იყო ქართულ ზღაპრებში: მოხერხებული ხუთკუნჭულა, შეუპოვარი გვრიტი, ბედისმაძებარი კაცი, ცბიერი მელია, ერთგული წიქარა, საწყალი კონკია, მატყუარა ბატონი, ზარმაცი ნაცარქექია… სად არ მოგზაურობენ, რა არ გადახდებათ თავს, ვის არ გადაეყრებიან; და ჩვენც, დიდი თუ პატარა მკითხველები, თვალს ვადევნებთ ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს, დავყვებით აღმა-დაღმა და გვჯერა, რომ სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს, ბოროტება კი დამარცხდება
30.9
იყო და ფლობდე
ავტორი: გაბრიელ მარსელი მთარგმნელი : თამარ ქავთარაძე გაბრიელ ონორე მარსელი (1889-1973) – ფრანგი ფილოსოფოსი, დრამატურგი, ლიტერატურისა და მუსიკის კრიტიკოსი, ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი. „იყო და ფლობდე“ – ესაა 1928 და 1933 წლებს შორის გაკეთებული შენიშვნები, რასაც ავტორმა მეტაფიზიკური ჟურნალის სახე მისცა, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მიყვეს მსჯელობას, რომელიც ონტოლოგიური საიდუმლოსადმი კონკრეტულ მიდგომას აყალიბებს. ბერგსონიანობისა და კარტეზიანული cogito-ს კრიტიკის გაფართოებით „იყო და ფლობდე“ მეტაფიზიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ტექსტად წარმოდგება.  
26