santaesperanza
თოჯინა და მარგალიტი
ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი მთარგმნელი: თოენა მჭედლიშვცი გამომცემლობა: ინტელექტი   მწერალმა ოლგა ტოკარჩუკმა ეს წიგნი ბოლესლავ პრუსის რომან ,,თოჯინას” მიუძღვნა. ნაშრომი ღრმა კულტუროლოგიურ- ფსიქოლოგიური რეფლექსიაა წიგნისა, რომელმაც თავად ტოკარჩუკზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს დაუფარავი აღტაცება მისთვის არათუ ხელისშემშლელია, არამედ გაცილებით დიდ სივრცეს აჩენს მკითხველსა და ტექსტს შორის თამამი და პრინციპული ურთიერთობისათვის. პერსონაჟთა არქეტიპული პალიტრა, მითოლოგიური პლასტები, რომანის კოსმოგონია და მასში ჩართული მკითხველის წამი” როგორც მუდმივი და დაულეველი ინტერპრეტაციის უფლება – ეს ყოველივე ნაშრომს იმ განუმეორებელ ინტიმს და მომნუსხველობას ანიჭებს, რომელიც თავიდან აგარიდებთ ლიტერატურათმცოდნეობითი ტექსტების კითხვისას თანმდევ ბუნებრივ მოწყენილობას. ეს წიგნი კითხვის და გააზრების სიხარულზეა.
12.95
თუ დავრჩები
ავტორი:გეილ ფორმანი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე   ზოგჯერ თავად აკეთებ არჩევანს, ზოგჯერ კი არჩევანი ჩერდება შენზე! მია ფიქრეობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო მუსიკასთან, თუ მის გამო მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა.თებერვლის ერთ დილას მია ოჯახთან ერთად მანქანით გაემგზავრა, ავარიაში მოყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი. რა მოხდება თუ მია იცოცხლებს, თუ ეყვარება, თუ დარჩება? ეს შესანიშნავი, ტკივილით სავსე, რომანტიკული და ბოლოს მაინც იმედიანი რომანი სიყვარულზე, დანაკარგსა და სიმამაცეზეა, რომელმაც მიას სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა და თანაც მაშინ, როცა ყველაფერი მის ხელში იყო.
11.95
თუ ზამთრის ღამით მოგზაური
ავტორი: იტალო კალვინო მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
13.9
თუ საჭიროა, გათქმევინებთ
ავტორი: შორენა ლებანიძე   შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანისა და მოთხრობების ეს კრებული, მეოცე საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურული კლიმატის გაცოცხლების ფონზე, საბჭოთა რეჟიმს შეწირული ადამიანების პიროვნულ ტრაგედიას ასახავს.     ავტორი წარმოაჩენს ტოტალიტარული სისტემის გამოკვეთილ თვისებას, თავის სამსახურში ჩააყენოს, დაიმორჩილოს და, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ფიზიკურად გაანადგუროს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები, თუმცა გადის დრო და ახალი რეალობა კვლავ აღადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლთა უსამართლოდ წაშლილ კვალსა და სახელებს.     დოკუმენტურად დასაბუთებული და საარქივო მასალით გამდიდრებული ამბების აღწერით შორენა ლებანიძე ისტორიულ სინამდვილეს მნიშვნელოვან შტრიხებს მატებს. ავტორი ნაკლებად გახმაურებულ, მაგრამ ფასეულ და საყურადღებო დეტალებს ამზეურებს სახელოვანი დირიჟორის, ევგენი მიქელაძისა და მისი ოჯახის, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის, პროფესორ პეტრე გელბახიანისა და მისი კოლეგების/ოჯახის წევრების, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის ცხოვრებიდან და პროფესიული საქმიანობიდან, ასევე სიღრმისეულად წარმოაჩენს იმ მიზეზებს, რის გამოც ისინი მიუღებელნი აღმოჩნდნენ 30-იანი თუ 70-80-იანი წლების საბჭოთა სისტემისთვის.     წიგნისთვის ავტორს 2020 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ „საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის“ ნომინაციაში.
9.95
თურმეობითი
ავტორი: ვახტანგ ჯავახაძე გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: მაგარი ვახტანგ ჯავახაძის ახალი კრებული „თურმეობითი“ ბოლო ხუთ წელიწადში დაწერილ ლექსებს აერთიანებს. მუდმივად თანამედროვე და უაღრესად საინტერესო პოეტის ამ ლექსებს კი ასაკის შესაბამისი ფილოსოფიური და ამავე დროს მუდმივად (თვით)ირონიული განწყობა კრავს – განვლილი ცხოვრების გადახედვის, ხსოვნის, მონატრების და მოგონების, სინანულის და აღსარების, ძველ „კერპებთან“ დინჯი და კრიტიკული დიალოგის განწყობა.  ფორმის და შინაარსის მოქნილი მრავალფეროვნება, კულტუროლოგიური პალიტრა, ქრონოსისა და ტოპოსის ლირიკული ანაბეჭდები – ეს აქცენტები ვახტანგ ჯავახაძის პოეზიას უნიკალურ მხატვრულ-ენობრივ კატეგორიად აქცევს, სიცოცხლის თურმეობით შედეგს კი საიდუმლოს სიღრმით მსჭვალავს.  პოეტის ლირიკულ ლექსებთან ერთად კრებულში შესულია ბოლო დროის ერთ-ერთი შედევრი, გახმაურებული რეკვიემი „ელეგია“, რომელიც ამჯერად განახლებული/შევსებული სახით იბეჭდება.
23.95
თხა და ვენახი
ილუსტრატორი: ნინო ჯიჯავაძე გამომცემლობა: არტანუჯი  
21.95
თხზულებანი #2
ავტორი: ბაჩანა ბრეგვაძე კრებულის მეორე ტომში შესულია ბაჩანა ბრეგვაძის შემდეგი ნაშრომები: "ბლეზ პასკალი", "პლატონური დიალექტიკის შედევრი", "პლატონური პრელუდიები"
16.8
თხუთმეტი წლის კაპიტანი
ავტორი: ჟიულ ვერნი მთარგმნელი: იათო კოტეტიშვილი სერია: მოსწავლოს ბიბლიოთეკა დიკ სენდი ყველაზე მამაცი კაპიტანია ამქვეყნად. თუმცა, სანამ კაპიტანი გახდებოდა, ის იუნგად მსახურობდა ვეშაპებზე მონადირე ხომალდზე, კაპიტნისა და მეზღვაურების ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ კი გემის უფროსობა ითავა. უკვე კაპიტან დიკს არაერთი ფათერაკი გადახდა თავს ჯერ ოკეანეში ცურვისას, შემდეგ – აფრიკის სავანაში ხეტიალისას, სადაც მოღალატეთა „წყალობით“ აღმოჩნდა თანამგზავრებთან ერთად და ბოლოს ტყვეთა ბანაკშიც კი გამოკეტეს, საიდან თავის დაღწევაც არც ისე იოლია. „თხუთმეტი წლის კაპიტანი“ მთელ მსოფლიოში უამრავი თაობის საყვარელი საკითხავია. ეს არის წიგნი, რომელიც გვარწმუნებს, რომ სიკეთე, თავდადება და სიმამაცე მარადიული ფასეულობებია.
10.9
იავნანა ლილისთვის
ამბავი იწყება ასე: თავიდან მხოლოდ ოთხნი ვიყავით: მე, ლუკა, დედა და მამა.მერე ლილი დაიბადა და გავხუთდით. 4+1=5. მე ლუნა მქვია და მაშინ მეც ხუთი წლის ვიყავი. ლუკა ჩემზე დიდია, სამი წლით. 5+3=8. დედა და მამა ბევრის იყვნენ, მაგდენი მიმატება, აბა, რა ვიცოდი.
13.95
იავნანამ რა ჰქმნა და სხვა მოთხრობები (9-10)
ავტორი: იაკობ გოგებაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
9.9
იაკობ გოგებაშვილი - მკვეხარა ქოთანი
იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 27 ოქტომბერი [ძვ. სტ. 15 ოქტომბერი] 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი ― გ. 14 ივნისი [ძვ. სტ. 1 ივნისი] 1912, თბილისი) ― ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
16.95
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები
ეს ფერადი წიგნი დიდ ადამიაბურ სიბრძნეს შემოგაგებებს. მასში შენი მეგობრები ცხოვრობენ - ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში მიგნებული და „გაქართველებული“ ბუნების შვილები - ადამიანი და მცენარე, უამრავი შინაური და ტყიური არსება. ასე რომ, არ გაიკვირვო, თუ მათ ხასიათსა და საქციელში საკუთარს დაინახავ. ეს ამბები და შეგონებები იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებსა და კლასგარეშე საკითხავებშიც შეგხვდება მშიშარა ვანო; ირემი; მკვეხარე ქოთანი; ყვავი; მგელი და მეცხვარეები; არწივი და ყვავი; თხა და მელია; მგელი და წერო; ლომი და ბაყაყი; კუ და არწივი; ირემი და ვენახი;მუქარა;თავის დასჯა; ძუნწი; ღარიბი გველი და სხვა...
27.95
იანუსი
ავტორი: ნუგზარ აფხაზავა დოქტორი სპააკი ოქროსხელება ქირურგია. მას ისე შეუძლია შეუცვალოს ადამიანს გარეგნობა და იერი, რომ შეიძლება დედამ შვილი ვეღარ იცნოს და ცოლმა — ქმარი. ექიმის გარშემო განვითარებულ იდუმალ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან ვაკვირდებით და მათთან ერთად ნელ-ნელა ვიგებთ შემზარავ სიმართლეს. სიმართლე კი კომპანია "სპააკ ენდ სტიქსის" უკან იმალება, რომელსაც მსურველები იმ ქვეყნად უმტკივნეულოდ და მყისიერად, კლიენტის მიერ ერთი მარტივი ბლანკის შევსებისა და შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიჰყავს.
11.9
ამოწურულია
იაპონური ზღაპრები (6 წლიდან)
ავტორი: სხვადასხვა მთარგმნელები: ნ. თოფჩიაშვილი, თ. ჯავახიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა
6.9
იასამნის გოგონები
ავტორი: მართა ჰოლ კელი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: ომებსა და ადამიანებზე   არსებობს ბევრი რამ, რისი დავიწყებაც შეუძლებელია, განსაკუთრებით საკონცენტრაციო ბანაკის საშინელებათა. წამების სურათები გონებაში კინოფირივით ცოცხლდება და სიძულვილი, უმწეობა, შურისძების წყურვილი და შიში კვლავ გახრჩობს - შიში სულის დამღრღნელი, გამომფიტავი... თურმე ამის დაძლევა მწამებელთან შეხვედრასაც შეუძლია, ამ წუთებმა შეიძლება მიძინებული მიტევების უნარიც დაგიბრუნოს და იმასაც მიგახვედროს, რომ ის, ვინც ერთ დროს უძლეველი გეგონა და მისი ტყვე იყავი, ყველაზე სუსტი და მხდალი ყოფილა... და ძველებურად გულქვაც. რავენსბრიუკის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილმა პოლონელმა ტყვეებმა კასიამ და ზუზანამ ტყვეობის ოთხი წლის განმავლობაში დაკარგეს ძვირფასი ადამიანები, ჯანმრთელობა, მაგრამ ომის შემდგომ უფრო მეტი შეიძინეს - მსოფლიოს თანადგომა, ერთგული მეგობრები, ოჯახი, შვილები და მომავლის იმედი.
16
იასონის მოგზაურობა
ავტორი: ტიმ სევერინი   ინგლისურიდან თარგმნა სოფიო ჯობავამ   მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი, ისტორიკოსი და მწერალი ტიმ სევერინი 1984 წელს თანამედროვე არგონავტებთან ერთად საბერძნეთიდან, ქალაქ ვოლოსიდან თურქეთის გავლით გვიანი ბრინჯაოს ხანის ხომალდის მოდელის მიხედვით შექმნილი 12-ნიჩბიანი ხომალდით კოლხეთისკენ გამოემგზავრა. მისი მიზანი იყო სკეპტიკოსებითვის დაემტკიცებინა, რომ 3000 წლის წინ იასონის მეთაურობით დაწყებული მოგზაურობა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად, ფიზიკურად შესაძლებელი იყო.    „იასონის მოგზაურობა“ სწორედ სევერინისა და თანამედროვე არგონავტების საბერძნეთიდან საქართველომდე მოგზაურობას ასახავს. მათ თავს გადამხდარი მოვლენების პარალელურად, მოცემულია შესაბამისი ფრაგმენტები აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკიდან“, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, თვალნათლივ დაინახოს, რომ ტიმ სევერინის მოგზაურობა იასონის მოგზაურობის ანალოგს წარმოადგენს – დაწყებული ანტიკური ხანის გალერას მოდელის შექმნით და დამთავრებული იმ მარშრუტით, რომელიც მეზღვაურებმა გაიარეს.    წიგნში ვრცლად არის მოცემული თანამედროვე არგონავტების საქართველოში ჩამოსვლა, მასპინძლების დახვედრა, სხვადასხვა არქეოლოგიური მნიშვნელობის მქონე ადგილის მონახულება, სვანეთში მოგზაურობა და ოქროს მოპოვების ტექნიკის გაცნობა. ცალკე თავი ეძღვნება ოქროს საწმისის ლეგენდასა და მის წარმომავლობას.
15
იატაკქვეშეთის ჩანაწერები
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი გივი კიკილაშვილი   ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებაში „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ საეტაპო ნაწარმოებია. ამ თხზულებამ ბევრად განსაზღვრა მწერლის უკანასკნელი რომანების თემატიკა. იგი გამოირჩევა ყველა სხვა მოთხრობისგან იმით, რომ მკითხველი რაიმე ამბავს კი არ ამოიკითხავს, არამედ ადამიანის სულის სიღრმეში ჩაიხედავს... სიღრმეში, რომელიც თავდაპირველად შემაძრწუნებლად მოგვეჩვენება, ხოლო მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ბევრ საერთოს ვნახავთ და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენც გაგვაჩნია საკუთარი „იატაკქვეშეთი“ - ყველასგან დაფარული და დაგმანული... „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ მინიშნებაა, რომ ყოველი ადამიანი საიდუმლოთა დაფარული ოკეანეა. ბოლომდე გულწრფელი არავისთან, თავის თავთანაც კი არ არის. ამის თაობაზე დიდი მწერალი ჯერ კიდევ რომანში „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი” მიანიშნებდა. ეს თემა კი საგანგებოდ წარმოაჩინა ხსენებული რომანის შექმნიდან სამი წლის თავზე დაწერილ ამ დიდებულ მოთხრობაში. „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ რუსული ეგზისტენციალიზმის უდიდეს წარმომადგენელს - ლ. შესტოვს დოსტოევსკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიაჩნდა, ხოლო თომას მანი ყველაზე დიდი ყურადღების ღირსად მიიჩნევდა მწერლის შემოქმედებაში. ამ ნაწარმოებით აღფრთოვანებას თვით დოსტოევსკის კრიტიკოსებიც ვერ ფარავდნენ. „იატაკქვეშეთის ჩანაწერების“ ქართულად გამოცემით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მშობლიურ ენაზე უკვე თარგმნილია მწერლის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები. ამ მოთხრობის გამოქვეყნება დიდი შენაძენია ქართული საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რომელსაც საშუალება ეძლევა ამიერიდან ქართულ ენაზე გაეცნოს რუსი მწერლის შესანიშნავ პროზაულ ქმნილებას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც უკანასკნელი გამოკითხვით დოსტოევსკი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გავლენიანი მწერლების ათეულში დასახელდა.
12.9
იგავ-არაკები
ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას ამ წიგნში, რომელიც მისმა ერთგულმა, ცნობილმა მეცნიერმა, ცნობილი ოთხტომეულის "სატიამ შივამ სუნდარამი"-ს ავტორმა – პროფესორმა ნ. კასტურიმ ჩაიწერა, შეკრებილია სიბრძნის ფასდაუდებელი განძი, რომელიც უეჭველად დაეხმარება სულიერების გზაზე ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს, მიუხედავად ასაკისა და რელიგიური მრწამსისა.
11.9
იგავ-არაკები
სერია: ვიკითხოთ ერთად ასაკი: 4+ „ვიკითხოთ  ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 5 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: ერთი  და ერთი  დაძმობილდნენ… სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი. სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი  და იკითხეთ ერთად.
17.9
იგავ-არაკები (6 წლიდან)
ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
7.9
იგავ-არაკები (6 წლიდან)
ავტორი: ეზოპე მთარგმნელი: რუსუდან გორგაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა
7.9
იგავ-არაკები (7-9) წლიდან
ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი     ამ წიგნში შესულია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ცნობილი წიგნიდან „სიბრძნე სიცრუისა“. კრებულში შეტანილ 56 იგავ-არაკში შეცვლილია მხოლოდ არქაული სიტყვები და გამარტივებულია რთული კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა, ხოლო ავტორისეული თხრობის სტილი უცვლელადაა შენარჩუნებული. „იგავ-არაკები“ გაფორმებულია ორიგინალური ილუსტრაციებით, რაც მას ერთიორად მიმზიდველსა და სახალისო საკითხავს ხდის.
9.9
იგავ-არაკები ეზოპე
მთარგმნელი:რუსუდან გორგაძე   ამ წიგნში მოთხრობილი ამბები ოდესღაც ზეპირად გადაეცემოდა თაობებს. ამბობენ, რომ ისინი ერთმა კეთილმა კაცმა დაწერა. მას ეზოპე ერქვა და ძველ საბერძნეთში  დაახლოებით 2000 წლის წინ ცხოვრობდა. ეზოპეს ცხოვრებიდან დღემდე წარმოუდგენლად დიდი დრო გავიდა. მისი მოთხრობილი ამბები კი, რომლებსაც იგავ-არაკები ჰქვია, დღესაც ცოცხალია. იგავ-არაკი მცირე ზომის ზღაპარია. მას მორალი ახლავს და გვასწავლის, რა არის ცუდი და რა – კარგი, რა მოელის შურიან ან გაუმაძღარ ადა­მიანს, რა შეუძლია მეგობრობას, ერთგულებასა თუ მონდომებას… ამიტომაც იგავ-არაკებს ბავშვები ნებისმიერ დროში დიდი მონდომებით კითხულობენ. მარტივი ენით გადმოცემული იგავები თქვენს პატარებს სიკეთის, მეგობრობისა და სიბეჯითის ფასს ასწავლის.
9.9
იგავ-არაკები სულხან-საბა ორბელიანი
ამ წიგნში შესულია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ცნობილი წიგნიდან „სიბრძნე სიცრუისა“. კრებულში შეტანილ 59 იგავ-არაკში შეცვლილია მხოლოდ არქაული სიტყვები და გამარტივებულია რთული კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა, ხოლო ავტორისეული თხრობის სტილი უცვლელადაა შენარჩუნებული. წიგნი გაფორმებულია ფერადი, ორიგინალური ილუსტრაციებით, რაც მას ერთიორად მიმზიდველსა და სახალისო საკითხავს ხდის.
8.9