santaesperanza
ცხოვრება ორმოცის შემდეგ
ავტორი: ალექსანდრე ჯეჯელავა     როგორ აღვიქვამთ და ვაფასებთ საკუთარ თავს, როგორია ჩვენი სოციალური როლები, როგორ გვეხმარება პიროვნული კრიზისები განვითარებაში, როგორ იღებს და გადაამუშავებს სხეული სამყაროსგან მიღებულ ინფორმაციას?  რომელი ბაზისური ემოციები გვაქვს ყველა ცოცხალ არსებას?  წიგნში ავტორის პრაქტიკული გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად დაგროვილი ცოდნაა თავმოყრილი,  რომელიც ამ კითხვების დასმასა და მათზე პასუხების ძიებაში დაგვეხმარება. ტექსტი მარტივი, გასაგები ენითაა გადმოცემული და ითვალისწინებს სხვადასხვა ინტერესის მქონე მკითხველს. განხილული თემები ყველასთვის ახლო და ხელშესახებია, რადგან წიგნი ჩვენს ცხოვრებასა და ყოველდღიურობას ეხმიანება.
28
ცხოვრების ამაოება და სიმწარენი
ავტორი : არტურ შოპენჰაუერი მთარგმნელი : ზურაბ ხასაია     წიგნი დიდი გერმანელი ფილოსოფოსის – არტურ შოპენჰაუერის ე.წ. მცირე თხზულებათა კრებულია, მისი მთარგმნელის – ზურაბ ხასაიას კომენტარებითურთ. ზურაბ ხასაიამ 2012 წელს გამოსცა შოპენჰაუერის რამდენიმე თხზულების კრებული, რომლის სათაურად გამოტანილი იყო წიგნში მოთავსებული ერთერთი თხზულების სათაური – „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები“. იმ კრებულში შოპენჰაუერის ხსენებული სახელგანთქმული ქმნილების მხოლოდ ნახევარი იყო წარმოდგენილი. ამ წიგნში კი ეს თხზულება სრულადაა თარგმნილი და, შესაბამისად, დამატებულია სათანადო კომენტარები. აგრეთვე დამატებულია შოპენჰაუერის ორი სხვა თხზულება მთარგმნელის კომენტარებითურთ. მათ შორის ერთი („ქალებისთვის“) დამატებულია იმ მოტივით, რომ იგი მთარგმნელს განსაკუთრებით აქტუალურად მოეჩვენა ჩვენი დროისთვის. ამ წიგნში ერთმანეთს ერწყმის სამი სიკეთე. პირველი: თარგმნილია მსოფლიოს ფილოსოფიური საგანძურის ნამდვილი მარგალიტი – გენიალური ფილოსოფოსის და კალმოსანის წიგნი-შედევრი, რომელშიც აზრის სიღრმე და სინათლე თანაბრად ანცვიფრებს ადამიანს. მეორეა თარგმნის უაღრესად დახვეწილი ხელოვნება, რასაც გვთავაზობს ზურაბ ხასაია – ცნობილი ფილოსოფოსი და პოეტი. მკითხველი ამ წიგნის ნებისმიერი ადგილის კითხვისას დარწმუნდება, რომ კითხულობს დედანს და არა თარგმანს. ეს არის შოპენჰაუერის ამეტყველება ქართულად. და ბოლოს: მთარგმნელისეული კომენტარები აზროვნების სიღრმითა და სინათლით სრულიად შეეფერება გერმანელი ფილოსოფოსის დიდებულ ტექსტს და ამშვენებს მას. ეს ყოველივე გვაძლევს საფუძველს გვწამდეს: წიგნი „ცხოვრების ამაოება და სიმწარენი“ ძვირფასი საჩუქარია ჭეშმარიტი ქართველი მკითხველისთვის.
23.3
ძენ-ბუდიზმის შესავალი
ავტორი:  დაისეც ტეიტარო სუძუკი სერია:  აღმოსავლური სიბრძნე მთარგმნელი:  დათო აკრიანი   დაისეც ტეიტარო სუძუკი (1870-1966) იაპონელი ბუდისტი ბერი, ფილოსოფოსი, რელიგიათმცოდნე, მწერალი და პედაგოგი დაისეც ტეიტარო სუძუკი ძენ-ბუდიზმის საკითხებისადმი მიძღვნილი არაერთი მონუმენტური ნაშრომის ავტორია. დიდწილად სწორედ 50-იან და 60-იან წლებში გამოქვეყნებულმა მისმა ნაწერებმა განაპირობა, რომ დასავლურ სამყაროში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი შორეული აღმოსავლეთის რელიგიებისადმი. სუძუკიმ მრავალი წელი გაატარა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც კითხულობდა ლექციებს ლონდონის, კოლუმბიის, ჰარვარდისა და სხვა უნივერსიტეტებში, იყო ტოკიოსა და ოტანის (კიოტო) უნივერსიტეტების პროფესორი. მისმა ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა დაახლოებაში. 1963 წელს სუძუკი წარდგენილი იყო ნობელის სამშვიდობო პრემიაზე. „ძენში ყველაფერია პირადი გამოცდილება. ვერავითარი იდეები ვერ მისწვდება იმათ, ვისაც გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვილს არავითარი იდეა არ აქვს, რადგანაც მისი მენტალობა არ არის ისე განვითარებული, რომ იდეებად დასცადოს რამე. თუ მას საერთოდ მოეპოვება  იდეები, ესეც უკიდურესად ბნელად, გადღაბნილად და არა – რეალობასთან შესატყვისად. ამიტომაც, რაიმეს მკაფიოდ და ყოვლად ქმედითად გაგებისთვის, ის უნდა გამოიცადოს პირადად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ‘რაღაც’ თვითსიცოცხლეს უკავშირდება, პირადი გამოცდილება აბსოლუტური აუცილებლობაა. ამ გამოცდილების გარეშე, უშეცდომოდ და, ამიტომაც, ქმედითად ვერ მოიხელთება ვერაფერი, რაც მას უკავშირდება.“
25
ძველაღმოსავლური სიბრძნის რჩეული ტექსტები
კრებულში წარმოდგენილია საკაცობრიო კულტურის უკვდავი ძეგლები. მათგან ორს - „უპანიშადებსა“ და „დაო დე ძინს“ წინ უძღვის მთარგმნელის, ლერი ალიმონაკის საფუძვლიანი კვლევა. განხილულია ძველი ინდური და ჩინური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ცნებები და კატეგორიები: ბრაჰმა, როგორც სამყაროს ერთიანობის იდეალური საფუძველი, ყოფიერების პირველადი მიზეზი, აბსოლუტი, რომლის ემანაციაა ყოველივე არსებული; ატმანი, როგორც ბრაჰმას კორელატი, იდენტური ცნება, როგორც უმაღლესი სუბიექტური საწყისი, ღვთაებრი ადამიანში.  დაო, როგორც აბსოლუტი, შემქმნელი ყოველივე არსისა, ყოფიერების ძირი, დაფარული, განუსაზღვრელი და განუმარტავი. დე, როგორც დაოს სახე, ადამიანის სათნოების განმსაზღვრელი ცნება, ეთიკური და ზნეობრივი კატეგორია.  ნაჩვენებია ქრისტიანული მოძღვრებისა და ლაო ძის იდეათა ურთიერთთანხვედრა.
35
ძველი ინდური ფილოსოფია
ავტორი: სვამი ვივეკანანდა მთარგნელი: ნიკოლოზ კენჭოშვილი გამომცემლობა: აქტი ყდა: რბილი
20
წმიდა (ირაციონალურის შესახებ ღვთაებრივის იდეაში და მის მიმართებაზე რაციონალურთან)
ავტორი : რუდოლფ ოტო     რუდოლფ ოტოს, მეოცე საუკუნის გავლენიანი გერმანელი ლუთერელი თეოლოგის, გამორჩეული საღვთისმეტყველო წიგნი, სახელად „წმიდა“, სწორედ ის ნაშრომი აღმოჩნდა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა რელიგიის კვლევებისა და რელიგიის იტორიის დარგის ჩამოყალიბებაში. ავტორმა ამ ტექსტში პირველად შემოიტანა ცნება „ნუმინოზური“, ხოლო რელიგიურ გამოცდილებაში მოცემული ობიექტი დაახასიათა, როგორც Mysterium Tremendum et Fascinans (შემზარავი და მომნუსხველი საიდუმლო). ედმუნდ ჰუსერლი 1919 წელს ოტოსადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ ეს ნაშრომი პირველი ნაბიჯი იყო რელიგიის ფენომენოლოგიის დასაწყებად. მისი შეფასება ზუსტი გამოდგა – წიგნი არასოდეს გამოსულა ბეჭდვიდან და ხელმისაწვდომია დაახლოებით 20 ენაზე, ხოლო რელიგიის ფენომენოლოგთა უმეტესობა დღემდე ამ ნაშრომში ჩამოყალიბებულ ცნებებზე აფუძნებს და ავითარებს საკუთარ შეხედულებებს. 
33.9
წმინდა გონების კრიტიკა
ავტორი: იმანუელ კანტი დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის, „წმინდა გონების კრიტიკა“ მსოფლიო ფილოსოფიური ლიტერატურის გამორჩეული ძეგლია, რომლის მნიშვნელობა თავად კანტმა დაახასიათა, როგორც „კოპერნიკისებური გადატრიალება“. ევროპული ფილოსოფიის შემდგომ პერიოდში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც „წმინდა გონების კრიტიკას“ – ამ რთულსა და დახლართულ კვანძს – არ უკავშირდებოდეს, ან მისგან არ გამომდინარეობდეს. წინამდებარე, მეორე გამოცემაში გასწორებულია კორექტურული, უნებლიე შეცდომები (მაგ. „ტრანსცენდენტურის“ ნაცვლად „ტრანსცენდენტალური“). დაზუსტდა პაგინაცია.
60
ჭეშმარიტების სამყაროში
ავტორი: გიორგი გურჯიევი   წიგნში შესულია გურჯიევის საუბრები (ლექციები) თავის მოწაფეებთან მოსკოვში, ესენტუკში, თბილისში, ბერლინში, ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში (1917-1931 წლებში).
10.9
ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ
ავტორი: ვალტერ ბენიამინი   მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს ქართულ ენაზე ცნობილი ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსისა და კულტურის მკვლევრის, ვალტერ ბენიამინის (1892-1940), ორ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს: »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში« (1935-1936) და »ისტორიის ცნების შესახებ« (1940). პირველი წერილი ხელოვნების ნაწარმოების »აურის« დაკარგვის ახსნას გვთავაზობს და ამ მოვლენას ტექნიკური რეპროდუცირების პირობებით განსაზღვრავს. ამ ტექსტმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა 1960-იან წლებში და ის ფაქტობრივად იქცა მოწოდებად ხელოვნება გამოეყენებინათ არა ფაშისტური, არამედ სოციალურ-პოლიტიკური ემანსიპაციის მიზნით. თეზისები »ისტორიის ცნების შესახებ« თავისებურად აჯამებს მსჯელობას ისტორიული მატერიალიზმის დანიშნულებაზე იმდროინდელი არაორთოდოქსული მარქსიზმის ფარგლებში.
12.9
ჯნანა იოგა
ავტორი: სვამი ვივეკანანდა სვამი ვივეკანანდას წიგნში ჯნანა იოგა თავმოყრილია რელიგიურ-ფილოსოფიური წერილები, რომლებიც თანამედროვე ადამიანს სულიერი ცხოვრების არსზე დააფიქრებს. სამყარო მარადიულია და ეს მარადისობა ნებისმიერ ეპოქაში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება, საჭიროა მუდმივი სიფხიზლე და მიყურადება, რაც ადამიანს სულიერ სიჯანსაღეში ამყოფებს და წარმავალობის ტკივილს დაათმენინებს.   კრებულში მედიტაციის, თვითჩაღრმავების, სულიერი წონასწორობის შესახებაა ვრცელი საუბრები. წერილები გაჯერებულია აღმოსავლური სიბრძნის, იგავების, მითების უნიკალური ნიმუშებით.
13.95
ჰეტეროტოპიები და უტოპიური სხეული
ავტორი : მიშელ ფუკო   წიგნი შედგენილია მიშელ ფუკოს ორი მცირე ზომის ტექსტისგან – 1. ჰეტეროტოპიები, 2. უტოპიური სხეული – რომლებიც ფრანგმა ფილოსოფოსმა და კულტურის თეორეტიკოსმა 1966 წელს რადიო France Culture-სთვის წაიკითხა. აღსანიშნავია რომ წიგნი არის პირველი ქართული გამოცემა. მთარგმნელი : გიგლა გონაშვილი
9