santaesperanza
ზეკაცის ჰერმენევტიკა: ჰიეროფანიები და ენერგეტიკული პარადიგმები
ავტორი : ირაკლი ბრაჭული
20
თავისუფლება ცნობილისგან
ავტორი: ჯიდუ კრიშნამურტი მთაგმნელი:
18
თავისუფლების შესახებ
ავტორი:  ჯონ სტიუარტ მილი მთარგმნელი:  გია ბერაძე ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“, რომელიც 1859 წელს გამოქვეყნდა, ინდივიდუალური თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მჭევრმეტყველური დაცვაა მეცხრამეტე საუკუნის სოციალურ და პოლიტიკურ ფილოსოფიაში და დღესდღეობით, შესაძლოა, ყველაზე მეტად კითხვად ლიბერალურ არგუმენტს წარმოადგენს თავისუფლების მხარდასაჭერად. მილის მიერ თავისუფალი ნების, ინდივიდუალობისა და მრავალფეროვნების მგზნებარე დაცვა იძულებითი ერთფეროვნებისა და გავრცელებული მოსაზრების დესპოტურობის სიძულვილთან ერთად იწვევდა, როგორც აღტაცებას, ისე გაკიცხვას.
25
თეოსოფია
ავტორი : ანი ბეზანტი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი     ანი ბეზანტი (1847-1933) – ბრიტანელი სოციალისტი, თეოსოფი, მასონი, ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტი, თვითმმართველობის მომხრე, განმანათლებელი და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. ავტორს სამასზე მეტი წიგნი და პამფლეტი აქვს დაწერილი. როგორც განმანათლებელს, თავისი წვლილი აქვს შეტანილი ბანარას ჰინდუს უნივერსიტეტის (ინდოეთი) დაარსებაში, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელიც იყო. თხუთმეტი წლის განმავლობაში ბეზანტი საჯაროდ უჭერდა მხარს ათეისტურ ინგლისს და მეცნიერულ მატერიალიზმს. ბეზანტის მიზანი იყო უზრუნველეყო დასაქმება, ცხოვრების უკეთესი პირობები და სათანადო განათლება ღარიბთათვის. წიგნი – „თეოსოფია“ – მკითხველს საშუალებას აძლევს, გაიგოს თუ რას ნიშნავს თეოსოფია, როგორ ერწყმის ის სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინას, როგორიცაა – მეცნიერება, რელიგია, ფილოსოფია და სხვა. მკითხველი წიგნში გაეცნობა თეოსოფიას, როგორც მეცნიერებას; როგორც მორალსა და ხელოვნებას; როგორც ჰარმონიულ ურთიერთობათა მეცნიერებას; როგორც ფილოსოფიას; თეოსოფიის გამოყენებას სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. დაბოლოს, განხილულია თეოსოფიური საზოგადოების მნიშვნელობა, სადაც ყველა წევრი ვალდებულია აღიაროს საყოველთაო საძმო, რომლის მიზანია: I. საყოველთაო საძმოს ბირთვის ფორმირება მიუხედავად ეროვნების, აღმსარებლობისა და კანის ფერისა; II. შედარებითი რელიგიის, ფილოსოფიისა და მეცნიერების სწავლების წახალისება; III. ბუნების განუმარტებელი კანონებისა და ადამიანის ფარული ძალების კვლევა.
14
თხზულებანი #2
ავტორი: ბაჩანა ბრეგვაძე კრებულის მეორე ტომში შესულია ბაჩანა ბრეგვაძის შემდეგი ნაშრომები: "ბლეზ პასკალი", "პლატონური დიალექტიკის შედევრი", "პლატონური პრელუდიები"
16.8
იგავ-არაკები
ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას ამ წიგნში, რომელიც მისმა ერთგულმა, ცნობილმა მეცნიერმა, ცნობილი ოთხტომეულის "სატიამ შივამ სუნდარამი"-ს ავტორმა – პროფესორმა ნ. კასტურიმ ჩაიწერა, შეკრებილია სიბრძნის ფასდაუდებელი განძი, რომელიც უეჭველად დაეხმარება სულიერების გზაზე ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს, მიუხედავად ასაკისა და რელიგიური მრწამსისა.
11.9
იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება
ავტორი: დევი დუმბაძე საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. www.sa-ga.org : კრიტიკული თეორიის მიზანია, გაანალიზოს იმის პირობები, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს საზოგადოება საუკეთესოსკენ. წარსულში ხშირად კრიტიკული საქმიანობა დაიყვანებოდა შრომის გათავისუფლების მოთხოვნაზე. ადორნოს თანახმად, გათავისუფლება უნდა მოიცავდეს შრომისგან გათავისუფლებასაც, რათა დამყარდეს ისეთი პირობები საზოგადოებაში, რომ ყველამ შეძლოს საკუთარი გამოცდილების განვითარება ძალდატანებისა და რეგლამენტის გარეშე. თუ იდეოლოგიამ საგნობრივი ხასიათი მიიღო, მას უპირისპირდება არარეგლამენტირებული გამოცდილების მოთხოვნა, მისთვის ბრძოლა კი ნიშნავს საუკეთესოსკენ სწრაფვას. გამოცემას დართული აქვს თეოდორ ვ. ადორნოს ტექსტი »თეზისები მოთხოვნილების შესახებ
8.9
იკიგაი თინეიჯერებისთის
ავტორი: ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი სერია: libertins   "იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. შემთხვევითი არ არის, რომ ეს წიგნი შენს ხელში აღმოჩნდა. მან მოგძებნა, რადგან მზად ხარ, შეუდგე მისიას - დაიწყო შენი ცხოვრების ყველაზე საოცარი მოგზაურობა. შენ შეაბიჯებ იდუმალ სამყაროში, სადაც ზოგჯერ არ გეცოდინება, რა უნდა გააკეთო, ზოგჯერ კი გეგონება, რომ დაიკარგე. გზის გაგრძელება ამად ღირს, რადგან ბოლოში გელის დიდებული ჯილდო: შენი ცხოვრების აზრი. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!''
14.95
ინდივიდის პრობლემა სორენ კირკეგორისა და ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიაში
ავტორი: ავთანდილ პოპიაშვილი   ნაშრომში ინდივიდის პრობლემა განხილულია საწინააღმდეგო მსოფლმხედველობრივ პოზიციებზე მდგომ მოაზროვნეებთან - ექსისტენციალიზმის წინამორბედ რელიგიურ ფილოსოფოს ს. კირკეგორსა და სიცოცხლის ფილოსოფიის ფუძემდებელ ფ. ნიცშესთან. გაანალიზებულია ტრადიციული, რაციონალისტური ფილოსოფიისადმი ზურგშექცეულ ამ მოაზროვნეთა ძიების ძნელი გზა ადამიანის უზრუნველსაყოფად მსოფლმხედველობრივი საყრდენ ორიენტირით: ,,პირველი ქრისტიანობის“ აღდგენის ცდა ს. კირკეგორთან და ,,ღმერთის სიკვდილის“ შემდეგ ზეკაცისაკენ მიმავალ გზაზე მითითება ფ. ნიცშესთან. ნაჩვენებია, რომ მიუხედავად ტიტანური ძალისხმევისა, ეს მოაზროვნენი ვერ ახერხებენ ამ ძნელი ამოცანის გადაწყვეტას და რომ მათი ნააზრევი ეპოქის უმძიმესი მსოფლმხედველობრივი კრიზისის თვითცნობიერებაა. წიგნი განკუთვნილია აქსიოლოგიის, კულტურის ფილოსოფიისა და საზოგადოდ, ცხოვრების აზრისა და დანიშნულების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთათვის.
25
ინიციაცია, რიტუალები, საიდუმლო საზოგადოებები
ავტოირი: მირჩა ელიადე ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძემ   ინიციაციები - საკაცობრიო კულტურის უმნიშვნელოვანესი ფენომენი, რაზეც ეს წიგნი მოგვითხრობს, ისეთივე ძველია როგორც თავად კაცობრიობა. აქაც, ისევე როგორც დანარჩენ ნაშრომებში, სახელგანთქმული რელიგიათმცოდნე და ანთროპოლოგი მირჩა ელიადე გვთავაზობს არქაულ კულტურებსა და მაღალ ცივილიზაციებში დაცული ინიციაციებისა და მასთან დაკავშირებული რიტუალების, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების წარმოჩენის ფართო ჰორიზონტს და მისთვის დამახასიათებელ ძალიან ღრმა, კომპარატივისტულ, ინტერპრეტაციულ ანალიზს. ,,ზოგადად ინიციაციაში იგულისხმება რიტუალებისა და ზეპირი მითითებების ერთობლიობა,“ - წერს ელიადე, - ,,რომლის მიზანი ინიციაციის ობიექტის რელიგიური და სოციალური სტატუსის რადიკალური ცვლილება გახლავთ. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ინიციაცია ეგზისტენციალური რეჟიმის ონტოლოგიურ ცვლილებას უტოლდება. ამ განსაცდელების ბოლოს ნეოფიტს სრულიად განსხვავებული არსებობა აქვს, ვიდრე დასაწყისში ჰქონდა: იგი სხვა გახდა.“ ახლად განდობილი რომელმაც შეიცნო მისტერიები, არის ,,ის ვინც იცის“. მას ერთსა და იმავე დროს გაუცხადდა სამი უმნიშვნელოვანესი ფენომენი: საკრალური, სიკვდილი და სექსუალობა - წერს ელიადე.
21
ინტელექტუალური საკუთრება
ავტორი:არამ სინრაიქი მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი; ნოდარ მანჩხაშვილი   ინტელექტუალური საკუთრება სამართლის ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი, და ამავე დროს, ფართოდ გამოყენებადი განზომილებაა. ინფორმაციისა და ტექნოლოგიის გამოქვეყნების, წარმოების, კოპირების ან დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლების ვინმესთვის მინიჭებით, ინტელექტუალური საკუთრება ახდენს ჩვენი კულტურის, ინდუსტრიებისა და პოლიტიკის ფორმირებას უამრავი სხვადასხვა მიმართულებით, რომლის შედეგიც ეხება ყველას, მათ შორის ხელოვანებს, გამომგონებლებს, მეწარმეებსა და რიგით მოქალაქეებს.
19.9
იყო და ფლობდე
ავტორი: გაბრიელ მარსელი მთარგმნელი : თამარ ქავთარაძე გაბრიელ ონორე მარსელი (1889-1973) – ფრანგი ფილოსოფოსი, დრამატურგი, ლიტერატურისა და მუსიკის კრიტიკოსი, ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი. „იყო და ფლობდე“ – ესაა 1928 და 1933 წლებს შორის გაკეთებული შენიშვნები, რასაც ავტორმა მეტაფიზიკური ჟურნალის სახე მისცა, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მიყვეს მსჯელობას, რომელიც ონტოლოგიური საიდუმლოსადმი კონკრეტულ მიდგომას აყალიბებს. ბერგსონიანობისა და კარტეზიანული cogito-ს კრიტიკის გაფართოებით „იყო და ფლობდე“ მეტაფიზიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ტექსტად წარმოდგება.  
26
კარმა
ავტორი : ანი ბეზანტი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი ანი ბეზანტი (1847-1933) – ბრიტანელი სოციალისტი, თეოსოფი, მასონი, ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტი, თვითმმართველობის მომხრე, განმანათლებელი და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. სწორედ მას ეკუთვნის თეოსოფიური ნაშრომი „კარმა“, რომელიც აერთიანებს სამ ტექსტს: „ელემენტარული გაკვეთილები კარმაში“, „კვლევები კარ­მაში“, „კარმა“.  ტექსტი კითხვის დასაწყისშივე გვიქმნის წარმოდგენას კარმის არსის, წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ, დასასრულს კი უკვე გარკვეული ვართ მისი მართვის მეთოდებში და, ამგვარად, მიზანი, რომ წიგნში „ჩვეულებრივი მკითხველისთვის“ ყველაფერი მარტივი ენით იყოს გადმოცემული, მიღწეულია. აღწერილია კარმის შექმნა, ფუნდამენტური პრინციპები, გაწყვეტის გზები და მეთოდები. გვასწავლის, როგორ გავიგოთ კარმის მუშაობის მექანიზმი და ვიმოქმედოთ მასში  ჩვენს სასარგებლოდ. წიგნი გვამოგზაურებს დროში, გვიჩვენებს წარსული ცხოვრების (კარმის) ზემოქმედებას აწმყოზე, იმ გარემოებასა და საზოგადოებაზე, რომელშიც ვიბადებით. გვასწავლის არაერთ ხერხს იმისათვის, რომ გამოვასწოროთ არასასურველი ვითარება და კარმული შედეგები ჩვენთვის სასარგებლოდ წარვმართოთ.
22
კარმა-იოგა
ავტორი: სვამი ვივეკანანდა მთარგმნელი : ვაჟა ნარიმანიძე წიგნი „კარმა-იოგა“ შედგენილია 1893-1896 წლებში ამერიკასა და ინგლისში სვამი ვივეკანანდას ლექციების საფუძველზე, რომელშიც საუბარია კარმის გავლენაზე, შრომის საიდუმლოებაზე, ვალის მნიშვნელობაზე, საკუთარი თავის/ქვეყნიერების დახმარებაზე, გულცივობასა და თვითაღკვეთაზე, თავისუფლებაზე და ა.შ. აღსანიშნავია რომ ამ ქართულ გამოცემაში შესულია როგორც ლექციები კარმა-იოგაზე, ასევე, სხვადასხვა წლებში წაკითხული თემატურად სრულიად განსხვავებული 4 ლექციაც, 1. ღვთაებრივ სიყვარულზე, 2. რელიგიის მნიშვნელობაზე, 3. ღმერთზე და ადამიანზე, 4. შიდა სამყაროთი ცხოვრებაზე. წიგნი წარმოადგენს ავტორის ერთ-ერთ ძირითად ნაშრომს.
24
სიახლე
კარტეზიანული განაზრებანი
ავტორი: მერაბ მამარდაშვილი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი წინამდებარე წიგნს საფუძვლად უდევს მერაბ მამარდაშვილის მიერ 1981 წლის იანვარსა და თებერვალში წაკითხული ლექციების კურსი „ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში“ (მოსკოვი), რაც იმ დროის მნიშვნელოვან ინტელექტუალურ მოვლენად იქცა. ზოგადიდან დაწყებული, ადამიანის ბუნების, დეკარტის ბუნების გავლით, მერაბ მამარდაშვილი მსჯელობს და ცდილობს გაიგოს, ჩაწვდეს თავისი (როგორც პიროვნების) არსს და მოუწოდებს თავის მსმენელებს (მკითხველებს) გამოიკვლიონ საკუთარი აზროვნება, მისი ბუნება, ქიმია, სიჩქარე და შინაარსი. აზროვნება ადამიანის პრივილეგიაა. ეს არის აღქმის, ცოდნის, ცნობიერების ინსტრუმენტი. მრავალი ადამიანი ცდილობს, არ დარჩეს მარტო საკუთარ თავთან, რითაც ართმევს თავს უფრო შეგნებული არსებობის, ფიქრის და საკუთარი თავის, როგორც პიროვნებისა და როგორც სამყაროს შექმნის შესაძლებლობას. რაზე საუბრობდა დეკარტი და რის მინიშნებას ცდილობდა? რატომ უარყოფდა იგი თამამად ათეისტი მათემატიკოსის არსებობას? როგორ ჩავწვდეთ ჩვენს მდგომარეობას სამყაროში?
45
კაცობრიობის ციკლი
ავტორი:  აურობინდო შრი მთარგმნელი: დათო აკრიანი   დიდი ინდოელი რელიგიური ფილოსოფოსის, მისტიკოსისა და პოეტის, შრი აურობინდოს „კაცობრიობის ციკლი“ ფსიქოლოგიური კუთხით იკვლევს საზოგადოების განვითარების ცალკეულ ეტაპებს. ავტორი გამოყოფს კაცობრიობის ევოლუციის ხუთ ფსიქოლოგიურ ფაზას. ამ განვითარების ბოლო საფეხური, აურობინდოს აზრით, არის სულიერების ეპოქა, რომელშიც უნდა მოხდეს არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების, არამედ მთელი საზოგადოების „განსულიერება“ (სპირიტუალიზება).
25
კერპების მწუხრი, ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით
ავტორი: ფრიდრიხ ნიცშე მთარგმნელი: გიორგი თავაძე „ეს თხზულება ჩემი ფილოსოფიის შემოკლებული ვერსიაა: თვით დანაშაულამდე რადიკალური“, – ასე ახასიათებდა ერთ-ერთ წერილში ნიცშე „კერპების მწუხრს“. ამ ნაწარმოებში გერმანელი ფილოსოფოსი მთელ თავის სტილისტიკურ არსენალს იყენებს: აქ ვხვდებით ეპიგრამებს, სენტენციებს, აფორიზმებს, ესეებს, ავტობიოგრაფიულ პასაჟებს, ფილოსოფიურ-კულტუროლოგიურ ანალიზს... „კერპების მწუხრის“ სტრუქტურა, შესაძლოა ლაბირინთს შევადაროთ. აქ, რა თქმა უნდა, არის შესასვლელი, მაგრამ შესვლისთანავე ანუ კითხვის დაწყების შემდეგ მკითხველი უკვე ახალ გზაგასაყარზე დგას. ავტორს მიხვეულ-მოხვეული გზებით მივყავართ და ცოტა ხანში აღმოვაჩენთ, რომ ისევ ლაბირინთის შესასვლელთან დავბრუნდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მკითხველმა შესაძლოა, ლაბირინთის შუაგულში ამოყოს თავი, საიდანაც უკვე სრულიად გაურკვეველია, თუ სად არის ბოლო და სად – დასაწყისი. ამ დაბნეულობის ეფექტს ნიცშე სტილის სწრაფი მონაცვლეობითა და მკვეთრი განცხადებებით ახდენს. ნიცშე ცდილობს, განუწყვეტლივ გადაანაცვლოს პერსპექტივები და ამით მოცემული საკითხი უფრო ფართო ჭრილში განიხილოს. იგი არ ერიდება ალტერნატიული გზების ძიებას, იმის ეჭვქვეშ დაყენებას, რაც ცოტა ხნის წინ თავად თქვა. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი მეთოდითაა შესაძლებელი „გაქვავებული“ ჭეშმარიტებების თავიდან აცილება და საკითხის მრავალგანზომილებიან ჭრილში გააზრება. ყოველივე ეს „კერპების მწუხრს“ აქცევს უაღრესად საიტერესო ფილოსოფიურ ნაშრომად, რომელსაც ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად უნდა გაეცნოს. 
28
კრიტიკული აზროვნების მეგზური
ავტორი: გიგი თევზაძე   დღეს მხოლოდ ფილოსოფოსები როდი ხედავენ კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას: იმ სოციალური გარსიდან, რომელშიც ვცხოვრობთ, გარეთ გასვლა და გარედან დაკვირვება ხანდახან სასიცოცხლო აუცილებლობაც კია. წიგნი გაფორმებულია ოთარ ყარალაშვილის შესანიშნავი ილუსტრაციებით.
10.9
ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში
ავტორის მიერ წაკითხული „ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში“ არ წარმოადგენს წარსულის ფილოსოფიის შესახებ აკადემიურ, ისტორიულ მონათხრობს. მასში არ გვხვდება ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსების ნააზრევის სტანდარტული „ინფორმაციული აღწერა“, არამედ წიგნში ნაჩვენებია ანტიკურ ეპოქაში წამოჭრილი ფილოსოფიური საკითხების „აზრის ცოცხალი მხარის“ გამოვლენა. რამეთუ, სამყაროში არსებული საზრისები არ შეიძლება იყოს ზღვრულ მდგომარეობაში და მათი გამიჯვნა არ უნდა ხდებოდეს დროის გარემოების მიხედვით, რადგან ყოფიერების თვისებიდან გამომდინარე, არ შეიძლება განხორციელებული ცხოვრებისეული აქტები იყოს წარსულში. საზრისები, რომელთა საშუალებითაც ფილოსოფოსობენ, ვერ იქნება დროზე დამოკიდებული, რადგან ტექსტის წარსულში შექმნის მიუხედავად მასში განხორციელებული აქტები, რომლებსაც საზრისების საშუალებით ვეცნობით, ჩვენი თანამედროვეა. ამიტომაც არ კარგავენ აქტუალობას ისეთი ფილოსოფოსები, როგორებიც არიან პლატონი, სოკრატე, არისტოტელე, და ა.შ., რომელთა მიერ განსჯის შედეგად მიღებული საზრისები არა ისტორიის საგანი და წარსულის შედეგია, არამედ ყოფიერების.
28
ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე
ავტორი:ფრიდრიხ ჰეგელი  „ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე“ მიზანია გაარკვიოს რელიგიის ცნება და მისი განვითარების პროცესი ანუ, როგორ აღმოცენდება რელიგია, რა გზით აღწევს სუბსტანციური სული ხალხის ცნობიერებას. ჰეგელის მიზანია აჩვენოს, რომ თუმცა არსებობენ რწმენის სხვადასხვა ფორმები, რელიგიის უმაღლესი ფორმა არის ქრისტიანობა. ესაა აბსოლუტური რელიგია, სადაც რელიგიის ცნება სრულყოფილადაა წარმოდგენილი, ანუ ღმერთი აღარაა რაღაც მიღმური, უცნობი, ის ეცხადება ცნობიერებას, ის თვითცნობიერებაა, რომელსაც საგნად თავისი თავი აქვს.
55
ლოგიკა
ავტორი: გრემ პრისტი მთარგმნელი: ნიკა სამუშია სერია: ძალიან მოკლე შესავალი ლოგიკა შეიძლება განყენებულ ან რეალობისგან მოწყვეტილ მეცნიერებად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ასე არაა. საგნის ფილოსოფიური საფუძვლების კვლევით გრემ პრისტი გვიჩვენებს, თანამედროვე ფილოსოფიის რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია ფორმალური ლოგიკის ფორმები; იგი ეხება სხვადასხვა პრობლემას, ღვთის არსებობითა და დროის რეალურობით დაწყებული, ალბათობისა და გადაწყვეტილების მიღების თეორიის პარადოქსებით დამთავრებული. გამოცემაში პრისტი ზოგადად მიმოიხილავს ტურინგისა და გედელის ნაშრომებსაც, რომლებიც თანამედროვე ლოგიკის საფუძვლად მიიჩნევა. წიგნი გასაგები ენით გვიხსნის ფორმალური ლოგიკის საფუძვლებს და განკუთვნილია ნებისმიერისთვის, ვინც ლოგიკითა და მისი თავსატეხებით არის დაინტერესებული. გრემ პრისტი ქალაქ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დოქტორანტურის ცენტრის ფილოსოფიის პროფესორი და მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორია. ცნობილია არაკლასიკური, განსაკუთრებით დიალეთეიზმთან დაკავშირებული ლოგიკის, ფილოსოფიის ისტორიისა და ბუდისტური ფილოსოფიის თემაზე დაწერილი ნაშრომებით. მის კალამს ეკუთვნის ასევე წიგნები „აზროვნების ზღვარს მიღმა“, „შეუსაბამობა“, „ერთი“ და „არარსებობისკენ“.  
10.9
მაგია
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი   "მაგია" 18 ვრცელი თავისგან შედგება და ტექსტში საუბარია ტაძრის, წრის, საკურთხევლის, წმინდა მირონის, მახვილის, თასის, კვართის, ზარისა და ყველა იმ დანარჩენი ინსტრუმენტისა და იარაღის სიმბოლურ მნიშვნელობაზე, რომელსაც უმაღლეს მედიტაციურ ტექნიკებში ჯადოქარი იყენებს. აქ აღწერილია თითოეული ამ ნივთის დანიშნულება, მათი სიმბოლური დატვირთვა, რიტუალური მიზანი, გამოყენების მეთოდი და მიმართება პრიმორდიალურ ნიშნებთან და სახე-ხატებებთან. ტექსტში დეტალურადაა განხილული და გაანალიზებული ის ნაბიჯები, რომელსაც ახალი ეონის ჯადოქარი, ინიციაციის დროს, ამ მაგიური იარაღებით აღკაზმული დგამს. გარდა ინვენტარის განხილვისა, Frater Perdurabo, ნების ჩამოყალიბების, განვითარებისა და გამოვლინების პროცესზე საუბრობს.  
30
მაგიის თეორია და პრაქტიკა
ავტორი: ალისტერ ქროული მთარგმნელი:გიგა ბერიაშვილი   ამ წიგნში ყველაფერს შეხვდებით: კაბალას მიმოხილვას, ასტრალური განზომილების შესახებ ცნობებს, ევქარისტიას და სხვა ალქიმიურ პროცესებს, ცერემონიალურ და დრამატულ მაგიას, მისნობას, იდუმალ ჟესტებს, ოკულტურ ფორმულებს, განდობისა და ინიციაციის საკითხებს, გასული ინკარნაციების გახსენების შესახებ ინფორმაციას, ნათელხილვასა და მითითებებს წმინდა მფარველი ანგელოზის შეცნობისა და მასთან საუბრისათვის, რაც ამ სწავლების მთელი საფუძველია. ქროული ბუნებაში არსებული სხვადასხვა ძალების, ენერგიებისა და მოვლენების გამოწვევასა და მათთან გამკლავებაზე, მათ მოხვეჭასა და ჭეშმარიტი ნებისათვის მიმართვაზე საუბრობს; ასევე, მომოიხილავს თავის გამოცდილებას, გვთავაზობს თავის დაკვირვებას, გვიზიარებს ბუნებაში არსებული კანონების შესახებ თავის ცოდნას და თელემას ორდენების სწავლებას აბსოლუტურად ყველასთვის გასაგებად და ხელმისაწვდომად აქცევს. ხოლო ეს მსჯელობა ოკულტისტი ავტორებისთვის დამახასიათებელი ხელოვნური მისტიფიკაციის გარეშე ხდება, სპეციფიკური ჟარგონებისა და ალეგორიული ენის გარეშე, რაც მაგიის პროცესს, ნების ჩასახვიდან გამოვლინება-განხორციელებამდე, აბსოლუტურად გასაგებს ხდის და აღარ გიჩნდება განცდა, რომ რაღაც ფანტასტიკის სფეროზე გელაპარაკებიან. რაც ყველაზე მთავარია, Frater Perdurabo ამ წიგნში მაგიის 28 თეორემას აყალიბებს, რომლის დახმარებით, მაგია ყველასთვის შესაძლებელი ხდება. (ამ წიგნის დევიზია "მაგია ყველასთვის!")  
48
მარადიული მშვიდობისკენ (ფილოსოფიური მონახაზი)
იმანუელ კანტი – გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი აზრები და იდეები დღესაც დიდ გავლენას ახდენს მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და ესთეტიკის მიმართულებებით. იმანუელ კანტის წიგნი – „მარადიული მშვიდობისკენ“ – წარმოადგენს ავტორის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომს. წიგნი შედგება რამდენიმე ძირითადი განყოფილების, დამატების და დანართებისგან, ესენია:  პირველი განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ შესავალ მუხლებს; მეორე განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ განმსაზღვრელ მუხლებს; დამატება პირველი – მარადიული მშვიდობის გარანტიის შესახებ; დამატება მეორე – საიდუმლო მუხლი მარადიული მშვიდობის შესახებ; დანართი პირველი – მორალსა და პოლიტიკას შორის არსებული შეუთავსებლობა მარადიული მშვიდობის ჭრილში; დანართი მეორე – პოლიტიკასა და მორალს შორის არსებული თავსებადობა საჯარო სამართლის ტრანსცენდენტალური ცნების საფუძველზე.
21.6