santaesperanza
რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიისათვის გერმანიაში
ჰაინრიხ ჰაინეს „რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიისათვის გერმანიაში“ ქართულ ენაზე პირველად გამოდის და დიდ ებრაული წარმოშობის გერმანელ პოეტს მკითხველისთვის ერთობ განსხვავებული პერსპექტივით წარმოაჩენს. ჰაინე ამ წიგნში აღგვიწერს თუ როგორ  ურთიერთქმედებდენ ერთმანეთზე ისტორიული პროცესში ძველი გერმანული მითოლოგია, ხალხური რწმენა-წარმოდგენები, ებრაული კულტურა, ქრისტიანული რელიგია და გერმანული კლასიკური ფილოსოფია. საინტერესოა, რომ ჰაინეს მიერ განვითარებულმა იდეებმა სამომავლო გაგრძელება ისეთი დიდი მოაზროვნეების შემოქმედებაში პოვა როგორებიც ფრიდრიხ ნიცშე, ზიგმუნდ ფროიდი და ვალტერ ბენიამინი იყვნენ. დახვეწილი და გასაგები სტილი, გამაოგნებელი ერუდიცია, მახვილგონივრული იუმორი, ცინიზმის ზღვარზე მისული ირონია და ამავდროულად ავტორის საოცარი გულწრფელობა წიგნს გერმანული კულტურით და ფილოსოფიის ისტორიით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისთვის საინტერესო და სასიამოვნო საკითხვად აქცევს.
21.6
როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს
ავტორიპიტერ გოლდერლოოსი მთარგმნელი: ანა სუმბათაშვილი   პიტერ გელდერლოოსი (1982 წ. ), ამერიკელი ანარქისტი, აქტივისტი და მწერალია, რომელსაც მონაწილეობა მრავალ ანტიკაპიტალისტურ მოძრაობასა და კამპანიაში აქვს მიღებული. წიგნში, „როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს“, ავტორი აღწერს სოციალურ პროტესტებს მსოფლიოს გარშემო. ფარდას ხდის მითს მხოლოდ „მშვიდობიანი“ პროტესტის აუცილებლობის შესახებ. კონკრეტული მაგალითებით ამტკიცებს თუ როგორ იმორჩილებს სახელმწიფო აქტივისტებს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე ახლოს არიან მიზანთან. გელდერლოოსი გვთავაზობს არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ხელმოწერების შეგროვებით და გამოვიყენოთ მრავალფეროვანი ტაქტიკები, რადგან მხოლოდ არაძალადობრივი მეთოდის გამოყენება, ხშირად, ჩაგვრის იმ სტრუქტურებს აძლიერებს, რომლის დამხობისთვისაც იბრძვიან აქტივისტები.
18
საი ბაბა – სასწაულმოქმედი
ავტორი : ჰოვარდ მიორფეტი
8.4
სამყარო როგორც ორგანული მთლიანობა / ნების თავისუფლება
ავტორი : ნიკოლაი ლოსკი
25
სატანჯველის სახარება
ავტორი: სიორენ კირკეგორი   მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი   სიორენ კირკეგორი – დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი.  „ამ ქრისტიანული საუბრების (რომლებიც მრავალი მიმართებით არ წარმოადგენს ქადაგებებს და ამიტომ ასევე მრავალი მიზეზით არ არის ასე წოდებული) დანიშნულება ისაა, რომ „ცნობისმოყვარეობა გამოვიჩინოთ თავისუფალ წუთს“, მაგრამ თუ ერთადერთი ტანჯული, რომელსაც, შესაძლოა, აზრთა სიმრავლეში აებნა გზა, მათი წაკითხვისას შვებით ამოისუნთქავს მძიმე წუთს, ჩვენს კვალს მოაგნებს, რომელიც სწორედ ამ აზრებს მიჰყვება: ასეთ შემთხვევაში ავტორი სინანულს არ გამოთქვამს იმის გამო, რისი დაწერაც გადაწყვიტა“. – სიორენ კირკეგორი.  
24
საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე
ავტორი: ლევან გიგინეიშვილი გამომცემლობა: აზროვნების აკადემია წიგნში განხილულია ყველა ის უმთავრესი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დააყენა ბერძნულმა ფილოსოფიურმა აზრმა. უპირველეს ყოვლისა, ავტორი მიმოიხილავს არქესა და მოძრაობის საწყისის პრობლემას, საიდანაც აღმოცენდა საკუთრივ ბერძნული ფილოსოფია. ამ კონტექსტში განხილულია ისეთი ფილოსოფოსების იდეები, როგორებიც იყვნენ დემოკრიტე, პითაგორა, ჰერაკლიტე და სხვები.
30
საწყისთა საწყისი
ავტორი : ოშო მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი   ადამიანი განუწყვეტლივ ძიების პროცესშია და ცდილობს გაიგოს რა არის ის ჭეშმარიტება, რამაც მისი და სამყაროს არსებობა განაპირობა. ხშირად, მავანი ყოველივე არსებულს ლოგიკურ ახსნას უძებნის, არგებს იმ რეალობას, რაშიც იმყოფება და შესაძლო დასკვნებს აკეთებს, თუმცა ძიების პროცესში ავიწყდება, რომ ძიება საკუთარი თავიდან და საკუთარ თავში უნდა დავიწყოთ, რამეთუ ,,ჭეშმარიტების ძიების პირველი წესი იმაში მდგომარეობს, რომ თამაშად მივიჩნიოთ ის, რასაც ცხოვრებაში რეალობად განვიხილავთ! მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლენს თავის თავს ჭეშმარიტება!“ ძალაუფლების სტრუქტურები, ნაციონალიზმი, იდენტობა, კულტურა თუ სხვა არის ის მახასიათებლები, რომლებიც კაცობრიობას ჯგუფებად ყოფს, რის შედეგადაც ყველა მათგანს განსხვავებულად ესმის ის უნივერსალური საკითხები, რამაც ეს სტრუქტურები და ჩვენი არსებობა ამ გარემოში განაპირობა. თუ ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ და რა მნიშვნელობას ატარებს ჩვენი ყოფიერება – ეს ის საკითხებია, რომელსაც ადამიანი თავისი გააზრებული ცხოვრების განმავლობაში კვლევის საგნად აქცევს და სწორედ ამის გამორკვევას ცდილობს ოშო წიგნში – „საწყისთა საწყისი“.
15
სახელმწიფო
ავტორი: პლატონი მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე გამომცემლობა: კარპე დიემი ყდა: მაგარი
33.5
სექსიდან სუპერცნობიერებამდე
ავტორი : ოშო წიგნში ავტორი აღწერს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შინაგანი ენერგიიდან სექსუალურ ენერგიამდე, სექსუალური ენერგიის საკვები და სუბლიმაცია, ფიტავს თუ არა სექსი ენერგიას? ძალადობა და სექსუალური სურვილი, ცოდნა და სექსუალური დაკმაყოფილება, სექსი, სიყვარულის გენეზისი, რა არის სიყვარული? რეპრესიიდან ემანსიპაციამდე, მედიტაციის მწვერვალი, სექსი – სუპერ-ატომი, ვნებიდან ღმერთამდე და ა.შ. როგორც ავტორი აღნიშნავს, დასავლელი ფსიქოლოგები, ფროიდიდან იუნგამდე, წერდნენ სექსის მეორე დონის – ფსიქოლოგიური დონის შესახებ, მაგრამ სექსის მესამე დონე, რომელზედაც ოშო ამ წიგნში საუბრობს, არც დასავლეთში იცოდნენ და არც აღმოსავლეთში, ის სექსის მესამე ანუ სულიერი დონეა. ამავდროულად ავტორი აღნიშნავს, რომ ფროიდს არ შეუსწავლია ნორმალური ჯანმრთელი სექსი, ის სწავლული იყო და ავადმყოფობებს, გაუკუღმართებებს იკვლევდა, ოშოს მიზანი კი სექსის სულიერი მხარეების კვლევა და წარმოჩენაა.
28
სიყვარულის ძალა
ავტორი: ოშო მთარგმნელი : ვაჟა ნარიმანიძე ავტორი, თავის წიგნში – „სიყვარულის ძალა“ განიხილავს სიყვარულის მნიშვნელობას, მის სხვადასხვა გამოვლინებას. ის მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა არის შეყვარება, მაგრამ ადამიანებს ამის შესახებ ცოდნა არ აქვთ. სახელმწიფო, საზოგადოება, რელიგია ადამიანს იძულებულს ხდის ჩარჩოში მოაქციოს როგორც აზროვნება, ასევე გრძნობები, რის შედეგადაც, სიყვარული გახდა ინსტიტუციონალური. ადამიანს სიყვარულის უნარი დაბადებიდან გააჩნია, მაგრამ ის სახელმწიფოსა და რელიგიური ჯგუფების უარყოფითი გავლენის მეშვეობით, თავის ნამდვილ არსს ჩამოშორდა, რის გამოც, ის არა სასიამოვნო გრძნობა, არამედ მტკივნეული და მტანჯველი გახდა. ამ წიგნით, ოშო გვასწავლის თუ როგორ ვიპოვოთ სიყვარული და რა გზებს უნდა მივმართოთ ამისთვის; რა უნდა გააკეთონ ქორწინებაში მყოფმა ადამიანებმა იმისათვის, რომ გადალახონ ურთიერთობაში არსებული დაბრკოლებები; როგორ უნდა მივაღწიოთ ჰარმონიას და როგორ უნდა აყვავდეს ნამდვილი სიყვარული საკუთარ თავთან, ან სხვათა ურთიერთობებთან მიმართებაში.
26
სიცოცხლის აზრი
ავტორი : ევგენი ტრუბეცკოი მთარგმნელი : ვიქტორ რცხილაძე   ევგენი ტრუბეცკოი (1863-1920) რუსული სასულიერო ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენელია ს. ბულგაკოვსა და დ. მერეჟკოვსკისთან ერთად. დიდია მისი წვლილი მართლმადიდებლური აზროვნების ჩამოყალიბებაში. „სიცოცხლის აზრი“ ე. ტრუბეცკოის მთავარი ნაშრომია, რომელიც სრულად გამოხატავს ავტორის მსოფლმხედველობას, ფილოსოფოსი ყურადღებას ამახვილებს სულიერების ნაკლებობის დიდ საფრთხეზე, ხაზს უსვამს რუსული კულტურის მნიშვნელობას.
35
სიცოცხლის ხანმოკლეობისათვის
ავტორი : სენეკა   მეტისმეტად ხანმოკლეა აწმყო; იმდენად ხანმოკლე, რომ ზოგიერთს არარადაც კი ესახება ის. გამუდმებით სრბოლაშია იგი, მიედინება და მიჰქრის; მანამ ილევა, სანამ დამდგარა და ცარგვალსა და ვარსკვლავებზე მეტად ვერ ითმენს შეყოვნებას, რომელთაც მარად შეუსვენებელი მოძრაობა ერთ ადგილას არ გააჩერებს. ასე რომ, საქმით გართულებს აღელვებთ მხოლოდ აწმყო, რომელიც იმდენად ხანმოკლეა, რომ ვერ მოიხელთებ და ესეც კი ხელიდან ეცლებათ, იმდენ რამეს მიედ-მოედებიან...
13.5
სოციალიზმი
ავტორი: ჯონ სტიუარტ მილი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი ჯ.ს. მილის „სოციალიზმი“ მნიშვნელოვანწილად არის მარქსიზმის თეორიის პრაქტიკაში დანერგვის ვიზუალიზაციის ერთ-ერთი ადრეული მცდელობა. სოციალისტური აზროვნების ამ ადრეულ ეტაპზეც კი მილი აცნობიერებს, რომ პროლეტარიატისთვის სიმდიდრის განაწილება განაპირობებს რუტინულ მუშაობას, სადაც არც მოტივაციაა და არც სწრაფვა, თუმცა ის ვერ აცნობიერებს, რომ რუტინული მდგომარეობა სამუშაოს ხარისხს შეამცირებს. მეორე მხრივ, მილი ხვდება, რომ საკუთრების ეს თანასწორობა შეიძლება საჭირო გახდეს მართვის უნარების დეფიციტის გამო, რადგან არ არსებობს დამატებითი ბონუსები მენეჯერებისთვის. ამასთან, ის ცვლის მდგომარეობას იმის ვარაუდით, რომ ისინი, ვისაც მართვის უნარი გააჩნია, საბოლოოდ პასუხისმგებლობას იღებენ საზოგადოების ჯამური სიკეთისთვის, რომელიც თავიანთი თავისთვის სიკეთესაც მოიცავს. მილს აქ ორი მომენტი აქვს მხედველობიდან გამორჩენილი: ერთი, რომ ადამიანებს, მათ შორის ყველაზე იდეალ6 ისტურებსაც, არაფრის კეთების მიდრეკილება აქვთ ანაზღაურების გარეშე, იქნება ის ემოციური თუ ფულადი; მეორე, მაშინაც კი, თუ ეს ქმედითი ლიდერი გადაწყვეტს პასუხისმგებლობის აღებას, ვინ იტყვის, რომ, სავარაუდოდ, ნაკლებად ქმედუნარიანი საზოგადოება მიიღებს მის ხელმძღვანელობას? მილის სიძნელე, ან, გნებავთ, უპირატესობა, ის არის, რომ ის ყოველთვის ცდილობს და, როგორც წესი, ახერხებს ნებისმიერი საკითხის ორივე მხარის დანახვას. ის სოციალიზმის ერთობ დამაჯერებელ არგუმენტს გვთავაზობს და აშკარად დიდ სიმპათიას გამოხატავს მუშათა კლასის მიმართ. შემდეგ იგი განიხილავს სოციალიზმისა და კომუნიზმის სხვადასხვა სახეობების ყოვლისმომცველ ჩამონათვალს და ერთობ საფუძვლიანად აკრიტიკებს თითოეულს. ის ხვდება, რომ რაოდენ იდეალისტურიც არ უნდა იყოს სოციალური თეორიები, ისინი მცდარია, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური თეორია. როგორც ჩანს, ის ადამიანის ბუნების ზოგიერთ სისუსტესაც აცნობიერებს, რისი თქმა ყველა პოლიტიკურ მოაზროვნესა თუ მწერალზე არ შეიძლება.
12
სოციალიზმი / ქალთა დაქვემდებარება
ავტორი: ჯონ სტიუარტ მილი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი ჯონ სტიუარტ მილი (1806-1873) – ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი. იყო იერემია ბენტამის მოწაფე. განიცადა ჯ. ბერკლის, ო. კონტის, დეივიდ რიკარდოსა და დეივიდ იუმის გავლენა. იყო პოზიტივიზმისა და უტილიტარიზმის მიმდევარი.  1879 წელს ჯ.ს. მილმა გამოაქვეყნა თხზულება სახელწოდებით „სოციალიზმი“, რომელშიც თავმოყრილია მისი არგუმენტები სოციალური წესრიგის, თავისუფლებისა და პოლიტიკური ეკონომიის შესახებ, ისევე, როგორც საზოგადოებრივი მოწყობისა კომუნისტურ წყობილებაში. წიგნმა უდიდესი გავლენა იქონია პოლიტიკურ სისტემებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თხზულება „ქალთა დაქვემდებარება“ კი 1869 წელს გამოქვეყნდა. ავტორი მასზე მეუღლესთან, ჰარიეთ ტეილორ მილთან, ერთად მუშაობდა. ნაშრომში გადმოცემული არგუმენტები სქესთა შორის თანასწორობის შესახებ იმ დროის ევროპის ტრადიციულ ნორმებთან წინააღმდეგობაში იყო. „ქალთა დაქვემდებარება“ დღემდე ითვლება ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად.
30
სპექტაკლის საზოგადოება
ავტორი : გი დებორი   სიტუაციონისტი თეორეტიკოსის, გი დებორის 1967 წლის ნაშრომი, სპექტაკლის საზოგადოება, დღესაც, წიგნის პირველი გამოცემიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, პრობლემურის შემკითხველი ინტენსივობით იკითხება. ფიქრიანი და გარკვეულწილად, მომზადებული წაკითხვის შემთხვევაში, 221 ფრაგმენტისგან შემდგარი ამ ფილოსოფიური პოემის ყოველი ცალკეული ნაწყვეტი იმ თეორიულ სიტუაციად იაზრება, რომელმაც ყველაფერ სხვამდე პოლიტიკური მოქმედება უნდა გახადოს შესაძლებელი; ამგვარი მოქმედების უმთავრესი წინაღობა კი, დებორის მიხედვითვე, ძალაუფლების კაპიტალისტური საჭიროებებით მხარდაჭერილი სპექტაკლის საყოველთაო ბატონობაა. ნაშრომის მიზანიც სპექტაკლის, როგორც ყოველივეს გამყალბებლის, როგორც არარსებულად არსებულის კვლევა და ცხადყოფაა. 
16.6
სპინოზა
წიგნი არ არის სპინოზას ფილოსოფიის ანალიზი.ის უფრო რომანია ,,ყველაზე კეთილშობილ და ზნეობრივად ყველაზე მაღლა მდგომ დიდ ფილოსოფოსთა შორის'' - სპინოზას - ფრიად სადა ცხოვრებაზე,რომელიც სოკრატეს მსგავსად,პრაქტიკაში იმ პრინციპების ერთგული იყო,რასაც თეორიულად მკაცრი ლოგიკით ასაბუთებდა.
18.5
სპინოზას ფილოსოფია
ავტორი:  მოსე გოგიბერიძე; სერგი დანელია; პეტრე შარია; დავით გალაშვილი წიგნი – „სპინოზას ფილოსოფია“ შედგენილია რამდენიმე ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში სპინოზას ფილოსოფიის შესახებ შექმნილი ტექსტებისგან. მოსე გოგიბერიძის მცირე ზომის ტექსტი „ბენედიკტუს სპინოზა“-სგან რომელიც პირველად „სახელგამში“ 1927 წელს გამოქვეყნდა. სერგი დანელიას ტექსტი – „მიზეზობრიობის პრობლემა სპინოზას ფილოსოფიაში“ გახლავთ ერთ-ერთი თავი მისი წიგნიდან – „ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში“. პეტრე შარიას ტექსტი – „სპინოზას ფილოსოფიისათვის (ნარკვევი)“ გახლავთ „სახელგამში“ 1933 წელს გამოქვეყნებული წერილი რომელიც წარმოადგენს ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზას დაბადების 300 წლის შესრულების გამო საქართველოს მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში წაკითხული მოხსენების სტენოგრამას. დავით გალაშვილი ტექსტი – „სპინოზა და ჰეგელი: გამიჯვნა, როგორც თვითდადგენა“ პირველად გამოქვეყნდა კრებულში: „კულტურა, რელიგია, ფილოსოფია“, გამომცემლობა მერიდიანი, 2019 წელს. წიგნისთვის თანდართული წინასიტყვაობა ეკუთვნის დავით გალაშვილს.  
22
სულის ვნებანი
ავტორი: რენე დეკარტი  მთარგმნელი: დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია   დეკარტის ნაშრომი "სული ვნებანი" შეიქმნა ბოჰემიის პრინცესა ელისაბედის თხოვნით. ელისაბედმა თხოვნით მიმართა ფრანგ ფილოსოფოსს,განესაზღვრა ვნებათა რაობა, რადგან ძველი დროის მოაზროვნეთა ნაწერებში ყველაზე მეტად იგრძნობოდა ცოდნის სიმწირე ვნებათა შესახებ. ამ ნაშრომში დეკარტი იკვლევს მრავაგვარ ვნებას, ცხადად იმეცნებს საკუთარ თავს როგორც სუბსტანციას, რომლის არსება და ბუნება აზროვნებაა, რომლის ღმერთი არის შემოქმედი გონისა და სხეულისაც და ის აცხადებს რომ-სხეული თავის ბუნებით გაყოფადია, გონება კი განუყოფელი.
10
სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა
ჯიდუ კრიშნამურტი (1895-1986) – ინდოელი ფილოსოფოსი. წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.  ავტორის 33 თავისგან (ინტერვიუსგან) შემდგარი წიგნი – „სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა“ – ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს ეხება როგორებიცაა: გაცნობიერება, არსებობს თუ არა ღმერთი?, შიში, როგორ ვიცხოვროთ ამ სამყაროში, ურთიერთობა, კონფლიქტი, რელიგიური ცხოვრება, მთელის დანახვა, მორალი, თვითმკვლელობა, დისციპლინა, რაც არის, მაძიებლობა, ორგანიზაცია, სიყვარული და სექსი, აღქმა, ტანჯვა, გული და გონება, სილამაზე და ხელოვანი, დამოკიდებულება, რწმენა, სიზმრები, ტრადიციები, განპირობებულობა, ბედნიერება, სწავლა, თვითგამოხატვა, ვნება, წესრიგი, ინდივიდი და საზოგადოება, მედიტაცია და ენერგია, აზრის დასასრული, ახალი ადამიანი. აღსანიშნავია რომ ყველა ამ ძირითადი საკითხებისთვის ცალკ-ცალკე ინტერვიუებია ჩაწერილი რაც საშუალებას იძლევა ესა თუ ის კონკრეტული თემა ფართოდ და ღრმად იქნეს განხილული ავტორის მხრიდან, შესაბამისად, შემკითხველმა კი (აღნიშნული ცხოვრებისეული თემებით დაინტერესებულმა ადამიანმა) მისთვის საინტერესო და ამავდროულად მის წინაშე მდგარ ცხოვრებისეულ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღოს. 
26
ტანტრა: უმაღლესი შემეცნება
ბევრი არ არის ცნობილი ტიბეტელ ოსტატ ტილოპას შესახებ, თუმცა ტანტრის მისმა მისტიურმა შემეცნებამ, რომელიც სიმღერის სახით გადაეცა მის მოწაფე ნაროპას, საუკუნეებს გაუძლო. საუბრების მოცემულ სერიაში ოშო მოგვითხრობს ტილოპას ლექსებზე, რომლებიც შეიცავენ ყველაზე მნიშვნელოვან მედიტაციურ ტექნიკებს, რომლებიც დღემდე ისეთივე მძლავრი და სასარგებლოა, როგორც მაშინ როდესაც ტილოპამ თავისი სიმღერა პირველად იგალობა. მისთვის ჩვეული სიცხადით და მკაფიოობით ოშო დეტალურად და თანამედროვე ადამიანისთვის გასაგები ენით ხსნის ტანტრის ნამდვილ ბუნებას - ცხოვრების მედიტაციურ და ბუნებრივ გზას, რომლის დროსაც შინაგანი ტრანსფორმაცია და გარეგანი პრაქტიკა ერთმანეთს ერწყმის.
15.9
ტარო: სულის სარკე
ავტორი: გერდ ციგლერი წიგნი დეტალურად ხსნის თითოეული არკანის მნიშვნელობას და გაშლების დროს, საკუთარ თავსა და მოვლენებში ღრმად ჩაძიების საშუალებას იძლევა. ეს წიგნი თოთის დასტის სიმბოლოების ღრმად გააზრებაში დაგეხმარება და დაფარული ნიშნების კითხვას გასწავლის. ზოგჯერ შინაგანი ღრმა მოგზაურობისკენ გიბიძგებს, ზოგჯერ - რთული გადაწყვეტილების მიღებაში შეგეშველება. წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე მუშაობს თოთის ტაროსთან ან ახლა იწყებს მის გაცნობას.
33.9
ტაროს ჲეცირული შესაბამისობა
ავტორი:სემუელ მაკგრეგორი მაზერსი, ისრაელ რეგარდი, ჩიკ ციცერო არტურ ედუარდ უაითი ამ წიგნში ორი ნაწარმოებია თავმოყრილი: 1. "ჰერმეტული ოქროს განთიადის" საიდუმლო ტექსტები ტაროს კაბალისტური შესაბამისობების შესახებ, რომელსაც ორდენში ინიციაციის დროს გადასცემენ კანდიდატს; 2. უაითის ტაროს დასტის შემქმნელის, არტურ ედუარდ უაითის, საავტორო ნამუშევარი - "ტაროს ფერწერული გასაღები". წიგნში აღწერილია ტაროს გაშლის მეთოდები და მნიშვნელობები, როგორც გაშლების დროს მოსულ ცალკეულ მდგომარეობაში, ისე - კომბინაციებსა და წყვილებში. წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე მუშაობს უაითისა და მარსელის დასტებთან, ან ახლა იწყებს მათ გაცნობას.  
26
ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან
ავტორი:  ფრიდრიხ ნიცშე მთარგმნელი : ვახტანგ გორგიშელი წიგნი თემატურად ეძღვნება ძველი ბერძნული ტრაგედიის პრობლემატიკის განხილვას. ეს არის არა მხოლოდ კლასიკური ფილოლოგიის ახალგაზრდა პროფესორის ნაშრომი, არამედ ფართო ფილოსოფიური, კულტურული და ესთეტიკური კვლევა, რომელიც მოიაზრებს არა მხოლოდ ძველბერძნულ, არამედ თანამედროვე ევროპული საზოგადოების მსოფლმხედველობით პარადიგმებსაც. ამასთან, ავტორი წიგნში განიხილავს ბერძნულიდან ევროპული მსოფლმხედველობის მემკვიდრეობითობას და ამ მსოფლმხედველობის შეცვლის გზებს.  
26
ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ
ავტორი: ჯორჯ ბერკლი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი ჯორჯ ბერკლი (1685-1753) ინგლისელი (ირლანდიელი) ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე (ეპისკოპოსი). ახალგაზრდობაშივე დაწერა ორი ნაშრომი, რომლებიც საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ესენია: „ესსე მხედველობის ახალ თეორიაში“ (1709) და „ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ“ (1710). თავის ამ მთავარ ნაშრომში (ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ) ირლანდიელი ფილოსოფოსი ჯორჯ ბერკლი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ „მე“ არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები – იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.
20