santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ფოტოგრაფია
    ავტორი: სიუზენ ზონტაგი მთარგმნელი: გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე სერიის დასახელება: NONFICTION   „ფოტოგრაფია ელეგიური ხელოვნებაა, ასე ვთქვათ, ბინდბუნდის... ყოველი ცალკეული ფოტოსურათი სიკვდილის გარდუვალობის შეხსენებაა, memento mori. სურათის გადაღება სხვა ადამიანის (ან საგნის) მოკვდაობასთან, მოწყვლადობასთან, ცვალებადობასთან თანაზიარობაა. ამა თუ იმ ცხოვრებისეული მომენტის შერჩევითა და მისი გაქვავებით ნებისმიერი ფოტო დროის შეუქცევად დნობას ადასტურებს“.   ამერიკელი ფილოსოფოსისა და მწერლის, სიუზენ ზონტაგის (1933 – 2004) ესეების კრებული „ფოტოგრაფია“, გამოცემიდან თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგაც, ამ თემაზე დაწერილ წიგნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია (ისევე, როგორც ავტორის ბიბლიოგრაფიაში). კრებულში შესული ექვსი ესე 1973-დან 1977 წლამდე New York Review of Books-ში ქვეყნდებოდა, 1977-ში კი წიგნად გამოიცა. ეს არ არის მხოლოდ ფოტოგრაფიაზე შექმნილი თეორიული ნაშრომი, ზონტაგის თვალსაწიერი, როგორც ყოველთვის, გაცილებით ფართოა, მისი ნააზრევის სიღრმე და ორიგინალობა კი მკითხველის ხედვას სამუდამოდ ცვლის.    წიგნი გამოცემულია პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფინანსური მხარდაჭერით.
    19.95
    ფრანგული რომანი
    ავტორი:  ფრედერიკ ბეგბედერი ავტორი საკუთარი ცხოვრების რეალური დეტალებს გვიმხელს.რომანის გმირს,პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბთან ნარკოტიკის მიღების დროს აკავებენ და მერვე რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ.ბნელ საკანში გამოკეტილს,თავს ახსენებს ფიქრები წარსულზე,თუმცა ბავშვობისდროინდელი მოგონებები არც ისე ტკბილია.ამიტომ ცდილობს,თავი დააღწიოს ამ ფიქრებს,მაგრამ..მეხსიერებაში მაინც ჯიუტად ცოცხლდება წარსული,ოჯახი,მშობლების წარმომავლობა.მიჰყვება ოჯახის გენიალოგიურ ხეს და თითქოს პირველად შლის თავისი ოჯახის ისტორიის ფურცლებს...
    14.95
    ფრანები
    ავტორი: რომენ გარი მთარგმნელი: ემა ობგაიძე   ყველა ფრანი ხალხის წარმოსახვის ნაყოფია, რაც მათ ყოველთვის ცოტათი გულუბრყვილო ელფერს სძენს. გამონაკლისს არც ამბრუაზ ფლერის ფრანები წარმოადგენენ: სიხალისე და სულიერი სისპეტაკე თვით სიბერეში შექმნილ ბოლო ნამუშევრებსაც კი ატყვიათ. მიუხედავად მათდამი ინტერესის ნაკლებობისა და მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების სიმწირისა, მუზეუმს დახურვა არ ემუქრება...
    13.4
    ფრანით მორბენალი
    ავტორი: ხალიდ ჰოსეინი მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი გამომცემლობა: არტანუჯი
    19.95
    ფრანც კაფკა - რჩეული მოთხრობები
    აბსურდი, სამყაროსა და უზენაესი ავტორიტეტის წინაშე გამოვლენილი შიში, რომელიც მკითხველში საგანგაშო ემოციებს იწვევს – ასეთია ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი მწერლის, ფრანც კაფკას, შემოქმედება, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის უნიკალურ მოვლენადაა მიჩნეული. ფრანც კაფკას “რჩეული” მწერლის მცირე პროზის თითქმის სრული კრებულია ქართულ ენაზე. წიგნში კაფკას მთარგმნელების თითქმის მთელი სპექტრია წარმოდგენილი: გასული საუკუნის სამოციან წლებში ძმები დავით და ზურაბ კაკაბაძეების მიერ სულ პირველი ნათარგმნებით დაწყებული და თანამედროვე მთარგმნელების შესანიშნავი ნამუშევრებით დამთავრებული. სპეციალურად ამ გამოცემისთვის პირველად ითარგმნა ოცდაათამდე მინიატურა, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებით.
    25
    ფრენი და ზუი
    ავტორი: ჯერომ სელინჯერი მთარგმნელიგია ჭუმბურიძე ჯერომ სელინჯერის ”ფრენი და ზუი” გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა).
    13.95
    ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი სერია: რჩეული მოთხრობები სულაკაურის გამომცემლობა
    13.9
    ფსკერზე
    ავტორი: ანი ბალიაშვილი   "ფსკერზე" - ანი ბალიაშვილის „ფსკერზე“ ძალადობის მსხვერპლი ქალის ამბავია _ მძიმე, ამაღელვებელი, დამაფიქრებელი. სადაც მსხვერპლია, იქვეა მოძალადეც _ ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს _ და ამდენად, ეს ამბავი მოძალადეზეცაა. ოღონდ ეს ერთობა მსხვერპლისთვის ფსკერია, მოძალადისთვის?.. როგორი შეიძლება იყოს მოძალადის ფსიქოტიპი? წიგნში შემაძრწუნებლად ნამდვილი პასუხები გელოდებათ. და მაინც, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის? ზოგჯერ ის საშინელ, მტანჯველ, დაუსრულებელ ღამედ შეიძლება გვექცეს, ზოგჯერ კი მზეა, რომლის სხივები ფსკერსაც ჩასწვდება და გაანათებს.
    11.95
    ფსკერის სახარება
    ავტორი: ივა ფეზუაშვილი   „ფსკერის სახარება“, ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი, ბიბლიური სლენგით მოთხრობილი ჩვენი რეალობის ან ჩვენი შესაძლო რეალობის ანარეკლია – ამბავი, რომელშიც პერსონაჟები საკუთარ თავზე ფიქრს ყველაზე არაკორექტული კითხვით იწყებენ, რომელშიც სიმართლის ნახევარს ან ნახევრად სიმართლეებს ამბობენ, რომელშიც თბილისის მიწისქვეშეთს ქვემოთ კიდევ ერთი თბილისია – ფსკერი, საიდანაც ამოსვლა შეიძლება, გაქცევა კი არასდროს, რადგან მიწისქვეშეთიდან ამოსულებს პოლიციის მაღალჩინოსნები კიდევ უფრო ღრმა და უძირო ფსკერისკენ მიაქანებენ. „ფსკერის სახარება“ ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის პირველი წიგნია; რომანებისთვის „ბუნკერი“ და „მასკარაფონე“, 2022 და 2023 წელს ავტორმა პრემია „საბა“ მოიპოვა ნომინაციებში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ და წლის საუკეთესო რომანი.
    10.95
    ფუნდურა მხოლოდ ბინდში დაფრინავს
    ავტორი: მარია გრიპე მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი წიგნი მოგვითხრობს სამი მოზარდის ამბავს, რომლებიც მოულო იდუმალი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდებიან და მათ ახსნას ცდილობენ. შემთხვევათა ჯაჭვი მათ საოცარ აღმოჩენამდე მიიყვანს... წიგნი გამოიცა ევროკავშირის პროგრამის ,,შემოქმედებითი ევროპის“ პროექტის ფარგლებში.
    10
    ფუტკრების ამბავი
    ავტორი: მაია ლუნდე მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ინგლისი, 1852 წელი – უილიამი, ბიოლოგი და მცენარეების თესლეულის მაღაზიის მფლობელი, ცდილობს, ააგოს ახალი ტიპის სკები, რომლებიც მეფუტკრეებს საქმეს გაუადვილებს და მას და მის ოჯახს პატივსა და დიდებას მოუტანს. აშშ, 2007 წელი – მეფუტკრე ჯორჯი მედგრად იბრძვის ფერმის გადასარჩენად და სჯერა, რომ საოჯახო ფერმის ხსნა მხოლოდ მის შვილს შეუძლია. ჩინეთი, 2098 წელი – თაო მომავლის ჩინეთში ხეხილის თითოეულ ყვავილს ხელით მტვერავს მას შემდეგ, რაც წლების წინ ფუტკრები გაქრნენ. თაოს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ მისმა შვილმა განათლება მიიღოს და მასზე უკეთ იცხოვროს.
    16.9
    ფუტკრების იდუმალი ცხოვრება
    ავტორი: სიუ მონკ კიდი მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე სერიის დასახელება ET CETERA ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ 2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი - თემა, რომელსაც ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წყალობით ამერიკულ ლიტერატურაში მდიდარი ტრადიცია აქვს.     თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს.  შავკანიან მსახურ ქალთან ერთად  ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს. ის გამოცდის მარტოობას, შეიტყობს სიმართლეს დედაზე და, ბოლოს,  ჰუმანური და ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, პოვებს სულიერ სიმშვიდეს. საინტერესო სიუჟეტი, ფსიქოლოგიზმი და ორიგინალური სიმბოლიკა რომანს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
    16.95
    ამოწურულია
    ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე
    ავტორი: ოსნე საიეშტადი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ნორვეგიელი ჟურნალისტი ქალი – ოსნე საიეშტადი ცნობილია საინტერესო რეპორტაჟებით მსოფლიოს ყველაზე „ცხელი წერტილებიდან”. თუმცა იგი, კონფლიქტის მშრალი და სტატისტიკური აღწერის ნაცვლად, თავად იქ მცხოვრები ადამიანების ბედით ინტერესდება. ამ წიგნში მისი „მუზა” ავღანეთია – მრავალწლიანი შინა და გარე ომებით ძალაგამოცლილი მაჰმადიანური ქვეყანა შუა აზიაში, რომელიც ჯერაც საშიშ ადგილადაა მიჩნეული ტერორიზმისა და ფანატიკოსი მუსლიმების სიმრავლის გამო. ავტორის განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ადამიანის „შინაგანი ომები” იწვევს – ის, რაც პოტენციურად ფანატიზმისა და ტერორიზმის სათავეც კი შეიძლება იყოს. წიგნის მთავარი პერსონაჟებიც რიგითი ავღანელები არიან, იქნება ეს წიგნებით მოვაჭრე პატრიარქატული ოჯახის უფროსი სულთან ხანი თუ მისივე დიდი ოჯახის წევრები – მამაკაცები და თითქმის უუფლებო ქალები – თავიანთი ფიქრებით, ემოციებით, შინაგანი კონფლიქტებით… ყველაფერი, რაც წიგნშია მოთხრობილი, ნამდვილია – ყველაფერი თავად ავტორმა ნახა, მოისმინა და განიცადა სულთან ხანის ოჯახში ცხოვრებისას… ოსნე საიეშტადი, როგორც ქალი, გამორჩეულ ყურადღებას ქალებს უთმობს და ცდილობს, სქელი ჩადრის მიღმა მიმალული არა მხოლოდ მათი სახე, არამედ შინაგანი სამყარო და გრძნობებიც გამოააშკარაოს.
    13.9
    ქალაქი
    ავტორი: კლიფორდ დ. სიმაკი სერია: პორტალი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური სანამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო ცივილიზაციის განვითარებამ, და ადამიანის დაუცხრომელმა ჟინმა, გაბატონდეს ბუნებასა და სხვა ადამიანებზე? სწორედ ამაზე მოგვითხრობს სამეცნიერო ფანტასტიკის, კლიფორდ დ. სიმაკის რომანი "ქალაქი". კაცობრიობის მომავალს საფრთხე ემუქრება, ანუ იგი დასასრულისკენ მიექანება. თუმცა ამის მიზეზი არ იქნება არც ბირთვული ომი, არც ეკოლოგიური კატასტროფა, არც რაიმე პანდემია, ასტეროიდის დაჯახება თუ უცხოპლანეტელთა შემოსევა. მიზეზი წარმოუდგენლად ფანტასტიკურია...
    17.95
    ქალაქი და ძაღლები
    ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა მთარგმნელი: ლანა კალანდია სერია: აკრძალული წიგნების თარო გამომცემლობა: ინტელექტი
    24.95
    ქალაქი და წმინდანები
    ავტორი: ცოტნე ცხვედიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ქალაქი თოვლში
    ავტორი: ბექა ქურხული   ბექა ქურხულის ახალი პროზაული კრებული “ქალაქი თოვლში” ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ხუთ მოთხრობას აერთიანებს. პირველ მოთხრობაში “მკვლელი” ავტორი აფხაზეთის ომსა და ომის შემდგომ ქართველი მებრძოლებისა და პარტიზანების ცხოვრებასა და ბრძოლაზე მოგვითხრობს. მოთხრობაში აღწერილი რეალური ამბები იმ ზეგავლენას ასახავს, რომელსაც ომი ახდენს უბრალო ადამიანებზე, ქართველებსა და აფხაზებზე. ადამიანებზე, რომლებიც ომამდე ერთ მიწაზე ცხოვრობდნენ და საუკუნეების განმავლობაში საერთო სამშობლო და უახლოესი სისხლით ნათესაობა აკავშირებდათ. მოთხრობა “ქალაქი თოვლში” ახალგაზრდა ბიჭისა და გოგონას სიყვარულზეა, რომლებსაც 90-იანი წლების უშუქობისა და სიცივის მიუხედავად ათბობთ გრძნობა, რომელიც სამუდამო კვალს ტოვებს მათ ცხოვრებაში. მოთხრობის “სიზმრად ვნახე” გმირი უსინათლო ადამიანია. ასეთი ადამიანი ჩვენ გარშემო უამრავია, მაგრამ ჩვენ გვიჭირს მათი შემჩნევა. უმეტეს შემთხვევაში კი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვუწვდით ხელს. მწერალი ცდილობს ჩაწვდეს იმ ადამიანის გრძნობებს, რომელიც დღის სინათლეს ვერ ხედავს. მოთხრობაში “საღამო” ავტორი იხსენებს სკოლის წლებს, მაშინდელ კოლორიტულ და მრავალეთნიკურ თბილისსა და მეგობრებს, რომელთა უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. დაბოლოს, მეხუთე მოთხრობა “მუსაქალი” ავღანეთში ნატოს მისიით წარგზავნილ ქართველ სამხედროებსა და მიმდინარე წელს განვითარებულ უახლეს მოვლენებზე მოგვითხრობს.
    15
    ქალაქი წყალზე
    ავტორი:  სალომე ბენიძე     "ქალაქი წყალზე" არის წიგნი ქალებზე, რომლებიც ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ და მაინც უამრავი საერთო აქვთ. შვიდი ქალი - ლიდია, ეფი, ილარია, ელენა, კატარინა, მარია და, ბოლოს, ანა-ულრიკე - შვიდი დაუვიწყარი და შთამაგონებელი ამბავია სიყვარულზე, იმედზე, გამძლეობასა და გამბედაობაზე, ანუ იმ ყველაფერზე, რაც აძლევს მათ ძალას, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი გააგრძელონ გზა და იარონ მასზე კვლავ სიყვარულით, თავდაჯერებულად და, რაც მთავარია, საკუთარი განუმეორებლობის შეგრძნებით.
    17
    ქალაქის კარიბჭეები
    ავტორი: ელიას ხური   ნოველისტი, რომანისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი ელიას ხური ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ლიბანელი მწერალია, რომელიც არაბულ პოსტმოდერნულ ლიტერატურას ქმნის. ლიტერატურულ ასპარეზზე ელიას ხური 1975 წელს გამოვიდა, სწორედ ამ დროიდან აქვეყნებს ის თავის რომანებსა და ნოველათა კრებულებს, სულ 10 რომანი აქვს გამოცემული, რომლებიც თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.   „ქალაქის კარიბჭეები“ მწერლის ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოებია, 1981 წელს დაიწერა და „უცხოს“, „უცხოობის“ კონცეპტი ძალიან დიდი დატვირთვის მატარებელია მასში. ზოგადად, გაუცხოების თემა და საკუთარი თავისა და საცხოვრისი ადგილის მაძიებელი უცხო, უსასრულოდ მოხეტიალე ყარიბი მოგზაური ხურის საყვარელი ლიტერატურული გმირია.   რომანი „ათას ერთი ღამის“ ერთი ცნობილი ნარატივის – „სპილენძის ქალაქის“ თემის პოსტმოდერნული ლიტერატურული გადამუშავებაა, რომელიც ავტორმა მწერლური შთაგონებით მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას – ბეირუთის სამოქალაქო ომს დაუკავშირა. მთავარი გმირი შორეული ქალაქისკენ მიმავალი უცხო, ყარიბი მოგზაური კაცია და უცხოობაშია მისი ძალა, რადგან სწორედ უცხოობის განცდას შეუძლია მისი დაუსრულებელი სვლისა და მსოფლაღქმის ახსნა. უცხოობა თან ტანჯვაა მისთვის და თან მისი რჩეულობის გამოხატულება.   „ქალაქის კარიბჭეები“ თავისი არარეალისტური სიუჟეტით, ტექსტის ფრაგმენტაციითა და მისი მრავალგვარი გაგების დაშვებით, თხრობის შერეული ფორმებით, იმიტაციით, გამეორებებით, მხატვრული სტილიზაციით შექმნილი, პოსტმოდერნულ სტილში დაწერილი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც კარგად წარმოაჩენს ავტორის მწერლურ შესაძლებლობებს.   არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ
    14.95
    ქალაქის ფორმა
    ავტორი: ჟულიენ გრაკი მთარგმნელი: ლალი უნაფქოშვილი ჟულიენ გრაკმა, უკანასკნელმა ფრანგმა კლასიკოსმა, – როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ – “ქალაქის ფორმა” 1985 წელს, 73 წლის ასაკში გამოაქვეყნა. წიგნი წარმოადგენს ქალაქ ნანტთან დაკავშირებულ მოგონებებისა და შთაბეჭდილებების კოლექციას, რომელიც მწერალს ჩამოუყალიბდა ნანტის კლემანსოს ლიცეუმში სწავლის პერიოდში. პროფესიით გეოგრაფმა, ჟულიენ გრაკმა (სინამდვილეში ლუი პუარიე, ჟულიენ გრაკი მწერლის ფსევდონიმია) “ქალაქის ფორმაში” გეოგრაფიული სიზუსტით აღწერა ქალაქი ნანტი და მთელი მისი რეგიონი, ამასთანავე წარმოგვიდგინა ამ ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, და კულტურული ყოფა-ცხოვრება, განათლების სისტემა, სპორტი, თუმცა თხრობის დროს, მწერალი ხშირად იმეორებს “ჩემი აზრით”, “ჩემი შეხედულებით”, “ჩემს თვალში”, რითიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მან ქალაქის მიმართ საკუთარი ხედვები წარმოგვიდგინა.
    6.7
    ქალაქურები. სოფლურები
    ავტორი: ბესო ხვედელიძე   "„სოფლურები“ და „ქალაქურები“ ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულია. ავტორი ჩვენზე, ჩვენს ყოფაზე - თანამედროვე და ოდნავ ადრეული პერიოდის ჩვენეულ ამბებს - გვიამბობს. სათაურიდანაც ჩანს, რომ მოქმედებები სოფლად და ქალაქად ხდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ამ ორი სივრცის კონტრასტულობას, პირიქით, ჩვენი რეალობა ერთიან პრიზმაში წარმოჩინდება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანებს ყველაგან - ქალაქად თუ სოფლად - მძაფრი ვნებები, ამბიციები, მისწრაფებები, სისუსტეები თუ სიღრმეები აქვთ... აი, გარემო კი, თუნდაც გეოგრაფიული, ამ ყველაფერს თავისებურ კოლორიტსა და სიმძაფრეს სძენს. ბესო ხვედელიძის მოთხრობების ეს კრებული ჩვენი რეალობის ანარეკლია, ოღონდ სრულიად განსხვავებული რაკურსით, თამამი, სარკაზმული მინიშნებებითა და დამაფიქრებელი პასაჟებით."
    12.95
    ქალები
    ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი   მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი   ჩარლზ ბუკოვსკის ნაწარმოები მეტწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და მათი მთავარი გმირი - ჰენრი ჩინასკი - ავტორის ალტერ ეგოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბუკოვსკი ეგრეთ წოდებული "ბინძური რეალიზმის" ერთ-ერთი მამამთავარია. მისი თხრობის მანერა, ნატურალისტური სტილი და პირდაპირობა ხშირ შემთხვევაში შოკისმომგვრელია მკითხველისთვის. "ქალები" მისი ერთ-ერთი საუკეთესო და გახმაურებული რომანია, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ვფიქრობთ, ლიტერატურის მოყვარულთათვის ეს დიდი საჩუქარი იქნება.
    16
    ქალთა ბედნიერება
    ავტორი: ემილ ზოლა მთარგმნელი: ნუნუ ქადაგიშვილი სერია: იკითხე კლასიკა     პროვინციელი ქალიშვილი ორ უმცროს ძმასთან ერთად,ბედის საძებნელად,უფრო სწორად,თავისა და ბიჭების გადასარჩენად,პარიზში ჩადის.ბიძის ოჯახში თავშესაფრის პოვნის იმედი უცრუვდება და ცხოვრებასთან დამოუკიდებლად შეჭიდება უწევს.დენიზ ბოდიუ დიდ უნივერსალურ მაღაზია "ქალთა ბედნიერებაში" იწყებს მუშაობას.ღარიბი,მაგრამ ღირსებით სავსე დენიზი უკიდურეს გაჭირვებას,ათასგვარ დაბრკოლებას,მოქიშპეკოლეგების ვერაგობას,ინტრიგებს,აბეზარი მამაკაცების ქედმაღლობას ებრძვის და მრავალჯერ დგება ზნეობრივი არჩევანის წინაშე...
    16.95
    ქალი სხვა სამყაროდან
    ავტორი: თიკა-სვანიძე ვენკო   ერთი შეხედვით, შეუძლებელია, ყველაფერი ის, რაც მე შემემთხვა, ერთ – სიცოცხლეში ჩაეტიოს. დრო წუთებით, საათებით და წლებით კი არ იზომება, არამედ იმ გამოცდილებებით, შეგრძნებებით, შთაბეჭდილებე– ბითა და ამბებით, რომლებიც თავს გადაგხდა. ჩემ თვალწინ მსოფლიო ისტორიის, პოლიტიკის დიდი მოვლენები გათამაშდა. ვიცნობ და ვმეგობრობ იმ ადამიანებთან, რომლებიც თანამედროვე სამყაროს ქმნიან. გამოვიარე წლები, რომლებსაც ბევრი ვერ გაუ- ძლებდა, განსაცდელები, რომლებიც ადამიანების დიდ ნაწილს, დარწმუნებული ვარ, დანებებას აიძულებდა. საფრთხეს და გამოწვევებს არასდროს შევუშინებივარ. პირიქით, ყველა წინააღმდეგობა, რომლებსაც გადა- ძალას მმატებდა. ახლა ვხვდები, რომ ყველა- ფერი ეს უნდა მომხდარიყო, რომ, საბოლოოდ, ის ვყოფილიყავი, ვინც ახლა ვარ. ეს ჩემი ბედისწერა იყო ჩემი ბედისწერა იყო, რომ თიკა სვანიძე-ვენკო გავმხდარიყავი. თიკა სვანიძე–ვენკო
    17.95