santaesperanza
საოცრება
ავტორი: რ.ჯ. პალაციო მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. თუ ოდსმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია? ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.
12.9
საპიენსი
კაცობრიობის მოკლე ისტორია ავტორი: იუვალ ნოახ ჰარარი სერია: აკადემია მთარგმნელი:ნ. სამუშია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა რბილი
19.9
სარდაფის ცოლები
ავტორი: ანა ჯავახიშვილის   შემდგომაც, გადადის სტრიქონიდან სტრიქონში და თანდათან, სრულიად შეუმჩნევლად და გაუცხადებლად ამავე პროზაულობის ჭრილში წარმოქმნის იმ სინამდვილეს, რომელიც უკვე კონკრეტულად პოეზიას ეკუთვნის და რომელთანაც საქმე აღარ აქვს პროზის ენას, წარმოქმნის პოეზიის განყენებულ ენობრივ სინამდვილეს, და არა აღწერებს ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური მოვლენებისა. ეს შეუმჩნეველი და ჰარმონიული დი/ვერსია პროზისა და ბანალურობის ტერიტორიაზე პოეზიის სასარგებლოდ ხდება და მართლაც მნიშვნელოვანი დივიდენდი შეიძლება იყოს პოეტის სამომავლო ესთეტიკისთვის", – დავით ჩიხლაძე.
11.95
სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა (9-10)
ავტორი: ლუის კეროლი მთარგმნელი: გიორგი გიკოელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა  
7.9
სარღანა
ავტორი: ჰაქან გიუნდაი მთარგმნელი: მარიამ კვაჭანტირაძე „სარღანა“ წარმოადგენს ახალგაზრდა კაცის ისტორიას, რომელსაც სურს, სამაგიერო მიუზღოს ცხოვრებას, სადაც არავის არავინ აინტერესებს, სადაც გამეფებულია სიცრუე, ძალადობა, სისასტიკე - სამაგიერო მიუზღოს იმით, რომ იცხოვროს. იგი გადაწყვეტს, ,,დადგას“ საკუთარი ცხოვრება თავისივე სცენარის მიხედვით.
10
სარჩული და პირი
ავტორი: ალბერტ კამიუ მთარგმნელი : გიორგი ეზიკაშვილი   ეს ესეები გახლავთ ჯერ კიდევ საკუთარი ხმის ძიებაში მყოფი, 22 წლის მწერლის პირველი ნაბიჯები ლიტერატურაში. ისინი კამიუს მსოფლაღქმის ორი მხარის წარმომჩენია, რომელთაგან ერთი ჰო-ს სფეროა, მეორე კი არა-სი. კამიუ არც მზეს უარყოფს და არც ჩრდილს, რამეთუ კარგად იცის, რომ მზიან ქვეყანაში დაბადებული კაცისთვის, რომლის ცხოვრება თვალისმომჭრელი სინათლით სავსე ზღვის პირას მიედინება, „მზე ზოგჯერ ბნელია“ (რენე შარი).
15
სასაბუთე ყუთი პლასტიკური
14
სასაუზმე ,,ბუდაპეშტი"
ავტორი: მიშა ბახსოლიანი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში  
12.9
სასაჩუქრე ბარათი 50,00 ₾
ბარათით შესაძლებელია მაღაზიაში არსებული ნებისმიერი პროდუქტის შეძენა  მფლობელი ბარათით სარგებლობს მაღაზიაში მოქმედი ყველა მიმდინარე აქციით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სანტა ესპერანსას ფილიალებში
50
სასაჩუქრე ბარათი 100 ₾
ბარათით შესაძლებელია მაღაზიაში არსებული ნებისმიერი პროდუქტის შეძენა  მფლობელი ბარათით სარგებლობს მაღაზიაში მოქმედი ყველა მიმდინარე აქციით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სანტა ესპერანსას ფილიალებში
100
სასაჩუქრე ბარათი 150 ₾
ბარათით შესაძლებელია მაღაზიაში არსებული ნებისმიერი პროდუქტის შეძენა  მფლობელი ბარათით სარგებლობს მაღაზიაში მოქმედი ყველა მიმდინარე აქციით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სანტა ესპერანსას ფილიალებში
150
სატანის მზის ქვეშ
ავტორი: ჟორჟ ბერნანოსი მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა გამოამცემლობა: წიგნები ბათუმში  
22.9
სატანჯველის სახარება
ავტორი: სიორენ კირკეგორი   მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი   სიორენ კირკეგორი – დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი.  „ამ ქრისტიანული საუბრების (რომლებიც მრავალი მიმართებით არ წარმოადგენს ქადაგებებს და ამიტომ ასევე მრავალი მიზეზით არ არის ასე წოდებული) დანიშნულება ისაა, რომ „ცნობისმოყვარეობა გამოვიჩინოთ თავისუფალ წუთს“, მაგრამ თუ ერთადერთი ტანჯული, რომელსაც, შესაძლოა, აზრთა სიმრავლეში აებნა გზა, მათი წაკითხვისას შვებით ამოისუნთქავს მძიმე წუთს, ჩვენს კვალს მოაგნებს, რომელიც სწორედ ამ აზრებს მიჰყვება: ასეთ შემთხვევაში ავტორი სინანულს არ გამოთქვამს იმის გამო, რისი დაწერაც გადაწყვიტა“. – სიორენ კირკეგორი.  
24
სატკბილეთის ქვეყანა
ავტორი: ირმა მალაციძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სატკბილეთი ზღაპრული ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ტკბილი და გემრიელია. აქ სახლები მურაბის ქილებს ჰგავს, ციდან ტკბილი წვიმა მოდის, შოკოლადის ჯებირებს შორის კი ლიმონათის მდინარე მოედინება. დღისით ფორთოხლის მზე ანათებს, ღამით ბანანის მთვარე ამოდის. თავისუფალ დროს აქ სულ ცეკვა-თამაშში ატარებენ და ეჭვადაც არა აქვთ, რომ სამწერეთის ბოროტი და შურიანი მეფე ნესტარ მეორე სატკბილეთის დაპყრობას აპირებს.  
7.9
საუბარი კათედრალში
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა მთარგმნელი: ლანა კალანდია სერია: ახალი თარგმანები, "ინტელექტი'' 25 წლისაა გამომცემლობა: ინტელექტი
34.95
საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე
ავტორი: ლევან გიგინეიშვილი გამომცემლობა: აზროვნების აკადემია წიგნში განხილულია ყველა ის უმთავრესი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დააყენა ბერძნულმა ფილოსოფიურმა აზრმა. უპირველეს ყოვლისა, ავტორი მიმოიხილავს არქესა და მოძრაობის საწყისის პრობლემას, საიდანაც აღმოცენდა საკუთრივ ბერძნული ფილოსოფია. ამ კონტექსტში განხილულია ისეთი ფილოსოფოსების იდეები, როგორებიც იყვნენ დემოკრიტე, პითაგორა, ჰერაკლიტე და სხვები.
30
საუბრები ლეოსთან
"საუბრები ლეოსთან"" განსაკუთრებული წიგნია – მასში მოთხრობილი ამბავი ერთდროულად სადაცაა და რთულიც, იდეალისტურიც და მტკივნეულად რეალურიც. ეს არის ერთი კაცისა და მისი ცოლის ისტორია, რომლებიც სრულიად მოულოდნელი მძიმე განაჩენის წინაშე აღმოჩნდნენ: ქალს უკურნებელი სენი - კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. ნაცნობების ხელშეწყობითა და ბედის წყალობით, ჩვენი მიზანდასახული მთხრობელი თანამოაზრე მენტორთა და კონსულტანტთა გუნდს კრებს. მერე ლეოს ხვდება, რომელთან ერთადაც თავისი ცოლის – კლერის განკურნების რთულ საქმეს იწყებს. ამასობაში მთხრობელი ხვდება, რომ ლეოს მიერ გაზიარებული ცოდნა მასაც შვებას ჰგვრის. ახალშეძენილი ცოდნით შთაგონებული ის თავის სავალ გზაზე უფრო თამამად მიდის, ლეოსთან საუბრების თემას აფართოებს და ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხების ძიებას იწყებს. საუბრები ლეოსთან
14.95
საუბრები მეგობრებთან
ავტორი: სალი რუნუ მთარგმნელი: გურამ ღონღაძე რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ასე ბევრს, როცა საერთოდ არ იცნობენ არც საკუთარ თავს და არც ერთმანეთს? ფრენსისის, ბობის, ნიკისა და მელისას ურთიერთობა რეალურ ცხოვრებასა და ვირტუალურ სივრცეში ვითარდება. ისინი უსასრულოდ სვამენ და ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და სვამენ, ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ… სექსსა და მეგობრობაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, პოლიტიკასა და, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრენსისი ცდილობს, თავისი ცხოვრება მკაცრად აკონტროლოს, მისი და მელისას ქმრის, ნიკის, უწყინარი ფლირტი სრულიად მოულოდნელად ვნებიან ურთიერთობაში გადაიზრდება და ფრენსისს დღევანდელი დღით ცხოვრების მტკივნეულ მომხიბვლელობას აღმოაჩენინებს. „საუბრები მეგობრებთან“ სალი რუნის პირველი წიგნია. მან გამოსვლისთანავე მიიპყრო მკითხველის ყურადღება და ახალგაზრდა ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა. ეს არის რომანი პიროვნების პრობლემებსა და ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ზოგჯერ ჩვენსა და იმ სურათს შორის, რომელსაც გარშემო მყოფებისთვის ვხატავთ, უზარმაზარი უფსკრულია.
12.9
საუბრები წმინდა საყდრის დიპლომატიაზე
ავტორი: ჟოზე ავალიანო ბეტენკური მთარგმნელი: ირაკლი ჯავახიშვილი
5
საუკეთესო მეგობრის დღური: როული ჯეფერსონის ჩანაწერები
ავტორი: ჯეფ კინი გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
14.9
საუკეთესო პენალტი
ავტორი: ალესანდრა ბერელო მთარგმნელი: ნანა ზარდიაშვილი სერია: ლიბერქიდსი     დანიელს, იტალიაში კამერუნიდან ჩამოსვლისას, ერთადერთი ოცნება ჰქონდა: საფეხბურთო სამყაროში მოხვედრილიყო. ახლა უკვე თბილი სახლი აქვს, ერთგული მეგობრები ჰყავს და აღარც მისი ოცნება ჩანს აუხდენელი. მიზანდასახულ ილარიასა და ასევე უერთგულესი მეგობრისა და თანაგუნდელის, მატიას გვერდით, შეუძლებელი არაფერი, მათ შორის, არც ეროვნული ჩემპიონატის მოგება და არც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის საგზურის დამსახურება. დაბრკოლებას, რომელიც „ვირტუსის“ გუნდის მოთამაშეთა წარმატებას აფერხებს, „ატლეტიკო“ ჰქვია. ამ გუნდის კაპიტანს – ნიკის კი ნებისმიერ ფასად სურს გამარჯვება. ნიკისა და მის მეგობრებს ჩემპიონატში „ვირტუსის“ წინსვლა აცოფებთ. მატიას, თავის მხრივ, სხვა პრობლემები აქვს. მისგან ბევრს ელოდებიან, ეს კი ენერგიას აცლის და მოტივაციას აკარგვინებს. არც დანიელია უკეთეს დღეში. აშანტაჟებენ. თამაშსა და თამაშს შორის ბევრი რამ ხდება: საშინელი მუქარა გაისმის, ვიღაცას ცდუნება სძლევს. თუმცა მატია, დანიელი და მისი მეგობრები გულდასმით მალავენ. ამჯერად სამივე დამოუკიდებლად ცდილობს საიდუმლოს ამოხსნას და იმის დამტკიცებას, რომ ოცნების ასრულების მოკლე გზის ძებნა გამართლებული არ არის.  
9.95
საუკუნის სკანდალი
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი ესპანურიდან თარგმნეს ელზა ახვლედიანმა და მაკა გოგოლაშვილმა სერია: "ინტელექტი'' 25 წლისაა   ამ წიგნს სამსჯავროზე გამოჰყავს ჟურნალისტი გაბრიელ გარსია მარკესი, ბოლოს და ბოლოს თავი რომ დაიხსნა ახალგაზრდა, დაღმართზე დამდგარი ბოჰემური გაბოსგან, რომელიც ცოტაც და როგორც მწერალი დაიკარგებოდა, და შემდგომ ორმოცი წლიდან სიკვდილამდე, ჩამოყალიბებულმა, დაფასებულმა და ზეაღმატებულმა ღირსეულად იცხოვრა. „საუკუნის სკანდალი“ ამ კრებულში ერთ-ერთი ვრცელი და მთავარი რეპორტაჟია. კრებულის სათაურადაც სწორედ  ისაა შერჩეული. აქ წარმოდგენილი ტექსტები 1950-1987 წლებში იბეჭდებოდა გაზეთებში. მკითხველი ახალგაზრდა მარკესის საგაზეთო სტატიების კითხვისას ამოიცნობს ახალბედა მთხრობლის სურვილს – სწრაფვას ლიტერატურისკენ, იპოვის ფრაგმენტებს, რომლებშიც იკვეთება ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა...
34.95
საფრთხე ენდჰაუსში
ავტორი: აგათა კრისტი ზღვისპირა ქალაქი; სასტუმრო „მაჯესტიკი“ -იდეალური ადგილი დასასვენებლად; ერკიულ პუარო და კაპიტანი ჰასთინგზი აქ სწორედ ამიტომ არიან. ქალაქის განაპირას კი ენდჰაუსი - ძველი სახლი მდებარეობს; ამ ძველ სახლს ახალგაზრდა, მომხიბლავი და მხიარული მფლობელი ჰყავს - მადმუაზელ ნიკი ბაკლი. რა დააკავშირებს ამ ორ, სრულიად დამოუკიდებელ, მოცემულობას ერთმანეთთან, თუ არა დანაშაული? მკვლელობა! ...და, როცა საქმეში ცნობილი მაძებარი ერკიულ პუარო ერთვება, კითხვები: რა საფრთხე იმალება ენდჰაუსის უწყინარი ფასადის მიღმა? ვინ არიან სინამდვილეში იქ მცხოვრები ადამიანები? რა საიდუმლოს მალავს იდუმალი ლამაზმანი ფრედერიკა რაისი და მთავარი: ვინ არის მკვლელი? _ პასუხგაუცემელი არ დარჩება. მაგრამ მანამდე ბევრ საიდუმლოს უნდა აეხადოს ფარდა, გაცხადდეს რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობის როგორც ბანალური ნიაუნსი, ისე ე.წ. სასიყვარულო სამკუთხედის არსებობაც. ბოლოს კი მთავარი: გრანდიოზული ფინალური სცენა ცნობილი დეტექტივისა და... გარდაცვლილის „მონაწილეობით“....
13.95
საქანელა
ავტორი: თემურ ელიავა გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი  
9.95