santaesperanza
თარგმანი და ორიგინალი
ავტორი: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძის „თარგმანი და ორიგინალი“ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი წიგნია. უპირველესად იმის გამო, რომ პროფესიონალი კრიტიკოსისა და მთარგმნელის მიერაა დაწერილი. იშვიათია ასე ბუნებრივად ერწყმოდეს ერთმანეთს ავტორის გამოცდილება, ინტერესების მრავალფეროვნება და უამრავი სიღრმისეული საკითხის მარტივად, ფართო მკითხველისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემის უნარი.   ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უბნის – ქართულად და ქართულიდან თარგმნილი ნაწარმოებების – მიუკერძოებლად შეფასებას ისახავს მიზნად კრიტიკული წერილების ეს კრებული.    დღეს „კარგ ტონად“ ითვლება ხმამაღლა და დანანებით თქმა, რომ საქართველოში სალიტერატურო კრიტიკა არ არსებობს. ეს უარგუმენტო ნიჰილისტური ფრაზა, სინამდვილისადმი ზერელე, უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამომხატველი, უკვე მომაბეზრებელი გახდა. თუნდაც ეს წიგნია იმის დასტური, რომ ამ სფეროში ისე სავალალოდ სულაც არა გვაქვს საქმე, როგორც უნდათ, რომ წარმოადგინონ.
14.6
თბილისი ქუჩის ხელოვნება - STREET ART
ამ ალბომში თავმოყრილია უკანასკნელ წლებში თბილისის ქუჩებში შესრულებულ ნამუშევრები. ზოგი მათგანი ჯერაც არსებობს, ზოგი დაზიანებულია, ნაწილი კი უკვე გამქრალია. მართალია, ალბომში შესულია თანამედროვე თბილისური სტრიტ არტის არაერთი გამორჩეული ნიმუში, თუმცა მაინც გაგვიჭირდება ვთქვათ, რომ გამოცემა თავს უყრის ბოლო პერიოდის თბილისის ქუჩის ხელოვნების ყველა საუკეთესო ნიმუშს. არსებული სურათის მუდმივი ცვალებადობის გამო ამგვარი მიზნის მიღწევა რთულიც იქნებოდა და შედეგი – პირობითიც. 
99.95
თბილისი კომენტარით
წიგნის მთავარი გმირი – თბილისი, გამუდმებით იცვლის სხეულს. მასთან სხვადასხვა ინტერესით და მიზნით ურთიერთქმედებენ საზოგადოებები. გამოსახულებები, რომლებიც თბილისის ტატუებია, დროთა განმავლობაში იცვლება. ამის მიზეზი ხან ხალხია, ხან კი – დრო. წიგნში თავმოყრილია თბილისის იერსახის მრავალშრიანი არქივი/ლექსიკონი, რომელიც აღწერს მოსახლეობების კომენტარებსა თუ მანიფესტაციებს ქუჩაში. ამ მხრივ თბილისი ერთგვარ ლიტერატურულ ძეგლსაც შეიძლება შევადაროთ, რადგან ის ინახავს ენას რომელიც კონკრეტულმა დრომ შექმნა; წიგნში კი გადმოცემულია მისი წარსულის წარწერები და ნახატები, რომლებიც გაქრნე ან შეიცვალენ. ეს წიგნი ამ წარმავალი ინფორმაციის ერთგვარი არქივია. კედლებზე წერა – თვითგამოხატვის ეს საშუალება – კანონით ისჯება, რაც ხელოვნების ამ ფორმას ექსტრემალურ ღირებულაბას ანიჭებს. წიგნში მოთავსებული სურათების ნაწილი ზუსტად იმ კანონდარღვევებზე გვიყვება, რომელიც შემქმნელისთვის თავისუფალ სიტყვად გარდაიქმნება. ეს წიგნი ქალაქის ფასადის საიდუმლოებებზე მოგვითხრობს და თბილისის ნაცნობ და უცნობ ესტეტიკურ სურათს გვიჩვენებს.
44.9
თბილისური ჭორ-მართალი: 100 ამბავი #53
ავტორი: ირაკლი მახარაძე სერია: თან საკითხავი თბილისის ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება.  მე ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს, ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ. ამ წიგნში თბილისის 100 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის,  მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის.
14.9
ამოწურულია
თეატრი
ავტორი: უილიამ სომერსეტ მოემი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
14.9
თევზი ხეზე
ავტორი: ლინდა მალალი ჰანთი მთარგმნელი: მთარგმნელი: ლია ჯამბურია სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ელის კლასელების უმეტესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. მასწავლებლებიც ვერ უგებენ, რის გამოც გოგონა ხშირად ხვდება დირექტორის კაბინეტში… თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ელის ვერაფრით გაუგია, როგორ კითხულობენ სხვები, როცა მისთვის ასოები პეპლებივით დაფრინავენ… ერთ დღესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი, მისტერ დენიელსი მოდის და ყველაფერი იცვლება. ის ხვდება, რომ ელის დისლექსია, ანუ წერა-კითხვის უნარის დარღვევა, აქვს და დახმარება სჭირდება; მისი დამსახურებით, თანდათან მთელი სკოლა რწმუნდება, რომ ელი არანორმალური კი არა, პირიქით, ნიჭიერი მხატვარი და მოაზროვნე მოსწავლეა. „თევზი ხეზე“ არის წიგნი, რომელიც ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს. ეს საოცარი ამბავი ბავშვებსაც და მოზრდილებსაც უდავოდ დაგარწმუნებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა“ პირობითი ტერმინია; რომ სინამდვილეში, როგორც ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი იტყოდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“. სხვათა შორის, დისლექსია ბავშვობაში აინშტაინს და კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს  ჰქონდა.
12.9
თევზი, სახელად ალეგრია
ავტორი: თევზი სახელად ალეგრია მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი სელენემ და დედამისმა ბინა სამსართულიან კორპუსში იყიდეს, მაგრამ ორი კვირა ისე გავიდა, თვალი ვერცერთ მეზობელს ვერ მოჰკრეს. კორპუსის ადმინისტრატორისთვის რომ გეკითხათ, აქ გიჟები ცხოვრობდნენ, სელენემ გადაწყვიტა, მოჩვენებებიო, მაგრამ არც ერთი და არც მეორე მართალი არ ყოფილა. სინამდვილეში სოლდადიტო პლომოს 13-ში დარდით დამძიმებული კარჩაკეტილი ადამიანები ბინადრობდნენ და იმისთვის, რომ მათი დარდი გამქრალიყო, მტრობას სიყვარული ჩანაცვლებოდა და თითოეულის ჩაკეტილი გული და კარი სიხარულს გაეღო – სასწაული იყო საჭირო. სადარბაზოს შესასვლელში პატარა გოგონას დატოვებული პატარა აკვარიუმი და აკვარიუმში – პაწაწა ოქროსფერი თევზი, სწორედ ასეთი სასწაული აღმოჩნდა… და რა ამბები დატრიალდა უჟმური მეზობლების თავს მისი გამოჩენის შემდეგ, ამ წიგნში უნდა გიამბოთ.
8.9
თევზის კონცერტი
ავტორი: ჰალდორ ლაქსნესი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე, მანანა პაიჭაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
14.9
თეთრი გვარდია, ბატონი დე მოლიერის ცხოვრება, თეატრალური რომანი
ავტორი: მიხაილ ბულგაკოვი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი სერია: მსოფლიო კლასიკა სულაკაურის გამომცემლობა რუსული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაილ ბულგაკოვის (1891-1940) ავტობიოგრაფიული რომანი „თეთრი გვარდია“ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს ასახავს. რომანის მთავარი გმირი, ალექსეი ტურბინი, მიხაილ ბულგაკოვის მსგავსად, კიეველია, ისიც სამხედრო ექიმია და ასევე 28 წლისაა. ავტორის სიცოცხლეში რომანის მხოლოდ რამდენიმე თავი დაიბეჭდა და მთლიანად 1966 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. რომანის საფუძველზე მისივე შექმნილი პიესა „ტურბინთა დღეები“ მოსკოვის სამხატვრო თეატრში სტალინის ნებართვით დაიდგა, თუმცა ბელადმა პიესა ასე შეაფასა: „ეს ანტისაბჭოურია, ბულგაკოვი ჩვენიანი არ არის!“ ავტობიოგრაფიულია „თეატრალური რომანიც“. ავტორი დახვეწილი იუმორით, საინტერესოდ და თხრობის დამატყვევებელი მანერით გადმოსცემს მოსკოვის სამხატვრო თეატრის ამბებს, სადაც მისი პიესები იდგმებოდა, თვითონ კი რეჟისორად მუშაობდა და მსახიობობდა კიდეც. კრებულში შესული მესამე რომანი კი – „ბატონ დე მოლიერის ცხოვრება“ – ერთი შეხედვით ბიოგრაფიულია და ასახავს აბსოლუტიზმის ეპოქაში, ლუი XIV-ის საფრანგეთში მოღვაწე ფრანგი დრამატურგის, მოლიერის ცხოვრებას. თუმცა მკითხველი იოლად დაინახავს კავშირს ავტორისა და პერსონაჟის ცხოვრებას შორის.
30.9
თეთრი ეშვი
ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა. თეთრი ეშვი ჯერ სამარხილე ძაღლი გახდა, შემდეგ კი ბოროტი და დაუნდობელი ლამაზო სმიტის ხელში მებრძოლ არსებად იქცა. თეთრი ეშვი ბოროტი იყო, როცა შეუბრალებელ პატრონებთან ცხოვრობდა, მზრუნველ უიდონ სკოტთან კი მას სიკეთის უნარი დაუბრუნდა.
9.9
ამოწურულია
თეთრი კბილები
ავტორი: ზეიდი სმითი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თამარ ბაბუაძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
29.9
თეოლოგია და ენა
ავტორი: სტილიანოს პაპადოპულოსი მთარგმნელი: გოჩა ბარნოვი გამომცემლობა: სულხან - საბა  ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა
21.6
თეორია კინგ კონგი
ავტორი:ვირჟინი დეპანტი თარგმანი: ბაჩანა ჩაბრაძე    „თეორია კინგ კონგი“ ვირჟინი დეპანტის ყველაზე ცნობილი და სკანდალური ტექსტია. ავტორი განვლილი ცხოვრებით ამსხვრევს სექსუალური ძალადობისა თუ პროსტიტუციის შესახებ არსებულ წარმოდგენებს. დეპანტი განიხილავს სექსისა და გენდერის საკითხებსა და მათ შესახებ არსებულ სტერეოტიპებს. „თეორია კინგ კონგი“ ის ავტობიოგრაფიაა, რომელიც, ამავდროულად, ამბოხისკენ მოწოდება და პანკფემინიზმის მანიფესტია.
17.9
თეოსოფია
ავტორი : ანი ბეზანტი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი     ანი ბეზანტი (1847-1933) – ბრიტანელი სოციალისტი, თეოსოფი, მასონი, ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტი, თვითმმართველობის მომხრე, განმანათლებელი და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. ავტორს სამასზე მეტი წიგნი და პამფლეტი აქვს დაწერილი. როგორც განმანათლებელს, თავისი წვლილი აქვს შეტანილი ბანარას ჰინდუს უნივერსიტეტის (ინდოეთი) დაარსებაში, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელიც იყო. თხუთმეტი წლის განმავლობაში ბეზანტი საჯაროდ უჭერდა მხარს ათეისტურ ინგლისს და მეცნიერულ მატერიალიზმს. ბეზანტის მიზანი იყო უზრუნველეყო დასაქმება, ცხოვრების უკეთესი პირობები და სათანადო განათლება ღარიბთათვის. წიგნი – „თეოსოფია“ – მკითხველს საშუალებას აძლევს, გაიგოს თუ რას ნიშნავს თეოსოფია, როგორ ერწყმის ის სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინას, როგორიცაა – მეცნიერება, რელიგია, ფილოსოფია და სხვა. მკითხველი წიგნში გაეცნობა თეოსოფიას, როგორც მეცნიერებას; როგორც მორალსა და ხელოვნებას; როგორც ჰარმონიულ ურთიერთობათა მეცნიერებას; როგორც ფილოსოფიას; თეოსოფიის გამოყენებას სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. დაბოლოს, განხილულია თეოსოფიური საზოგადოების მნიშვნელობა, სადაც ყველა წევრი ვალდებულია აღიაროს საყოველთაო საძმო, რომლის მიზანია: I. საყოველთაო საძმოს ბირთვის ფორმირება მიუხედავად ეროვნების, აღმსარებლობისა და კანის ფერისა; II. შედარებითი რელიგიის, ფილოსოფიისა და მეცნიერების სწავლების წახალისება; III. ბუნების განუმარტებელი კანონებისა და ადამიანის ფარული ძალების კვლევა.
14
თექის წიგნი – პირველი სიტყვები
შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული ამ რბილი და მსუბუქი წიგნით ბავშვები შეისწავლიან პირველ სიტყვებს. წიგნის თითოეულ გვერძე პატარები აღმოაჩენენ თექის ჩანართებს, თითებით შეეხებიან და იგრძნობენ განსხვავებას თექისა და მუყაოს გვერდების ზედაპირებს შორის. ასაკი 3-5 წელი
19.9
თექის წიგნი – ფერები და რიცხვები
შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული ამ რბილი და მსუბუქი წიგნით ბავშვები შეისწავლიან ფერებსა და რიცხვებს. წიგნის თითოეულ გვერძე პატარები აღმოაჩენენ თექის ჩანართებს, თითებით შეეხებიან და იგრძნობენ განსხვავებას თექისა და მუყაოს გვერდების ზედაპირებს შორის.
19.9
თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი
ავტორი: ბექა ქურხული   „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“ ბექა ქურხულის ახალი რომანია, რომელშიც მოქმედება ორ დამოუკიდებელ ხაზად, ორ სრულიად განსხვავებულ დროსა და ადგილას ვითარდება – მე-13 საუკუნის შუა აზიაში, დიდი ყივჩაღეთის ველებზე, ანუ დეშთი ყიფჩაღში და 21-ე საუკუნის დასაწყისის თბილისში.   რომანი ერთ-ერთი მთავარი გმირის – ბაბურის ამბით იწყება, როდესაც ყივჩაღეთის ველებში, უცხო მოდგმის ხალხთან შეტაკების დროს მოულოდნელად თავისივე თანამებრძოლი მათრახს გადაარტყამს სახეში და თვალს ამოთხრის. აქედან ვითარდება მთელი ეს ისტორია – სამაგიეროს გადახდის სურვილი, შიში, გაურკვევლობა, ღმერთის ძიება და უარყოფა, ჭეშმარიტების, სიცოცხლის არსისა და აზრის კვლევა, პანიკა, სიყვარული... საბოლოო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.   ასევე სიყვარულით იწყება რომანის თანამედროვე თბილისური ნაწილი. გიორგი ასათიანი თავისი თაობის ბიჭების მსგავსად არეული, დამარცხებული და თითქოს დროსა და სივრცეშია დაკარგული. გალოთებული და უსასტიკეს ყოფას მიმწყდარი, ცდილობს ფეხზე წამოდგეს და რაიმე გამოსავალი ნახოს, გზას ეწიოს. და აი ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როდესაც თითქოს სიცოცხლის აზრიც და თავიც დაკარგული აქვს, დამარცხებისთვის განწირული სასოწარკვეთის დროს გიოსთვისაც ერთადერთი გამოსავალი და თავშესაფარი რჩება – ქალი და სიყვარული...
17.95
თვალებბრიალა წიგნი - გარეული ცხოველები
წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები გარეულ ცხოველებს გაეცნობიან. 
8.95
თვალებბრიალა წიგნი - ფერმის ცხოველები
წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები ფერმის ცხოველებს გაეცნობიან. 
8.95
თვალებბრიალა წიგნი - შინაური ცხოველები
წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები შინაურ ცხოველებს გაეცნობიან. 
8.95
თვალებბრიალა წიგნი - ცხოველთა შვილები
წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები ცხოველთა შვილებს გაეცნობიან. 
8.95
თვითმკვლელი ქალწულები
ავტორი: ჯეფრი იუჯინიდისი მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე სერიის დასახელება: ამერიკელები     ”თვითმკვლელი ქალწულები” ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ჯეფრი იუჯინიდისის (1960) პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების - ლისბონების გოგონების თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და ამავე დროს ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში.      
16.95
თინეიჯერების სიყვარულის ხუთი ენა
ავტორი: გერი ჩეპმენი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე   გიჭირთ თქვენს თინეიჯერთან საერთო ენის გამონახვა? თინეიჯერების აღზრდა ასეთი დამაბნეველი არასოდეს ყოფილა. თუ გაწუხებთ ფიქრი იმაზე, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებთ, იცოდეთ -თქვენ გამონაკლისი არ ხართ. მთავარია, არ დაკარგოთ იმედი. თუკი მოახერხებთ სიყვარულის სათანადოდ გამოხატვას მკვეთრად შეცვლილი თქვენი თინეიჯერის მიმართ, მასთან სიახლოვის შენარჩუნებასა და საჭირო გავლენის მოხდენასაც შეძლებთ და, რაც ყველაზე მთავარია, ღირსეულ და შეგნებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებით. დოქტორი გერი ჩეპმენი გასწავლით, როგორ: • გაუგოთ დღევანდელ თინეიჯერებს • მიაგნოთ თქვენი თინეიჯერისთვის შესაფერის სიყვარულის ენას • აღმოაჩინოთ თქვენი თინეიჯერისადმი სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო ფორმები • უპასუხოთ თქვენი თინეიჯერის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ და ჩაუნერგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა • გულისხმიერებითა და გონიერიებით დაეხმაროთ შეცდომის დაშვების შემთხვევაში თინეიჯერის აღზრდა რთულია, მაგრამ დოქტორი ჩეპმენის პროფესიულ რჩევებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ამას წარმატებით, თანაც - ძალიან კარგად შეძლებთ!
16.95
თიხის ხიდი
ავტორი: მარკუს ზუზაკი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინსი   „თიხის ხიდი“ მარკუს ზუზაკის ბოლო რომანია. ცნობილი „წიგნის ქურდის“ შემდეგ დიდი დრო გავიდა და ავტორი კვლავ გამოჩნდა ახალი წიგნით! როცა დედა ემიგრანტია საბჭოთა ქვეყნიდან, როცა მამა, დედაშენის გარდაცვალების შემდეგ, ხუთ მცირეწლოვან შვილს ტოვებს, სახლიდან გარბის და მერე ბრუნდება თხოვნით, ხიდის აშენებაში დაეხმარონ, კეთილი, მიმტევებელი და ღირსეული ბიჭი, კლეი დანბარი უნდა იყო, რომ დატოვო ძმები, საყვარელი ცხოველები და გოგონა, რომელიც გიყვარს, გაჰყვე მას და ხიდის მშენებლობა შენი ცხოვრების საქმედ აქციო. ეს რომანი იღბლიან შეხვედრებზე, საყვარელი ადამიანების დაკარგვაზე, სევდასა და დანაშაულის განცდაზეა, კიდევ ჰომეროსსა და პიანინოზე, გაქცევასა და დაბრუნებაზე, ცხენებსა და დოღზე, დანბარბიჭებზე და, რაც მთავარია, ბევრ სიყვარულზე.      
14.95