თვითმკვლელი ქალწულები
16.95
ავტორი: ჯეფრი იუჯინიდისი
მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე
სერიის დასახელება: ამერიკელები
”თვითმკვლელი ქალწულები” ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ჯეფრი იუჯინიდისის (1960) პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების - ლისბონების გოგონების თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და ამავე დროს ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში.
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 16.95
- წონა
- 0.434
- ნანახია
- 246
მსგავსი პროდუქტები
რასაც თან დაათრევდნენ
ავტორი:ტიმ ო'ბრაიენი
მთარგმნელ(ებ)ი ზაზა ჭილაძე
სერიის დასახელება: ამერიკელები
ამერიკელი მწერლის, ტიმ ო’ბრაიენის (1946) „რასაც თან დაათრევდნენ“ ერთი ოცეულის ჯარისკაცების თავგადასავალზე მოგვითხობს ვიეტნამის ომში. ავტორმა - თავად ვიეტნამის ომის ვეტერანმა - ამ მოკლე-მოკლე მოთხრობების ერთ კრებულად გაერთიანებით ომის აბსურდულობის მკაფიოდ წარმოჩენა და მკითხველზე გამაოგნებელი შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო.
მაინც რას „დაათრევდნენ“ თან ო’ბრაიენის ოცეულის ჯარისკაცები? მწერალი დაწვრილებით აღგვიწერს მეომრის ზურგჩანთის შიგთავსს, მაგრამ ახერხებს, რომ მკითხველმა ყველაზე ნათლად ის დაინახოს, რაც ამ ნივთების ჩამონათვალში არ წერია და რაც საერთოდ არ არის ნივთი, თუმცა კი სწორედ ის დასწოლია უმძიმეს ტვირთად თითოეულ მებრძოლს.
19.95
სააღდგომო ჩვენება
ავტორი: რიჩარდ იეიტსი
მთარგმნელ(ებ)ი გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე
სერიის დასახელება ამერიკელები
XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ საუკეთესო პროზაიკოსად აღიარებული ამერიკელი მწერლის, რიჩარდ იეიტსის (1926-1992) რომანი „სააღდგომო ჩვენება“ მკითხველთა და კრიტიკოსთა სამართლიან გაოცებას იწვევს - თავისი უჩვეულოდ ძუნწი, ლაკონიური და, ამავე დროს, საოცრად ტევადი თხრობის სტილის წყალობით ამ არცთუ სქელტანიან წიგნში მწერალი ერთი ოჯახის თითქმის სამი თაობის ბედ-იღბლის თანაზიარად გვაქცევს. ეს სევდიანი საგა მოგვითხრობს იმაზე, რომ ამ ცხოვრებაში არცერთი გზის არჩევა ბედნიერების უპირობო საწინდარი არ არის და არც შეიძლება იყოს...
19.95
ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში
ავტორი: ჰანტერ ს. თომპსონი
მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე
სერია: ამერიკელები
ჰანტერ ს. თომპსონი 1937 წელს კენტაკის შტატის ქალაქ ლუისვილში დაიბადა. ვიდრე ლეგენდარულ „ზაფრა და გულისრევას“ დაწერდა, მოასწრო ძარცვაში თანამონაწილეობის ბრალდებით სასჯელი მოეხადა, სამხედრო-საჰაერო ძალებში ემსახურა და თავისი გიჟური რეპორტაჟებით შეექმნა გონზო-ჟურნალისტიკა - სტილი, რომელიც აღწერილ მოვლენებში ავტორის უშუალო მონაწილეობას, ამბის მძაფრი ემოციებით გადმოცემას და, შიგადაშიგ, ამ ემოციების სინაღდის დასტურად არანორმატიული ლექსიკის მოშველიებას გულისხმობს. „ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით - „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-დამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის - რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.
14.95
შავი წყალი
ავტორი: ჯოის კეროლ ოუტსზე
მთარგმნელ(ებ)ი: მაია გოგოლაძე
სერიის დასახელება: ამერიკელები
ჯოის კეროლ ოუტსზე (1938) საუბრისას, პირველ რიგში, ამ მწერლის შემოქმედებით ნაყოფიერებას ახსენებენ ხოლმე. თუმცა ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა წიგნების ხარისხი თითქმის არასდროს არის მათი რაოდენობის უკუპროპორციული - ორმოცდაათზე მეტი რომანის, მოთხრობების და ესეების ათობით კრებულის ავტორის ლიტერატურული ჯილდოების ნუსხა, მისი ბიბლიოგრაფიის მსგავსად, გრძელი და შთამბეჭდავია.
რომანი ”შავი წყალი” 1992 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო წელს ამ წიგნისთვის ოუტსი პულიცერის პრემიაზე წარადგინეს. ამ მცირე რომანში დატრიალებული ამბავი ე.წ. ”ჩაპაკვიდიკის ინციდენტს” ეხმიანება - 1969 წელს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, როცა კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანამგზავრი ახალგაზრდა ქალი კი დაიღუპა.
14.95
ლოტ 49-ის გამოცხადება
ავტორი: თომას პინჩონი
მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე
სერიის დასახელება: ამერიკელები
ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. პინჩონის არცერთ წიგნს - ავტორის ნების შესაბამისად - არ ახლავს მისი ფოტო. უკვე წლებია, ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობენ მისგან ინტერვიუს აღებას ან მის პირად ცხოვრებაზე მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაციის მოპოვებას. მწერლის შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი.
„ლოტ 49-ის გამოცხადება“ - რომანი, რომელიც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია - პინჩონის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.
14.95