santaesperanza
ზვიად გამსახურდია პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა (კონფერენციის მასალები)
ამ წიგნში თავმოყრილია ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები; გამოცემის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს.       კრებულში შესულ ნაშრომებში ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა განხილულია ქართული იდენტობის ისტორიის კონტექსტში; წარმოჩენილია მისი დისიდენტური საქმიანობის ისეთი ეპიზოდი, როგორიცაა ალექსანდრ სოლჟენიცინის აკრძალული წიგნის – „არქიპელაგ გულაგის“ არალეგალური გავრცელება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ზვიად გამსახურდიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მიერ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებისა და ეროვნული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ მიმავალი ევოლუციური, მშვიდობიანი გზა; პუბლიკაციები ეხება ზვიად გამსახურდიას საშინაო (ცხინვალის რეგიონი და ეთნიკურად ოს მოსახლეობასთან ურთიერთობის თემა, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკითხები) და საგარეო პოლიტიკის (ურთიერთობები აშშ-სთან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან და ვატიკანთან) მნიშვნელოვან მიმართულებებს.  წიგნის მეორე ნაწილში განხილულია ზვიად გამსახურდიას თეორიულ-ლიტერატურული და ენობრივი შეხედულებები, გაანალიზებულიამისი პოეზიისა და იგავების მხატვრული თავისებურებები, წარმოჩენილია მისი რუსთველოლოგიური ღვაწლი,ზვიად გამსახურდიას კავკასიური იდეა და სხვ.
19.9
ზვიად გამსახურდია-79 ამბავი
შეადგინეს კახმეგ კუდავამ და ნინო ოდილავაძემ სერია: თან საკითხავი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი უდიდესი ძალისხმევითა და წინამძღოლობით დაწყებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ქვეყანა საბჭოთა რეჟიმისგან გაათავისუფლა და დამოუკიდებლობა მოუპოვა. ამ წიგნში შესული ამბები მოგვითხრობს ზვიად გამსახურდიას, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, მეცნიერის, პოეტისა და მთარგმნელის, დისიდენტის შესახებ, რომელმაც ბავშვობიდანვე გენეტიკურად, მემკვიდრეობით მიიღო მამის რჩევა, – „გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის“. „79 ამბავი – ზვიად გამსახურდია“ აერთიანებს მისი თანამოაზრეებისა თუ მასთან დაპირისპირებული ბანაკის, კოლეგების, მხარდამჭერების, ოპონენტების, სხვადასხვა დროს ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებული ამა თუ იმ მოვლენის თვითმხილველთა პირად ჩანაწერებსა და მოგონებებს.  
9.95
ზიანი
ავტორი: ჰაქან გიუნდაი მთარგმნელი: ირინა ლაბაძე   ჰაქან გიუნდაი 8 რომანის ავტორია. მის რომანს "დასაბამიდან დასასრულამდე" 2011 წლის საუკეთესო თურქული რომანის პრემია მიენიჭა. იგი 3 წლის წინ გამოიცა ქართულ ენაზე. 2015 წელს რომანს "კიდევ", რომელიც ქართულ ენაზე შარშან გამოიცა, საფრანგეთში მიენიჭა მედიჩის პრემია როგორც წლის საუკეთესო უცხოენოვან რომანს. მწერლის განსაკუთრებული რომანია "მალაფა", რომელშიც თავისებურად განიხილავს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობებს. 2014 წელს რომანს "ზიანი" მიენიჭა საფრანგეთ-თურქეთის პრემია.
6.7
ზიდჰარტა
ავტორი: ჰერმან ჰესე მთარგმნელი: გიორგი შატბერაშვილი „ზიდჰარტა“ლეგენდაა ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცდილობს, ჩასწვდეს სიცოცხლის არსს და მიაღწიოს სრულყოფილებას. ზიდჰარტა, ბრაჰმანის პატივსაცემი ვაჟი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ძველ ინდოეთში. სოფელში ყველა მოელის, რომ მამის მსგავსად წარმატებული ბრაჰმანი იქნება. მაგრამ მას უფრო მეტის შეცნობის სურვილი აქვს. ზიდჰარტას აზრით, ცოდნის გადმოცემა შეუძლებელია სწავლებით, მაგრამ მიღება შესაძლებელია პირადი გამოცდილებით. ამიტომ გადაწყვეტს, დამოუკიდებელი ცხოვრებისგზას დაადგეს. მეგობარ გოვინდასთან ერთად მიდის სახლიდან და იწყებს თავგადასავლებითა და ძიებით სავსე ცხოვრებას. სიცოცხლე და სიკვდილი, სიხარული და მწუხარება, სიკეთე და ბოროტება მარადიული ერთიანობის ნაწილია და ეს ყველაფერი აუცილებელია ცხოვრების მნიშვნელობის გასაგებად, ასე ჭვრეტს ცხოვრების ერთიანობას ზიდჰარტა. საბოლოოდ ის მიაღწევს სრულყოფილებას, ნირვანას, რომლის მოპოვებაც ახალგაზრდობაში სურდა.
10.9
ზინკა ადამიანი
ავტორი: ანა კორძაია - სამადაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
ზნე
ავტორი: ანდრია წყაროზია
11.5
ზორო
ავტორი: ლაშა იმედაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
ზუზუნები და ღუტუნები
ავტორი:ირმა მალაციძე ილუსტრატორი: ირმა მალაციძე, მათე გახელაძე   ძვირფასო ბავშვებო, ეს წიგნი თქვენვისაა. კიდევ თქვენი დედიკოებისთვის და მამიკოებისთვის. ბებიებისა და ბაბუებისათვის... ის კი არა, ვფიქრობთ, თქვენი საყვარელი მასწავლებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ალბათ, იკითხავთ, რას გიამბობთ მასში? ახლავე მოგახსენებთ. წიგნი ერთ პატარა ბიჭზეა, რომელიც არ ჰგავს სხვა პატარა ბიჭებს. მას მათე ჰქვია. მასაც ჰყავს დედიკო და მამიკო, ბებიკო და ბაბუა. სხვა ბიჭებივით ისიც დადის საბავშვო ბაღში. უყვარს ტკბილეული და სათამაშოები. ოღონდ ის სამყაროს სხვაგვარად აღიქვამს. სხვა ბავშვებთან თამაშიც მაინცდამაინც არ უყვარს. ასეთი განსხვავებული კი იმიტომაა, რომ საძაგელი არსებები, ზუზუნები და ღუტუნები მოსვენებას არ აძლევენ. მათეს აუტიზმი აქვს. ალბათ იმასაც იკითხავთ – რა არის აუტიზმი? აი, გადაფურცლეთ წიგნი და თავად მიხვდებით. შეიძლება რომელიმე ნაცნობიც გაგახსნოთ. იმედია, ჩვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად გაუგებთ იმ ბავშვებს, რომლებიც სხვანაირად იქცევიან. შეიძლება ცოტა უცნაურებად მიიჩნევთ, მაგრამ თუ ეცდებით მათთან დამეგობრებას, გვჯერა, აუცილებლად გამოგივათ. წარმატებას გისურვებთ!
29.95
ზურაბ ნიჟარაძე გრაფიკული კონტრაპუნქტი
ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021), საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. ეგრეთწოდებული 50-იანელი მხატვრების წარმომადგენელი. ზურაბ ნიჟარაძის თითქმის 60-წლიანი მოღვაწეობა მოიცავს სხვადასხვა დარგს: დაზგურსა და მონუმენტურ ფერწერას, გრაფიკას, წიგნის ილუსტრაციებს, ანიმაციასა და თეატრალურ მხატვრობას. ალბომში შესულია ფართო საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობი ჩანახატები, რომლებიც 7 თავშია გადანაწილებული – ზოგადი ჩანახატები,  მითოლოგიური თემები, დეტალები, პორტრეტები, შიშველი ფიგურები, წიგნის ილუსტრაციები და თეატრალური ესკიზები. ზურაბ ნიჟარაძის ჩანახატები, ესკიზები, ქაღალდის ნაგლეჯებზე შესრულებული პატარა შედევრები წარმოადგენენ წიგნის ძირითად ბირთვს და იმ ძვირფას მასალას, რომელიც განვითარებას პოულობს მის უფრო დიდ და ცნობილ ნამუშევრებში. ვფიქრობთ, ეს წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამწყები მხატვრებისთვის.
75
ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
ავტორი: ლევან ბოლქვაძე   „ნაწარმოებს ზღაპარი თუ ჰქვია სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პატარებისთვის დაწერეს. ლევან ბოლქვაძის ზღაპარიც მოზარდების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების წასაკითხი წიგნია. ყველაზე მეტად კი სწორედ მასწავლებლების ყურადღება მინდა მივიქციო, ერთი უბრალო მიზეზის გამო – საუკეთესო კლასგარეშე საკითხავი რომ შესთავაზონ მოსწავლეებს.   ზღაპარს ვერც ლევან ბოლქვაძის ცხოვრებას დავარქმევდი: ოცდაერთი წლის იყო, რომ გადაასახლეს და სამი წელი გულაგში გაატარებინეს. „მკითხველო, შესაძლოა თორმეტი წლის ბიჭი არც ისე პატარა გეჩვენოს, მაგრამ, როცა გიამბობ თავს რაც გადახდა, მაშინ დამეთანხმები, რომ მისთვის ასეთი ფათერაკები ნამდვილად ნაადრევი იყო,“ – ავტობიოგრაფიული მომენტები ნაწარმოების დასაწყისიდანვე თვალშისაცემია. მთავარ გმირ ჭაბუკასა და ავტორს შორის უნებლიეთ პარალელს ვავლებთ...   1978 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორმა, არჩილ სულაკაურმა „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ რისკის ფასად გამოსცა. იმჟამინდელი პოლიტიკური ატმოსფეროდან გამომდინარე, რუსებმა ნაწარმოებს პოლიტიკური პამფლეტი უწოდეს და თარგმანზე უარი განაცხადეს. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, წიგნი სათანადოდ არც ქართველმა მკითხველმა მიიღო და გაითავისა. საბავშვო თუ საყმაწვილო ლიტერატურაში მრავლად გვხვდება მსგავსი გმირები, უამრავი დადებითი თვისებით აღჭურვილები და ამავე დროს წიგნიერები. ეს ერთგვარი ნელი მოქმედების ნაღმია, მწერალი საკუთარ აბზაცებში შეგნებულად რომ დებს...“ – მაკა ლდოკონენი    
15.95
ზღაპრები ყველაზე პატარებისთვის
სერია: ვიკითხოთ ერთად „ვიკითხოთ ? ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 3 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: იყო და არა იყო რა, იყო ერთი – ? – სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი. სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი ? და იკითხეთ ერთად.
17.9
სიახლე
ზღვა და ალუბლები
ავტორი: გიორგი სოსიაშცილი ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმხილველის მოწოდებულ ამბებს. ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურიეს. ნაწილი ამბობს, რომ ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც შემოვლითი გზები დანაღმეს და ქართველი პოლიციელების მანქანები ააფეთქეს. თურმე აგვისტოს დასაწყისში შუა სოფელში რუსების მიერ გამოსროლილი ჭურვები ცვიოდა… თქვენ რას იტყვით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვინ დაიწყო ომი? თედომ ცრემლიანი თვალები მჯიღით ამოიმშრალა და გოგოს შეხედა. მე დავიწყე, შვილო, მე…  ამოიხავლა ყელში ბაწარწაჭერილივით, რით ვერ გაიგეთ, კაცო…   გიორგი სოსიაშვილი ქართველი მწერალი და ისტორიკოსია. იგი რამდენიმე პროზაული კრებულისა და ერთი რომანის  ავტორია. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია თურქულ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე. ავტორი დაჯილდოებულია რამდენიმე სხვადასხვა ლიტერატურული პრემიით, ხოლო  პროზაულმა კრებულმა „ოთხი მოთხრობა“ 2021 წლის ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო. „ზღვა და ალუბლები“ მწერლის უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული მოთხრობების კრებულია. ისინი ომზე, სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებზე მოგვითხრობს.
10.9
ზღვა, ზღვა
ავტორი: აირის მერდოკი   აირის მერდოკის (1919-1999) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი „ზღვა, ზღვა“ ადამიანად ყოფნის საზრისის ძიებაა. ნაწარმოების მთავარი გმირი დღიურის მსგავსი ჩანაწერებით ცდილობს, საკუთარი ცხოვრების ყველა ასპექტი გაიაზროს, შეცდომები თუ წარმატებები გააანალიზოს და შეგვახსენოს, რომ ცნობილი, წარმატებული, ერთი შეხედვით უდარდელი ადამიანის ცხოვრებაშიც დგება წუთი, როცა მას ყველაფრისგან გაქცევისა და საკუთარი სულიერი თუ გარემომცველი სამყაროს სრულად შეცნობის სურვილი უჩნდება. მრავალფეროვანი ალუზიებით, მეტაფორებით, სიმბოლური სახეებით ავტორი ცდილობს, მგრძნობიარე კამერულობა დამაჯერებელ გულწრფელობად აქციოს და მკითხველს არცთუ იოლი საფიქრალი დაუტოვოს. რომანში ჩვენ თვალწინ ვნებათა ზღვა ბობოქრობს და ადამიანის სულის ღრმა ფსიქოლოგიური სურათი იხატება. 1978 წელს რომანისათვის „ზღვა, ზღვა“ აირის მერდოკს ბუკერის პრემია მიენიჭა.
39.95
ზღვარზე #3.3
ავტორი: თეა ინასარიძე  გამომცემლობა: პალიტრა L
4
ზღვარს მიღმა (ჩემი ამბავი)
ავტორი: ლუის სუარესი მთარგმნელი: სოფიო ჯობავა  წიგნში "ზღვარს მიღმა" ლუის სუარესი გულწრფელად საუბრობს მისი დამაინტრიგებელი კარიერის, ყოვლად გამოუსადეგარი ქუჩის ბიჭობიდან დიდ სცენაზე მოთამაშე ფეხბურთელად ჩამოყალიბებისა და იმ შეგრძნების შესახებ, რაც თითქოს აიძულებს, რომ ნიშნულს გადააბიჯოს.
20
ზღვას ვევედრები
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი გამომცემლობა: არტანუჯი
21.95
თაგვებსა და ადამიანებზე
ავტორი: ჯონს სტაინბეკი მთარგმნელი: გვანცა ჯობავა გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი თაგვებსა და ადამიანებზე“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია 1962 წლის ნობელიანტის, ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის შემოქმედებაში. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. რომანის სიუჟეტი დაფუძნებულია ორი ადამიანის მეგობრობასა და მათ საზიარო ოცნებაზე, რომ ერთხელაც საკუთარი სახლი და დიდი ბოსტანი ექნებათ, კურდღლებს მოაშენებენ, წიწილები ეყოლებათ და ზამთრის წვიმებში, ღუმელთან შემომსხდარები, ყურს მიუგდებენ, როგორ ეცემა წვიმის წვეთი სახლის სახურავზე. წიგნში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა, ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის. მწერალი დიდი ოსტატობით გვიჩვენებს უბრალო ადამიანების ხვედრს რთულ, დაუნდობელ და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში. „თაგვებსა და ადამიანებზე“ არაერთხელ დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლის სახით, ჰოლივუდურმა კინომ კი სამი ეკრანიზაცია მიუძღვნა. მათგან ყველაზე პოპულარულია 1992 წელს გადაღებული ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟის – ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს. ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ „თაგვებსა და ადამიანებზე“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია 1962 წლის ნობელიანტის, ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის შემოქმედებაში. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. რომანის სიუჟეტი დაფუძნებულია ორი ადამიანის მეგობრობასა და მათ საზიარო ოცნებაზე, რომ ერთხელაც საკუთარი სახლი და დიდი ბოსტანი ექნებათ, კურდღლებს მოაშენებენ, წიწილები ეყოლებათ და ზამთრის წვიმებში, ღუმელთან შემომსხდარები, ყურს მიუგდებენ, როგორ ეცემა წვიმის წვეთი სახლის სახურავზე. წიგნში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა, ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის. მწერალი დიდი ოსტატობით გვიჩვენებს უბრალო ადამიანების ხვედრს რთულ, დაუნდობელ და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში. „თაგვებსა და ადამიანებზე“ არაერთხელ დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლის სახით, ჰოლივუდურმა კინომ კი სამი ეკრანიზაცია მიუძღვნა. მათგან ყველაზე პოპულარულია 1992 წელს გადაღებული ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟის – ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს.  
13.95
ამოწურულია
თავადის ქალი მაია და სხვა მოთხრობები (13-14)
ავტორი: ლეო ქიაჩელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
6.9
სიახლე
თავდასხმის დღიური
ავტორი: ანდრეი კურკოვი მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი მწერალი, ჟურნალისტი და სცენარისტი ანდრეი კურკოვი, რომლის ნაწარმოებებიც უკრაინელ ავტორებს შორის ყველაზე მეტჯერაა თარგმნილი უცხო ენებზე, ცნობილი თავისი რომანებით გახდა. როგორც საბავშვო, ისე საუფროსო პროზის ავტორმა, დოკუმენტური ნამუშევრებითაც გაითქვა სახელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 2014 წლის ნაშრომი-რეპორტაჟი „უკრაინული დღიური: ცნობები კიევიდან“, რომელიც ამ წლის მღელვარე მოვლენებს ასახავს. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელ მსოფლიოს თავზარი დასცა. ომს, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელმაც სრულიად შეცვალა არსებული მსოფლიო წესრიგი, ანდრეი კურკოვი თავის მშობლიურ კიევში შეხვდა. მწერლის მიერ ომის დაწყებამდე და მის პარალელურად წარმოებული რეპორტაჟები და დღიურები 21-ე საუკუნის ამ მასშტაბური და დიდმნიშვნელოვანი კონფლიქტის ერთ-ერთი საგულისხმო წყაროა. რუსეთის თავდასხმიდან მალევე კურკოვი სოფლად, თავის აგარაკზე გადასახლდა და იქ გააგრძელა დღიურების წერა. ამ დღიურებში იგი დოკუმენტურად აღწერს უკრაინელი მოსახლეობის მძიმე ყოველდღიურობას, მათ განწყობას და შეურიგებელ ბრძოლას ოკუპანტებთან. არაერთი ბრიტანული თუ საერთაშორისო გამოცემა მწერალს მუდმივად სთხოვს კომენტარს უკრაინის ომთან დაკავშირებით და ისიც დაუზარებლად აძლევს მათ ინტერვიუებს, რითაც ომის პერიოდში უკრაინელი ხალხის ხმად იქცა. „თავდასხმის დღიური“ 2022 წლიდან დღემდე მიმდინარე ომის ქრონიკებია, რომელშიც ანდრეი კურკოვი გულახდილად და უკომპრომისოდ უყვება მსოფლიოს ყოფით სიმართლეს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და უკრაინელი ხალხის დაუმორჩილებლობაზე.  
17.9
თავდაუზოგავი: აქციეთ კლიენტთა მომსახურება თქვენს მთავარ პრინციპად
ავტორი: ჯონ შოლი   ჯონ შოლი მომსახურების ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული სტრატეგი და კლიენტთა მომსახურებაში მსოფლიო ლიდერის, მომსახურების ხარისხის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ის გვთავაზობს სტრატეგიებს, რომელთა გაგება და დანერგვა საკმაოდ ადვილია. მას მხოლოდ კლიენტთა მომსახურების სფერო იტაცებს და ჯიუტად ადგას ამ გზას. თუ გინდათ თქვენი ორგანიზაცია ადამიანურ, მგრძნობიარე, მოსიყვარულე და მზრუნველ კომპანიად აქციოთ, ამ წიგნს გაეცანით და რაც შეიძლება მეტი გაკვეთილი ამოკრიფეთ.
14.95
თავის უფალი ადამიანი
ავტორი: დათო ტურაშვილი ამ წიგნში, რომელიც ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, დათო ტურაშვილი იხსენებს ქართული სამართლის ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებს და ყველა გამოჩენილ ქართველს, რომელთაც ცხოვრება ადამიანების დაცვას შესწირეს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მკითხველი გაეცნობა ჩვენი ქვეყნის სამართლის ხანგრძლივი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებს და დიდ ადამიანებს, რომლითაც ქართული სამართალი ამაყობს; მოგვითხრობს ქართველთა თავისუფლებისთვის ბრძოლაზე და მუდმივ სურვილზე, ეცხოვრათ დამოუკიდებელ ქვეყანაში, რომელშიც ადამიანი, ინდივიდი თავისი თავის უფალია.
9.9
თავის უფალი ადამიანი
ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
9.9
თავისუფალ ქვეყანაში
ავტორი: ვ.ს. ნაიპოლი მთარგმნელი:ნათია მეჩითიშვილი სერია: ლიტერატურული ოდისეა სულაკაურის გამომცემლობა „თავისუფალ ქვეყანაში“ მოიცავს პროლოგს, სამ მოთხრობასა და ეპილოგს. მოთხრობების გმირები სხვადასხვა ქვეყნის შვილები არიან, განსხვავებული მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში აღმოჩენილები. არის კი ამ ადამიანების მოგზაურობა ის გზა, რომელიც მათ თავისუფლებას აპოვნინებს, თუნდაც უცხო მიწაზე? და მაინც, რა არის თავისუფლება და როდის არის ადამიანი თავისუფალი? ამ კითხვებზე დააფიქრებს მკითხველს ვ. ს. ნაიპოლის მოთხრობების ეს კრებული.
14.9
თავისუფალი მონები
ავტორი: ნიკა ნოვალი ,,თავისუფალი მონები'' ფილოსოფიური ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებია,რომლის პერსონაჟებიც,ძირითადად, ალეგორიულად არიან წარმოდგენილნი. წიგნში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც სასიამოვნო ცოდვებს ემონებიან. სიუჟეტი ვითარდება თბილისსა და მიღმიერ სამყაროში, სადაც მთავარი გმირი, ბიზნესმენი იოანე, "კულისებიდან" აკვირდება, როგორ ერევიან ბოროტი სულიერი არსებები მისი ახლობელი ადამიანების ბედში, როგორ უნგრევენ და უშენებენ ხალხს ცხოვრებას;მათ ხშირად სიკეთეც მოაქვთ, მაგრამ მათი მიზანი უცვლელია-ადამიანის შეცდენა...
13