santaesperanza
ეტიუდები სიყვარულზე
ავტორი : ხოსე ორტეგა-ი-გასეტი ხოსე ორტეგა-ი-გასეტი – მე-20 საუკუნის ესპანელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, სოციოლოგი. ეს გამოცემა შედგება ხოსე ორტეგა-ი-გასეტის ორი დიდი ესეისგან, 1. ეტიუდები სიყვარულზე, 2. ფიქრები „დონ კიხოტზე“ (რა არის რომანი). პირველ ესეი ეთმობა სიყვარულს, სიყვარულის ნიშნებს გამოგონილ სიყვარულს, სრულყოფილების სიყვარულს, სიყვარულის სხვადასხვაობას, არჩევანს სიყვარულში, სასიყვარულო ისტორიების რიგს, სიყვარულის ყოველდღიურ გავლენას, ჩვენს „შეცდომებს“ სიყვარულში, სასიყვარულო შერჩევას და ა.შ. მეორე ესეი ეთმობა რომანის მნიშვნელობას სათაურით – ფიქრები „დონ კიხოტზე“, რომელსაც ავტორმა „მცირე ტრაქტატი“ უწოდა რომანზე, სადაც საუბარია რომანის ჟანრებზე, დამრიგებლურ რომანეზე, ეპოსზე, წარსულის პოეზიაზე, რაფსოდზე, სარაინდო რომანებზე, პოეზიასა და სინამდვილეზე, სინამდვილეზე როგორც მითის ფერმენტზე, რეალისტურ პოეზიაზე, მიმზე, ტრაგედიაზე, კომედიაზე, ტრაგიკომედიაზე და ა.შ.
16
ეფი ბრისტი
ავტორი: თეოდორ ფონტანე მთარგმნელი: დალი ბუჩუკური თეოდორ ფონტანე (1819-1898 წ წ.) გერმანული რეალიზმის ცენტრალური ფიგურაა. მან საფუძველი ჩაუყარა სოციალურ რომანს, როგორც ჟანრს და უდიდესი გავლენა მოახდინა გერმანელი მწერლების მთელ პლეადაზე, რომელთაგან საგანგებოდ უნდა გამოვყოთ თომას მანი. მისი რომანი „ბუდენბროკები“ დიდწილად ფონტანეს სტილს ეფუძნება, რაც თომას მანმა აღნიშნა კიდეც თავის ვრცელ ესეში „მოხუცი ფონტანე“ (1910 წ.). თეოდორ ფონტანეს ლიტერატურული მემკვიდრეობა ხელახლა გადააფასეს XXI საუკუნის დამდეგს. ფონტანე – ბრანდენბურგელი-პრუსიელი მწერალი ამიერიდან აღიარებულია ეროვნულ გერმანელ ავტორად და მისი ნაწარმოებების მკითხველთა რეიტინგიც საგრძნობლად გაიზარდა. თეოდორ ფონტანეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი „ეფი ბრისტი” (1894/1895 წწ.) იმავე პრობლემას ეხება, რასაც ფლობერის „მადამ ბოვარი“ (1856/1857 წწ.) და ტოლსტოის „ანა კარენინა“ (1877/1878 წ წ.). ვილჰელმინურ ერაში არისტოკრატული და ბიურგერული საზოგადოება სასტიკად კიცხავს და რიყავს თავისი რიგებიდან ქალს, რომელიც არღვევს ამ საზოგადოების მიერვე დაწესებული მორალური კოდექსის ჩარჩოებს. თეოდორ ფონტანეს რომანში „ეფი ბრისტი” ასახულია ახალგაზრდა ქალის ცხოვრება, რომელიც მსხვერპლად ეწირება პრუსიული მაღალი საზოგადოების მანკიერებას, ზნედაცემულობასა და უსულგულობას. რომანის სიუჟეტის არქიტექტონიკა და მძაფრი ფსიქოლოგიური და მორალური ნარატივი უთუოდ დააინტერესებს ქართველ მკითხველსაც. რომანი თარგმნილია მრავალ ენაზე. არსებობს მისი რამდენიმე კინოეკრანიზაცია.
13.95
ექვსი თავსატეხი დონ ისიდრო პაროდისთვის; 2 დაუვიწყარი ფანტაზია; მოდელი მკვლელობისათვის
ავტორი: ბორხესი ხორხე ლუის; კასარესი ადოლფო ბიოი თარგმანი: ქეთი ჯიშიაშვილი  ხორხე ლუის ბორხესისა და ადოლფო ბიოი კასარესის ერთობლივი ნაწარმოებები: "ექვსი თავსატეხი დონ ისიდრო პაროდისთვის", "ორი დაუვიწყარი ფანტაზია", "მოდელი მკვლელობისთვის", "მოკლე და უცნაური მოთხრობები".
18
ექვსი ნოეს კიდობანი
ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე   ექვსი ამბავი. ექვსი პერსონაჟი. მოქმედების ადგილი და დრო: საქართველო. 1918-1921 წლები. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა.   „მაშინ საქართველო რაღაცნაირად მოულოდნელად და თითქოს არაკანონზომიერად, რამდენიმე წლით იქცა თანამედროვე, პროგრესულ, ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად. სწორედ ამიტომ ძალიან ბუნებრივია დღევანდელ, ისევ გზისგასაყარზე მდგარ ქვეყანაში ასეთი ცხოველი ინტერესი იმ დროის მიმართ.    „ექვსი ამბავი“ არ არის ტრაქტატი, მას თავისი – მხატვრული – ფორმა აქვს მოძებნილი. ეკატერინე ტოგონიძემ შეძლო ისტორია დღევანდელობის ყოფით სივრცეში მოექცია.   მწერალთა სახლის კაფე, მხატვრის სახელოსნო, ბიჭი, რომელსაც მუზეუმმა შეუკვეთა ერთ-ერთი პირველი დეპუტატი ქალის – მინადორა ტოროშელიძის პორტრეტი; მეორე ქალი დეპუტატის – ქრისტინე შარაშიძის ამბავს წერდა კაცი, რომელმაც მხედველობა დაკარგა, ახლა ამ ამბით მისი შვილიშვილი ინტერესდება; ქუჩა, რომელსაც კიდევ ერთი დეპუტატი ქალის სახელი მიენიჭა, მისი დატბორილი სარდაფი, სადაც საფრანგეთიდან ჩამოსული საბა პოულობს დოკუმენტებს მისი ბაბუის იმ დროში დამსმენობის შესახებ. ბათუმის უნივერსიტეტი, სტუდენტი ელენე, რომელმაც არაფერი არ იცის ნიკო ნიკოლაძის შესახებ. ტელე-თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც ერთ-ერთი შეკითხვა კიდევ ერთ დეპუტატ ქალს ეხება. და ბოლოს, თეატრის სცენა, „ნოეს კიდობნის“ რეპეტიცია, მსახიობები, რომლებიც ნოე ჟორდანიას ექვს სხვადასხვა სახეს განასახიერებენ... ეს კარგად მოფიქრებული ქარგა აძლევს საშუალებას ავტორს ბევრი რამ გვიამბოს ერთი მრავლისმთქმელი ეპოქის და იმ დროის ადამიანების შესახებ.   ერის მეხსიერება შედგება ჟამთაღმწერელთა, ისტორიკოსთა, მოგზაურთა, მწერალთა მონათხრობიდან. ეს მონათხრობი იფილტრება საუკუნეთა მანძილზე და ჩვენამდე აღწევს ის, რაც მართლა ღირებული და მნიშვნელოვანია... რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს დღევანდელობაზე, და მასთან ერთად მომავალზე.“ – ლანა ღოღობერიძე
19.95
ექიმ დულიტლის თავგადასავალი (7-9 წლიდან)
ავტორი: ჰიუ ლოფტინგი მთარგმნელი:მაია წითაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა       დიდი ხნის წინ პატარა ქალაქში, რომელსაც გუბისპირეთი ერქვა, ცხოვრობდა ერთი ძალიან ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი, სახელად – ჯონ დულიტლი. ექიმ დულიტლს უზომოდ უყვარდა ცხოველები და მრავლადაც ჰყავდა სახლსა თუ ეზოში. რა ცხოველსა და ფრინველს აღარ შეხვდებოდით მასთან, მაგრამ იხვი დებ-დები, ძაღლი ჯიპი, გოჭი გაბ-გაბი, თუთიყუში პოლინეზია და ბუ ტუ-ტუ მაინც განსაკუთრებულად უყვარდა. ჯონ დულიტლი მართალია, ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი იყო, მაგრამ ცხოველთა სიმრავლის გამო ხალხი თანდათან ერიდებოდა მასთან გასასინჯად მისვლას, პაციენტთა რიცხვი თანდათან კლებულობდა, ბოლოს კი თითქმის აღარავინ მიდიოდა… წაიკითხეთ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს შესანიშნავი წიგნი და გაიგებთ, რა უცნაური და საინტერესო ამბები გადახდა ექიმ ჯონ დულიტლს მას შემდეგ, რაც ცხოველთა ენა ისწავლა და მათი ექიმი გახდა! მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.  
8.9
ექიმი ვაივიში და სხვა ლექსები
ავტორი: კორნეი ჩუკოვსკი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი  სულაკაურის გამომცემლობა კორნეი ჩუკოვსკი XX საუკუნის რუსი საბავშვო მწერალია, რომლის ლექსები დღესაც ძალიან პოპულარულია. ყველა ბავშვს გაახალისებს ცხოველების ექიმ ვაივიშის საინტერესო თავგადასავალი, ღიპუცელა ბუზი-ბუზანკალის სახიფათო ისტორია და საბრალო ტელეფონის ამბები, რომელსაც ცხოველები წარამარა ურეკავენ და მოსვენებას არ აძლევენ. ჩუკოვსკის ყველაზე ცნობილი სამი ლექსი ქართველი ბავშვებისთვის ხელახლა ითარგმნა.
15.9
ექიმი კოდალა
ავორი: ირმა მალაციძე   თერაპიული ზღაპრები   ზღაპრების პერსონაჟების სახალისო თავგადასავლები მიახვედრებს პატარა მკითხველს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, თხილის კბილით გატეხვა საზიანოა, ჯანსაღად თუ იკვებები, უფრო მარდი ხარ, ნემსის ჩხვლეტა მხოლოდ წამიერია და სიბნელე სულაც არაა საშიში, რადგან ღამით ლამაზი ციცინათელები დაფრინავენ.   ირმა მალაციძის ზღაპრების ეს წიგნი შიშების დაძლევაზეა. იმ პრობლემების გადალახვაზე, რაც ბავშვებს ხშირად აწუხებთ. თერაპიული ზღაპრები თქვენს პატარებს დაეხმარება თანატოლებთან კონფლიქტების მოგვარებაში, თვითშეფასების ამაღლებაში, ყოველდღიური ჩვევების გამომუშავებაში; ასწავლის განსხვავებულის მიმღებლობას და სიზარმაცის დაძლევას.
24.95
ექიმი ჟივაგო
ავტორი: ბორის პასტერნაკი სერია: აკრძალული წიგნების თარო რუსულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ნოდარ ნონიაშვილმა   ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგო“ პირველად 1957 წელს იტალიაში გამოიცა. ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში რომანის გამოსვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მთელ მსოფლიოში. საბჭოური ლიტერატურული კრიტიკა რომანს უმკაცრესად, დაუნდობლად შეხვდა. დანარჩენი მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ კი ის საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ მოვლენად აღიარა. ამ წიგნისათვის ბორის პასტერნაკს 1958 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ მწერალი აიძულა პრემიაზე უარი ეთქვა.   რომანის სიუჟეტი ვითარდება 1905 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში. მთავარი გმირის – ნიჭერი და პატიოსანი რუსი ინტელიგენტის, ექიმისა და პოეტის – იური ჟივაგოს ცხოვრების აღწერის ფონზე დახატულია ის მძაფრი ქარტეხილები, რომელთაც მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში შეძრეს რუსული სინამდვილე. პასტერნაკი ზედმიწევნით, უშუალოდ და დამაჯერებლად გადმოსცემს რევოლუციისა და სამოქალაქო ნგრევის ყოვლისმომცველი ტალღების მიერ ბუდედანგრეული, სასოწარკვეთილი და განწირული ადამიანების განცდებს...
24.95
ექიმი ძილი
ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე გამომცემლობა: პალიტრა ლ ეს დენი ტორანსის ამბავია. დენი „მანათობელი“ ბიჭუნაა სასტუმრო „ოვერლუკიდან“... ახლა ის ზრდასრულია და თითქოს უკან ჩამოუტოვებია სასტუმროსა და მამასთან დაკავშირებული უცნაური და უსიამოვნო წარსული, თუმცა, ბედის ირონიით, მამის გზის გამგრძელებლის „ტვირთი“ დასწოლია - სვამს და ლოთობის მორევში იძირება. მაგრამ უცებ რაღაც ხდება, კინგისეულად შთამბეჭდავი, მოულოდნელობის ეფექტებით გაჯერებული ამბავი, რომელიც ელვისებურად იჭრება დენის ცხოვრებაში. ამ მოულოდნელობის მიზეზი კი პატარა გოგონა აბრაა, რომელიც უცნაური თვისება-უნარებით გამორჩეული, კიდევ ერთი „მანათობელია“... აბრას კი „უკავშირდება“ სექტისებური უცნაური დაჯგუფება, რომელიც სწორედ „ნათების“ მქონე ბავშვების სულებით იკვებება. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო – „დიდი რბოლა“… „ექიმი ძილის“ მისტიკით, თრილერის, ფენტეზისა თუ საშინელაბათა ჟანრის ელემნტებით გაჯერებული შოკის მომგვრელი ამბავი.
23.95
ექსპედიცია
ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი   თეონა დოლეჯშვილმა მოთხრობების გამოქვეყნება 2004 წლიდან დაიწყო. 2005 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "იანვრის მდინარე", რომელსაც საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში ლიტერატურული პოემა საბა მიიღო. 2009 წელს თეონა მეორედ გახდა საბას გამარჯვებული "მემფისი" წლის საუკეთესო რომანად დასახელდა. ახლაც საუკეთესოს გთავაზობთ_ პროზაულ კრებულს. ძველი და ახალი თხზულებებით, რომელთა შორისაა სხვადასხვა დროს ლიტეატურულ კონკურსებზე წლის საუკეთესო მოთხრობებად დასახელებული "ექსპედიცია", "აჩრდილი", "რეალური არსებები" , ასევე სხვადასხვა ენაზე თარგმნილი და უცხოურ გამომცემებში შესული რჩეული ტექსტები.
12.95
ექსპერიმენტი-საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921
ავტორი: ერიკ ლი გამომცემლობა: პოეზია ყდა: რბილი ერიკ ლის „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ (Eric Lee, The Experiment, Georgia’s Forgotten Revolution) საქართველოს განიხილავს, როგორც პირველ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში. წიგნი მიზნად ისახავს მკითხველს დაანახოს, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლშევიკებს რომ არ გაენადგურებინათ.წიგნში განხილულია 1905 წლის გურიის რესპუბლიკაც, როგორც 1918 წელს შექმნილი სახელმწიფოს წინამორბედი...
18.5
ექსტაზი
ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი   ექსტაზი" – კაიფში დაწერილი ნოველები – პოპულარული ფრანგი თანამედროვე მწერლის ფრედერიკ ბეგბედერის ნოველების კრებულია. ბეგბედერი ათამდე წიგნის ავტორია. რომანისათვის "windows on the world" 2005 წელს მიენიჭა ინტერალიეს პრიზი, ხოლო რომანის ინგლისური თარგმანისათვის ინგლისში მიენიჭა "უცხოური მხატვრული ნაწარმოების დამოუკიდებელი პრიზი".
12
სიახლე
ეშმაკის ბორბალი
ავტორი: გურამ ფანჯიკიძე   მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვედ მოაზროვნე მწერლის, გურამ ფანჯიკიძის რომანი „ეშმაკის ბორბალი “ პირველად 90-იან წლებში გამოიცა, მცირე ტირაჟით და თანაც ისეთ დროს, როცა საქართველოში ომისა და უკიდურესი გაჭირვების ფონზე წიგნისთვის არავის ეცალა, ამიტომ გურამ ფანჯიკიძის შემოქმედების მოყვარულთა საკმაო ნაწილისთვის რომანის ახალი გამოცემა სიახლედ შეიძლება იყოს აღქმული. „ეშმაკის ბორბალი“ აღწერს სტალინის მმართველობის პერიოდიდან სსრკ-ის ნგრევის დასაწყისამდე გორდელების ოჯახის ოთხი თაობის ამბავს. ავტორი ბევრ ისტორიულ ფაქტს ეხმაურება, მათ შორის 1937 წლის რეპრესიებს, სტალინის სიკვდილის შემდეგ თბილისში მიტინგის მონაწილეთა დახვრეტას და ამ სისხლისღვრის შემდეგ საქართველოში ხრუშჩოვის თავხედურ ვიზიტს, ქართველების მიერ ხრუშჩოვის აფეთქების მცდელობას, ავღანეთის ომსა და სხვა. ისტორიული ფაქტებისა და ნამდვილი ამბების მიღმა რომანი აღწერს პერსონაჟების რთულ შინაგან რეალობებს და პიროვნულ ცვლილებებს, რაც განაპირობა საბჭოთა დიქტატურამ და სტალინიზმმა. მწერალი გვიჩვენებს, რომ ხშირად, რეპრესიებს ფიზიკურად გადარჩენილი, მაგრამ შიშით დეგრადირებული ადამიანის ტრაგედია, არანაკლებ დრამატული შეიძლება იყოს, ვიდრე მათი ბედი, ვინც გადასახლებიდან უფრო ძლიერი და ზოგჯერ საკუთარ თავს აღმატებული ბრუნდება.
22.9
ვა, სოფელო
ავტორი: ზაირა არსენიშვილი   მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო… “ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს… მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ. ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. „ოცდაათიანი წლების ტრაგიკულ მოვლენათა პირუთვნელი და ნიჭიერი აღმწერი“ თამაზ ჭილაძე
18.9
ვაზის ყვავილობა
ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია   როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა რომან „ბელადის“ პირველი ნაწილი. მაგრამ შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია. რომანში „ვაზის ყვავილობა“ (1955), რომელიც მან სტალინს მიუძღვნა, გამსახურდია კიდევ ერთხელ მიუბრუნდა თანამედროვეობის თემას. მასში ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებში. კერძოდ, ის პერიოდიც, როცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა
30
ვათანდაში
ავტორი : თაჰსინ იუჯელი მთარგმნელი: ირინა ლაბაძე   თაჰსინ იუჯელი სახელგანთქმული თურქი მწერალი, ესეისტი, კრიტიკოსი და მთარგმნელია. იგი 1933 წელს დაიბადა ელბისტანში, აღმოსავლეთ თურქეთში. დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, მე-19 და მე-20 საუკუნის ლიტერატურისა და სემიოლოგიის სპეციალობით. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ამავე ფაკულტეტზე ასწავლიდა ფრანგულ ლიტერატურას 38 წლის განმავლობაში, პენსიაზე გასვლამდე, 2000 წლამდე. მას ფრანგული ენიდან თარგმნილი აქვს 80-მდე ნაწარმოები ისეთი ავტორებისა, როგორებიცაა: ონორე დე ბალზაკი, გუსტავ ფლობერი, მარსელ პრუსტი, ანდრე ჟიდი, ალბერ კამიუ, მიშელ ტურნიე, როლან ბარტი, ანდრე მალრო, რემონ კენო, პასკალ კინიარი, რობერ დესნოსი და სხვ. თაჰსინ იუჯელს დაწერილი აქვს რვა რომანი, რომელთაგან თითქმის ყველას თურქეთის პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოები აქვს მიღებული (საიტ ფაიკის სახელობის, თურქული ენის ინსტიტუტის, ორჰან ქემელის სახელობის და სხვ.). რომანი „ვათანდაში“ 1996 წელს დაიწერა. იგი ხუთ ენაზეა თარგმნილი.
8.4
ვალტერ ბენიამინის - რჩეული ესეები
მთარგმნელი: ანი ცქიტიშვილი ვალტერ ბენიამინი, (1892-1940) დაბადებული ბერლინში, ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი. მისი შრომები: »გერმანული ტრაგედიის სათავე« (1925), »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში« (1935-36) და დაუსრულებელი »პასაჟების ნაშრომი« (მუშაობდა 1927-დან) თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერებების მრავალ აქტუალურ საკითხზე მსჯელობისას სახელმძღვანელო ტექსტებს წარმოადგენს. თანამშრომლობდა მარქსიზმის განახლებაზე მომუშავე ფრანკფურტის »სოციალური კვლევის ინსტიტუტთან«; იყო თეოდორ ვ.ადორნოს, ბერტოლტ ბრეხტისა და გერშომ შოლემის მეგობარი, თარგმნა მარსელ პრუსტი. 1933 წელს ნაციონალ-სოციალისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ ებრაული წარმოშობის ბენიამინი აიძულა გერმანიიდან გაქცეულიყო. 1940 წლის 26 სექტემბერს ესპანეთ-საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ნაცისტებთან ტყვედ ჩავარდნის ასაცდენად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
15
ვაჟა – ქართულის რვეულები
ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
ვაჟა-ფშაველა ლექსები ტ-1
ავტორი: ვაჟა-ფშაველა   სერია ვაჟას 160 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველ ტომში შევა პოეზია, მეორე ტომში - პოემები, მესამე ტომი მიეძღვნება პროზას, ხოლო მეოთხე - პიესებსა და პუბლიცისტურ წერილებს.
25
ვაჟა-ფშაველა მოთხრობები (ქართულ-ინგლისურად)
ავტორი: ვაჟა- ფშაველა გთავაზობთ ვაჟა-ფშაველას რამდენიმე მოთხრობის ინგლისურ თარგმანს, რათა ეს მნიშვნელოვანი გზავნილი ქართული ლიტერატურიდან გახდეს ინგლისურენოვანი სამყაროს კუთვნილება, იმ იმედით, რომ მკითხველი გაიზიარებს ქართველი კაცის სულის ამოძახილს, რომელიც ეძებს სულიერ სიმშვიდეს მარადისობაში, ღმერთთან.
18
ვაჟა-ფშაველა მოთხრობები ტ-3
ავტორი: ვაჟა-ფშაველა   სერია ვაჟას 160 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველ ტომში შევა პოეზია, მეორე ტომში - პოემები, მესამე ტომი მიეძღვნება პროზას, ხოლო მეოთხე - პიესებსა და პუბლიცისტურ წერილებს.
25
ვაჟა-ფშაველა პოემები ტ-2
ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია ვაჟას 160 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველ ტომში შევა პოეზია, მეორე ტომში - პოემები, მესამე ტომი მიეძღვნება პროზას, ხოლო მეოთხე - პიესებსა და პუბლიცისტურ წერილებს.
25
ვაჟები და საყვარლები
ავტორი: დევიდ ჰერბერტ ლოურენსი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში სერია: უკვდავ ბიბლიოთეკა
21.9
ამოწურულია
ვარდის სახელი
ავტორი: უმბერტო ეკო მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე გამომცემლობა: დიოგენე ყდა: რბილი   ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია. მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.  ამჟამინდელ სპეციალურ გამოცემას ერთვის უნიკალური ავტორისეული ესკიზები _ ნახატები და მინაწერები. ამ მასალიდან  კარგად ჩანს, როგორ მუშაობდა ავტორი პერსონაჟთა ხასიათის გადმოცემაზე, არქიტექტურული დეტალების ასახვაზე, რა ღრმად შეისწავლა მან შუა საუკუნეების ყოფა და ნივთები, რომლებსაც ბერები იყენებდნენ მონასტერში _ სამუშაო იარაღები, ჭურჭელი, სამზარეულოს აღჭურვილობა.
20.9