santaesperanza
ტერცო მონდო
ავტორი: აკა მორჩილაძე სერია: რჩეული მოთხრობა სულაკაურის გამომცემლობა დიალექტებით თამაში, ენობრივი ექსპერიმენტების სიუხვე და სიუჟეტების მრავალფეროვნებაა ის მთავარი მახასიათებლები, რითაც აკა მორჩილაძე ყველასგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ ლიტერატურულ სამყაროს ქმნის. პროფესიით ისტორიკოსი მწერალი დამაჯერებელი თხრობის მანერით „აიძულებს“ მკითხველს, ყოველ ჯერზე დაეჭვების გარეშე, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს მთელი ქვეყნისა თუ ერთი კონკრეტული პიროვნების თავგადასავალი. მოთხრობებს, რომლებიც ამ კრებულშია თავმოყრილი, ერთმანეთისგან განასხვავებს დაწერის თარიღიც, ფორმაც და სტილიც, რითაც ახალბედა მკითხველები უკეთ გაიცნობენ, ხოლო აკა მორჩილაძის ერთგული მკითხველები კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან მის მრავალმხრივ გამორჩეულ პროზას.
13.9
ტექსტ მარკერი 3ც შეკვრა
5
ტექსტ მარკერი 6ც Think U35304 DELI
9
ტიბეტი არ არის შორს
ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
ტიმეოსი
ავტორი : პლატონი   „ტიმეოსი“ გენიალური ბერძენი მოაზროვნის პლატონის (427-347 ქრისტემდე) შემოქმედების გვიანდელი პერიოდის შედევრია, რომელშიაც ზღვრული ლაკონიურობითაა გადმოცემული ავტორის ნატურფილოსოფიური შეხედულებანი, ხოლო ამ შეხედულებებს პლატონისავე მეტაფიზიკა უდევს საფუძვლად. ანტიკური ეპოქის ამ „ყველაზე ბნელსა და ბუნდოვან წიგნში“, რომლის იდუმალებით მოცულ სიღრმეშიც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს უნატიფესი მისტიკა და მკაცრი რაციონალიზმი, მთელი სისრულით ვლინდება არა მარტო ავტორის უმდიდრესი სულიერი გამოცდილება, არამედ წარსულისა თუ მისი თანამედროვე ზუსტი თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ისევე როგორც პლასტიკური და მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა დარგის თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომლებზე დაყრდნობითაც პლატონი აყალიბებს თავისი სირთულით, სითამამითა და ორიგინალობით ჭეშმარიტად განსაცვიფრებელ მეცნიერულ კონცეფციას, ათასწლეულებით წინ რომ უსწრებს თავის ეპოქას და ახალი ევროპული მეცნიერების შორეულ წინამორბედად გვევლინება. ამ თვალსაზრისით, „ტიმეოსს“ სამართლიანად უწოდებენ არა მარტო „პლატონიზმის ენციკლოპედიას“, არამედ მთელი ეპოქისა და მთელი ცივილიზაციის მეცნიერულ შედეგთა ჯამსაც.
15
ტირიფებში მოშრიალე ქარი
ავტორი: კენეტ გრემი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა კენეტ გრემის „ტირიფებში მოშრიალე ქარი“ 1908 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დაიმკვიდრა სახელი, როგორც საბავშვო ლიტერატურის კლასიკურმა ნაწარმოებმა. ამ საინტერესო ამბის უცნაური პერსონაჟების – ვირთაგვას, თხუნელას, მაჩვისა და ამპარტავანი გომბეშო გომბის მეგობრობა და ერთგულება მკითხველისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. დახვეწილი, შავ-თეთრი ილუსტრაციებით დამშვენებული ეს გამოცემა უდავოდ დაიმსახურებს თანამედროვე ბავშვების მოწონებას.
6.9
ტიფლისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)
ავტორი: გიორგი ჭეიშვილი „ავაზაკობენ ღამით, საღამოთი, დღისით, შუადღეზედ, იცარცვებიან მიყრუებულ ქუჩებში, ბაზრებში, მაედნებზე, გალავინის პროსპექტზე, ერთის სიტყვით, ყველგან და ყოველთვის...“ მაშინ ხომ ტფილისის ღამის რაინდები დღისითაც უშიშრად „დანავარდობდნენ“ და იშვიათი გამონაკლისების გარდა, კარგა გვარიანადაც ჯაბნიდნენ იმ დროის პოლიციას. ესეც რომ არა, აბა ტფილისი რა ტფილისი იქნებოდა იდუმალებით მოცული მკვლელობებისა და მკვლელების, მტკვრისმიერ გამორიყული ცხედრების, თაღლითების, ქურდების, გაქცეული ტუსაღების, „ევროპიული ოსტატური ავაზაკობებისა“ და ქალაქის კრიმინალური სამყაროს „პრინცის“ თავგადასავლების გარეშე, რომელთა შესახებაც ამ წიგნში მოგიყვებით...
16.95
ტკბილი ფორთოხლის ხე
ავტორი: ჟოზე მაურო დე ვასკონსელოსი მთარგმნელი: თათია ახალაია    რომანი „ტკბილი ფორთოხლის ხე“ პირველად 1968 წელს დაიბეჭდა. ის წარმოადგენს ბრაზილიურ კლასიკასა და ქვეყნის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად რომანს. არსებობს როგორც წიგნის ეკრანიზაცია, ასევე სასცენო ვერსია. რომანი ითარგმნა ბევრ ენაზე და დღესაც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მოქმედება მიმდინარეობს ბანგუში, რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში, სადაც ავტორი ჟოზე მაურო დე ვასკონსელოსი გაიზარდა. წიგნში აღწერილია ხუთი წლის ბავშვის ისტორია, რომელმაც ერთ დღეს ტკივილი აღმოაჩინა. თხრობა მიმდინარეობს პირველ პირში. სიუჟეტი, როგორც ცნობილია, ავტობიოგრაფიას წარმოადგენს და მკითხველს აცნობს ჟოზე მაურო დე ვასკონსელოსის მძიმე ბავშვობას.
18
ტოლსტოი დოსტოევსკი ჩეხოვი - მოთხრობები
ავტორი:  ტოლსტოი ლევ ;დოსტოევსკი ფიოდორ ; ჩეხოვი ანტონ მთარგმნელი:  ლილი მჭედლიშვილი სერია: იკითხე კლასიკა   წიგნში შესულია რუსული ლიტერატურის ,,ოქროს ხანის" სამი თვალსაჩინო წარმომადგენლის, სამი ბუმბერაზის - ლევ ტოლსტოის, ფიოდორ დოსტოევსკისა და ანტონ ჩეხოვის თითო-თითო მოთხრობა: ,,კრეიცერის სონატა", ,,ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან'' და ,,სამი წელიწადი".
13.95
ტომ სოიერი დეტექტივი
ავტორი: მარკ ტვენი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის მოგზაურობა გრძელდება! ამ ბიჭების ცხოვრება ხომ ასეთია – ან ისინი ეძებენ თავგადასავალს, ან თავგადასავალი თავად პოულობს მათ. ამჯერად თქვენ წინაშეა საიდუმლოებით მოცული ამბავი, რომლის გამოძიებასაც ტომ სოიერი იწყებს! იმდენად გაგვიტაცა მარკ ტვენის დეტექტივის კითხვამ, რომ მისი კიდევ ერთი დეტექტიური მოთხრობა აღმოვაჩინეთ – „ორმაგი დეტექტივი“. მკითხველისთვის იგი არამხოლოდ ავტორის გამო იქნება საინტერესო, არამედ იმიტომაც რომ აქ ჩნდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტივი – შერლოკ ჰოლმსი. ნუ იფიქრებთ, რომ ამ მოთხრობაში არტურ კონან დოილის ცნობილი გმირის დედუქციური უნარებით დატკბებით, ასეთი შერლოკ ჰოლმსი ჯერ არ გინახავთ. მარკ ტვენი საკულტო პერსონაჟს ჩვეული სარკაზმნარევი იუმორით გვაცნობს და მოთხრობის მეორე ნაწილში ყველა კვანძი იხსნება. ორივე ტექსტი პირველად ითარგმნა და გამოიცა ქართულად. იმედი გვაქვს, ქართველი მკითხველი ტომ სოიერის გაგრძელებებსაც ისე შეიყვარებს, როგორც პირველი ორი წიგნი უყვარს.
22
ტომ სოიერი საზღვარგარეთ
ავტორი: მარკ ტვენი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე   „როგორ გგონიათ, ტომ სოიერი ჯიმის გათავისუფლებითა და ფეხში დაჭრით – იმ თავგადასავლებით დაკმაყოფილდა, მდინარეზე რომ გადახდა? სულაც არა, პირიქით, მეტი მოინდომა.“ ამ სიტყვებით იწყება მარკ ტვენის ტომ სოიერის სერიის რიგით მესამე წიგნი „ტომ სოიერი საზღვარგარეთ“, რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა. ტომ სოიერის თავგადასავალი არ სრულდება ჰეკლბერი ფინის მოგზაურობით, არამედ გრძელდება და ამჯერად ტომი, ჰეკი და ჯიმი მათთვის უცნობი კონტინენტისკენ მიემართებიან, თანაც იმ დროისთვის ჯადოსნური საშუალებით – საჰაერო ბუშტით. ჰეკი მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდნენ მეგობრები ამერიკიდან აფრიკაში, საჰარას უდაბნოში. ახდა თუ არა ტომ სოიერის სურვილი – გამხდარიყო სამყაროში ყველაზე დიდი მოგზაური – მკითხველმა თავად განსაჯოს ამ ფათერაკებით სავსე და წარმოუდგენელი მოგზაურობის წაკითხვის შემდგომ.
22
ტომ სოიერის თავგადასავალი
ავტორი: მარტინ იდენი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წ0აიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   "ტომ სოიერის თავგადასავალს" ბავშვებიც და დიდებიც ინტერესით კითხულობენ. მკითხველი კი არა, თურმე თავად მარკ ტვენიც დიდხანს ფიქრობდა, ვერ "დაედგინა", ვისთვის დაწერა "ტომ სოიერი" - დიდებისთვის თუ პატარებისთვის. ბოლოს კი ასეთი დასკვნა გამოიტანა: ეს წიგნი უმთავრესად ბიჭებისა და გოგონებისთვის მაქვს დაწერილი, მაგრამ ვიმედოვნებ, დიდებიც წაიკითხავენო.
16.95
ტომ სოიერის თავგადასავალი
ავტორი: მარკ ტვენი მთარგმნელი: გრიგოლ ყიფშიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცმელობა
8.9
ტოპო-ლინა იმალება
ქართული ტექსტი: ლუკა გრიგოლია, თამარ გავაშელიშვილი მთარგმნელი: ლუკა გრიგოლია   – ჭიტა! – ახალი სიტყვა და ახალი თამაში დღეიდან თაგუნა ტოპო-ლინას საყვარელი გასართობია! მაგრამ ისე როგორ დაიმალოს, რომ ვერავინ იპოვოს?!
14.9
ტოპო-ლინა საწოვარას გარეშე
ქართული ტექსტი: ლუკა გრიგოლია, თამარ გავაშელიშვილი თარგმანი: ლუკა გრიგოლია   თაგუნია ტოპო-ლინა საწოვარას ვერ პოულობს. ნუთუ დედამ ციყვუნიას ციცქნა დაიკოს აჩუქა?! მაგრამ რაღა დროს საწოვარაა, მასზე დარდს ხომ მეგობრებთან თამაში სჯობს…
14.9
ტოპო-ლინა ღამის ქოთანს ეჩვევა
ავტორი: ლუკა გრიგოლია, თამარ გავაშელიშვილი სერიაში აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს. ქართული ტექსტი: ლუკა გრიგოლია, თამარ გავაშელიშვილი მთარგმნელი: ლუკა გრიგოლია   რა უცნაური ნივთია?! – თაგუნა ტოპო-ლინა მეგობრის ნივთებში ლამაზ ქოთანს პოულობს, მაგრამ ვერ გაუგია, რისთვისაა. პატარა ტოპო-ლინას მის გამოყენებას უფროსი ძამიკო ტოპო-ტიპი ასწავლის.
14.9
ტოპო-ლინა ჯიუტობს
ქართული ტექსტი: ლუკა გრიგოლია, თამარ გავაშელიშვილი მთარგმნელი: ლუკა გრიგოლია     – არა! არა! არა! – ჯიუტობს თაგუნა ტოპო-ლინა, თუმცა, დედიკომ, მამიკომ და უფროსმა ძამიკომ ტოპო-ტიპმა მისი გახალისების ერთი ჯადოსნური ხერხი იციან. ეს ხერხი ყოველთვის ამართლებს…
14.9
სიახლე
ტოპო-ტიპი და მეგობრები
სერია: პატარა ამბები ასაკი: 3+ ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ძუნწობს, ბრაზობს ან ებუტება თავის მეგობრებს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი და მეგობრები“ ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს და ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
19.9
ტოპო-ტიპი და მისი ოჯახი
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – იბუტება, ბუზღუნებს, წუწუნებს ან ეჭვიანობს თავის და-ძმებზე, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი და მისი ოჯახი“ ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს და, ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
19.9
ტოპო-ტიპი ურჩობს
ასაკი: 3+ მთარგმნელი: თინა მამულაშვილი, ნინო გოგალაძე ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ჯიუტობს, ბრაზობს, ზარმაცობს ან სულსწრაფობს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი ურჩობს“  ოთხ სახალისო ამბავს აერთიანებს და, ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
19.9
ტოპო-ტიპი შიშს ამარცხებს
    ასაკი: 3+ მთარგმნელი: თინა მამულაშვილი, ნინო გოგალაძე   ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელსაც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ეშინია უცხო გარემოში მოხვედრის, მარტოობის, ექიმებთან ვიზიტისა თუ ბანაობის, მაგრამ მათ გადალახვას გულწრფელად ცდილობს.
19.9
სიახლე
ტორტი ზეცაში
ავტორი: ჯანი როდრი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ირმა მალაციძე ჯანი როდარი სიყვარულისა და სასწაულების გამავრცელებელი მეზღაპრეა, გამბედავი პატარებისა და ახირებული უფროსების შესახებ გამაოგნებელი ამბების მთხრობელი. რა თქმა უნდა, ამ ჯადოსნურ და თან ნამდვილ სამყაროში მოგზაურობიდან საუცხოო შთაბეჭდილებებით დაბრუნდები. იქ აუცილებლად დაგხვდება ჭკვიანი და ერთგული შინაური ცხოველი; ასევე, სასაცილო პოლიციელი, ცხვრის ფარაში დამალული ბავშვები, წიკვინა დამლაგებელი, თმაგაბურძგნული მშიშარა პროფესორი და სხვა საკვირველი პერსონაჟები. წარმოიდგინე, რომ იტალიაში, რომის გარეუბანში ცხოვრობ და ერთ მშვენიერ დილას ამ პატარა დასახლების თავზე, ცაში, უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩნდება; ესე იგი, წინ აუცილებლად ისეთი თავგადასავალი გელის, რომელსაც შენი თანატოლები სულმოუთქმელად წაიკითხავენ. კი, მაგრამ მაინც რა ხდება? მარსელების თავდასხმაა? ან იქნებ ჩვენგან განსხვავებული არსებები მფრინავი თეფშით შორეული გალაქტიკებიდან მოფრინდნენ? ამ წიგნიდან შეიტყობ, როგორ შეიძლება, ძალიან ცუდი, საძულველი იარაღი (ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვოთ, რომელი) უცბად იქცეს უკარგეს, საყვარელ რამედ (ესეც კიდევ ერთი საიდუმლო) – თანაც, ისეთ შესანიშნავ, ბუმბერაზ რაღაცად, რომლისკენაც მთელი ქალაქის პატარები, თავქუდმოგლეჯილნი, სიხარულით გაიქცევიან. მერედა, ცაში დაკიდებული ხომალდის თავსატეხს ვინღა ამოხსნის? კი, სწორად მიხვდი, ბავშვები.
9.9
ტორტილა ფლეტი
ავტორი: ჯონ სტაინბეკი მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე   ჯონ სტაინბეკის „ტორტილა ფლეტი“ იმ სასოწარკვეთაზეა, რომელიც ომს სიკვდილის შემდეგ მოსდევს; იმ ადამიანების ერთი პატარა ამბავია, რომლებსაც მხოლოდ მშვიდი ცხოვრება, უბრალოდ, ცხოვრება უნდოდათ, მაგრამ იარაღის ხელში აღების შემდეგ ყველაფრის დავიწყება ამჯობინეს. დენისა და მისი მეგობრების მთავარი საზრუნავი ახლა მხოლოდ ღვინის შოვნა, ღვინის დალევა, ღვინის მონელება და ისევ ღვინის შოვნაა, თუმცა არც მზის გულზე ნებივრობაზე ამბობენ უარს. და სწორედ მაშინ, როდესაც მკითხველი სასმელით უგონოდ გაბრუებული და უსაქმური პერსონაჟებისთვის ზურგის შექცევასა და წასვლას გადაწყვეტს, ხვდება, რომ სინამდვილეში საოცარი იუმორით მოყოლილ ყველაზე კეთილ ამბავს კითხულობს.    
34.9
ტორტილა ფლეტი
ავტორი: ჯონ სტაინბეკი გმთარგმნელი:ვახტანგ ჭელიძე გამომცემლობა: არტანუჯი ყდა: რბილი
13.95