santaesperanza
სკრეპი ფერადი DELI
2.5
სნობების წიგნი
ავტორი: უილიამ თეკერეი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე; როსტომ ჩხეიძე სერია: MAGNUM OPUS არ იკმარებდა უილიამ თეკერეი სნობთა მრავალფეროვანი გალერეის წარმოსახვას თავის რომანებში, განსაკუთრებით მაინც განთქმული „ამაოების ბაზრის“ ფურცლებზე; და საგანგებოდ ჩაუჯდებოდა და ჩაუღრმავდებოდა სნობიზმის არსსა და მის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას ინგლისელი სნობების მაგალითზე – განაზოგადებდა, გაასიმბოლოებდა და განაცხადებდა და მთელი სიგრძე-სიგანითაც გამოხატავდა ამ მოვლენას „სნობების წიგნში“. თან თავსაც რომ არ დაზოგავდა? იმთავითვე აუწყებდა მკითხველს, რომ ამ ყოველივეს ერთი სნობთაგანი ჰყვებოდა...    
29.9
სოდომი და გომორი
ავტორი: მარსელ პრუსტი წიგნი ფრანგულიდან თარგმნეს გიორგი და ნატო კახაბერებმა და დალი იაშვილმა გამომცემლობა: არტანუჯი „სოდომი და გომორი“ დიდი ფრანგი მწერლის, მოდერნისტული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის – მარსელ პრუსტის სიცოცხლეში გამოქვეყნებული უკანასკნელი ნაწარმოებია. ეს მეოთხე რომანია ციკლიდან „გამქრალი დროის ძიებაში“, რომელიც 1922 წელს გამოიცა. რომანის მთავარი ამბავი ბუნებრივად ამოიზარდა წინა რომანიდან „გერმანტებთან“. ესაა მაღალი საზოგადოების ზნეობრივი დაცემის თემა, რომლის ცენტრშიც ბარონი დე შარლიუ დგას. მარსელ პრუსტი ის მოგზაურია, რომელმაც არა მხოლოდ უცნობ სამყაროში შეაღო კარი, არამედ საკუთარი მყუდრო ოთახიდან გამოუსვლელად დაწვრილებით შეისწავლა ადამიანი თავისი მრავალფეროვანი ბუნებით, ვნებებითა და მისწრაფებებით.
24.5
სოლომონ ისააკ მეჯღანუაშვილი
ავტორი: ლავრენტი არდაზიანი   ეს პატარა წიგნი პირველ რიგში მთხრობელის გამო არ მა- ვიწყდება არასდროს. მისი განსაკუთრებული ხმა, ინტონაცია და დაუჯერებელი სიზუსტე თუ თანმიმდევრულობა ყველასგან გამოირჩევა. ჩვენში იშვიათად წერენ და ჰყვებიან ამბავს ასე. კვაჭიც კარგი მთხრობელია, გივი შადურიც, ბევრი სხვაც, მაგ- რამ ასეთი გამოკვეთილი, არტისტული, გულახდილი და დრა- მატული ხმა იშვიათია, თან ის ერთ-ერთი პირველია, ყველა დანარჩენი კი ქართულ პროზაში მისგან მოედინება. ჩემი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ წლების მანძილზე თხრობის ხერხებს (სხვანაირად რომ ვთქვათ, ნარატოლოგიას) ვუტრიალებდი, არამედ ისიც, რომ ეს გარდამავალი პერიოდის ენა და მეტყველება, გადმოცე- მული ამბავი, საზოგადოება, სიტუაცია ყოველთვის მიტაცებდა და აქ ჩემი სხვა ინტერესიც იჩენს თავს – ქალაქური, გნებავთ, ზოგადად, ურბანული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი თბი- ლისური, რომელიც იოანე საბანისძიდან და აბო თბილელი- დან იწყება და დღემდე ივსება აქტუალური ტექსტებით. „სო- ლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ ერთ-ერთი ასეთი ცოცხალი, ეპოქის, დროის ნიშნებით სავსე ტექსტია, უფრო სწორად, გარდამტეხი ტექსტი, ტექსტი-სამანი.
22
ამოწურულია
სოლომონ მეფის საგანძური (11-12)
ავტორი: ჰენრი რაიდერ ჰაგარდი მთარგმნელი: ეთერ თვარაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
8.9
სიახლე
სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის
ავტორი: კოკა ქამუშაძე   კოკა ქამუშაძის მეორე რომანი „ვეფხისტყაოსნის“ უკუწერის პოსტმოდერნისტული მცდელობაა. აქ ყველაფერია, რაც პირველწყაროში მკითხველს იზიდავს – დიდი სიყვარული, ერთგული მეგობრობა, თავდადებული ბრძოლა და უჩვეულო თავგადასავალი. თუმცა, რამდენად შესაძლებელია თანამედროვე ადამიანი მიუწვდომელ მაგალითად დარჩეს? უყვარდეს, მაგრამ არ უღალატოს; ემეგობროს, მაგრამ არ აწყენინოს; გასცეს, მაგრამ არ  წაართვას. კოკა ქამუშაძე ამ კითხვებზე პასუხების საძებნელად მკითხველს პერსონაჟებთან ერთად ფანტასტიკურ სამყაროში ამოგზაურებს.
16.9
სოფელი – იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები
ასაკი: 12 თვიდან ამ წიგნში პატარებს უკვე ნაცნობი თუ უცნობი ნივთების აღმოჩენა შეუძლიათ. ილუსტრაციები და მათ გვერდით მიწერილი სახელწოდებები სიტყვების სწავლის პროცესს გაამარტივებს და ბავშვებს ლექსიკას განუვითარებს. მყარი მუყაოსგან დამზადებული წიგნი გამძლეა და პატარებს მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეეძლებათ. 16 გვერდი მუყაოს ფურცლები
10.9
სოფის არჩევანი
ავტორი: უილიამ სტაირონი მთარგმნელი: ლალი გოგაძე   როგორია ქალი – საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე – რომელიც აიძულეს ორი მცირეწლოვანი შვილიდან ერთ-ერთი გაიმეტოს სასიკვდილოდ? როგორია ქალი, რომელიც სიკვდილის პირისპირ დგას და სიცოცხლეს ებღაუჭება? როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის დამღით, ნიუ-იორკის ქუჩაში ორ საყვარელთან ერთად მომავალი? დაბოლოს, როგორია ქალი, რომელიც მუდამ ირჩევს ორიდან ერთს... როგორი იქნებოდით თქვენ მის ადგილას, რას აირჩევდით?.. წაიკითხეთ „სოფის არჩევანი“, ტყუილად არ უწოდებიათ მისთვის „დალოცვილი რომანი. ღვთაებრივი რომანი. ყოვლისშემძლე რომანი“.
24.95
სოფის სამყარო
ავტორი: იუსტაინ გორდერი მთარგმნელები: დავით აკრიანი, ნოდარ მანჩხაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ნორვეგიელი მწერალი იუსტაინ გორდერი – საბავშვო წიგნების, რომანებისა და მოთხრობების ავტორი – 1952 წელს დაიბადა ოსლოში. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „სოფის სამყარო“, რომელიც მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ბესტსელერად იქცა. ეს არის წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე სამოცამდე ენაზე ითარგმნა და მილიონიანი ტირაჟებით გამოიცა ბევრ ქვეყანაში. 1994 წელს ამ წიგნისთვის მწერალმა გერმანიის ლიტერატურული პრემია მიიღო. „სოფის სამყარო“ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“ ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.  
14.9
სოფის სამყარო
ავტორი: იუსტაინ გორდერი მთარგმნელი: დავით აკრიანი; ნოდარ მანჩხაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „სოფის სამყარო“ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და, ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“ ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.
19.9
სოფის სამყარო
ავტორი: იუსტაინ გორდერი მთარგმნელი: დავით აკრიანი; ნოდარ მანჩხაშვილი „სოფის სამყარო“ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და, ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“ ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.
19.9
სოციალიზმ-ფედერალიზმი საქართველოში
ავტორი: არჩილ ჯორჯაძე ყდა: რბილი
21
სოციალიზმი
ავტორი: ჯონ სტიუარტ მილი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი ჯ.ს. მილის „სოციალიზმი“ მნიშვნელოვანწილად არის მარქსიზმის თეორიის პრაქტიკაში დანერგვის ვიზუალიზაციის ერთ-ერთი ადრეული მცდელობა. სოციალისტური აზროვნების ამ ადრეულ ეტაპზეც კი მილი აცნობიერებს, რომ პროლეტარიატისთვის სიმდიდრის განაწილება განაპირობებს რუტინულ მუშაობას, სადაც არც მოტივაციაა და არც სწრაფვა, თუმცა ის ვერ აცნობიერებს, რომ რუტინული მდგომარეობა სამუშაოს ხარისხს შეამცირებს. მეორე მხრივ, მილი ხვდება, რომ საკუთრების ეს თანასწორობა შეიძლება საჭირო გახდეს მართვის უნარების დეფიციტის გამო, რადგან არ არსებობს დამატებითი ბონუსები მენეჯერებისთვის. ამასთან, ის ცვლის მდგომარეობას იმის ვარაუდით, რომ ისინი, ვისაც მართვის უნარი გააჩნია, საბოლოოდ პასუხისმგებლობას იღებენ საზოგადოების ჯამური სიკეთისთვის, რომელიც თავიანთი თავისთვის სიკეთესაც მოიცავს. მილს აქ ორი მომენტი აქვს მხედველობიდან გამორჩენილი: ერთი, რომ ადამიანებს, მათ შორის ყველაზე იდეალ6 ისტურებსაც, არაფრის კეთების მიდრეკილება აქვთ ანაზღაურების გარეშე, იქნება ის ემოციური თუ ფულადი; მეორე, მაშინაც კი, თუ ეს ქმედითი ლიდერი გადაწყვეტს პასუხისმგებლობის აღებას, ვინ იტყვის, რომ, სავარაუდოდ, ნაკლებად ქმედუნარიანი საზოგადოება მიიღებს მის ხელმძღვანელობას? მილის სიძნელე, ან, გნებავთ, უპირატესობა, ის არის, რომ ის ყოველთვის ცდილობს და, როგორც წესი, ახერხებს ნებისმიერი საკითხის ორივე მხარის დანახვას. ის სოციალიზმის ერთობ დამაჯერებელ არგუმენტს გვთავაზობს და აშკარად დიდ სიმპათიას გამოხატავს მუშათა კლასის მიმართ. შემდეგ იგი განიხილავს სოციალიზმისა და კომუნიზმის სხვადასხვა სახეობების ყოვლისმომცველ ჩამონათვალს და ერთობ საფუძვლიანად აკრიტიკებს თითოეულს. ის ხვდება, რომ რაოდენ იდეალისტურიც არ უნდა იყოს სოციალური თეორიები, ისინი მცდარია, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური თეორია. როგორც ჩანს, ის ადამიანის ბუნების ზოგიერთ სისუსტესაც აცნობიერებს, რისი თქმა ყველა პოლიტიკურ მოაზროვნესა თუ მწერალზე არ შეიძლება.
12
სოციალიზმი / ქალთა დაქვემდებარება
ავტორი: ჯონ სტიუარტ მილი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი ჯონ სტიუარტ მილი (1806-1873) – ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი. იყო იერემია ბენტამის მოწაფე. განიცადა ჯ. ბერკლის, ო. კონტის, დეივიდ რიკარდოსა და დეივიდ იუმის გავლენა. იყო პოზიტივიზმისა და უტილიტარიზმის მიმდევარი.  1879 წელს ჯ.ს. მილმა გამოაქვეყნა თხზულება სახელწოდებით „სოციალიზმი“, რომელშიც თავმოყრილია მისი არგუმენტები სოციალური წესრიგის, თავისუფლებისა და პოლიტიკური ეკონომიის შესახებ, ისევე, როგორც საზოგადოებრივი მოწყობისა კომუნისტურ წყობილებაში. წიგნმა უდიდესი გავლენა იქონია პოლიტიკურ სისტემებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თხზულება „ქალთა დაქვემდებარება“ კი 1869 წელს გამოქვეყნდა. ავტორი მასზე მეუღლესთან, ჰარიეთ ტეილორ მილთან, ერთად მუშაობდა. ნაშრომში გადმოცემული არგუმენტები სქესთა შორის თანასწორობის შესახებ იმ დროის ევროპის ტრადიციულ ნორმებთან წინააღმდეგობაში იყო. „ქალთა დაქვემდებარება“ დღემდე ითვლება ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად.
30
სოციალური მედია და მარკეტინგი
ავტორი: ოლიკო ცისკარიშვილი   წიგნი "სოციალური მედია და მარკეტინგი" განკუთვნილია ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. წიგნში წარმოდგენილი მასალები აღებულია "ბი-ბისის", "დოიჩე ველე აკადემიის", "მართვის აკადემიის” სასწავლო კურსებიდან და კიდევ, ბევრ საინტერესო წყაროდან და იმედია, მომავალი ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ.
25
სოციოლოგია
ავტორი: სტივ ბრიუსი მთარგმნელი: ლაშა გველესიანი სერია: ძალიან მოკლე შესავალი ბრძნული, ინფორმაციული და თავშესაქცევი. ყველამ, ვისთვისაც ეს დარგი ახალია, სოციოლოგიის გაცნობა ამ წიგნით უნდა დაიწყოს“. პროფესორი გორდონ მარშალი, ბრიტანეთის აკადემიის წევრი „სტივ ბრიუსი შესანიშნავი მეგზურია: დარგს იცნობს, იცის , რა არის მნიშვნელოვანი და ისიც, ამბავ ს როგორ მოჰყვეს. იშვიათ შედეგს ვიღებთ: წიგნს სოციოლოგიაზე, რომელსაც ხელიდან ვერ გააგდებთ“. დევიდ ვოუსი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი სოციალური კლასის, დანაშაულისა და ნორმიდან გადახრის, განათლების, ბიუროკრატიზმის, რელიგიური და პოლიტიკური დაყოფის კვლევებზე აგებული ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ გვიხსნის სოციოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს, თან ითვალისწინებს, როგორ აყალიბებს ინდივიდს საზოგადოება და პირიქით. ამ ახალ გამოცემაში სტივ ბრიუსი აზუსტებს სოციოლოგიის, როგორც დარგის ბუნებას. იცავს რა „მეცნიერებას“ საკუთრივ სოციალურ მეცნიერებებში, ავტორი ამტკიცებს: ვიდრე სოციოლოგიას განსაზღვრავს ახალი დღის წესრიგი და იდეები, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა ობიექტური, მიუმხრობელი სოციალური ანალიზი. სტივ ბრიუსი საერთაშორისოდ აღიარებული რელიგიის სოციოლოგია. 1978-1991 წლებში ასწავლიდა ქუინსის უნივერსიტეტში, ბელფასტში. 2001 წლიდან აბერდინის უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროფესორია. 2003 წელს ბრიტანეთის აკადემიის, 2005 წელს კი ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს. სტივ ბრიუსი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორისაა: „სეკულარული ამარცხებს სულიერს“ (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017), „ბრაიან უილსონის რელიგია სეკულარულ საზოგადოებაში: 50 წლის შემდეგ“ (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016), და „შოტლანდიელი ღმერთები: რელიგია თანამედროვე შოტლანდიაში“ (ედინბურგის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014)
10.9
სპაგეტი
100 - ზე მეტი უგემრიელესი რეცეპტი. სპაგეტი; ლინჯინი; ბუკატინი; ტალიეტელე; პეტუჩინი; პაპარდელე; სპაგეტის სახლში მომზადების წესები იდეალური საჩუქარი საპეგეტის მოყვარულთათვის.
18
სპაზმები ჩვენი უცედველობა, მამავ...
ავტორი: ზურა მესხი   24 წლის წინ თბილისის ლიტერატურულ სივრცეში მეტეორივით გაიელვა ზ უ რ ა  მ ე ს ხ ი ს სახელმა და გაქრა: 1998 წელს გაზეთ „ალტერნატივაში“ გამოქვეყნებულმა, სწრაფად გახმაურებულმა მოთხრობამ „სპაზმები“ საზოგადოებას სახეში სილა გააწნა: დაუნდობლად დაუყენა თვალწინ არა მხოლოდ სიბნელესა და სიცივეში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იდეალების სასაფლაოზე უპატრონოდ დაყრილი მოზარდების განწირულება. ამაო გამოდგა უცნობი ავტორის ძებნა: მისი ვინაობის დადგენის მცდელობები კვალს უარესად აბუნდოვანებდა. ზოგნი მოთხრობას ერთ-ორ ცნობილ მწერალს მიაწერდნენ, ზოგი ირწმუნებოდა, რომ ავტორი მკვდარი იყო. და აი, 6 წლის შემდეგ, 2004 წელს, ისევ გაიელვა უკვე მითურმა ზურა მესხმა მცირე ზომის რომანით „... ჩვენი უცოდველობა, მამავ...“ და აქ უკვე გაწყდა ერისა და ბერის მოთმინების ძაფი: მავანნი ავტორის ანათემაზე გადაცემასაც კი მოითხოვდნენ, ზოგი მედიაც მუქარით იქნევდა თითს. მაგრამ ავტორი არ ჩანდა... რადგანაც დღემდე არც ერთ მწერალს არ განუცხადებია საჯაროდ, რომ „ზურა მესხი“ მისი ფსევდონიმია, გამომცემლობაც, რომელიც მის ორივე ნაწარმოებს ერთად გთავაზობთ, საიდუმლოს საიდუმლოდ ტოვებს. წიგნს დართული განხილვები და რეცენზიები კარგად აჩვენებს ორივე ნაწარმოების ღრმა სიმბოლურობას, რაც მათ მკვეთრად განასხვავებს დღეს მომძლავრებული ლიტერატურული ნატურალიზმისა თუ დამთრგუნველი სოციალური რეალიზმის ფორმებისაგან.
20.95
სპექტაკლის საზოგადოება
ავტორი : გი დებორი   სიტუაციონისტი თეორეტიკოსის, გი დებორის 1967 წლის ნაშრომი, სპექტაკლის საზოგადოება, დღესაც, წიგნის პირველი გამოცემიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, პრობლემურის შემკითხველი ინტენსივობით იკითხება. ფიქრიანი და გარკვეულწილად, მომზადებული წაკითხვის შემთხვევაში, 221 ფრაგმენტისგან შემდგარი ამ ფილოსოფიური პოემის ყოველი ცალკეული ნაწყვეტი იმ თეორიულ სიტუაციად იაზრება, რომელმაც ყველაფერ სხვამდე პოლიტიკური მოქმედება უნდა გახადოს შესაძლებელი; ამგვარი მოქმედების უმთავრესი წინაღობა კი, დებორის მიხედვითვე, ძალაუფლების კაპიტალისტური საჭიროებებით მხარდაჭერილი სპექტაკლის საყოველთაო ბატონობაა. ნაშრომის მიზანიც სპექტაკლის, როგორც ყოველივეს გამყალბებლის, როგორც არარსებულად არსებულის კვლევა და ცხადყოფაა. 
16.6
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში
ავტორი:  დაიენ ბრაიანტი | ბრაიან ბრაიანტი | დებორა სმითი       სამეცნიერო რედაქტორი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ უგუზაშვილი მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი   სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილება, სამწუხაროდ, დღემდე სირთულეს წარმოადგენს, და ინკლუზიურ გარემოში მომუშავე ბევრი მასწავლებელი ჯერაც დაურწმუნებელი და მოუმზადებელია ამ ტიპის სიძნელეებთან გასამკლავებლად. წინამდებარე წიგნის მიზანია მასწავლებელთა დახმარება, რათა მიიღონ საჭირო ცოდნა, რომელიც უახლესი კვლევებითაა დადასტურებული და პრაქტიკაში მრავალგზისაა გამოცდილი, და შეძლონ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიცემა. მკაფიო ენისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით, ავტორები, წამყვანი მეცნიერები და დარგის სპეციალისტები – დაიენ ბრაიანტი, ბრაიან ბრაიანტი და დებორა სმითი – აჩვენებენ, როგორ შევქმნათ მართლაც ინკლუზიური საკლასო გარემო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისა და პრაქტიკული სტრატეგიების მეშვეობით. ვიმედოვნებთ, ეს გამოცემა შთაგონების წყარო გახდება ბევრი მასწავლებლისთვის. შესაბამისი ცოდნისა და ინსტრუმენტების წყალობით, ყველა მასწავლებელს შეუძლია დადებითი ცვლილებები შეიტანოს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში.
27.93 39.9
სპილთაგვა
დეტალური აღწერა: სპილთაგვა არის სამაგიდო თამაში რომელიც ეხმარება ბავშვებს, სწრაფად გაიაზრონ, დაარქვან სახელების ცხოველებს და იმიტაცია გაუკეთონ მათ ხმას. თამაში შეიცავს: 78 ცხოველების ბარათს 6 ფერად ბარათს 6 დიდ ფერად წრეს 6 პატარა ფერად წრეს როგორ ვითამაშოთ მოთამაშეები რიგრგობით ირჩევენ ფერად წრეებს (საათის ისრის მიმართულებით) მაგრამ ყველა მოთამაშე მონაწილეობს თამაშში. არჩეული წრის ფერებიდან გამომდინარე, ისინი გამოიგონებენ ცხოველების სასაცილო სახელებს. დიდი წრის ფერი არის სახელის პირველი ნაწილისთვის, ხოლო პატარა - მეორე ნაწილისთვის.   თუ ორივე წრეზე ფერები ერთნაირია ან თუ ერთიდაიგივე ცხოველი არის მოცემული ორივე ფერის ბარათზე, მაშინ უნდა მიბაძოთ ხმას, რომელსაც ცხოველი გამოსცემს. სიტუაცია 1: ბარათებზე ერთიდაიგივე ცხოველი, წრე ორი განსხვავებული ფერით.   სიტუაცია 2: ერთიდაიგივე ფერი ორივე წრეზე. ბავშვი, რომელიც ასრულებს სწორ მოქმედებას პირველი, იმარჯვებს და იღებს ბარათებს ამ წრიდან - ერთ ბარათს, თუ წრეების ფერები ერთიდაიგივე იყო, 2 ბარათს, თუ წრეების ფერები სხვადასხვა იყო. შემდეგ, ცარიელი ფერადი ბარათები ივსება ცხოველების ბარათებით ძირითადი დასტიდან და შემდეგი რაუნდი იწყება. ასევე, სამაგიდო თამაში - სპილთაგვა შეიცავს სხვადასხვა თამაშის იდეებს:   მოძრაობის სავარჯიშოები (ასაკი: 3 +) ცხოველების კლასიფიკაცია (ასაკი: 3 +) მეხსიერების თამაში (ასაკი: 3 +) წარმოსახვითი ცხოველები (ასაკი: 4 +) ცხოველების საცხოვრებელი გარემო (ასაკი: 4 +) როგორ უნდა მოვიქცეთ ცხოველებთან (ასაკი: 4 +)
22
სპილოებს ყველაფერი ახსოვთ
ავტორი: აგათა კრისტი   "რომანი ”სპილოებს ყველაფერი ახსოვთ“ აგათა კრისტიმ 1972 წელს დაწერა და გამოსცა. ეს არის უკანასკნელი დეტექტივი სახელგანთქმულ მაძებარზე, ერკიულ პუაროზე (რომანი ”ფარდა“, რომელშიც მაძებარი იღუპება, მეორე მსოფლიო ომის დამდეგს დაიწერა, მაგრამ მწერალმა მოგვიანებით მკითხველის საყვარელი გმირი ”გააცოცხლა“). ამჯერად პატარა ბელგიელს ორმაგი მკვლელობის საქმის გამოძიება მოუწევს თავის დიდი ხნის მეგობართან, მწერალ არიადნა ოლივერთან ერთად. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ საინტერესო დეტექტივში შეიტყობთ."
15.95
სპილოს მოგზაურობა
ავტორი: ჟოზე სარამაგუ მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
12.9
სპინოზა
წიგნი არ არის სპინოზას ფილოსოფიის ანალიზი.ის უფრო რომანია ,,ყველაზე კეთილშობილ და ზნეობრივად ყველაზე მაღლა მდგომ დიდ ფილოსოფოსთა შორის'' - სპინოზას - ფრიად სადა ცხოვრებაზე,რომელიც სოკრატეს მსგავსად,პრაქტიკაში იმ პრინციპების ერთგული იყო,რასაც თეორიულად მკაცრი ლოგიკით ასაბუთებდა.
18.5