შიკრიკი
9.95
- ავტორილუის ლოური
- მთარგმნელიდათო აკრიანი
- სერია: ლიბერთინს
მატი მოუსვენარი, ანცი ბიჭუნა აღარ არის. ის ახლა სხვა სოფელში ცხოვრობს, ახალ გარემოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე ზრუნავენ, სადაც არავინ არავის ჩაგრავს... და სულ კირაზე ფიქრობს. სანდო და ერთგული მატი უკვე ლიდერის რჩეულია. ის ჯერჯერობით შიკრიკის მოვალეობას ასრულებს, თუმცა, ეს მისი დანიშნულება არ არის.. სოფელი სიხარულით იღებს და აღიარებს უცხო ოჯახებს, რომელბიც გაუსაძლის ცხოვრებას გამორიდებულნი თავშესაფარს ეძებენ. თუმცა, მარადიული არაფერია. მთავარია მატიმ კირას ჩამოყვანა მოასწროს.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 9.95
- წონა
- 0.329
- ნანახია
- 159
მსგავსი პროდუქტები
მხოლოდ ერთი დღე
ავტორი: გეილ ფორმანი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: ლიბერთინს
ელისონ ჰილის ცხოვრება მისსავე ჩემოდანს ჰგავს – მოწესრიგებულს, დალაგებულსა და წინასწარ დაგეგმილს. შემდეგ კი, როდესაც უეცრად, სკოლის დამთავრების აღსანიშნავი სამკვირიანი ევროპული ტურის ბოლო დღეს უილემს გაიცნობს – თავისუფალ სულსა და მოხეტიალე მსახიობს, ყველაფერი თავდაყირა დგება. უილემი ელისონისგან სრულიად განსხვავდება. იგი გოგონას სთავაზობს, ყველა საქმე გვერდზე გადადოს და მასთან ერთად პარიზში გაემგზავროს. ელისონიც თანხმდება.
13.95
გამღები
ავტორილუის ლოური
მთარგმნელიდათო აკრიანი
"-მე დიდი პატივი მერგო, - თქვა გამღებმა, - შენც ასე იქნები. თუმცა, აღმოაჩენ, რომ ეს იგივე არ არის, რაც ძალა." ცხოვრება თემში, რომლის წევრია ჯონასი, იდილიურია. დანიშნული მშობელდედები ბადებენ ახალბავშვებს, რომლებსაც ანაწილებენ შესაფერის ოჯახურ ერთეულებში, თითოეულში - ერთ მამრს და ერთ მდედრს. ყველა მოქალაქეს ჰყავს პარტნიორი და აქვს სამუშაო. კითხვების დასმა აზრად არავის მოსდის. ყველა მორჩილია. თემი არის სამყარო, სადაც არ არსებობს კონფლიქტი, უთანასწორობა, დაპირისპირება, უმუშევრობა, უსამართლობა... და არც არჩევანი. ყველა ერთნაირია. გარდა ჯონასისა. თორმეტიანების ცერემონიაზე თემის თორმეტი წლის წევრები გულმხურვალედ იღებენ მათთვის წინდაწინ დადგენილ ცხოვრებისეულ დანიშნულებებს. ჯონასს კი წილად ხვდა საგანგებო მისია, რომლის შესწავლასაც იწყებს იდუმალ მოხუცთან, გამღებთან. ბიჭი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ადამიანს ძალას გრძნობები ჰმატებს, თუმცა, როდესაც მისი ძალმოსილება გამოცდის წინაშე დგება, ანუ როდესაც უნდა სცადოს და საყვარელი ადამიანი გადაარჩინოს, ჯონასი შეიძლება მზად ვერ აღმოჩნდეს. ძალზე ნაადრევია თუ მეტისმეტად დაგვიანებული?
9.95