santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ღიმილი
    ავტორი: სიუზან კრეიგ-ვაიტოკი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი სერია: გაკვეთილების შემდეგ საკითხავი   ლიტერატურული პრემიების მფლობელმა კანადელმა მწერალმა სიუზან კრეიგ-ვაიტოკმა ცხოვრების დიდი ნაწილი საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობას მიუძღვნა და ოც წელზე მეტხანს იყო ონტარიოს უმაღლესი სასწავლებლის ინგლისური ენის პედაგოგი. ოთხი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორი კრეიგ-ვაიტოკი მთავარი რედაქტორია კანადაში დაფუძნებული ონლაინ ლიტერატურული ჟურნალის „DarkWinter”.   „ღიმილი“ მოზარდების ცხოვრებისეულ გამოწვევებზე გვიყვება. წიგნის მთავარ პერსონაჟ კას უილსონს დალხენილი ცხოვრება არ აქვს. ჯერ 16 წლის არ არის და უკვე უამრავი პასუხისმგებლობა აწევს ტვირთად. მამა ხუთი წლის წინ გარდაეცვალა და დედის დასახმარებლად გაკვეთილების შემდეგ ხან სავაჭრო ცენტრში მუშაობს, ხანაც სახლში მარტოდ დარჩენილ ძმას უვლის. პირადი პრობლემებიც არ აკლია – თანაკლასელები აწუხებენ, თანაც ვერ აურჩევია, სკოლის დამთავრების შემდეგ რა პროფესიას მოჰკიდოს ხელი.   ერთ საღამოს კასი შეიტყობს, რომ დედას შეყვარებული ჰყოლია და თავს მოტყუებულად ჩათვლის. გადაწყვეტს თავის სურვილებზე უარი აღარ თქვას. მალე კასის ცხოვრებაში ახალი ადამიანები ჩნდებიან და ეხმარებიან იმის გამორკვევაში, თუ ვინ არის თვითონ და რა ხდის ბედნიერს.  
    25
    ღიმილის მტვერი
    ავტორი: მარი მეტრაიე მთარგმნელი: დავით აკრიანი   ევოლენში ერთადერთი კაცი გვყავს. ეს კაცი - ქალია. ალბათ რაღაც ძალაა ჩემში, რამაც შემაძლებინა, არ წავქცეულიყავი მაშინაც კი, როცა თავს დაცემულად ვგრძნობდი. აუცილებელი იყო კვლავ წელში გამართვა, თუმცა ყოველ წამს შეიძლებოდა დავმსხვრეულიყავი. არ მწამს რომელიღაც მოანგარიშე ღმერთის მიერ გამოტანილი სასჯელების. ჩვენვე ვართ საკუთარი თავის მსაჯული. ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ბედისწერის მიღება, რაც სულაც არ ნიშნავს პასიურობას, პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს ჩვენი ეგოს წაშლით ჩვენივე შინაგანი კონტინენტების კვლევის კვალდაკვალ, სხეულისა და სულის მოთხოვნილებათა ჰარმონიული დაკმაყოფილებით. ჩემი ცხოვრება გაფლანგულად არ მესახება: აი, ერთადერთი უეჭველობა, რომელსაც ვფლობ. იმის სწავლით, თუ როგორ იცხოვროს თავის მოტყუებისა და ყოყოჩობის გარეშე, სრული სიწრფელის მდგომარეობაში, - ყოველი ადამიანი ჭეშმარიტებაში ივანებს. რაღაც მომენტიდან მარტომ უნდა იარო, დატოვო ყველა მშველელ-დამხმარე. ეს სიმწიფის ნიშანია, თან, სწორედაც, სულიერი სიმწიფის.   ევოლენში ერთადერთი კაცი გვყავს. ეს კაცი - ქალია. ალბათ რაღაც ძალაა ჩემში, რამაც შემაძლებინა, არ წავქცეულიყავი მაშინაც კი, როცა თავს დაცემულად ვგრძნობდი. აუცილებელი იყო კვლავ წელში გამართვა, თუმცა ყოველ წამს შეიძლებოდა დავმსხვრეულიყავი. არ მწამს რომელიღაც მოანგარიშე ღმერთის მიერ გამოტანილი სასჯელების. ჩვენვე ვართ საკუთარი თავის მსაჯული. ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ბედისწერის მიღება, რაც სულაც არ ნიშნავს პასიურობას, პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს ჩვენი ეგოს წაშლით ჩვენივე შინაგანი კონტინენტების კვლევის კვალდაკვალ, სხეულისა და სულის მოთხოვნილებათა ჰარმონიული დაკმაყოფილებით. ჩემი ცხოვრება გაფლანგულად არ მესახება: აი, ერთადერთი უეჭველობა, რომელსაც ვფლობ. იმის სწავლით, თუ როგორ იცხოვროს თავის მოტყუებისა და ყოყოჩობის გარეშე, სრული სიწრფელის მდგომარეობაში, - ყოველი ადამიანი ჭეშმარიტებაში ივანებს. რაღაც მომენტიდან მარტომ უნდა იარო, დატოვო ყველა მშველელ-დამხმარე. ეს სიმწიფის ნიშანია, თან, სწორედაც, სულიერი სიმწიფის.  
    12
    ღმერთი სამსახურშია
    ავტორი: დათო გორგილაძე გმომცემლობა: ინტელექტი   დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია – უწყინარ გლობალურ ფორუმზე მივლინებისას სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი და ციხიდან ახალგამოსული იზა, რომელიც მოულოდნელად მილანში ჩარჩენილ თავის ყოფილ მოსწავლეს გადააწყდება; სავალდებულო სამხედრო გაწვევას გამოქცეული და „ზღაპრულ მძღნერში“ აღმოჩენილი გევორქა და თბილისის ქუჩებში უჩვეულო ამპლუით განკაცებული ღმერთი.    როგორც ფილმის საწყის ტიტრებში მიანიშნებენ ხოლმე – წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ.   დროსაც რომ თავი გავანებოთ, დათო გორგილაძის მოთხრობების კრებულში მთავარი ალბათ ისაა, რაზეც ერთგული ტაქსის მძღოლი ეპატიჟება ნაბახუსევ მგზავრს დილაუთენია: „ორი სავსე კათხა, ხუთი პატარა თევზი და ორი შავი პური“, და იქვე დააზუსტებს მენიუს: „თუ არ გვეყოფა, გავაბევრებთ.
    11.95
    ღრუბლების ატლასი
    ავტორი: დევიდ მიჩელი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: ნიკა სამუშია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    21.9
    ყაზბეგი – ქართულის რვეულები
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ყვავების ექვსეული
    ავტორი: ლი ბარდუგო მთარგმნელი:ბექა არაბული სერია:ლიბერთინს კეტერდამში რასაც გინდა იყიდი, თუ კარგი გადამხდელი ხარ! ყველაზე უკეთ ეს კაზ ბრეკერმა იცის. და მას ეძლევა შანსი - წარმოუდგენლად გამდიდრდეს, თუკი ქურდობას ჩაიდენს და სიკვდილს გადაურჩება. თუმცა, ყვავების ექვსეულის გარეშე, ის ვერაფერს შეძლებს. შურისძიებას მოწყურებული კატორღელი მარჯვე მსროლელი შინიდან გაქცეული ლანდად ცნობილი ჯაშუში გულმოქმედი, რომელიც გადასარჩენად მაგიას იყენებს ქურდი, რომელსაც საუკეთესოდ გამოსდის გაქცევა ყველასგან უარყოფილი ექვსი სახიფათო ადამიანი და ერთი შეუძლებელი საქმე. კაზის გუნდი შესაძლოა სამყაროსა და განადგურებას შორის აღმოჩნდეს, თუკი მანამდე ყვავები ერთმანეთს არ დახოცავენ.  
    18.95
    ყვავილები სახლთან ახლოს
    ავტორი: თამარ გოდერიძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 გამომცემლობა: პალიტრა L
    11.95
    ყვავილი
    ავტორი: ია კარგარეთელი   "შენ ის მითხარი ადამინი როგორ გექცევა, თორემ ლამაზად ლაპარაკი ყველას შეუძლია..."
    17
    ყველა ბიჭს რომლებიც მყვარებია
    ავტორი: ჯენი ჰანი მთარგმნელი: ბექა არაბული სერია: ლიბერთინს   16 წლის ლარა-ჯინი გულისნადებს მხოლოდ წერილებს ანდობს და მათ საქუდე კოლოფში ინახავს _ წერილი სულ ხუთი ცალია, იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია. ერთხელაც ხუთივე წერილი ადრესატებთან მოხვდება და გოგონა სიცრუის კორიანტელში გაეხვევა. სანამ ლარა-ჯინი გაერკვევა, ეს როგორ მოხდა, იმაშიც დარწმუნდება, რომ ცხოვრება ტკბილ-მწარე მოულოდნელობებით არის სავსე: სადაც სიყვარულია, იქ ვერაგობაც შეიძლება იყოს ჩასაფრებული; შეიძლება გგონია, აი,სწორედ ეს ბიჭი მიყვარსო, მაგრამ თურმე ნამდვილი სიყვარული შენ ახლოს, გვერდით ყოფილა, უბრალოდ, დანახვა გჭირდებოდა და რომ ამქვეყნად ოჯახი ყველაფერზე მთავარია
    14.95
    ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს
    ავტორი: ჟან-პოლ დიუბუა სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ნინო თურქესტანიშვილი პოლ ჰანსენი მონრეალის პროვინციულ ციხეშია გამოკეტილი - პირქუშ და თითქოს სულიერ არსებაში. ახლა მისი ცხოვრება შმორის სუნისგან, სისასტიკისა და სასოწარკვეთილებისგან შედგება. ამიტომაც ხშირად წარსულ აფარებს თავს - იმ დროს, როცა ბედნიერი იყო თავის ლამაზ ინდიელ ცოლსა და საყვარელ ძაღლთან ერთად; იმ დროს, როცა დედა ჰყავდა, ძალიან ლამაზი, ესთეტი ქალი, და მამა, დანიელი პასტორი, რწმენის ურწმუნო ტყვე; როცა გულღია, კეთილი ადამიანი იყო და ერთ დღესაც სხვების უგულობამ დანაშაულამდე მიიყვანა.
    14.95
    ყველაზე იღბლიანი გოგონა
    ავტორი: ჯესიკა ნოლი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: TOP თრილერი   ანი ფანელი წარმატებული გოგონაა. თავს იწონებს პრესტიჟული სამსახურით, მდიდრული გარდერობითა და სიმპათიური, არისტოკრატი საქმროთი. თუმცა არსებობს წარსული: ანი ბრედლის სკოლის მოსწავლეა − ლაღი და ბედნიერი, მაგრამ განგებამ დიდი განსაცდელი მოუმზადა − საქვეყნო შეურაცხყოფა და დამცირება! თუმცა გოგონამ იმ წარსულშივე გადაწყვიტა და მოახერხა კიდეც საკუთარი თავისა და ცხოვრების შეცვლა და ახლა სულ ახლოსაა იმ იდეალურ ცხოვრებასთან, რომლისთვისაც ბევრი იშრომა. მაგრამ საიდუმლო არ გამქრალა, ის პირადული და მტკივნეულია და თუ გამჟღავნდა, ყველაფერს წალეკავს და გაანადგურებს!  
    13
    ყველაფერი იწყება ჩვენით
    ავტორი: კოლინ ჰუვერი მთარგმნელი:ნათია ჩუბინიძე სერია: წლის ბესტსელერი "ყველაფერი მთავრდება განქორწინებით, თუ ქალის მეხსიერება და დღიური ასეთ შემთხვევათა სიას ინახავს: სილა გამაწნა სიცილის გამო; კიბიდან დამაგორა; ისე მცემა, რომ ნაკერები დამადეს; ჩემზე ძალადობა სცადა... მაგრამ განქორწინებით ყოველთვის როდი მთავრდება ქალისთვის განსაცდელი: ერთ მხარეს დგას მოძალადისგან საფრთხის მოლოდინი, მეორე მხარეს _ ახლებურად ცხოვრების წყურვილი; ორივე შემთხვევის ფონი კი შიშია. ...და როცა ლილი რისკავს და, ამ შიშის მიუხედავად, ირჩევს თავისუფლებასა და სიყვარულს, ეს მისი მხრიდან არის გაბედული და თამამი გზავნილი ყველა ქალისთვის, რომ ყველაფერი იწყება ჩვენით! "
    16.95
    ყველაფერი მთავრდება ჩვენით
    ავტორი:  კოლინ ჰუვერი მთარგმნელი:  ნათია ჩუბინიძე სერია: წლის ბესტსელერი   "როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: `მე ასე არ მოვიქცეოდი! "
    16.95
    ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
    ავტორი: ჩინუა აჩებე სერია: აკრძალული წიგნების თარო ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ   „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ ეპოქალური ნიგერიელი მწერლის, ჩინუა აჩებეს მიერ ინგლისურ ენაზე შექმნილი უმნიშვნელოვანესი რომანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი აღიარება ხვდა წილად. ეს ნაწარმოები დღემდე აუცილებელ სასწავლო ტექსტადაა მიჩნეული როგორც აფრიკის კონტინენტის, ისე ინგლისურენოვანი ქვეყნების სკოლებსა და უნივერსიტეტებში. წიგნი თარგმნილია ორმოცდაჩვიდმეტ ენაზე და ამ დრომდე გაყიდულია ოც მილიონზე მეტი ეგზემპლარი.   რომანში პირუთვნელად, შეულამაზებლადაა აღწერილი ნიგერიული ტომის ცხოვრება მე-19 საუკუნის მიწურულს, კოლონიზაციამდე, და მას შემდეგ, რაც პირველმა ევროპელებმა ამ მხარეში დადგეს ფეხი. წიგნი, რომელიც პირველად 1958 წელს გამოქვეყნდა – ორი წლით ადრე, ვიდრე ნიგერია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა – სრულადაა დაცლილი კოლონიამდელი ეპოქის გაიდიალებისგან და გვიხატავს სამყაროს, რომლისთვისაც ძალადობა, ომი და გაჭირვება უცხო არ არის, თუმცა ამასთან, გაჯერებულია ტრადიციების, რიტუალების, რწმენა-წარმოდგენებისა და სოციალური ურთიერთგაგების ძლიერი განცდით. რომანში აღწერილია ერთი ადამიანის, იბოს ტომის წარჩინებული, ძლევამოსილი და უშიშარი მებრძოლის – ოკონკვოს ქარიშხლიანი, ტრაგიკული ცხოვრება და ბრძოლა იბოს ტომის ტრადიციების გაუფასურებათა ყოველი მცდელობის წინააღმდეგ – მათ შორის გაორებულ თანატომელთა წინააღმდეგაც.     „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ კოლონიზაციის პროცესის მუქი საღებავებით დახატვის გამო მალაიზიისა და ნიგერიის მთავრობებმა აკრძალეს. მართალია, აშშ-ში წიგნი ოფიციალურად არასდროს აკრძალულა, თუმცა 2012 წელს გასაჩივრდა წიგნში შესული რასისტული ელემენტების გამო.
    21.95
    ყველგან ხანძრის კერებია
    ავტორი: სელესტ ინგი მთარგმნელი: ანა ნემსიწვერიძე სერია: წლის ბესტსელერი   ”ყველგან ხანძრის კერებია“ მოგვითხრობს საიდუმლოების წონაზე, ხელოვნებისა თუ იდენტობის ბუნებაზე, დედობის ძალასა და იმ საფრთხეზე, რომელიც ახლავს რწმენას, რომ წესებით ცხოვრება კატასტროფას აგარიდებს. გადაღებულია სერიალი, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით.
    16.95
    ყვითელი ველოსიპედი
    ავტორი: გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო   გაბრიელ ნაპოლეონ ელბანოს ,,ყვითელი ველოსიპედი" ერთგვარი კინო-რომანია, გამოკვეთილი და დასამახსოვრებელი კინო-გმირებით. რომანის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა მწერალი, ალესანდრო ბონარდი პოლიტიკური ვითარებისა და დევნის გამო ტოვებს ქვეყანას და ემიგრაციაში მიდის. მოქმედება იტალიაში ხდება, თუმცა ქართველი მკითხველი ბევრ ნაცნობსა და ახლობელს აღმოაჩენს, უახლოესი ისტორიიდან. გარდა პოლიტიკური ხაზისა, მნიშვნელოვანია დიდი სიყვარულის ამბავი, რომელსაც ეძღვნება წიგნი. რომანში გამოყენებულია რეალური სასიყვარულო წერილები, რომელიც ერთ-ერთი პერსონაჟის პირადი არქივიდანაა. წერილების მსგავსად პერსონაჟებიცა და ამბებიც რეალურია და ავტორის ფანტაზიის ერთ მთლიანობად ქცეული.
    12
    სიახლე
    ყვითელი ნახევარმზე
    ავტორი: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი მთარგმნელი: ანი კოპალიანი სერია: აკრძალული წიგნების თარო გამომცემლობა: ინტელექტი „მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით“ – ასე ჰქვია რომანს, რომელსაც ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი წერს. მთელი განვითარებული მსოფლიო, ცივილიზებული დასავლეთი შეთანხმებულად არიდებდა თვალს, როგორ იხოცებოდნენ ქალები, ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა 1967-70 წლებში, ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს, იხოცებოდნენ კოლონიზატორი სახელმწიფოების ბომბდამშენებით, ნაღმებით, ტყვიებით, შიმშილით... ეს არის რომანი ომისეული და ცხოვრებისეული ბრძოლების შესახებ. ცნობილი ნიგერიელი მწერალი, ჩინუა აჩებე, წიგნის ახალგაზრდა ავტორს გრძნეული ორაკულების შთამომავალს უწოდებს, მართლაც, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი დიდი ოსტატობით ხატავს ომისა და მშვიდობის მონუმენტურ სურათს და დაგვიანებით, მაგრამ მაინც ახერხებს მრავალწლიანი გულგრილობის შერყევას, მსოფლიოს წინაშე ბიაფრის – სამწლიანი ოცნებისა და ეფემერის სახელმწიფოს – გამოსარჩლებას. ბიაფრა, რომლის სიმბოლოც ყვითელი ნახევარმზე გახლდათ, ერთიანმა ნიგერიამ „გადაყლაპა“, ხოლო „ყვითელი ნახევარმზის“ მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი კი 2013 წელს აკრძალა ნიგერიის მთავრობამ.
    36.95
    ყვითელი ცდომილის მსახური
    ავტორი: პაატა ბერიკაშვილი   „ყვითელი ცდომილის მსახური“ ფანტასმაგორიული რომანია, რომლის ტექსტში გარეგნული აკადემიზმი შერწყმულია შინაგან ავანგარდიზმთან. ავტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სინტაქსს, თითოეული სიტყვის სიზუსტეს. ნაწარმოების გმირები მძიმე დროების რუხ ტონებში შეფერილ ლანდებს ჰგვანან. ცვალებადი და უიმედოა მათი გუნება-განწყობაც. პერსონაჟების ეგოიზმი და გაბოროტება ეპოქის დამახასიათებელ სოციალურ ავადმყოფობას ჰგავს, თუმცა განკურნებისთვის თავს მაინცდამაინც არ იკლავენ. მათი სამყარო საზოგადოების ფსკერია, რომელიც ხანდახან ისე შეერევა ხოლმე სხვა სოციალური ფენების ყოფას, რომ ჭირს, გაარჩიო, საიდან მოხვდა ესა თუ ის გმირი ამ გროტესკულ რეალობაში. გროტესკული სახეები გროტესკულ რეალობაში მკაცრი ნეგატივია, მაგრამ ერთია მთავარი – მათ შეუძლიათ, იცინონ როგორც საკუთარ პერსონაზე, ისე დანარჩენ სამყაროზე. სიცილი კი გადარჩენის ერთგვარი შანსია.
    24.95
    ყინულის დრაკონი
    ავტორიჯორჯ რ. რ. მარტინი მთარგმნელიირაკლი სულაძე სერია: ლიბერთინს   ყინულის დრაკონის ძალასა და დიდებულებაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.უხსოვარი დროიდან მოყოლებული,ვერავინ შეძლო მისი მოთვინიერება.და აი, საუკუნეებგამოვლილი,ბრძოლებგადატანილი შემზარავი ურჩხული ჯორჯ რ. რ. მარტინის მიერ შექმნილ სამყაროსაც დაემუქრა,გადაუფრენს მას და შიშის ზარს დასცემს ადამიანებს.ყველა ემალება მის რისხვას,ყველას ზარავს მისი დანახვა!მხოლოდ ერთი პატარა გოგონა ელოდება მოუთმენლად ურჩხულთან შეხვედრას,ეს ადარაა,იმ სოფლის მკვიდრი,რომელიც დრაკონის ყოველ გამოჩენაზე ყინულის ფენით იფარება...
    12
    ყირგიზი ჩამოდის ცხენიდან
    ავტორი: კაპუშცინსკი რიშარდ უამრავი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელის, ორჯერ ნობელის პრემიის ნომინანტის, პოლონელი მწერლისა და ჟურნალისტის, რიშარდ კაპუშცინსკის წიგნი დააინტერესებს მკითხველს, რომელსაც სურს, სხვისი თვალით დაინახოს გარემომცველი სამყარო. ტექსტში მოთხრობილია გასაბჭოებული ხალხების შესახებ, რომლებიც უკვე 50 წელია კომუნისტური წნეხის ქვეშ ცხოვრობენ, თუმცა მაინც ახერხებენ, შეაინარჩუნონ თვითყოფადობა.
    8.9
    ყმაწვილი
    ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: ციალა ჩხეიძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
    23.95
    ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა
    ავტორი: რობერტ მუზილი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880 - 1942) პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას. ინტერნატში სასწავლებლად გამგზავრებულ, მარტო დარჩენილ ტერლესს ახალი საყრდენი და ემოციები სჭირდება. პირველ ვნებებს სირცხვილისა და სიამოვნების მტანჯველი შეგრძნებებიც ახლავს თან. ტერლესი აღმოაჩენს, რომ ინტერნატის ერთ-ერთი მოწაფის მიმართ აქამდე უცნობ ლტოლვას გრძნობს. მაგრამ ეს მხოლოდ მოზარდის მელანქოლიური, არავისკენ მიმართული უმიზნო მგრძნობიარობაა, რომელსაც საბაბი სჭირდება ჯებირების გასანგრევად. რა ბედი ეწევა ტერლესს, რომლის თვითგამორკვევის რთული პროცესი სასტიკ, ძალადობრივ გარემოში მიმდინარეობს? რა შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს მას, როცა თანატოლ მოძალადეებს დაუპირისპირდება? და გაითავისებს თუ არა მოსაზრებას, რომ „სამყაროს დიდებულ მექანიზმში ზოგი ადამიანის არსებობა შემთხვევითი და გაუთვალისწინებელია“? 1966 წელს გერმანელმა რეჟისორმა ფოლკერ შლენდორფმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი სახელწოდებით „ახალგაზრდა ტერლესი“.  
    15.95
    ყოველი ამბის დასასრული
    ავტორი: მინდია არაბული სერიის დასახელება ET CETERA „მინდია არაბულის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი ტექსტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური ნაწარმოებებია; თითოეულ მათგანში მოქმედება, თხრობა რადიკალურად განსხვავებულ დროსა და სივრცეში მიმდინარეობს, მაგრამ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ამბებს რაღაც არსებითი აკავშირებს, ამთლიანებს.  მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობათა სიუჟეტები მკვეთრად არის დაშორებული თანამედროვეობას, სოციალურ რეალობას, ყველა მათგანი განსაკუთრებული მხატვრული სიღრმითა და ირონიით ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ჩვენს აწმყოს; პერსონაჟები, რომლებიც აქ გვხვდებიან, უძველესი ეპოქების ან ძალზე შორეული მომავლის ნაწილნი არიან, მაგრამ დაუძლეველი სიჯიუტით გვგვანან ჩვენ. შიში უცხოსადმი, სხვისადმი, რელიგიურ რელიკვიათა წარმოქმნის კარიკატურულობა, ტექნოლოგიების გავლენის შიშის აბსურდულობა და ა. შ. - ეს ის თემებია, რომლებიც წიგნში ენობრივი ექსპერიმენტებით, სტილიზების მეთოდებით და თხრობის განსაკუთრებული ტექნიკებით არის სიუჟეტებში გაშლილი“. ლექსო დორეული, ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი
    14.95
    ყოველი მათგანის ამბავი
    ავტორი: ლეონარდ  კოენი  თარგმანი: გურამ ღონღაძე   მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტული რომანი, „ყოველი მათგანის ამბავი“, კლასიკური ეროტიკული ტრაგედიაა. ის ერთდროულად სასაცილო, შემაძრწუნებელი და ამაღელვებელია. „ყოველი მათგანის ამბავი“ კოენს წარმოგვიდგენს, როგორც მისტიკურ მთხრობელს და იშვიათი წარმოსახვის მქონე მწერალს. კოენის მგზნებარე პროზა სექსუალობისა და რწმენის სარისკო კავშირზე გვიყვება, რაც არასდროს არის მოსაწყენი.
    20.9