santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ქალაქი და წმინდანები
    ავტორი: ცოტნე ცხვედიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ქალაქი თოვლში
    ავტორი: ბექა ქურხული   ბექა ქურხულის ახალი პროზაული კრებული “ქალაქი თოვლში” ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ხუთ მოთხრობას აერთიანებს. პირველ მოთხრობაში “მკვლელი” ავტორი აფხაზეთის ომსა და ომის შემდგომ ქართველი მებრძოლებისა და პარტიზანების ცხოვრებასა და ბრძოლაზე მოგვითხრობს. მოთხრობაში აღწერილი რეალური ამბები იმ ზეგავლენას ასახავს, რომელსაც ომი ახდენს უბრალო ადამიანებზე, ქართველებსა და აფხაზებზე. ადამიანებზე, რომლებიც ომამდე ერთ მიწაზე ცხოვრობდნენ და საუკუნეების განმავლობაში საერთო სამშობლო და უახლოესი სისხლით ნათესაობა აკავშირებდათ. მოთხრობა “ქალაქი თოვლში” ახალგაზრდა ბიჭისა და გოგონას სიყვარულზეა, რომლებსაც 90-იანი წლების უშუქობისა და სიცივის მიუხედავად ათბობთ გრძნობა, რომელიც სამუდამო კვალს ტოვებს მათ ცხოვრებაში. მოთხრობის “სიზმრად ვნახე” გმირი უსინათლო ადამიანია. ასეთი ადამიანი ჩვენ გარშემო უამრავია, მაგრამ ჩვენ გვიჭირს მათი შემჩნევა. უმეტეს შემთხვევაში კი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვუწვდით ხელს. მწერალი ცდილობს ჩაწვდეს იმ ადამიანის გრძნობებს, რომელიც დღის სინათლეს ვერ ხედავს. მოთხრობაში “საღამო” ავტორი იხსენებს სკოლის წლებს, მაშინდელ კოლორიტულ და მრავალეთნიკურ თბილისსა და მეგობრებს, რომელთა უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. დაბოლოს, მეხუთე მოთხრობა “მუსაქალი” ავღანეთში ნატოს მისიით წარგზავნილ ქართველ სამხედროებსა და მიმდინარე წელს განვითარებულ უახლეს მოვლენებზე მოგვითხრობს.
    15
    ქალაქი წყალზე
    ავტორი:  სალომე ბენიძე     "ქალაქი წყალზე" არის წიგნი ქალებზე, რომლებიც ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ და მაინც უამრავი საერთო აქვთ. შვიდი ქალი - ლიდია, ეფი, ილარია, ელენა, კატარინა, მარია და, ბოლოს, ანა-ულრიკე - შვიდი დაუვიწყარი და შთამაგონებელი ამბავია სიყვარულზე, იმედზე, გამძლეობასა და გამბედაობაზე, ანუ იმ ყველაფერზე, რაც აძლევს მათ ძალას, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი გააგრძელონ გზა და იარონ მასზე კვლავ სიყვარულით, თავდაჯერებულად და, რაც მთავარია, საკუთარი განუმეორებლობის შეგრძნებით.
    17
    ქალაქის კარიბჭეები
    ავტორი: ელიას ხური   ნოველისტი, რომანისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი ელიას ხური ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ლიბანელი მწერალია, რომელიც არაბულ პოსტმოდერნულ ლიტერატურას ქმნის. ლიტერატურულ ასპარეზზე ელიას ხური 1975 წელს გამოვიდა, სწორედ ამ დროიდან აქვეყნებს ის თავის რომანებსა და ნოველათა კრებულებს, სულ 10 რომანი აქვს გამოცემული, რომლებიც თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.   „ქალაქის კარიბჭეები“ მწერლის ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოებია, 1981 წელს დაიწერა და „უცხოს“, „უცხოობის“ კონცეპტი ძალიან დიდი დატვირთვის მატარებელია მასში. ზოგადად, გაუცხოების თემა და საკუთარი თავისა და საცხოვრისი ადგილის მაძიებელი უცხო, უსასრულოდ მოხეტიალე ყარიბი მოგზაური ხურის საყვარელი ლიტერატურული გმირია.   რომანი „ათას ერთი ღამის“ ერთი ცნობილი ნარატივის – „სპილენძის ქალაქის“ თემის პოსტმოდერნული ლიტერატურული გადამუშავებაა, რომელიც ავტორმა მწერლური შთაგონებით მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას – ბეირუთის სამოქალაქო ომს დაუკავშირა. მთავარი გმირი შორეული ქალაქისკენ მიმავალი უცხო, ყარიბი მოგზაური კაცია და უცხოობაშია მისი ძალა, რადგან სწორედ უცხოობის განცდას შეუძლია მისი დაუსრულებელი სვლისა და მსოფლაღქმის ახსნა. უცხოობა თან ტანჯვაა მისთვის და თან მისი რჩეულობის გამოხატულება.   „ქალაქის კარიბჭეები“ თავისი არარეალისტური სიუჟეტით, ტექსტის ფრაგმენტაციითა და მისი მრავალგვარი გაგების დაშვებით, თხრობის შერეული ფორმებით, იმიტაციით, გამეორებებით, მხატვრული სტილიზაციით შექმნილი, პოსტმოდერნულ სტილში დაწერილი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც კარგად წარმოაჩენს ავტორის მწერლურ შესაძლებლობებს.   არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ
    14.95
    ქალაქის ფორმა
    ავტორი: ჟულიენ გრაკი მთარგმნელი: ლალი უნაფქოშვილი ჟულიენ გრაკმა, უკანასკნელმა ფრანგმა კლასიკოსმა, – როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ – “ქალაქის ფორმა” 1985 წელს, 73 წლის ასაკში გამოაქვეყნა. წიგნი წარმოადგენს ქალაქ ნანტთან დაკავშირებულ მოგონებებისა და შთაბეჭდილებების კოლექციას, რომელიც მწერალს ჩამოუყალიბდა ნანტის კლემანსოს ლიცეუმში სწავლის პერიოდში. პროფესიით გეოგრაფმა, ჟულიენ გრაკმა (სინამდვილეში ლუი პუარიე, ჟულიენ გრაკი მწერლის ფსევდონიმია) “ქალაქის ფორმაში” გეოგრაფიული სიზუსტით აღწერა ქალაქი ნანტი და მთელი მისი რეგიონი, ამასთანავე წარმოგვიდგინა ამ ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, და კულტურული ყოფა-ცხოვრება, განათლების სისტემა, სპორტი, თუმცა თხრობის დროს, მწერალი ხშირად იმეორებს “ჩემი აზრით”, “ჩემი შეხედულებით”, “ჩემს თვალში”, რითიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მან ქალაქის მიმართ საკუთარი ხედვები წარმოგვიდგინა.
    6.7
    ქალაქურები. სოფლურები
    ავტორი: ბესო ხვედელიძე   "„სოფლურები“ და „ქალაქურები“ ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულია. ავტორი ჩვენზე, ჩვენს ყოფაზე - თანამედროვე და ოდნავ ადრეული პერიოდის ჩვენეულ ამბებს - გვიამბობს. სათაურიდანაც ჩანს, რომ მოქმედებები სოფლად და ქალაქად ხდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ამ ორი სივრცის კონტრასტულობას, პირიქით, ჩვენი რეალობა ერთიან პრიზმაში წარმოჩინდება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანებს ყველაგან - ქალაქად თუ სოფლად - მძაფრი ვნებები, ამბიციები, მისწრაფებები, სისუსტეები თუ სიღრმეები აქვთ... აი, გარემო კი, თუნდაც გეოგრაფიული, ამ ყველაფერს თავისებურ კოლორიტსა და სიმძაფრეს სძენს. ბესო ხვედელიძის მოთხრობების ეს კრებული ჩვენი რეალობის ანარეკლია, ოღონდ სრულიად განსხვავებული რაკურსით, თამამი, სარკაზმული მინიშნებებითა და დამაფიქრებელი პასაჟებით."
    12.95
    ქალები
    ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი   მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი   ჩარლზ ბუკოვსკის ნაწარმოები მეტწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და მათი მთავარი გმირი - ჰენრი ჩინასკი - ავტორის ალტერ ეგოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბუკოვსკი ეგრეთ წოდებული "ბინძური რეალიზმის" ერთ-ერთი მამამთავარია. მისი თხრობის მანერა, ნატურალისტური სტილი და პირდაპირობა ხშირ შემთხვევაში შოკისმომგვრელია მკითხველისთვის. "ქალები" მისი ერთ-ერთი საუკეთესო და გახმაურებული რომანია, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ვფიქრობთ, ლიტერატურის მოყვარულთათვის ეს დიდი საჩუქარი იქნება.
    16
    ქალთა ბედნიერება
    ავტორი: ემილ ზოლა მთარგმნელი: ნუნუ ქადაგიშვილი სერია: იკითხე კლასიკა     პროვინციელი ქალიშვილი ორ უმცროს ძმასთან ერთად,ბედის საძებნელად,უფრო სწორად,თავისა და ბიჭების გადასარჩენად,პარიზში ჩადის.ბიძის ოჯახში თავშესაფრის პოვნის იმედი უცრუვდება და ცხოვრებასთან დამოუკიდებლად შეჭიდება უწევს.დენიზ ბოდიუ დიდ უნივერსალურ მაღაზია "ქალთა ბედნიერებაში" იწყებს მუშაობას.ღარიბი,მაგრამ ღირსებით სავსე დენიზი უკიდურეს გაჭირვებას,ათასგვარ დაბრკოლებას,მოქიშპეკოლეგების ვერაგობას,ინტრიგებს,აბეზარი მამაკაცების ქედმაღლობას ებრძვის და მრავალჯერ დგება ზნეობრივი არჩევანის წინაშე...
    16.95
    ქალი სხვა სამყაროდან
    ავტორი: თიკა-სვანიძე ვენკო   ერთი შეხედვით, შეუძლებელია, ყველაფერი ის, რაც მე შემემთხვა, ერთ – სიცოცხლეში ჩაეტიოს. დრო წუთებით, საათებით და წლებით კი არ იზომება, არამედ იმ გამოცდილებებით, შეგრძნებებით, შთაბეჭდილებე– ბითა და ამბებით, რომლებიც თავს გადაგხდა. ჩემ თვალწინ მსოფლიო ისტორიის, პოლიტიკის დიდი მოვლენები გათამაშდა. ვიცნობ და ვმეგობრობ იმ ადამიანებთან, რომლებიც თანამედროვე სამყაროს ქმნიან. გამოვიარე წლები, რომლებსაც ბევრი ვერ გაუ- ძლებდა, განსაცდელები, რომლებიც ადამიანების დიდ ნაწილს, დარწმუნებული ვარ, დანებებას აიძულებდა. საფრთხეს და გამოწვევებს არასდროს შევუშინებივარ. პირიქით, ყველა წინააღმდეგობა, რომლებსაც გადა- ძალას მმატებდა. ახლა ვხვდები, რომ ყველა- ფერი ეს უნდა მომხდარიყო, რომ, საბოლოოდ, ის ვყოფილიყავი, ვინც ახლა ვარ. ეს ჩემი ბედისწერა იყო ჩემი ბედისწერა იყო, რომ თიკა სვანიძე-ვენკო გავმხდარიყავი. თიკა სვანიძე–ვენკო
    17.95
    ქალი ქვიშაში
    ავტორი: კობო აბე მთარგმნელი: აკაკი ბრეგაძე სერია: ლიტოდისეა „ქალი ქვიშაში“, კობო აბეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი, მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. მის მიხედვით რეჟისორმა ჰიროში ტეშიგაჰარამ 60-იან წლებში ფილმიც გადაიღო. რომანის მარტოსული გმირი, ქვიშაში ჩაფლულ სოფელში „დატყვევებული“ უბრალო მწერების შემგროვებელი ბედს არ ურიგდება და ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველანაირი ხერხით ცდილობს, რათა ნორმალურ ცხოვრებას და საკუთარ საქმეს დაუბრუნდეს. ცნობილი იაპონელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, კობო აბეს ნამდვილი სახელი და გვარია აბე კიმიფუსა. ის დაიბადა 1924 წელს ტოკიოში. ბავშვობა მანჯურიაში გაატარა და ლექსების წერაც მცირე ასაკში მანჯურიაშივე დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კვლავ ტოკიოში დაბრუნდა და იქვე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1992 წელს). კობო აბეს სახელთან დაკავშირებულია XX საუკუნის 50-იანი წლების იაპონური ხელოვნების აღმავლობა. მისი შემოქმედების ძირითადი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, გაუცხოება, სულიერი მარტოობის პრობლემა და თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის თვითდამკვიდრების მცდელობა. სწორედ ამ თემებზე ააგო მან რომანები: „ქალი ქვიშაში“, „კედელი“, „სხვისი სახე“, „ადამიანი-ყუთი“…  
    13.9
    სიახლე
    ქალი ხავერდის ყელსაბამით
    ავტორი: ალექსანდრე დიუმა  სერია: 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა – მონარქია დაემხო, მეფის ტახტი გილიოტინამ დაიკავა – „თავისუფლებისა“ და „ახალი წესრიგის“ მცვე- ლები ყველას მოჰკვეთენ თავს, ვისაც რეჟიმის მტრად ჩათვლიან. და თუმცა საფრანგეთმა ახალ ეპოქაში სისხლიანი და ტანჯული გზით შეა- ბიჯა, მისი დედაქალაქი მაინც ყველასთვის მიზიდულობის ცენტრად რჩება. ასეა ჰოფმანისთვისაც – გერმანელი სტუდენტისა და მეოცნებე ხელოვანისთვის. ჰოფმანისთვის სამყარო ერთი დიდი თეატრია, ამ თეატრის მთავარი სცენა კი სწორედ პარიზია და საოცარი, დაუჯერებელი წარმოდგენაც სწორედ ამ ქალაქში ვითარდება. რა ხდება მის თავს? რატომ ივიწყებს ერთგულების აღთქმას? ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის და რა აკავშირებს ამ ყველა– ფერთან ხავერდისყელსაბამიან ქალს? ამ კითხვებზე პასუხების ძიება მკითხველს იმ ირეალურ სამყაროში ამოგზაურებს, საიდანაც თავის დაღწევა ჰოფმანივით ხან მოუნდება და ხან – არა; ნაწარმოები – როგორც რაღაც ზებუნებრივი მოვლენა თქვენც ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია იდუმალებამ, და გამოგზაურებთ ირეალურ სამყაროში.
    16.95
    ამოწურულია
    ქალი ხავერდის ყელსაბამით
    ავტორი:ალექსანდრე დიუმა სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
    13.9
    ქამელეონის ფერი
    ავტორი: მალხაზ ასლამაზიშვილი სერია: იკითხე ქართლი   საქართველოს სამხედრო გზაზე, თერგის პირას, დუქანში შეჩერებულ საფოსტო კარეტას საიდუმლო ტვირთი პეტერბურგიდან თბილისში მოაქვს. ასე იწყება წიგნი, რომელიც საუკუნის დასაწყისის თბილისში მომხდარ იდუმალებით მოცულ ამბებს გვიყვება. ""ქამელეონის ფერი"" რეჟისორისა და სცენარისტის, მალხაზ ასლამაზაშვილის სადებიუტო რომანია. ამ წიგნში ყველაფერია, რაც მას გატაცებით საკითხავად აქცევს - სიყვარული, ღალატი, მკვლელობები, მოხდენილი გამომძიებელი და არანაკლებ მოხდენილი დამნაშავეები.
    14.95
    ქამუშაძის გაჭირვება, პიესები ტ 2
    ავტორი: დავით კლდიაშვილი   დავით კლდიაშვილი არის ქართველი სახალხო მწერალი. იგი დაიბადა იმერეთში, გაღარიბებულ აზნაურთა ოჯახში. თავის ნაწარმოებებში ასახავდა იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრებას.
    25
    ქანაანის შვილები
    ავტორი: გაბრიელ ტანიე „თუ ამ წიგნის მომავალ მკითხველს დასაწყისიდანვე მოეჩვენება, რომ აშკარად უჩვეულო, უცნაური და განსხვავებული წიგნი აღმოაჩინა, სიამოვნებით დავეთანხმები და იმასაც სიამოვნებით გავიხსენებ, თუ როგორ გამახარა რამდენიმე წლის წინ თავად ამ წიგნის ავტორის აღმოჩენამ.  პირველად ადრე, ახალგაზრდობაში შევხვდით, როცა საქართველოში ჩვენსავით არეული დრო იყო. მაშინ მას სოსო გაჩავა ერქვა და ჯერ არავინ იცოდა, თუ როდის და როგორ დავლაგდებოდით და ისე დავწყნარდებოდით, რომ ნებისმიერ ჩვენგანს თვითონ გაეკეთებინა არჩევანი. მან თვითონ გააკეთა არჩევანი და სასულიერო პირი გახდა. წლების შემდეგ უკვე ფშავში ვნახე, ჩარგალში მოღვაწეობდა.   ხევსურეთში იმ ზაფხულს ისეთი სიტყვები მოვისმინე ხევსურებისგან (მისი სიყვარულის შესახებ), სულაც არ მიკვირს ამ წიგნის ყდაზე მისი ხევსურული ფსევდონიმი. ტანიე პატარა ტბის სახელია პირიქითა ხევსურეთში, რომელსაც გულის ფორმა აქვს. მამა იოსებს გულით უნდოდა, რომ არხოტამდე სამანქანე გზა გაეყვანათ (ბოლოს და ბოლოს) და XXI საუკუნეში მაინც არ დაგვეკარგა არხოტი და არხოტიონი – სწორედ ის თემი, ვინც საქართველოს ამდენი საუკუნის განმავლობაში, ასეთი სიყვარულით იცავდა.  მამა იოსების ეს წიგნიც, სინამდვილეში, სიყვარულის გამო, სიყვარულისთვის დაწერილი რომანია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის არა მარტო მწერალი, მხატვარიც არის და მგონი, ჩვენი ბებიებიც მართლებიც იყვნენ, როცა ამბობდნენ, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია და ამ წიგნის მკითხველებსაც, გაკვირვებასთან ერთად, დიდი სიამოვნებაც ელით“. (დათო ტურაშვილი) მართლმადიდებელი მღვდელი ჯდება და წერს რომანს, სადაც ნაჩვენებია მიანმარში ეთნიკური უმცირესობების დევნის ამბები. ეს იმისთვის, რომ ქართული ლიტერატურული პროცესიც დავინახოთ ამ კონტექსტში, და მგონი ძალიან საინტერესო ავტორია გაბრიელ ტანიე. (ზურაბ ქარუმიძე)
    26.95
    ქარავანი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე   ქარავანი მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე – ვაკვირდებით და ვსწავლობთ. დეტალური, აუჩქარებელი თხრობა და სიტუაციების სიუხვე რომანს უზომოდ სასიამოვნო წასაკითხს ხდის. მრავალმხრივი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ღრმად წარმოაჩენს პიროვნულ პრობლემებს და უზარმაზარ მასალას იძლევა ანალიზისთვის.
    27
    ქართველი ქალი ანუ შურისძიება
    ავტორი: აჰმეთ მითჰათ ეფენდი   მოგზაურობაზე დაწერილი წიგნი მკითხველს ყოველთვის იდუმალი მოლოდინით განაწყობს, ალბათ, გასავლელი გზის გამო. კლასიკოსი მწერალი აჰმეთ მითჰათ ეფენდი (1844-1912) მრავალი ნაწარმოების ავტორია. “ქართველი ქალი ანუ შურისძიება”, რომელიც ოსმალეთში 1888 წელს გამოიცა, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის ოჯახის რუსეთში გადასახლების ისტორიასა და საქართველოს ყოფაზე მოგვითხრობს. მეფისნაცვალ პავლე ციციანოვზე შურისძიების ამბავთან ერთად ავტორი გერმანელი მოგზაურის, გიომ სანის, ენით ჩვენი ქვეყნის მხარეებისა თუ ქალაქების შესახებაც გვიყვება. “ამ ადგილებში მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო რამ არის. შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ეს გრძნობა, რომ იქაურ სილამაზეს ვალი გადაუხადო… საქართველოზე შეყვარებული ვარ, ამიტომ აქ მოგზაუ­რობა არასოდეს მომბეზრდება… რა სამწუხაროა, რომ აქ უკვე რუსული ცივილიზაცია შემოდის. რუსული ცივი­ლიზაციისა და კულტურის უარყო­ფითი გავლენის ალბათობა ამ კეთილშობილ ხალხზე ძალიან დიდია. სასტუმროს, სამიკიტნოს და მსგავსი ადგილების არსებობა იმ სტუმართმოყვარეობას, რაც მე ვნახე, ხომ მოსპობს! ვიცოდი ეს და ამიტომაც ვერ ვძღებოდი მოგზაურობით, სხვა გერმანელი ამას როდისღა ეღირსება-მეთქი, ვფიქრობდი…” ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება, გაეცნოს ოსმალურიდან თარგმნილ თურქი კლასიკოსის ნაწარმოებს საქართველოს შესახებ.
    9.9
    ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ
    ავტორი: ზაზა აბზიანიძე ჩემს ახალგაზრდობაში ერთი სახლი იყო – მხოლოდღა მწერალთა ოჯახებით „დაკომპლექტებული“. ხუმრობით გამიფიქრებია ამ იდეს განვრცობაზე: სართულები ჟანრების მიხედვით რომ გადნაწილებულიყო... სწორედ მაგ სახლს ვგულისხმობ, როდესაც ვწერ „ლიტერატურულ ბობოლებზე“, რომელთაც თავისი პირველი პოეტისათვის უფრო იოლად გაიმეტეს საფლავი აკაკის გვერდით, ვიდრე ბინა თავის სამეზობლოში, სწორედ მთაწმინდის სიახლოვეს...“. ცხადია, „ბობოლების“ გარდა, იქ, უბრალოდ, კარგი მწერლებიც ცხოვრებდნენ, რომელთაც ვახსენებ კიდეც ჩემს წიგნში...     ოღონდ, გარეკანზე გამოსახული შენობა – „ის“ სახლი არ არის! თუმცა, მთლადვ ჩვეულებრივი სახლიც არაა: აქ მკითხველებიც ცხოვრობენ, მწერლებიც და მათი პერსონაჟებიც: „და განა ვინგინდავინ ან ყველავინმე? – არა, სულ ნარჩევი, დარბაისელი ხალხი!“ („ნატვრის ხიდან“ „ვისესხე“ ეს დაუვიწყარი დახასიათება).     და კიდევ – „ჩვენი“ სახლის სახურავიდან, კარგ ამინდში, მყინვარწვერიც მოჩანს, კავკასიონიც – მის კალთას შეფარებული ჩარგალითა და სტეფანწმინდით და, რაღა თქმა უნდა – ქართული ოლიმპიც, იმ მითოლოგიური ნისლის გარეშე, ასე საგულდაგულოდ რომ გვიმალავს ხოლმე იქაურ ბინადართა ფიგურებს...
    12.95
    ქართული ალტერნატიული პროზა
    ავტორი: სოსო პაიჭაძე   სოსო პაიჭაძის მოთხრობების კითხვისას ისეთი შთა­ბეჭდილება იქმნება, თითქოს დანისლულ ტყეში მიაბი­ჯებდე. ეს ნისლი ხანდახან შეთხელდება, მაგრამ არ იფანტება და სასიამოვნო სიგრილით ავსებს სხეულს... ამ არაჩვეულებრივი მწერლის პროზა მრავალი თვალსაზრისით არის გამორჩეული, უწინარეს ყოვლისა კი არაორდინარული ზნეობრივი პრობლემების წამოჭრა-­დამუშავებით, რაც ორიგინალური მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით ხდება. სოსო პაიჭაძე მოცულობითი სინტაქსური კონსტრუქ­ციების არქიტექტორია, ინფორმაციით მეტისმეტად გაჯერებული ვრცელი სინტაქსური პერიოდებით მოგვითხრობს იგი თავისი პერსონაჟების უცნაურ თავგადასავლებს. ასე აღწევს ის რამდენიმე თანადროული მოვლენისა თუ განცდის, და მათთან ერთად ზოგჯერ, როცა საჭიროა, ადრე მომხდარისა თუ აწი მოსახდენის, ადრე განცდილისა თუ აწი განსაცდელის, ლამის სინქრონულად შეგზავნას მკითხ­ველის ცნობიერებაში. თხრობის ამ მანერის მიზანი ის უნდა იყოს, რომ სამყარო შეძლებისდაგვარად აღვიქვათ როგორც ცალკეულ მოვლენებად დაუყოფელი, წარსულად და აწმყოდ დაუნა­წევრებელი მთლიანობა. დაუყოფელი, დაუნაწევრებელი და... ბურუსით მოცული. ეს ბურუსი მაგიური ძალის მქონე ბურუსია _ ცნობიერების დამბინდველი და სამაგიეროდ არაცნობიერის გამომაფხიზლებელი, მაკურნებელი თვისებით აღჭურვილი, კათარსისის ერთობ ხელშემწყობი ­გრილი, გრძნეული ბურუსი. ამ განწყობილების შექმნას წარმატებით ემსახურება აგრეთვე სოსო პაიჭაძისთვის დამახასიათებელი ვრცელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეპიკური შედარებები, უაღრესად თავისებური და მახვილგონივრული, რთულად გადმოსაცემი განცდების მაქსიმალური სიზუსტით მიმტანი მკითხველამდე, _ ამ მოთხრობათა ავტორის დიდი მწერლური ­ოსტატობის უტყუარი დასტური. სოსო პაიჭაძის პროზა სამყაროს იდუმალების ლიტე­რატურული ანარეკლია, იდუმალებისა, რომლის შეგრძნე­ბის უნარი მასობრივად დაუჩლუნგდათ ადამიანებს თანა­მედროვე მერკანტილურ მსოფლიოში, რის შედეგადაც მათი ცხოვრება უფერული და უღიმღამო გახდა. ეს მოთხრობები შეეცდებიან გაგვიმძაფრონ სამყაროს იდუმალე- ბის განცდა, რათა მეტი ინტერესით შევხედოთ ქვეყნიე­რებასაც და ­საკუთარ თავსაც. ლევან ბრეგაძე
    14.9
    ფასდაკლება
    ქართული მწერლობა I ტომი
    სასკოლო გამოცემა I ტომი შემდგენლები: დიანა ანფიმიადი ლეილა ბერიაშვილი გია ქარჩხაძე   „ძველი ქართული მწერლობა” წარმოადგენს სასკოლო სამტომეულის, „ქართული მწერლობის“, პირველ ტომს. წიგნი აერთიანებს ჰაგიოგრაფიული, ისტორიული და მხატვრული პროზის, ჰიმნოგრაფიის, საერო პოეზიის ნაწარმოებებსა და მონაკვეთებს. ძველი ქართული მწერლობა V საუკუნიდან XIX საუკუნემდე: იაკობ ხუცესიდან ბესიკამდე, სულხან-საბა ორბელიანი და გურამიშვილი, მოსე ხონელი, ჩახრუხაძე და სხვანი. წიგნში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით მივიწყებული ნაწარმოებები – შუშანიკის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, დავითიანი, აბდულმესიანი, თამარიანი, მოგზაურობა ევროპაში, ამბავი რვათა ძმათა და სხვ. პროზაული ნაწარმოებები თანამედროვე ქართულითაა გადმოცემული. წინამდებარე გამოცემა დაეხმარება ფართო საზოგადოებას ძველი ქართული ტექსტების უკეთ გაგებასა და გააზრებაში.  
    16.2 24.9
    ქართულის რვეულები
    ავტორი: აკა მორჩილაძე   ეს წიგნი XIX საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვან მოვლენებსა და პიროვნებებს აცოცხლებს. აქ ვერ შეხვდებით ფაქტების დეტალურ აღწერას, ზუსტ თარიღებს, წყაროების მიხედვით დამოწმებულ ინფორმაციას.
    18.9
    ქარი / პინბოლი
    ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი ყდა: რბილი „მურაკამი ნაწარმოებში იდეალურად აღწერს, როგორ შეიძლება შეცვალოს სიურრეალისტურმა და ერთი შეხედვით, ზებუნებრივმა შეხვედრებმა ყოველდღიური ცხოვრების ლანდშაფტი“. „ვაშინგტონ პოსტი“ თანამედროვე იაპონელ მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორის, ჰარუკი მურაკამის წიგნები მსოფლიოს ბევრ ენაზეა თარგმნილი. „ყური მიუგდე ქარის სიმღერას“ და „პინბოლი, 1973“ სახელგანთქმული „ვირთხას ტრილოგიის“ პირველი და მეორე რომანებია. ორი რომანი ორ მარტოსულ ადამიანზე… ნაწყვეტი წიგნის წინასიტყვაობიდან: „უეცრად, სრულიად უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ თავში დამარტყა: „მგონი, რომანის დაწერას შევძლებ“. ახლაც კარგად მახსოვს ის შეგრძნება. თითქოს ციდან რაღაც ფარფატით დაეშვა და მე მარჯვედ დავიჭირე. წარმოდგენა არ მქონდა, ჩემს ხელში რატომ აღმოჩნდა. პასუხი დღესაც კი არ მაქვს. ასე იყო თუ ისე, ეს მოხდა. თითქოს გამოცხადებას ჰგავდა; ან შეიძლება „გონების განათება“ უკეთესი სიტყვა იყოს“.
    14.9
    ქარი ამწევი ფარდისა
    ავტორი: ზაირა არსენიშვილი   „ქარი, ამწევი ფარდის“ ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რასაც ავტორი განიცდიდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ის თვითმხილველთა მონათხრობს იწერდა (ან თვითონ იყო ამა თუ იმ ამბის შემსწრე), შემდეგ კი მხატვრულ სახეს აძლევდა და მოთხრობებად აქცევდა მათ. ამ მოთხრობებში ისმის გამოძახილი გლობალური, მსოფლიო მასშტაბის ისტორიული მოვლენებისა, რომლებიც საქართველოს ქალაქებსა თუ პატარა სოფლებსაც სწვდებოდა. აქ მეტ-ნაკლები სიძლიერითაა ნაჩვენები მეოცე საუკუნის რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შედეგები, რევოლუციის შემდგომი მოვლენები, უმძიმესი 30-იანი წლები, მეორე მსოფლიო ომი თუ ხალხის ცხოვრება ომის შემდეგ. და, რაც მთავარია, ამ ამბების მთავარი გმირები არიან ადამიანები, თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით. აქ მონაცვლეობს ღრმა ადამიანური სევდა და ხალასი იუმორი. ყოველივე ეს დაწერილია ზაირა არსენიშვილისთვის დამახასიათებელი არაჩვეულებრივი მდიდარი ქართული ენით.
    18.9
    ქარის გამორჩევა
    ავტორი: ნოდარ ლადარია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    12.9