santaesperanza
ქართველი ქალი ანუ შურისძიება
ქართველი ქალი ანუ შურისძიება

ქართველი ქალი ანუ შურისძიება


9.9

ავტორი: აჰმეთ მითჰათ ეფენდი

 

მოგზაურობაზე დაწერილი წიგნი მკითხველს ყოველთვის იდუმალი მოლოდინით განაწყობს, ალბათ, გასავლელი გზის გამო.
კლასიკოსი მწერალი აჰმეთ მითჰათ ეფენდი (1844-1912) მრავალი ნაწარმოების ავტორია. “ქართველი ქალი ანუ შურისძიება”, რომელიც ოსმალეთში 1888 წელს გამოიცა, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის ოჯახის რუსეთში გადასახლების ისტორიასა და საქართველოს ყოფაზე მოგვითხრობს. მეფისნაცვალ პავლე ციციანოვზე შურისძიების ამბავთან ერთად ავტორი გერმანელი მოგზაურის, გიომ სანის, ენით ჩვენი ქვეყნის მხარეებისა თუ ქალაქების შესახებაც გვიყვება.
“ამ ადგილებში მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო რამ არის. შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ეს გრძნობა, რომ იქაურ სილამაზეს ვალი გადაუხადო… საქართველოზე შეყვარებული ვარ, ამიტომ აქ მოგზაუ­რობა არასოდეს მომბეზრდება… რა სამწუხაროა, რომ აქ უკვე რუსული ცივილიზაცია შემოდის. რუსული ცივი­ლიზაციისა და კულტურის უარყო­ფითი გავლენის ალბათობა ამ კეთილშობილ ხალხზე ძალიან დიდია. სასტუმროს, სამიკიტნოს და მსგავსი ადგილების არსებობა იმ სტუმართმოყვარეობას, რაც მე ვნახე, ხომ მოსპობს! ვიცოდი ეს და ამიტომაც ვერ ვძღებოდი მოგზაურობით, სხვა გერმანელი ამას როდისღა ეღირსება-მეთქი, ვფიქრობდი…”
ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება, გაეცნოს ოსმალურიდან თარგმნილ თურქი კლასიკოსის ნაწარმოებს საქართველოს შესახებ.


გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
9.9
წონა
0.299
ნანახია
479
გაზიარება: