santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • გულახდილი საუბრები
    ავტორი: ინგმარ ბერგმანი  "გულახდილი საუბრები" არის წიგნი ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე, სადაც ანა, ახალგაზრდა იმპულსური ქალი და მისი მეუღლე ჰენრიკი, მღვდელი, 1920- იანი წლების შვედეთში ცხოვრობენ. ანა ჰენრიკზე ნაჩქარევად დაოჯახდა, დედამისის ნების საწინააღმდეგოდ. ახლა კი ეს ქორწინება მას სულს უხუთავს და შედეგად, წამოიწყებს სასიყვარულო რომანს თომასთან, თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთობაში ანა პოულობს ვნებებს, რაც ჰენრიკთან აკლია, სულ მალე მას დანაშაულის განცდა წამოეწევა და იწყებს აღსარებების ციკლს მისთვის ყველაზე ახლო ადამიანთან - ბავშვობისდროინდელ მოძღვართან, დედასთან, საუკეთესო მეგობართან და თავის მეუღლესთანაც კი. თითოეული ეს საუბარი, ცხადყოფს, თუ რამ უბიძგა ანას ღალატისკენ: უსიყვარულო ქორწინებამ, შენდობის წყურვილმა, რწმენაში დაეჭვებამ თუ რწმენის ქონის აუცილებლობამ. თუმცა, ყოველი მომდევნო აღსარებით ვხვდებით, რომ ანა ვერც ნუგეშს პოულობს და ვერც პატიებას.  
    12
    გულივერის მოგზაურობა
    ავტორი:ჯონათან სვიფტი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე,გია ჭუმბურიძე სერია: გაკვეთლების მერე საკითხავი წიგნში მოთხრობილია ქირურგ ლემუელ გულივერის მოგზაურობა ფანტასტიკურ, გამოგონილ ქვეყნებში. მწერლის მახვილგონიერება გმირის თავგადასავ­ლებს მსოფლმხედველობრივი განსჯის ასპარეზად აქცევს, იუმორი კი ფილოსოფიურ გადახვევებს სილაღეს ანიჭებს.  
    24.95
    გულისრევა
    ავტორი: ჟან-პოლ სარტრი მთარგმნელი თინათინ ღარიბაშვილი   დაუოჯახებელი მამაკაცი, მარტო ცხოვრობს ბუვილში, იგი მუშაობს XVIII საუკუნის არისტოკრატის მარკიზ დე როლბონის ბიოგრაფიის კვლევაზე - მას შემდეგ, რაც მიატოვა სამუშაო ინდოჩინეთში, მოგზაურობებისგან და თავგადასავლებისგან დაღლილმა. გაცნობიერების პროცესი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი აზრთაგანია სარტრის წიგნში. როკანტენი წერს დღიურს და სწორედ მისი ტექსტით იქმნება რომანი, რომელიც პირველ პირშია დაწერილი. იგი თანდათანობით გაიაზრებს, რომ ჩვეულებრივი საგნებისადმი მისი დამოკიდებულება შეიცვალა...
    20
    გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი
    ავტორი: ორჰან ფამუქი მთარგმნელი: ია ბერსენაძე ”გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი” ორჰან ფამუქის 2010 წელს გამოცემული ესეების კრებულია. წიგნის ეპილოგში ფამუქი წერს: ”მინდოდა, მკითხველისთვის ჩემი მწერლური გამოცდილება გამეზიარებინა - რა მასწავლა რომანის ხელოვნებამ და რა ამიკრძალა, რასაც ხან ვეჯაჭვებოდი, ხან კი, პირიქით, თავიდან ვიშორებდი... როგორც ამ წიგნის მოცულობითაც ჩანს, ეს არ არის რომანის ისტორია, თუმცა ამ ლიტერატურული ჟანრის უკეთ გასაგებად ვეცადე, მისი განვითარების ეტაპებიც მიმომეხილა. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მაინც სხვა რამ იყო: რა შთაბეჭდილებას ახდენს რომანი მკითხველზე? როგორ მუშაობენ რომანისტები? და როგორ იქმნება ნაწარმოები? ჩემი გამოცდილება რომანის მწერლისა და რომანის მკითხველისა გადაჯაჭვულია. რომანის შესწავლის საუკეთესო გზა დიდი რომანების წაკითხვა და მათი შთაგონებით რაიმე მსგავსის დაწერაა. ვფიქრობ, ნიცშე მართალი იყო, როცა ამბობდა: ”სანამ ხელოვნებაზე საუბარს დაიწყებთ, სცადეთ ხელოვნების ნიმუშის შექმნა.”
    9.95
    გუშინ
    ავტორი: შოთა არველაძე გამომცმელობა: არტანუჯი „გუშინ“ – ასე დაასათაურა ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა განვლილი კარიერის შემაჯამებელი წიგნი, რომელიც არამხოლოდ საკუთარი, არამედ მისი თაობის და ეროვნული ნაკრების პირველ ნაბიჯებს, 90-იანი წლების ნამდვილ ამბებს და დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვან როლს წარმოაჩენს. „გუშინ“ –საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძეს ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელიც არამხოლოდ საკუთარი, არამედ მისი თაობის და ეროვნული ნაკრების პირველ ნაბიჯებს, 90-იანი წლების ნამდვილ ამბებს და დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვან როლს წარმოაჩენს.  
    15
    და აღარავინ დარჩა
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: გია ბერაძე განმარტოებულ კუნძულზე ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული ათი ადამიანი მიწვევით ჩადის, მაგრამ... მასპინძლები არსად ჩანან. სასტუმრო ოთახში, ლანგარზე, ფაიფურის ათი პატარა ინდიელის ფიგურა დევს, ხოლო სტუმრების საძინებელში მხიარული საბავშვო ლექსია კედელზე გაკრული. ნეტავ რაზე მიანიშნებენ სტუმრებს მასპინძლები? ან არსებობენ ისინი? ვინ ხოცავს ერთიმეორის მიყოლებით სტუმრებს და რატომ ქრება თითოეული მკვლელობის შემდეგ თითო ფიგურა? - ამ კითხვებზე პასუხს ზღვაში გადაგდებული წერილი გასცემს.
    13.95
    დაბადების დღე
    ავტორი: ნინო სადღობელაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი
    11.95
    დაბადების დღე #3.4
    ავტორი:  ნიკოლას მაჩაბელი გამომცემლობა: პალიტრა L
    4
    დაბადების დღის ბიჭი
    ავტორი: დევიდ ბედიელი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერი: ალიბერკიდსი   სემ გრინმა ნამდვილ დაბადების დღეზე ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი დაინახა და ჩაიფიქრა, დაბადების დღე ყოველდღე მქონდესო. და აუხდა! მას მერე დაიწყო და რა დაიწყო! წარმოიდგინეთ, ყოველდღე წერთ საჩუქრების სიას და, რასაც მოისურვებთ, ყველაფერს გჩუქნიან; ყოველ დილით მშობლების მორთმეული საყვარელი საუზმე გხვდებათ სასთუმალთან, საჩუქრები საჩუქრებზე მოაქვთ და სადღესასწაულო ჟრიამულიც არასდროს მთავრდება!
    11.95
    დაბრუნება
    ავტორი: ნატო დავითაშვილი   ეს არის წიგნი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შესაძლებელია, ასეთიც იყოს _ ადამიანებითა და სხვებით დასახლებული.
    9.9
    დაბრუნება
    ავტორი: ერიხ მარია რემარკი  I მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის ფრონტზე გადარჩენილ და შინ დაბრუნებულ გერმანელ ჯარისკაცებს ახალი რეალობა დახვდათ - საზოგადოება სულ სხვაგვარად ცხოვრობს,სხვა შეხედულებები და სხვა წესები დამკვიდრებულა, ბრძოლის ველზე კი ყველაფერი ცხადი და იოლი იყო - იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ.ახალ რეალობაში ცდილობენ საკუთარი თავისა და ადგილის პოვნას, მაგრამ ბევრს ხელი მოეცარა - ვინ არმიას დაუბრუნდა, მაგრამ გაწბილებული დარჩა, ვინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.მხოლოდ ერთი მათგანი არ გატყდა...
    12
    დაბრუნება
    ავტორი: იაა ჯასი მთარგმნელი: თამარ ლომაძე   „დაბრუნება” წარმოშობით განელი ამერიკელი მწერლის, იაა ჯასის სადებიუტო რომანია, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა და მკითხველთა დიდი ყურადღება მიიპყრო. მოქმედება ორ კონტინენტზე ვითარდება და სამ საუკუნეს მოიცავს. ეს არის ისტორია ორი ნახევარდისა და მათი შთამომავლების ბედზე: განაში, აფრიკაში, ორ სხვადასხვა სოფელში იბადება ორი და, ეფია და ესი, რომლებმაც არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ. ეფია ცოლად მიჰყვება ბრიტანელ კოლონიზატორს, ხოლო ესის შეიპყრობენ და მონად გაყიდიან. ავტორი ოსტატურად მოგვითხრობს უთანასწორობის, კოლონიალიზმისა და მონობის პრობლემებზე; განიხილავს ისტორიული უსამართლობის გრძელვადიან შედეგებს, რასობრივი იდენტობის სირთულეებსა და წარსულის როლს აწმყოს ფორმირებაში. თოთხმეტი პერსონაჟის ამბის კვალდაკვალ, მკითხველი დაფიქრდება იმ ღრმა კავშირებზე, რაც წინაპრებთან და ერთმანეთთან გვაახლოებს.
    16.9
    დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი
    ავტორი:  ზურაბ ქარუმიძე
    20.95
    დაე, იშრიალოს ასპიდისტრამ
    ავტორი: ჯორჯ ორუელი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე სერია: ლიტერე ინვენტე   გორდონ კომსტოკი ცხოვრებისგან უკვე შელახული 29 წლის მამაკაცი, ხელმოცარული პოეტია. მიწიერია, თუმცა ამ წიჭს არაფერში იყენებს. ის ჩვენი დროების ღვთაებას - ფულს ებრძვის, თავგამოდებით ებრძვის, სურს დაამარცხოს. სიდუხჭირისაგან დაბეჩავებული და გაბოროტებული, გამუდმებით ჩივის: ფული, ფული, ყველაფერში ფულია დამნაშავე და კიდევ ასპიდიტრა ფანჯრის რაფაზე - ობივატელის კეთილდღეობის სიმბოლო... საბოლოოდ კი მაინც დანებდა - დანებდა, რომ ახალ სიცოცხლეს მისცეს ამქვეყნად მოვლინების უფლება.
    17.95
    დავით აღმაშენებელი წიგნი I-II
    ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია
    30
    დავით აღმაშენებელი წიგნი III-IV
    ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია
    30
    დავით წერედიანი 85 ამბავი
    სერიის 63-ე წიგნი შეადგინეს მელანო კობახიძემ, მანანა ღარიბაშვილმა და ზვიად კვარაცხელიამ.   დავით წერედიანს მკითხველი იცნობს, როგორც აღიარებული შედევრების ბრწყინვალე მთარგმნელს, გენიალურ პოეტს, უზადო ლიტერატორსა და კრიტიკოსს, რომელსაც ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. ამ გამოცემაში კი გაიცნობთ მის პიროვნებას, რომელიც შემოქმედებასთან დაშორებული არასდროს ყოფილა.   ახლო მეგობრების, თანამშრომლების, ოჯახის წევრების, მასზე შეყვარებული ახალი თაობისა თუ მის გვერდით სხვადასხვა დროსა და გარემოებაში მოხვედრილი ადამიანების მოგონებებთან ერთად წიგნში პირველად იბეჭდება დავით წერედიანის აქამდე გამოუქვეყნებელი ბავშვობისდროინდელი ლექსი.    გამოცემაში შესული ამბების ავტორები: მანანა ღარიბაშვილი, მაიკო წერედიანი, ზვიად კვარაცხელია, როსტომ ჩხეიძე, გიორგი ლობჟანიძე, ზურაბ კიკნაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, რაიან  შერმენი, ვახტანგ ჯავახაძე, ივანე ამირხანაშვილი, ლევან ბრეგაძე, ბესიკ ხარანაული, პაატა ჩხეიძე,  ლელა დუმბაძე, ანი კოპალიანი,  თამარ ჯავახიშვილი, რატი ამაღლობელი, თამაზ ვასაძე,  მალხაზ ხარბედია, თამაზ ჯოლოგუა,  გუგა მგელაძე, ლეილა ქარჩხაძე, რისმაგ გორდეზიანი, თინათინ მამულაშვილი, ლელა შუბითიძე, ნათია სიხარულიძე, ლია ლორია,  ლია სტურუა, რუსუდან ჩოლოყაშვილი,  სოსო მეშველიანი, შოთა იათაშვილი, მანანა ფხაკაძე, მანანა მენაბდე, მარიამო ჯანელიძე, ნანა ტონია, ვალერი ასათიანი,  თამარ მიქაძე,  რუსუდან ღვინეფაძე, შარლოტა კვანტალიანი, გიორგი ხულორდავა,  ლალი გულისაშვილი,  მაკა ჯოხაძე, ემზარ კვიტაიშვილი, მანანა კვაჭანტირაძე, ნინო დარბაისელი, ჟაკლინ სირაძე, გიორგი კახიშვილი.
    16.95
    დავითიანი
    დავით გურამიშვილის ,, დავითიანის" წინამდებარე გამოცემა შედგენილია პარალელური ტექსტების პრინციპით. წიგნის მარცხენა გვერდზე მიდის ორიგინალი, ხოლო მარჯვნივ - თანამედროვე პროზაული ტექსტი. ასეთი გამოცემა, ერთი მხრივ, შეუწყობს ხელს ,, დავითიანის" სწავლებას სკოლებში, ხოლო მეორე მხრივ მისცემს საშუალებას ქართული ლიტერატურითა და ისტორიით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს დაუბრკოლებლად აღიქვან ამ გამორჩეული შედევრის ძირითადი ტექსტი.
    12
    დავითიანი (საკოლექციო)
    ავტორი: დავით გურამიშვილი ქართველი პოეტი. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი“ პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა სამშობლოს წინაშე.
    14.95
    დაზაფრული ატლანტები
    ავტორი: ნიკოლას მელინი სერია: ინტელექტი 25 წლისაა ნიკოლას მელინი, ესპანელი მწერალი, მცირე რომანებისა და მოთხრობების ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორია. გამოირჩევა წერის განსხვავებული მანერით, ზუსტი და ინტენსიური თსხრობით მკითხველის ყურადღებას მიმართავს ადამიანის სიღრმისეულ, ფარულ პრობლემებზე. წერს კინოსცენარებსა და სტატიებს. ასევე, ის ესპანელ-ამერიკელი მწერლების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორია. ნიკოლას მელინის რომანი „დაზაფრული ატლანტები“ მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა ქალზე, რომლებიც ერთად არიან, თუმცა მათი ურთიერთობ ტკივილიანია ერთი მათგანი სირიელ ლტოლვილებს ეხმარება, რომლებიც დიდი ტანჯვით აღწევენ ევროპის ნაპირებს, სადაც მათ მაინცდამაინც დიდი სტუმართმოყვარეობით არ ეგებებიან. ლუსის ლტოლვილებზე ზრუნვაში ეხმარება იზაბელეც. სამწუხაროდ, სხვათა ტანჯვის გამზიარებლები, თავად ვერ აღწევენ მას თავს. ლუსის წარსული, ბავშვობაში გადატანილი მძიმე ჭრილობები არ აძლევს საშუალებას, თავისუფლება მოიპოვოს სიყვარულში, რაც ტკივილს აყენებს მის პარტნიორს და მის სიყვარულში ეჭვს უჩენს. იზაბელე, თავის მხრივ, დაზაფრულია ყოველ წამს ცხოვრებაში შემოჭრილი რეკლამებით და თავდაუშოგავად ცდილობს მათგან გათავისუფლებას. ეს ყველაფერი კი მათს ურთიერთობას ბზარს უჩენს.
    13.95
    დაიცავი შენი გული
    ავტორი: სიუ დივინი სერია:ლიბერთინსი   ჩრდილოეთი ირლანდია. 2016 წელი. ბიჭი კათოლიკეა, ირლანდიელი და რესპუბლიკელი. როცა მამამისი,ყოფილი პოლიტპატიმარი, ოჯახიდან წავიდა, დედა კი გარდაიცვალა, ერთადერთი ოცნებაღა დარჩა _ როგორმე ჩააბაროს გამოცდები და წავიდეს დერიდან, სულერთია, სად... გოგონა პროტესტანტი და ინგლისელია, მამა და ძმა _ პოლიციელები... და როცა ბიჭს სასტიკად სცემენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩრდილოირლანდიელები და ინგლისელები საუკუნეებია ვერ მორიგებულან რწმენის გამო, გოგონა უშველის. ერთ დღესაც ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და ორივეს ეჩვენება, რომ მათ შორის გადაულახავი წინააღმდეგობებია. არადა, ბევრს არ ითხოვენ _ მხოლოდ ერთად ყოფნა სურთ...
    14.95
    დაკარგული ნახევარი
    ავტორი: ბრიტ ბენეტი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: წლის ბესტსელერი შეიძლება უკვე გიფიქრია, რას გრძნობ, როცა იდენტობასა და საკუთარ ცხოვრებას გართმევენ, მაგრამ რას ნიშნავს არჩევანი, რომლითაც საკუთარ თავზე თავად ამბობ უარს? ახალგაზრდა ამერიკელი ავტორის, ბრიტ ბენეტის, ბესტსელერი სწორედ ამ არჩევანის შესახებ გვიყვება. ???? „დაკარგული ნახევარი“ შთამბეჭდავი რომანია ტყუპ დაზე, რომლებიც ბავშვობაში განუყრელები იყვნენ, მერე კი ორ სხვადასხვა სამყაროში გადაწყვიტეს ცხოვრება - შავსა და თეთრში. დები პატარა სამხრეთულ დასახლებაში გაიზარდნენ და 16 წლის ასაკში გაიქცნენ სახლიდან. თუმცა ზრდასრულობაში არა მარტო მათი ყოველდღიურობაა განსხვავებული, არამედ ყველაფერი - მათი ოჯახები, საზოგადოება და მომავალიც. წლების შემდეგ ერთ-ერთი და თავის შავკანიან ქალიშვილთან ერთად კვლავ იმ სამხრეთულ დასახლებაში ცხოვრობს, საიდანაც თავის დაღწევა სცადა, მეორემ კი თეთრკანიანთა შორის თავის დამკვიდრება შეძლო. მიუხედავად ამისა, დების ბედი კვლავ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. და ვინ იცის, რა მოხდება, როცა მათი ქალიშვილების გზები გადაიკვეთება? წიგნი გამოცემისთანავე მოექცა „New-York Times"-ის ბესტსელერთა სიის სათავეში. ბენეტს წიგნის ეროვნულმა ორგანიზაციამ 35 წლამდე ასაკის მწერლების საპატიო წოდება მიანიჭა,„The Times"-მა კი ავტორი წლის 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. წიგნის გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.
    16.95
    დაკარგული სინათლე
    ავტორი: ჯილ სანტოპოლო სერია: წლის ბესტსელერი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი. ლუსი და გეიბი ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. გზები გაიყო – გეიბი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუსი – ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია. მონატრების, ეჭვიანობის, სინანულისა და შეხვედრების ცამეტი წელი გავიდა, სიყვარული არ გახუნებულა, მაგრამ მოუტანა კი მათ ბედნიერება? გვიან აღიარეს, რომ სიყვარული სინათლეა და როცა მას დათმობ, საზღაური მეტისმეტად მწარეა, ხანდახან სიცოცხლეც კი.
    13
    დაკრძალვის შემდეგ
    ავტორი: აგათა კრისტი   რიჩარდ ებერნეთის დაკრძალვის შემდგომ ნათესავები ანდერძის გასაცნობად იკრიბებიან. მისი სიკვდილი უეცარი, თუმცა კი მოსალოდნელი იყო. გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივ სიკვდილს მიიჩნევენ, მაგრამ გარდაცვლილის დის, კორას, შეძახილის შემდეგ: „ის ხომ მოკლეს, არა?“ ოჯახის ადვოკატს ეჭვი ეპარება, რომ რიჩარდ ებერთენი მოკლულია და გადაწყვეტს, საქმე გამოიძიოს. მალე მძინარე კორას ნაჯახით კლავენ, მაგრამ არა გაძარცვის მიზნით. ადვოკატ ენტუისლს ისღა დარჩენია, ცნობილ მაძებარს, ერკიულ პუაროს სთხოვოს დახმარება.
    15.95